/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სინდრომი

როგორ ავირიდოთ სიმძიმის შეგრძნება კუჭის არეში

როგორ ავირიდოთ სიმძიმის შეგრძნება კუჭის არეში
სიმძიმის შეგრძნება კუჭის არეში, ალბათ, ერთხელ მაინც ყველას განუცდია. თუმცა, ეს პრობლემა ზოგისთვის ჩვეული და კარგად ნაცნობია.

სიმძიმის უსიამოვნო შეგრძნება კუჭის არეში მხოლოდ კვების ფაქტორის დარღვევითა და კონკრეტულად გადაძღომით როდია განპირობებული. მისი აღმოცენება უკავშირდება ნევრასთენიას, ფსიქოზებს, დანაწევრებულ კვებას (როდესაც ადამიანს სხვადასხვა ფაქტორის გამო უწევს კვების პროცესის რამდენჯერმე შეწყვეტა-შეფერხება), სხვადასხვა პრეპარატის მიღებას.

აღნიშნული პრობლემა, ჩვეულებრივ, იმ კატეგორიას აწუხებს, რომელიც წლების განმავლობაში ყურადღებას არ აქცევს კვების რეჟიმს და საზოგადოდ, ჯანსაღი წესით არ ცხოვრობს. ქვის შეგრძნება კუჭის არეში უმალ ჩნდება კარგად დანაყრების შემდეგ, განსაკუთრებით კი დიდი პაუზის შემდეგ ბევრი საკვების მიღებისას. უსიამოვნო შეგრძნება კიდევ უფრო ღრმავდება, თუ კვების დასრულებისთანავე ბევრ წყალს დავლევთ. რატომ ხდება ასე? რა არის ამის მიზეზი? კუჭი და ნაწლავი (კერძოდ, ნაწლავის საწყისი ნაწილი – თორმეტგოჯა ნაწლავი) სპეციალური სფინქტერით არის შეერთებული. ამ უკანასკნელის რამდენამდე მწყობრიდან გამოსვლა კი მთლიანად კუჭ-ნაწლავის მუშაობის დარღვევას იწვევს. სიმძიმის შეგრძნება უხშირესად საღამოს ჩნდება, მთელ ღამეს გასტანს და ზოგჯერ დილითაც ნარჩუნდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კუჭი უარს აცხადებს ნორმალურად ფუნქციობაზე და მას შველა-დახმარება სჭირდება.

კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნება რომ აირიდოთ:

  • იკვებეთ სწორად, ხშირ-ხშირად და ზომიერი ულუფებით. ერთ ჯერზე დიდი რაოდენობით საკვებს ნუ მიიღებთ. „მძიმე“ ანუ ძნელად მოსანელებელ საკვებს საღამოს, ძილის წინ ნუ შეჭამთ. არც ბევრი წყლის (ზოგადად სითხის) მიღებაა რეკომენდებული დანაყრებისთანავე. წყალი კუჭის წვენის ერთგვარად ჩამორეცხვას უწყობს ხელს და მონელების პროცესს მნიშვნელოვნად არღვევს;
  • ჭამის დროს სრულად კონცენტრირდით საკვებსა და მისი მიღების პროცესზე. დაუშვებელია ჭამის პროცესში კითხვა, ტელევიზორის ყურება ან კომპიუტერთან მუშაობა, ამ დროს ირღვევა საკვების მონელება და შეთვისება;
  • საკვები კარგად დაღეჭეთ. სპეციალისტები მიგვითითებენ, რომ საკვების სრულფასოვნად შესათვისებლად, ლუკმის გადაყლაპვამდე, ის, სულ მცირე, 20-ჯერ უნდა დაიღეჭოს ანუ 20-ჯერ მაინც უნდა შესრულდეს ღეჭვითი მოძრაობა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიყლაპოს ლუკმა. ზემოთ დასახელებული მავნე ჩვევებისა და საზოგადოდ, ჭამის პროცესის პარალელურად სხვადასხვა სამუშაოს შესრულების დროს, არა თუ ღეჭვის, საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფის პროცესიც ირღვევა და მონელების ფუნქცია მწყობრიდან გამოდის;
  • თუ აგზნებული, გაღიზიანებული ან ნევროზულ მდგომარეობაში ხართ, გირჩევთ, დაწყნარდეთ (მიიღოთ სხვადასხვა დამაწყნარებელი საშუალება) და მხოლოდ ამის შემდეგ ჭამოთ საჭმელი. კუჭი, საჭმლის მომნელებელი სისტემა და მთლიანად ორგანიზმი უნდა მოამზადოთ საკვების მისაღებად, ნუ მიაყენებთ მას დარტყმას უჩვეულო და დაძაბულ ვითარებაში;
  • ჭამის შემდეგ უმალ ნუ წამოწვებით. მართალია, ბევრი საკვების მიღების შემდეგ ძილისკენ მივილტვით და ამას თავისი ნეიროფიზიოლოგიური საფუძვლები აქვს (მოგრძო ტვინში განთავსებულია სოლიტარული ტრაქტის ბირთვი, რომელიც სენსორულ შესავალს იღებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან და ამავე დროს ჩართულია ძილის მექანიზმების მოქმედებაში), მაგრამ ეს მეტისმეტად ვნებს მონელების პროცესს. საკვების კუჭში შეკავება, ნაწლავების პერისტალტიკური აქტივობის შეფერხება, მონელების პროცესის დარღვევა და წამოწოლის შედეგად აღმოცენებული სხვა ნეგატიური მოვლენები, საბოლოოდ კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნების საფუძველი ხდება.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა იწვევს კუნთების კრუნჩხვას
რა იწვევს კუნთების კრუნჩხვას
ბევრი ჩივის რომ, ლოგინიდან წამოდგომისას მუდმივად ეკრუნჩხება ერთი ან ორივე ფეხი. იატაკზე ვერ დგამს, ვიდრე არ გაუვლის.
სრულად
როდის და რატომ ვითარდება საყლაპავის სტენოზი
როდის და რატომ ვითარდება საყლაპავის სტენოზი
ჩვეულებრივ, საყლაპავის ღრუს, მთელ სიგრძეზე უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე ზომის დიამეტრი.
სრულად
ნერვ-კუნთოვან პრობლემებთან დაკავშირებული ყლაპვის გაძნელება
ნერვ-კუნთოვან პრობლემებთან დაკავშირებული ყლაპვის გაძნელება
ყლაპვის მოქმედების (აქტის) დარღვევა ანუ დისფაგია გამოწვეულია პირის ღრუში წარმოქმნილი (ფორმირებული) საკვები ლუკმის - ბურთულის გადაადგილების შეუძლებლობით პირხახისა და საყლაპავის გავლით კუჭისკენ.
სრულად
დისფაგია - ყლაპვის გაძნელება
დისფაგია - ყლაპვის გაძნელება
დისფაგია არის ყლაპვის გაძნელება, ზოგჯერ ყლაპვის შეუძლებლობა. ყლაპვა, რომელსაც აღვიქვამთ როგორც სავსებით მარტივ აქტს,
სრულად
რა არის მეტაბოლური სინდრომი და ვინ არის რისკის ქვეშ
რა არის მეტაბოლური სინდრომი და ვინ არის რისკის ქვეშ
მეტაბოლური სინდრომი არის მეტაბოლური დარღვევების კომპლექსი, რომელთაგან მთავარია ინსულინრეზისტენტობა - ინსულინდამოკიდებული უჯრედების მგრძნობელობის დაქვეითება ინსულინის მოქმედების მიმართ.
სრულად
ინსულტის უჩვეულო ნიშნები
ინსულტის უჩვეულო ნიშნები
ვინაიდან ინსულტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ტვინის სხვადასხვა უბნებზე, მისი სიმპტომები იყოფა ტიპურ და ატიპიურ ნიშნებად.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ ავირიდოთ სიმძიმის შეგრძნება კუჭის არეში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები