/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სტომატოლოგია

10 მარტივი რჩევა - კბილების ბუნებრივი გათეთრებისთვის

ამბობენ, რომ პირველი შთაბეჭდილება ხშირად უკანასკნელი შთაბეჭდილებაა. ღიმილი კი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ჩვენივე თავზე დადებითი მოგონებების დასატოვებლად.

ხშირად, ისეთი ძირითადი პროცედურები, როგორებიცაა კბილების წმენდა ჯაგრისით და კბილის ძაფის გამოყენებით, არ არის საკმარისი კბილებზე ნადების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. განსაკუთრებით, თუ ეწევით, ხშირად სვამთ ყავას, ჩაის ან ბევრ ტკბილეულს მიირთმევთ.

არსებობს რამდენიმე მარტივი რჩევა, რომელთა შემდეგაც ყოველთვის დარწმუნებული იქნებით თქვენი ღიმილის შეუდარებლობაში.

1. შეიზილეთ კბილებზე ლიმონის ან ფორთოხლის ქერქი

ყოველდღე, სასურველია ძილის წინ, გაიწმინდოთ კბილები ლიმონის ან ფორთოხლის კანით (ქერქით). ეს არის სრულად უსაფრთხო მეთოდი, რომელიც კარგად აშორებს ნადებს და ამდიდრებს ღრძილებს ჩ ვიტამინით. თუ გაქვთ აღნიშნული ციტრუსების გამომშრალი ქერქი, დაფქვით და ეს ფხვნილი (ფქვილი) დაამატეთ კბილის პასტას.

2. კბილის პასტას დაამატეთ ჩაის ხის ზეთი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ეს მეთოდი საუკეთესოა იმით, რომ ასუფთავებს პირის ღრუს ბაქტერიებისგან, ათეთრებს კბილებს და აქრობს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში. შეგიძლიათ რამდენადმე გაართულოთ პროცედურა: ჯერ გაიხეხოთ კბილები ჩვეულებისამებრ, შემდეგ დაასხათ (დააწვეთოთ) რამდენიმე წვეთი ზეთი სუფთა კბილის ჯაგრისზე და გაიმეორეთ კბილების დამუშავება-გაწმენდა. არის მესამე ვარიანტიც – გამოვლება. ამისათვის ნახევარ ჭიქა სუფთა წყალს უნდა დაამატოთ ხუთი-ექვსი წვეთი ჩაის ხის ზეთი.

3. სცადეთ გააქტიურებული ნახშირი

ნახშირი უსაფრთხო, ადვილად ხელმისაწვდომი და ძალიან ეფექტური პრეპარატია. გამოიყენეთ არაუმეტეს კვირაში სამჯერ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, კბილის გაკეთებისას ერთ დღეს გადამიღეს ორი რენდგენი , ეს ორი იყო ფოტო პირდაპირ ლეპტოპის ეკრანზე ჩანდა და ერთი კვირის შემდეგ უფრო სხვანაირი ფირზე ამობეჭდილი. ამდენი რენდგენი შეიძ₾ებოდა ასე მიყოლებით? 27 წლის ვარ და რამეს ხოარ გამოიწვევდა ამდენი რადიაცია</p>

წინასწარ დაფქვით-დაანამცეცეთ ტაბლეტები, კბილების გახეხვამდე, თქვენს ჯაგრისზე განთავსებულ კბილის პასტაზე დააყარეთ ფქვილი და კბილები ამ მასით გაიხეხეთ. შეიძლება თქვენთვის სხვა ვარიანტი იყოს უფრო მოხერხებული: დააქუცმაცეთ-დაფხვენით ნახშირის ტაბლეტები, დააწვეთეთ მათზე რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და წყალი. გამოიყენეთ ეს ნარევი კბილის პასტის ნაცვლად.

4. გამოიყენეთ წყალბადის ზეჟანგი და საკვები სოდა

ადვილად ხელმისაწვდომი ინგრედიენტები, რომლებიც ჩაანაცვლებს ძვირადღირებული ქიმიური გათეთრების პროცედურას. ყველაფერი, რაც უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ აურიოთ სოდა და ზეჟანგი პასტისმაგვარი მასის მიღებამდე და ნაზად წაისვათ კბილების ზედაპირზე. რამდენიმე წუთის შემდეგ გამოივლეთ პირის ღრუ და გაიხეხეთ კბილები, როგორც ამას ჩვეულებრივ ფტორის შემცველი კბილის პასტის გამოყენებით აკეთებთ.

5. რეგულარულად ცვალეთ კბილის ჯაგრისი

მნიშვნელოვანია, არ გამოიყენოთ ერთი და იგივე კბილის ჯაგრისი სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. ძველი კბილის ჯაგრისის გაცვეთილი ჯაგარი ვერ აშორებს ნადებს და ბაქტერიებს, რომლებიც კბილებს შორის გროვდება.

6. გამოიყენეთ ქოქოსის ზეთი

შეიძინეთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის და ნატურალური პროდუქტი. როგორც წესი, ეს არის არარაფინირებული, ცივი დაწურვის ზეთი, სახელწოდებით „Extra Virgin“. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეფექტი ნულოვანი იქნება.

პირში მოითავსეთ სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი და ფრთხილად, ენის გამოყენებით, წაისვით ყველა კბილზე. თქვენ უნდა გაიჩეროთ ზეთი პირის ღრუში, სულ მცირე, 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ პირში წყალი გამოივლოთ და გაიხეხოთ კბილები ჩვეულებისამებრ. ეს მეთოდი ეფექტური და კარგია, რადგან კბილების გათეთრებასთან ერთად კლავს ბაქტერიებს, რომლებიც პარაზიტობენ კბილებზე.

7. გამოიყენეთ ვაშლის ძმარი პირის ღრუში გამოსავლებად

სანამ კბილების გახეხვას დაიწყებთ, კბილის პასტის წასმამდე, ჯაგრისი ჩაყავით ვაშლის ძმარში. გარდა ამისა, კბილების გახეხვის შემდეგ, შეგიძლიათ გამოივლოთ პირის ღრუში ვაშლის ძმარი. ეს მეთოდი კარგად ასუფთავებს კბილებს მიკრობების, ნადებისა და ქვისგან.

8. მიირთვით მეტი უმი პროდუქტი

დამუშავებული, არაჯანსაღი საკვები კბილებზე მოყვითალო ნადების გაჩენის მთავარი მიზეზია. უმი ბოსტნეულის, ხილისა და კენკრის ჭამით, არა მხოლოდ თოვლივით თეთრ კბილებს შეინარჩუნებთ, ღრძილების ჯანმრთელობასაც გაიუმჯობესებთ.

საუკეთესო მათეთრებელი ეფექტის მისაღებად და სუნთქვის გასაჯანსაღებლად უნდა ჭამოთ: მარწყვი, ვაშლი, სტაფილო და ნიახური.

9. გამოიყენეთ მარწყვი

გასრისეთ ოთხი-ხუთი მარწყვი პასტის სახით; წაისვით ის კბილების ზედაპირზე თითის ან კბილის ჯაგრისის დახმარებით; 5 წუთის შემდეგ პირი გამოირეცხეთ.

მინანქრის დაზიანების თავიდან ასაცილებლად არ არის რეკომენდებული მარწყვის მითითებულ დროზე დიდხანს კბილებზე გაჩერება!

მეორე მეთოდი (სოდის დამატებით):

დააქუცმაცეთ (გასრისეთ) ოთხი-ხუთი მარწყვი თასში; დაამატეთ ორი ჩაის კოვზი სოდა და კარგად აურიეთ; მიღებული ნაზავი წაისვით კბილის ჯაგრისზე და გაიხეხეთ კბილები ჩვეულებისამებრ; გამოირეცხეთ პირის ღრუ და გამოიყენეთ კბილის ძაფი (ფლოსი) კბილებს შორის არსებული თესლის მოსაშორებლად.

10. შეზღუდეთ ისეთი საკვების მიღება, რომელსაც შეუძლია კბილების შეღებვა

უნდა შეზღუდოთ სასმელები: კოკა-კოლა, პეპსი-კოლა, ყავა, შავი ჩაი, ხილის წვენები, წითელი ღვინო.

ბოსტნეული, ხილი და კენკრა: ჭარხალი, მოცვი, ალუბალი, შტოში, მოცხარი, ჟოლო, მაყვალი.

მწვანილი და სანელებლები: სოუსები და სანელებლები, რომლებიც შეიცავს კურკუმას.

და არ დაგავიწყდეთ, ასოციაცია „სიგარეტი – ყვითელი კბილები!“ ეს არ არის ვინმეს ფანტაზიის ნაყოფი, არამედ ძალიან რეალური ფაქტია. რამდენიმეწლიანმა აქტიურმა მოწევამ კბილების გათეთრების თქვენი ყველა მცდელობა შეიძლება უსარგებლო გახადოს.

შემოთავაზებული არც ერთი ხსნარი თუ მეთოდი არ შეგიცვლით პირის ღრუს სათანადო ჰიგიენას.

წესი ასეთია: გაიხეხეთ კბილები ყოველ დილას და საღამოს, და აუცილებლად დაამატეთ ერთი ან მეტი შემოთავაზებული რჩევა-რეკომენდაცია.

ნაადრევ დასკვნას ნუ გამოიტანთ, ეფექტურია თუ არა თქვენ მიერ არჩეული ბუნებრივი გათეთრების მეთოდი.

ტრადიციული კოსმეტოლოგია, ისევე როგორც ტრადიციული მედიცინა, არ იძლევა მყისიერ შედეგს. მთავარია გამძლეობა და მოთმინება და თქვენი ჯილდო იქნება (ერთ-სამ თვეში) კაშკაშა ღიმილი, ძლიერი და ჯანსაღი კბილები.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

10 მარტივი რჩევა - კბილების ბუნებრივი გათეთრებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები