/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სინდრომი

შეიცანი შენი ჩივილი

შეიცანი შენი ჩივილი
ჩვენი ცხოვრების ყოველ დღეს მრავალ საზრუნავსა თუ მოულოდნელ უსიამოვნებასთან ერთად ხშირად ჯანმრთელობის პრობლემებიც მოაქვს.

ესა თუ ის სიმპტომი მუდმივად გვახსენებს თავს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მოკლედ მიმოვიხილოთ ის ჩივილები, რომლებიც ხშირად აქვთ ჩვენს პაციენტებს. ამ მიზნით კი გვინდა ამერიკის ოჯახის ექიმთა აკადემიის საინფორმაციო საიტის მონაცემები გამოვიყენოთ. დღეს თავის ტკივილის შესახებ ვისაუბრებთ.

თავის ტკივილი ერთ-ერთი ძალზე ფართოდ გავრცელებული ჩივილია. მას ხშირად თან ახლავს სხვა სიმპტომები, რომელთა გათვალისწინებაც დიაგნოსტიკის დროს აუცილებელია. ერთად ვუპასუხოთ ქვემოთ დასმულ შეკითხვებს, რათა შევიმუშაოთ სწორი ტაქტიკა და დროულად მივმართოთ ექიმს.

1. ახლავს თუ არა თავის ტკივილს ყელის ტკივილი, სურდო, ხველა, ტემპერატურის უმნიშვნელო მატება ან გაციების სხვა სიმპტომები?

თუ პასუხი დადებითია, ესე იგი გაციებული ხართ. სწორედ ამიტომ გტკივათ თავიც. გირჩევთ შინ დარჩეთ, გათბეთ და ის მედიკამენტები მიიღოთ, რომლებიც გაციების დროს არის რეკომენდებული. დაახლოებით 3-4 დღეში კარგად უნდა გახდეთ. თუ ასე არ მოხდა, მიმართეთ ექიმს.

2. ხომ არ ახლავს თავის ტკივილს გულისრევა, ღებინება და ფაღარათი?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თუ პასუხი დადებითია, ესე იგი ნაწლავური ინფექცია გაქვთ და თავის ტკივილიც ინტოქსიკაციასთან არის დაკავშირებული. გირჩევთ მიიღოთ საკმარისი რაოდენობით სითხე, შეივსოთ სითხის დანაკარგი სპეციალური ფხვნილებისგან დამზადებული ხსნარებით, დაიცვათ ფაღარათის დროს რეკომენდებული დიეტა. 2-3 დღეში კარგად უნდა იყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

თუ პირველ და მეორე კითხვაზე პასუხია "არა", გადადით მომდევნო კითხვაზე.

3. ხომ არ გაქვთ ძლიერი თავის ტკივილი, კისრის არის დაძაბულობა და ღებინება, ხომ არ გიღიზიანებთ თვალებს ჩვეულებრივი, ნორმალური განათება?

თუ პასუხი დადებითია, არ არის გამორიცხული მენინგიტი - თავისა და ზურგის ტვინის ანთება - ან ინტრაკრანიული ჰემორაგია - თავის ტვინში სისხლჩაქცევა. ორივე მდგომარეობა საკმაოდ საშიშია. მათზე ოდნავი ეჭვის დროსაც კი აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს (სასურველია ნევროლოგს) ან გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

4. ხომ არ მოჰყოლია ძლიერი ტკივილი თავის ტრავმას ან დაცემას?

თუ პასუხი დადებითია, არ არის გამორიცხული ტვინის შერყევა ან სუბდურალური ჰემატომა - თავის ტვინის მაგარი გარსის ქვეშ სისხლის ჩაღვრა. აუცილებელია ვიზიტი ექიმთან (ნევროლოგთან) ან მიმართვა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

5. ხომ არ ახლავს თავის ტკივილს ზემო ან ქვემო კიდურების სისუსტე, დაბუჟება ან ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება?

თუ პასუხი დადებითია, არ არის გამორიცხული ინსულტი. მისი ალბათობა განსაკუთრებით მაღალია, თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, ბრძანდებით ასაკოვანი. აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

6. ხომ არ ახლავს თავის ტკივილს ზეწოლის შეგრძნება თვალბუდეებისა და შუბლის არეში, მოყვითალო-მომწვანო გამონადენი ცხვირიდან, ყელის ტკივილი ან ტემპერატურის მატება?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლებელია სინუსიტის - ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ანთების არსებობა. გირჩევთ შინ დარჩეთ, მიიღოთ გაციებისას რეკომენდებული მედიკამენტები, სუნთქვის გასაადვილებლად მოწოდებული ცხვირის წვეთები. თუ 3-4 დღეში თავი უკეთ არ იგრძენით, უნდა მიმართოთ ექიმს - შესაძლოა ანტიბიოტიკების გამოყენება გახდეს საჭირო. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

7. ხომ არ გაქვთ მცირე ან საშუალო ინტენსივობის ტკივილი საფეთქლების არეში, რომელიც უმთავრესად აღმოცენდება სტრესის, გადაღლის ან ხანგრძლივად ერთსა და იმავე პოზაში ჯდომის დროს?

თუ პასუხი დადებითია, ძალიან დიდია ალბათობა, დაძაბვის თავის ტკივილი გქონდეთ. გირჩევთ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, დაისვენოთ. ტკივილგამაყუჩებელთაგან უპირატესობა ენიჭება იბუპროფენსა და აცეტამინოფენს (პარაცეტამოლს). ზოგიერთ პაციენტზე კარგად მოქმედებს ცხელი შხაპი, ზოგზე კი ყინულის პარკის დადება მტკივან ადგილას. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

8. ხომ არ გაქვთ ინტენსიური, მოპულსირე ხასიათის ტკივილი, რომელსაც ხშირად თან ახლავს გულისრევა და ღებინება? ხომ არ მოსდევს ტკივილი მხედველობის არეში მნათი წერტილების ან ლაქების გაჩენას?

დადებითი პასუხისას დიდია შაკიკის ალბათობა. გირჩევთ მიმართოთ ექიმს, რათა დაგენიშნოთ შაკიკის დროს რეკომენდებული მკურნალობა. მანამდე შეგიძლიათ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენება. შვებას მოგგვრით დასვენება ჩაბნელებულ ოთახში, ყინულიანი პარკის გამოყენება ან მტკივანი არეების მასაჟი. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

9. ხომ არ აღმოცენდება თავის ტკივილი კითხვის, ტელევიზორის ყურების ან კომპიუტერთან მუშაობის შემდეგ?

დადებითი პასუხისას დიდია ალბათობა, თავის ტკივილი დაკავშირებული იყოს მხედველობის პრობლემებთან. მიმართეთ თვალის ექიმს. შესაძლოა სათვალის შერჩევა დაგჭირდეთ. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

10. ხომ არ აღმოცენდება თავის ტკივილი და სისუსტე, როცა მშიერი ხართ ან კვებას გამოტოვებთ?

თუ პასუხი დადებითია, თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს ჰიპოგლიკემია - სისხლში შაქრის შემცველობის დაქვეითება. გირჩევთ მიმართოთ ექიმს, საკვები მიირთვათ ხშირად, მცირე ულუფებით. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

11. ერთბაშად ხომ არ შეგიწყვეტიათ კოფეინიანი სასმელების (ყავას, კოლას), ალკოჰოლის ან რაიმე მედიკამენტის მიღება?

დადებითი პასუხის შემთხვევაში დიდია ალბათობა, ამ ნივთიერებების მოხსნის სინდრომთან გვქონდეს საქმე და ტკივილის მიზეზიც ეს იყოს. გირჩევთ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები. რამდენიმე დღეში თავის ტკვილი გაივლის. თუ თქვენი ჩივილები არ შეესაბამება არც ერთ ჩამოთვლილ კატეგორიას და მიგაჩნიათ, რომ მდგომარეობა სერიოზულია, მიმართეთ ექიმს.

კომენტარები (2)
Rusudani
Gamarjoba 1tvea rac tavi mtkiva tkibuloba jer kepashi maqvs mere mtel tavze vrceldeba iseti shegrdzneba maqvs titqos tavshi meyineba ragacebi tavis tkivili tvalebsac mtkens xshirad upro tkivili mawuxebs ukan kepaze gtxov mitxra ra aris mizezi gtxovt
თარიღი : 22-11-2016
გამარჯობა
რამდენიმე დღეა საფეთქლები ისე ფეთქავს როგორც გული.. მაინცტერესებს რა პრობ;ემასთან შეიძლება იყოს ეს დაკავშირებული.. ძალიან მშიშარა ვარ და ამ დროს კიდევუფრო მატულობს..შეიძლება თუ არა რომნერვიულობის გამო იყოს?
თარიღი : 24-12-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა იწვევს კუნთების კრუნჩხვას
რა იწვევს კუნთების კრუნჩხვას
ბევრი ჩივის რომ, ლოგინიდან წამოდგომისას მუდმივად ეკრუნჩხება ერთი ან ორივე ფეხი. იატაკზე ვერ დგამს, ვიდრე არ გაუვლის.
სრულად
როდის და რატომ ვითარდება საყლაპავის სტენოზი
როდის და რატომ ვითარდება საყლაპავის სტენოზი
ჩვეულებრივ, საყლაპავის ღრუს, მთელ სიგრძეზე უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე ზომის დიამეტრი.
სრულად
ნერვ-კუნთოვან პრობლემებთან დაკავშირებული ყლაპვის გაძნელება
ნერვ-კუნთოვან პრობლემებთან დაკავშირებული ყლაპვის გაძნელება
ყლაპვის მოქმედების (აქტის) დარღვევა ანუ დისფაგია გამოწვეულია პირის ღრუში წარმოქმნილი (ფორმირებული) საკვები ლუკმის - ბურთულის გადაადგილების შეუძლებლობით პირხახისა და საყლაპავის გავლით კუჭისკენ.
სრულად
დისფაგია - ყლაპვის გაძნელება
დისფაგია - ყლაპვის გაძნელება
დისფაგია არის ყლაპვის გაძნელება, ზოგჯერ ყლაპვის შეუძლებლობა. ყლაპვა, რომელსაც აღვიქვამთ როგორც სავსებით მარტივ აქტს,
სრულად
რა არის მეტაბოლური სინდრომი და ვინ არის რისკის ქვეშ
რა არის მეტაბოლური სინდრომი და ვინ არის რისკის ქვეშ
მეტაბოლური სინდრომი არის მეტაბოლური დარღვევების კომპლექსი, რომელთაგან მთავარია ინსულინრეზისტენტობა - ინსულინდამოკიდებული უჯრედების მგრძნობელობის დაქვეითება ინსულინის მოქმედების მიმართ.
სრულად
ინსულტის უჩვეულო ნიშნები
ინსულტის უჩვეულო ნიშნები
ვინაიდან ინსულტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ტვინის სხვადასხვა უბნებზე, მისი სიმპტომები იყოფა ტიპურ და ატიპიურ ნიშნებად.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

შეიცანი შენი ჩივილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები