ქლამიდიოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქლამიდიოზი

უროგენიტალური ქლამიდიოზი ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა. მას მიკროორგანიზმი ქლამიდია იწვევს. დღეს ქლამიდიოზით სქესობრივად აქტიურ პირთა 5-10%-ია დაავადებული. ინფიცირება ხდება როგორც ჩვეულებრივი, ისე გაუკუღმართებელი (ანალური, ორალური) სქესობრივი ურთიერთობისას.

ერთჯერადი კონტაქტის შემთხვევაში ინფიცირების ალბათობა 50%-ს შეადგენს. საყოფაცხოვრებო გზით დასნებოვნება თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებრეალური - ორგანიზმის გარეთ ქლამიდია სწრაფად იღუპება, ინფიცირებისთვის საკმარისი რაოდენობის მიკრობები საყოფაცხოვრებო გზით ორგანიზმში ვერ მოხვდებიან, ასე რომ, საპირფარეშოში, უნიტაზზე ჯდომით, ასევე აუზზე, აბანოში, საერთო ჭურჭლისა თუ პირსახოცის გამოყენებით ინფიცირება არ ხდება. დაავადების საინკუბაციო პერიოდი 1-3 კვირაა.

რა ახასიათებს ქლამიდიოზს

დაავადება საკმაოდ ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან მინიმალური გამოვლინებით. ის ფარულად აქვს მამაკაცთა 46 და ქალთა 67%-ს. ქალებს დაავადებისას აღენიშნებათ:

  • გამონადენი საშოდან - ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი, უსიამოვნო სუნისა და მოყვითალო ფერის;
  • შარდვისას არცთუ ისე ძლიერი ტკივილი გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოებში, ქავილი და წვა;
  • მუცლის ქვედა არის ტკივილი;
  • თეთრად შლის გაძლიერება მენსტრუაციის წინ, მცირე სისხლდენები;
  • ზოგადი სისუსტე და ტემპერატურის მატება, რაც ინტოქსიკაციის შედეგია.

მამაკაცებს თავდაპირველად გამოაჩნდებათ საშარდე გზების მსუბუქი ანთება - ურეთრიტი, რომელიც საკმაოდ დიდხანს, რამდენიმე თვე გრძელდება. ამის შემდეგ თავს იჩენს ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი, შარდვისას ქავილი და წვა, წელის, შარდსადენისა და სათესლე ჯირკვლების სუსტი ტკივილი. მოსალოდნელია ტემპერატურის მატება 37 გრადუსამდე, აგრეთვე - ზოგადი სისუსტე და შარდის ამღვრევა, მათში ჩირქოვანი ძაფების არსებობა, ზოგჯერ სისხლიანი გამონადენი შარდვის ან ეაკულაციის შემდეგ. ქლამიდიოზს ახასიათებს ხანგრძლივი მატარებლობა. იმუნური სისტემა თრგუნავს მათ და ორგანიზმში ქლამიდიების არსებობაზე არაფერი მიუთითებს, კლინიკური, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევა დაზიანების ნიშნებს არ ავლენს, ქლამიდიების აღმოჩენა მხოლოდ სპეციფიკური გამოკვლევით არის შესაძლებელი.

გართულებები

მამაკაცებს დაავადება შესაძლოა გაურთულდეთ სათესლე დანამატის ანთებით - ეპიდიდიმიტით. ქალებში ყველაზე ხშირი გართულებაა საშვილოსნოსა და მისი დანამატების ანთება, რომელიც შემდეგ უშვილობის მთავარ მიზეზად იქცევა. იზრდება საშვილოსნოგარე ორსულობის რისკი. დამახასიათებელი გართულებაა რეიტერის სინდრომი, რომელიც ვლინდება შარდსადენი არხის (ქალებში - საშვილოსნოს ყელის), თვალებისა და სახსრების ანთებით.

ზოგიერთი სპეციალისტი ქლამიდიოზს პროსტატიტის მიზეზადაც მიიჩნევს. უშვილობა როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში დამოკიდებულია დაავადების ხანგრძლივობასა და თანმხლებ ინფექციებზე - ქლამიდიები ორგანიზმს, ჩვეულებრივ, სხვა მიკრობებთან ერთად აზიანებენ.

ქლამიდიოზი და ორსულობა

ორსულობისას ქლამიდიოზი იწვევს ნაყოფის განუვითარებლობას, ნაადრევ მშობიარობას, ნორმაზე მცირე წონის ნაყოფის დაბადებას, მრავალწყლიანობას, პლაცენტისა და მისი გარსების დაზიანებას, მშობიარობისას ცხელებას. დაავადებული დედისგან ბავშვის დაინფიცირება შესაძლებელია როგორც საშვილოსნოში, ისე მშობიარობის დროს (ასიდან 40% შემთხვევაში). ბავშვი იბადება თანდაყოლილი ქლამიდიოზით, მას შესაძლოა აღმოაჩნდეს:

  • ოფთალმოქლამიდიოზი, კონიუნქტივიტი (18-20%);
  • ახალშობილთა ქლამიდიური პნევმონია, ფილტვების ანთება (20-25%);
  • გენერალიზებული ქლამიდიოზი - ფილტვების, გულის, ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება - ენცეფალოპათიები, კრუნჩხვები, სუნთქვის დარღვევა;
  • სასქესო ორგანოებისა და შარდსადენის არხის, ცხვირ-ხახის ანთებითი დაზიანება.

როგორ დავიცვათ თავი

დაავადების დროული დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია, ამასთანავე, ქლამიდიებს შეუძლიათ "დამალვა", ამიტომ ყველაფერს მათგან თავის დაცვა სჯობს, რისთვისაც საკმარისია ერთი და მუდმივი სქესობრივი პარტნიორის ყოლა, შემთხვევითი კონტაქტისას ბარიერული კონტრაცეფციის - პრეზერვატივის გამოყენება.

მკურნალობა ორივე პარტნიორს ერთდროულად უტარდება. ამ პერიოდში აკრძალულია დაუცველი სქესობრივი კონტაქტი. გამოჯანმრთელების შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში საჭიროა საკონტროლი იმუნოლოგიური სინჯების ჩატარება.