პაროდონტიტის მკურნალობის, დიაგნოსტიკისა და პროფილაქტიკის საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პაროდონტიტის მკურნალობის, დიაგნოსტიკისა და პროფილაქტიკის საშუალებები

მის გამომწვევებზე, მკურნალობისა და დიაგნოსტიკის საშუალებებზე გვესაუბრება კლინიკის „Dental House“ ხელმძღვანელი, ექიმი თერაპევტი, პაროდონტოლოგი ფიქრია კაკაურიძე.

– ქალბატონო ფიქრია, რა დაავადებაა პაროდონტიტი?

– პაროდონტიტი ქრონიკული, მულტიფაქტო­რული ანთებითი დაავადებაა და ხასიათდება კბი­ლის საყრდენი ქსოვილების პროგრესირებადი დესტრუქციით. პაროდონტიტი, გავრცელების მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის ქრონიკულ დაავადებათა მე-6 ყველაზე გავრცელებულ დაავადებად აღიარეს.

პაროდონტიტი ბაქტერიული ბიოაპკისა და იმუნური სისტემის ურთიერთქმედების შედეგად ვითარდება.

გარემო ფაქტორების ზეგავლენით კი შეიძლება დააზიანოს უფრო მეტი კბილი ან პაროდონტის უფრო ღრმა ქსოვილები. იგი იწვევს კბილების დაკარგვას, უარყოფით გავლენას ახდენს ღეჭვით ფუნქციაზე, ესთეტიკასა და ცხოვრების ხარისხზე.

– რამ შეიძლება გამოიწვიოს პაროდონტიტი?

– პაროდონტიტის განვითარებაში გადამწყვეტი როლი არა მხოლოდ ცალკეულ ბაქტერიას აკისრია, არამედ ბაქტერიულ ბიოაპკს (ნადები). ბიოაპკი დროთა განმავლობაში იზრდება, განიცდის მინერალიზაციას და კბილის ქვად გარდაიქმნება.

პაროდონტიტის გამომწვევი პათოგენები ჯანმრთელ პაროდონტის ქსოვილებშიც გვხვდება, თუმცა, მცირე რაოდენობით.

– უპირატესად რა ასაკში შეიძლება გამოვლინდეს პაროდონტიტი?

– დაავადება შეიძლება ნებისმიერ ასაკში დაიწყოს, თუმცა, უმეტეს შემთხვევებში, კლინიკურად 30 წელს გადაცილებულ პირებს უვლინდებათ. როგორც წესი, პაროდონტიტი პერიოდული გამწვავებისა და რემისიის ფონზე, უმეტესად, ნელა მიმდინარეობს; თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება პუბერტულ (მომწიფების) ასაკში დაიწყოს და პაროდონტის ქსოვილების გამოხატული დესტრუქციის გამო, მოზარდმა ან ახალგაზრდამ (30 წლამდეც კი) კბილი ან კბილთა ჯგუფი დაკარგოს.

– რა ნიშნებით ხასიათდება ეს დაავადება?

  • პაროდონტული ქსოვილების პროგრესირებადი დაკარგვა;
  • პაროდონტული ჯიბის არსებობა;
  • ღრძილებიდან სისხლდენა.

მსუბუქი და საშუალო ფორმის პაროდონტიტის დროს, პაციენტს უმეტესად ჩივილი არ აქვს. უმტკივნეულოდ მიმდინარეობის გამო, ხშირად არც იცის, რომ დაავადებულია. შეიძლება კბილების წმენდის დროს ღრძილებიდან სისხლდენა აღნიშნოს. იმ შემთხვევაში, თუ დაავადების დროული გამოვლენა და მკურნალობა არ მოხდა, პაროდონტის შესამჩნევი დესტრუქციის გამო, პაციენტს შესაძლოა კბილთაშორის სივრცეებში სივრცის გაჩენა აწუხებდეს, რაც ესთეტიკურად უქმნის დისკომფორტს. ასევე კბილების ჰიპერმგრძნობელობა, უსიამოვნო სუნი, კბილების მორყევა ან მისი დაკარგვა. იშვიათად ღრძილების ტკივილი ან ქავილი აწუხებთ.

პაროდონტიტის დროს კლინიკურად შეიძლება გამოვლინდეს:

  • ღრძილზედა და ღრძილქვეშა კბილის ნადები და ქვა;
  • ღრძილის შეშუპება, ზომის და ფორმის ცვლილება;
  • სისხლდენა (რიგ შემთხვევაში ჩირქდენა);
  • ძვლის დესტრუქცია;
  • კბილის პათოლოგიური მორყევა;
  • კბილის დაკარგვა.

– რატომ არის საყურადღებო და საშიში პაროდონტიტი?

– როგორც აღვნიშნეთ, პაროდონტიტი ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც თავიდან უსიმპტომოდ მიმდინარეობს. პაროდონტიტის დროს ღრძილი ძირითადად ჰიპერემიული და შეშუპებულია, რიგ შემთხვევებში ანთების ნიშნები შეიძლება არც გამოვლინდეს.

ამდენად პაციენტების უმრავლესობამ არც იცის, რომ მათ ქრონიკულად მიმდინარე პაროდონტიტი აქვთ და მხოლოდ მას შემდეგ იგებენ, როდესაც დაავადება შორს წასულია და ექიმი პაროდონტოლოგის სასწრაფო ჩარევას საჭიროებს.

– როგორია დიაგნოსტიკა?

– პაროდონტიტის დიაგნოსტირებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ზონდირება ან ვიზუალური დათვალიერების დროს კლინიკური მიმაგრების დარღვევის სწორად განსაზღვრაა.

თავდაპირველად ვაფასებთ ღრძილის ფორმას, ფერს, კონსისტენციას, ზომის ცვლილებას, სისხლდენას და მის ხარისხს.

ვავსებთ პაროდონტულ რუკას ზონდირების მეშვეობით, რომლის დროსაც ვიკვლევთ თითოეული კბილის მდგომარეობას 6 წერტილში, ვამოწმებთ ირყევა თუ არა კბილები. ასევე დიაგნოსტირებაში აუცილებელია რენტგენოლოგიური კვლევის დამატება, სადაც არა დაავადების აქტივობა ჩანს, არამედ მისი შედეგები.

– როგორია მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და მიდგომები?

– პაროდონტიტის მკურნალობის დასაწყისში, მთავარი მიზანი თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით, დასაწყისში პაროდონტის ანთებითი პროცესების შეჩერება და დაზიანებული ქსოვილების აღდგენაა.

  • ღრძილზედა ბიოაპკის კონტროლი;
  • პირის ღრუს ინდუვიდუალური ჰიგიენის საშუა­ლებების გაცნობა და პაციენტის მოტივირებაა მნიშ­ვნელოვანი;
  • ანთების დამატებითი მკურნალობა;
  • ნადების პროფესიული მექანიკური მოშორება;
  • მავნე ჩვევების შემცირება (თამბაქოს მოხმარება, დიაბეტის დროს გლუკოზის კონტროლი, დიეტა, ფიზიკური აქტივობების გაზრდა);

დიაგნოზის მიხედვით საჭიროა დამატებითი მეთოდების გამოყენება – ქიმიური საშუალებების ჩართვა.

პაციენტთან აუცილებელია რეგულარული ვიზიტების შესრულება, განმეორებითი ვიზიტები საშუალებას გვაძლევს დაავადების პროგრესი არ მოხდეს.

– რამდენად შესაძლებელია პროფილაქტიკა?

– პაროდონტოლოგთან რეგულარული, 6 თვეში ერთხელ ვიზიტით, შესაძლოა ავირიდოთ დაავადების მძიმე მიმდინარეობა, რადგან პროფილაქტიკურ ვიზიტებზე სიარული საშუალებას გვაძლევს, ვმართოთ პაციენტის მდგომარეობა სწორად, პროტოკოლის ზუსტი დაცვით. თუმცა, აუცილებელია, პაციენტმა ინდივიდუალური ჰიგიენის საშუალებების გამოყენება და რეკომენდაციები ზედმიწევნით შეასრულოს ვიზიტებს შორის, სახლში. მის გარეშე არა თუ პროფილაქტიკა, მკურნალობაც შეუძლებელი იქნება.

– როგორია პროგნოზი?

– პროგნოზის განსაზღვრა – ეს არის წინასწარი ვარაუდი იმისა, თუ როგორ შეიძლება დაავადება განვითარდეს და რა შედეგი მოჰყვეს მკურნალობას. რაც დაავადების ცოდნასა და არსებული რისკ-ფაქტორების გამოვლენას ეფუძნება.

დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გეგმის შედგენის ეტაპზე აუცილებელია:

  • ცალკეული კბილის პროგნოზის განსაზღვრა;
  • იმ რისკ-ფაქტორების გამოვლენა, რო­მლებიც დაავადების მიმდინარეობაზე ან მკურნალობის ეფექტზე ახდენს გავლენას;
  • ზოგადად დაავადების მიმდინარეობის პროგნოზის განსაზღვრა.

გასათვალისწინებელია ზოგადი რისკ-ფაქტორები: ასაკი, გენეტიკური წინასწარგანწყობა, თამბაქოს მოხმარება.

სისტემური დაავადებები; სტრესი, უძილობა, არასრულფასოვანი კვება, პაციენტის თანამშრომლობა ექიმთან და პაროდონტოლოგის რეკომენდაციების შესრულება.

მნიშვნელოვანია ლოკალური რისკ-­ფაქტორებიც – პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენა, დაავადების სიმძიმე, არასწორი რესტავრაციები, ანატომიური თავისებურებები.

უნდა აღინიშნოს, რომ ცალკეული კბილის თუ ზოგადი დაავადების პროგრესი დინამიკური პროცესია. ის შეიძლება დროთა განმავლობაში გაუარესდეს ან გაუმჯობესდეს, ამიტომ, მკურნალობის ყველა ეტაპზე ახალი პროგნოზის განსაზღვრა და მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა აუცილებელი პირობაა.