/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სტომატოლოგია

ყველაფერი კბილის ქვასა და მისი მოშორების ეფექტურ საშუალებებზე

ყველაფერი კბილის ქვასა და მისი მოშორების ეფექტურ საშუალებებზე
ადამიანთა უმრავლესობა სტომატოლოგს მხოლოდ კბილის ტკივილის დროს მიმართავს,

კბილის ქვა და ნადები კი არ იწვევს სერიოზულ დისკომფორტს და სპეციალისტთან კონსულტაციასაც არ ვჩქარობთ. ნადების წარმომქმნელი მილიარდი ბაქტერია კი იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ზედა სასუნთქი გზებისა და სისხლის დაავადებების პროვოცირებას. როგორ მოვიშოროთ კბილის ქვა, ამ თემაზე გვესაუბრება ექიმი-პაროდონტოლოგ-თერაპევტი მარინა მინაშვილი.

– ქალბატონო მარინა, რას არის კბილის ქვა?

– კბილის ქვა არც ისეთი უწყინარი მოვლენაა, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, კბილის ზედაპირზე ასეთი წარმონაქმნები, გარდა იმისა, იდეალურ ღიმილს გვაკარგვინებენ, უფრო სერიოზულ პრობლემებსაც იწვევენ, ასეთია, მაგალითად, კარიესი, გინგივიტი, პაროდონტიტი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კბილის ქვა არის კბილის ზედაპირზე წარმოქმნილი მინერალიზებული რბილი ნადები, რომელიც შედგება საკვების ნარჩენების, მიკროორგანიზმების, ჩამოფცქვნილი ეპითელიუმისა და ბიოაპკისაგან. ყველაზე დიდი რაოდენობით ქვა გროვდება ქვედა საჭრელი კბილების ყელის მიდამოში, ღრძილთან ახლოს, ასევე ჯაგრისისთვის ძნელად მისადგომ სხვა ადგილებში. დროთა განმავლობაში კბილის ქვა იღებს მუქ შეფერილობას ნერწყვის შემადგენლობაში არსებული მარილების, ნიკოტინისა და საკვებში შემავალი საღებავების ზემოქმედების შედეგად.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, კბილის ქვა გვხვდება მოზრდილი მოსახლეობის 70-80%-თან.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.რამოდენიმე დღეა ენის ქვეშ ერთი სანერწყვე ჯირკვალი ჭამის დროს მიდიდდება.შემდეგ ისევ პატარავდება.ცოტა შეწითლებულიცაა.როგორ შეიძლება რომ ვუმკურნალო? ვარ 41წლის</p>

არსებობს ღრძილზედა და ღრძილქვედა ქვა. ღრძილზედა ქვა პაციენტის თვალისთვის ადვილი შესამჩნევია, ღრძილქვედა ქვის აღმოჩენა კი ექიმთან ვიზიტის დროსაა შესაძლებელი.

– რა მიზეზით ხდება ქვის ფორმირება?

– კბილის ქვის, ანუ მაგარი ნადების ფორმირების მთავარ მიზეზად არასრულფასოვანი ჰიგიენა მიიჩნევა, ასევე უხარისხო ჯაგრისისა და კბილის პასტის გამოყენება, მხოლოდ რბილი საკვების მიღება, არათანაბარი ღეჭვითი დატვირთვა (ცალ მხარეს ღეჭვა), თანკბილვის დარღვევები. აღსანიშნავია ისეთი ფაქტორებიც, როგორებიცაა ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა სახის დარღვევა, ნერწყვის შემადგენლობის ცვლილება, თამბაქოს მოხმარება, კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები, საკვებად დიდი რაოდენობით ნახშირწყლებისა და გაზიანი სასმელების მიღება.

– რა პრობლემის მომტანი შეიძლება იყოს კბილის ქვა?

– კბილის ქვა კბილის ირგვლივ არსებული ქსოვილების, ე.წ. პაროდონტის ანთებას იწვევს. ვითარდება ღრძილების დაავადება პაროდონტიტი. ასეთ დროს კბილ-ღრძილოვანი შეერთება ირღვევა და პაროდონტული ჯიბე ყალიბდება, რასაც ძვლის რეზორბცია ახლავს თან, ანუ ხდება განლევა. კბილი ირყევა და საბოლოოდ იკარგება.

– როგორია კლინიკური ნიშნები?

– პაროდონტიტის პირველი კლინიკური ნიშნებია ჰიპერემია ანუ სიწითლე, შეშუპება, სისხლდენა ღრძილებიდან გამოხეხვის დროს, უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, კბილის ფესვის გაშიშვლება, მომატებული მგრძნობელობა.

– როგორ აღმოვფხვრათ?

– თუ რბილი ნადების მოშორება შესაძლებელია კბილის ჯაგრისისა და პასტის მეშვეობით და პაციენტს შეუძლია თავად გაუმკლავდეს ამ პრობლემას, მაგარი ნადების ანუ ქვის მოცილება მხოლოდ ექიმს შეუძლია სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით. დღეს ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია ულტრაბგერის გამოყენება, ე.წ. სქეილინგი, რომელმაც თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა ხელის ინსტრუმენტები.

პირველად მსგავსი აპარატები 1950 წელს შეიქმნა და კარიესის დასამუშავებლად გამოიყენებოდა. გასული საუკუნის 80-იან წლებში სპეციალური თხელი თავები შეიქმნა ამ აპარატებისთვის და მათი გამოყენება ღრძილზედა და ღრძილქვედა ქვების მოსაცილებლად დაიწყეს.

თავდაპირველად მაგარ ნადებს ულტრაბგერით აცილებენ, შემდეგ კი კბილის ზედაპირს აბრაზიული პასტით აპრიალებენ. ეს პროცედურა სასურველია 6 თვეში ერთხელ ტარდებოდეს.

– როგორია პროფილაქტიკა?

– ჩვენ ვიცით, რომ პრობლემის პრევენცია უფრო მარტივია, ვიდრე მასთან ბრძოლა, ამიტომ აუცილებელია სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი, რათა რბილი და მაგარი ნადების წარმოქმნა დროულად გამოვლინდეს.

კბილებისა და ღრძილების დაავადებების უმრავლესობა დაკავშირებულია არარეგულარულ, არასწორ ჰიგიენასთან. ამიტომ, კბილის ქვის წარმოქმნის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური გზა პირის ღრუს სწორი და ეფექტური ჰიგიენაა. აუცილებელია მაგარი საკვების მიღება, დაბალანსებული, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი რაციონი, შაქრის შემცველი და გაზიანი სასმელების უკუგდება. მწეველ პაციენტებს ხშირად განვუმარტავთ, რომ ნებისმიერი სამკურნალო თუ პროფილაქტიკური პროცედურის ეფექტურობა განახევრდება ნიკოტინის ზემოქმედებით.

– რა როლი ენიჭება კბილის ჯაგრისს, ძაფს, კბილის პასტას, ელექტროჯაგრისს?

– კბილის ჯაგრისს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს პირის ღრუს მოვლაში. ინფორმაცია პირველი ჯაგრისის შესახებ ჯერ კიდევ ჩვ.წ-მდე 5000 წლის ეგვიპტელთა ჩანაწერებში მოიპოვება. ის ხის ყლორტებისგან მზადდებოდა. პირველი სახელურიანი ჯაგრისი კი შეიქმნა ჩინეთში, ჩვ.წ-მდე 1800 წელს.

დღეს გვაქვს ჯაგრისების მრავალფეროვანი არჩევანი, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის საჭირო ჯაგრისი. ძირითადად გამოიყენება საშუალო სიხისტის ჯაგრისი, რაც უფრო მოკლე და განიერია ჯაგრისის თავი, მით ადვილად უდგება საღეჭი კბილების უკანა ზედაპირებს. ბოჭკოები ყველა ერთი ზომისა უნდა იყოს და რაც უფრო მეტია ბოჭკოების რაოდენობა ჯაგრისის თავზე, მით ეფექტურად იწმინდება კბილის ზედაპირი.

კბილების გამოხეხვა აუცილებელია დღეში 2-ჯერ, 3-3,5 წუთის განმავლობაში.

არსებობს პირის ღრუს მოვლის დამხმარე საშუალებები – ფლოსი (კბილის ძაფი), კბილთაშორისი ჯაგრისი. მათი მეშვეობით კბილთაშორისი სივრცეები სუფთავდება.

კბილის პასტა მიეკუთვნება პირის ღრუს მოვლის ქიმიურ საშუალებებს. კბილის პასტები ერთმანეთისგან განსხვავდება შემადგენლობით და გამოიყენება როგორც კარიესის პროფილაქტიკისთვის, ისე გინგივიტისა და პაროდონტიტის სამკურნალოდ. არსებობს ასევე მათეთრებელი კბილის პასტები, მაღალი აბრაზიულობის გამო მგრძნობიარე მინანქრის მქონე პაციენტებმა ისინი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ.

არც ელექტროჯაგრისია რეკომენდებული მომატებული მგრძნობელობისას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორ მოქმედებს ყინულიანი სასმელი კბილის ბჟენზე
როგორ მოქმედებს ყინულიანი სასმელი კბილის ბჟენზე
ყინულიანმა სასმელებმა შეიძლება გამოიწვიოს ბზარი კბილსა და ბჟენს შორის.
სრულად
როგორ მოქმედებს ყინულიანი სასმელი კბილის ბჟენზე
როგორ მოქმედებს ყინულიანი სასმელი კბილის ბჟენზე
ყინულიანმა სასმელებმა შეიძლება გამოიწვიოს ბზარი კბილსა და ბჟენს შორის.
სრულად
პაროდონტიტის მკურნალობის, დიაგნოსტიკისა და პროფილაქტიკის საშუალებები
პაროდონტიტის მკურნალობის, დიაგნოსტიკისა და პროფილაქტიკის საშუალებები
პაროდონტიტი პირის ღრუს საკმაოდ ვერაგი და ამავდროულად გავრცელებული დაავადებაა.
სრულად
ვინირები: თქვენი იდეალური ღიმილის გასაღები
ვინირები: თქვენი იდეალური ღიმილის გასაღები
გსურთ გქონდეთ ლამაზი ღიმილი? კბილების ვინირება სტომატოლოგიური პროცედურაა, რომელსაც შეუძლია თქვენი ღიმილის რადიკალურად გარდაქმნა.
სრულად
კბილების უსაფრთხოდ გათეთრების 4 გზა
კბილების უსაფრთხოდ გათეთრების 4 გზა
კბილების გათეთრება ერთ-ერთი პოპულარული პროცედურაა. თუმცა, ბევრი ცდილობს ამის გაკეთებას სახლში.
სრულად
10 მარტივი რჩევა - კბილების ბუნებრივი გათეთრებისთვის
10 მარტივი რჩევა - კბილების ბუნებრივი გათეთრებისთვის
ამბობენ, რომ პირველი შთაბეჭდილება ხშირად უკანასკნელი შთაბეჭდილებაა. ღიმილი კი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ჩვენივე თავზე დადებითი მოგონებების დასატოვებლად.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : სტომატოლოგია

-გამარჯობათ.ორ კბილს შორის ადრე საკვები არ ეჭედებოდა,ან ვერ ვამჩნევდი ამ პრობლემამდე.ახლა კი როცა ეჭედება ძალიან შემაწუხებელია,ცოტათი მტკივნეულიც(სუფრასთან ყოფნისას შეიძლება ეს გაგრძელდეს რამდენიმე საათი)და მერე როცა ძაფით ამოვიწმენდ უკვე გაღიზიანებულია ამ კბილებს შორის ღრძილი,შეშუპებაც იგრძნობა.ამდროს მტკივნეულია არა ეს კბილები,არამედ მათ შორის ღრძილი.ასე მაქვს ცოცხალ კბილებს შორისაც ერთადგილას(მაგრამ დაპლომბილზე),და ასე მაქვს მეორე ადგილას სადაც ერთი კბილი ცოცხალია მეორე კი ნერვ მოკლული.ექიმმა. თავიდან ამ კბილებს შორის პლომბებით ისე შეამჭიდროვა რომ საკვები ვეღარ აღწევდა მათ შორის და რაღაც პერიოდი ამან გაამართლა.მაგრამ დაიწყო პლომბების ჩამოტეხვა ღეჭვისას ამ ადგილებში.ამის მერე -პირიქით უფრო დიდი და გლუვი დაშორება შევქმენით ამ კბილებს შორის რადგან ღრძილის გაღიზიანებას სწორედ ხანგრძლივად ჩაჭედილი საკვები იწვევს,და ამ მეთოდით კი საკვები ხვდებოდა ამ კბილებს შორის მაგრამ იოლადვე გამოდიოდა(ანუ ხანგრძლივ ჭედვას არ ქონდა ადგილი და ამანც გაამართლა).მაგრამ ისევ ატყდა პლომბი და კვლავ დაიწყო საკვებმა დაყოვნება ამ არეში და ღრძილმა გაღიზიანება.რამდენიმესაღეჭი კბილი საერთოდ მაკლია და ბუნებრივია რომ საკვები აწვება ამ უკბილო ღრძილებს მაგრამ აქ არ ხდება გაღიზიანება ღრძილების.და თუ შეიძლება მითხრათ რაში არის პრობლემა ჩემს შემთხვევაში და რა არის გამოსავალი(რით ეშველება ამ პრობლემას)?მადლობა წინასწარ

კატეგორია : სტომატოლოგია

-გამარჯობათ.დიდი ხანია კბილებს ვიპლომბავ და ექიმებიც შემეცვალა ამ დროში.ადრე პლომბი როცა ამომივარდებოდა-უფრო მასიური იყო(ანუ მთლიანად ვარდებოდა).ახლა რომ მომძვრა თხელი იყო (ფრჩხილის სისქე),მის ქვეშ დარჩა პლომბის ნაწილი თუ არა არ ვიცი.მოკლედ ჯერ ერთი ასეთი თხელი პლომბის დადება სწორია?(ექიმი დამადებდა პლომბს,მერე დაასხივებდა რაღაც იისფრად,მერე ისევ ამატებდა პლომბს,ისევ ასხივებდა და ასე შემდეგ).და მეორეც-ეს ნერვი რომ მოვკალით კბილში იმიტომ აღარ იცდის პლომბი,კბილი სწრაფად იშლებაო(ექიმმა),-ერთი-ორი თვის ნერვმოკლულ და დაპლომბილზე თქვა,როცა ადრე ნერვმოკლულ კბილებში წლობით მედო პლომბი უპრობლემოდ.იქნებ ამიხსნათ სიმართლე როგორაა.მადლობთ

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ყველაფერი კბილის ქვასა და მისი მოშორების ეფექტურ საშუალებებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები