/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სინდრომი

ბოყინი უწყინარი, მაგრამ უსიამოვნო

ბოყინი უწყინარი, მაგრამ უსიამოვნო
55 წლის ქალბატონი გვწერს: "ბოლო დროს დამჩემდა ხშირი ბოყინი, განსაკუთრებით ღამით.

რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე?"

ამ კითხვით მივმართეთ მედიცინის აკადემიურ დოქტორს, ზოგად ქირურგს, თორაკოაბდომინური კლინიკის ლაპაროსკოპიული საოპერაციოს გამგეს, საქართველოს მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს დავით აბულაძეს:

- ბოყინი წარმოადგენს ფიზიოლოგიურ პროცესს - აირების ამოსვლას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, ძირითადად საყლაპავიდან ან კუჭიდან. ხშირად მას თან სდევს დამახასიათებელი ხმა და სუნიც.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

საკვებსა და კუჭის წვენთან ერთად კუჭში ყოველთვის არის ჰაერი, რომელიც დაგროვილია კუჭის ყველაზე მაღლა მდებარე ნაწილში. ის შედგება ჩაყლაპული ჰაერისგან, ასევე - ზოგიერთი საკვების (ლობიოს, კომბოსტოს, მუხუდოს და სხვა) მონელების შედეგად წარმოქმნილი აირებისა და ნახშირორჟანგისგან, რომელიც კუჭში მოხვედრილი ტუტე საკვების ან სითხის (საჭმელი სოდა, მინერალური წყალი) კუჭის წვენთან რეაქციის შედეგად გამოიყოფა. ეს აირი, ჩვეულებრივ, თანდათანობით, ადამიანისთვის შეუმჩნევლად ამოდის კუჭიდან საყლაპავისა და პირის ღრუს გავლით, მაგრამ თუ აირის წნევამ განსაზღვრულ ზღვარს მიაღწია, საყლაპავსა და კუჭს შორის არსებული მომჭერი კუნთოვანი რგოლი, კარდიული სფინქტერი, იხსნება და აირი ერთბაშად მაღალი წნევით ამოიტყორცნება პირის ღრუში, რასაც თან სდევს დამახასიათებელი ხმიანობა, გამოწვეული საყლაპავის ზედა სფინქტერის ვიბრაციით, ზოგჯერ - დამახასიათებელი სუნიც, რომელიც აირის შემადგენლობაზეა დამოკიდებული. მსგავსი მოვლენა ფიზიოლოგიურ ნორმად ითვლება, თუ ადგილი აქვს ერთეულ შემთხვევებს, ისიც - დიდი ოდენობის ან სწრაფად და არასათანადოდ დაღეჭილი საკვების მიღების დროს, მაგრამ თუ ბოყინი რეგულარულია, თავს იჩენს ნებისმიერი საკვების მიღების შემდგომ ან ცარიელ კუჭზე და მუდამ შემაწუხებელი სუნი აქვს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება უნდა ვივარაუდოთ. ასევე სერიოზული სიმპტომია ბოყინის დროს საკვების ნარჩენების უკან ამოსვლა. დაავადების კვალობაზე, კუჭის შიგთავსი შესაძლოა იყოს მჟავე, მწარე ან ჰქონდეს ლპობის სუნი.

- რომელი დაავადებები იწვევს ბოყინს?

- შემაწუხებელ ბოყინს იწვევს კარდიოსპაზმი ან საყლაპავის აქალაზია, დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი ან კარდიული სფინქტერის უკმარისობა (გასტროეზოფაგური რეფლუქსი), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, დუოდენიტი, დუოდენოსპაზმი ან დუოდენოსტაზი, კენჭოვანი ან უკენჭო ქოლეცისტიტი, ნეიროვეგეტატიური დისტონია, ენტერიტი, კოლიტი, ქრონიკული და მწვავე პანკრეატიტი. პათოლოგიური ბოყინი ასევე შესაძლოა გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის რომელიმე უბნის ავთვისებიანმა სიმსივნემ. ბოყინის გამომწვევ დაავადებათაგან კეთილთვისებიან ქირურგიულ პათოლოგიებად ითვლება კარდიოსპაზმი ან საყლაპავის აქალაზია, დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი ან კარდიული სფინქტერის უკმარისობა და კენჭოვანი ქოლეცისტიტი, თუმცა ზოგიერთ სხვა პათოლოგიასაც გართულების შემთხვევაშიც (მაგალითად, სისხლდენა კუჭნაწლავის ტრაქტიდან, კუჭის, თორმეტგოჯას ან ნაწლავის პერფორაცია, დესტრუქციული ქოლეცისტიტი და დესტრუქციული პანკრეატიტი) შესაძლოა დასჭირდეს ქირურგიული ჩარევა და საფრთხე შეუქმნას სიცოცხლეს.

- როგორ უნდა მოხდეს ამ დაავადებების დიაგნოზირება?

ასევე დაგაინტერესებთ
სლოკინი და ბოყინი

- ამ დაავადებების დროული დიაგნოსტიკა შესაძლებელია ისეთი მარტივი და ხელმისაწვდომი მეთოდებით, როგორიც არის ეზოფაგოგასტროდუოდენოფიბროსკოპია (გასტროსკოპია), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოკონტრასტული კვლევა, ირიგოგრაფია, კოლონოსკოპია, მუცლის ღრუს ექოსკოპია, თუმცა ზოგ შემთხვევაში საჭიროა ისეთი მიზანმიმართული კვლევებიც, როგორიცაა ბიოფსია, კუჭისა და საყლაპავის პH-მეტრია, დუოდენური ზონდაჟი, კომპიუტერული ტომოგრაფია, კუჭის წვენში ჰელიკობაქტერიის ტიტრის განსაზღვრა და სხვა.

- როგორ მკურნალობენ თქვენ მიერ ჩამოთვლილ პათოლოგიებს? რას ურჩევდით პაციენტებს?

- რაც შეეხება კარდიოსპაზმს ან საყლაპავის აქალაზიას, დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარს ან კარდიალური სფინქტერის უკმარისობას და კენჭოვან ქოლეცისტიტს, მათი ქირურგიული მკურნალობა უმეტესად გეგმურად ხდება. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში (ისევე, როგორც მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში) უკვე კარგა ხანია დანერგილია ლაპაროსკოპიული ოპერაციები ზემოაღნიშნული პათოლოგიების დროს და, შეიძლება ითქვას, ბრწყინვალე შედეგებიც გვაქვს, ხოლო არაქირურგიული დაავადებების სამკურნალოდ არსებობს სამკურნალწამლო საშუალებათა მთელი არსენალი, რომელთა დროული და სწორი შერჩევა პაციენტს თავიდან ააცილებს უსიამოვნო და უმეტეს შემთხვევაში სახიფათო ქირურგიულ გართულებებს. ასე რომ, გირჩევთ, შემაწუხებელი ბოყინის შემთხვევაში დროულად მიმართოთ გასტროენტეროლოგს ან ქირურგს. ძირითადი დაავადების მკურნალობის პარალელურად ადამიანმა აუცილებლად უნდა დაიცვას დიეტა: თავი არიდოს გაზიან სასმელებსა და ისეთ საკვებს, როგორიც არის ლობიო, ბარდა, კომბოსტო. რეკომენდებულია, მიირთვას ხშირად და მცირე ულუფებით. დაავადების დროული გამოვლენა კი გამოჯანმრთელების უმთავრესი პირობაა.

კომენტარები (5)
ლიკა
გამარჯობა! მამას საკმაოდ დიდი ხანია აწუხებს ბოყინი... თითქმის მუდმივი და უწყვეტი, რაც უქმნის დისკომფორტს. რა შეიძლება იყოს გამომწყვევი მიზეზი? და ვის უნდა მივმართოთ ამ პროცედირის გამოსაკვლევად? მადლობა
თარიღი : 23-03-2023
მარეხი რიკაძე
გამარჯობათ,მაქვს კუჭის ტკივილი,თავიდან ძლიერი,ახლა ყრუდ,მაქვს აგრეთვე ბოყინი,თავიდან მქონდა კუჭი აშლილი,მაგრამ მხოლოდ ერთხელ და დილით გავდიოდი კუჭში,გაღვიძებისთანავე მუცლის ხმაური და ტკივილი მეწყებოდა და მერე გავდიოდი კუჭში,თითქოს მომწვანო ფერი დაკრავდა ფეკალიას,ომეპრაზოლი ვსვი,მერე აღარმქონდა აშლილი მაგრამ მოშავო ფერი ქონდა,ეხლა მოშავოც აღარ მაქვს და აღარც აშლილი მაგრამ კუჭის ტკივილი მიგრძელდება,დილითაც უზმოზე და მერეც,ოღონდ ყრუდ და პერიოდულად,თან მაბოყინებს.მეშინია ექიმთან მისვლა ცუდი არაფერი მქონდეს,რას მირჩევთ?
თარიღი : 22-02-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა იწვევს კუნთების კრუნჩხვას
რა იწვევს კუნთების კრუნჩხვას
ბევრი ჩივის რომ, ლოგინიდან წამოდგომისას მუდმივად ეკრუნჩხება ერთი ან ორივე ფეხი. იატაკზე ვერ დგამს, ვიდრე არ გაუვლის.
სრულად
როდის და რატომ ვითარდება საყლაპავის სტენოზი
როდის და რატომ ვითარდება საყლაპავის სტენოზი
ჩვეულებრივ, საყლაპავის ღრუს, მთელ სიგრძეზე უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე ზომის დიამეტრი.
სრულად
ნერვ-კუნთოვან პრობლემებთან დაკავშირებული ყლაპვის გაძნელება
ნერვ-კუნთოვან პრობლემებთან დაკავშირებული ყლაპვის გაძნელება
ყლაპვის მოქმედების (აქტის) დარღვევა ანუ დისფაგია გამოწვეულია პირის ღრუში წარმოქმნილი (ფორმირებული) საკვები ლუკმის - ბურთულის გადაადგილების შეუძლებლობით პირხახისა და საყლაპავის გავლით კუჭისკენ.
სრულად
დისფაგია - ყლაპვის გაძნელება
დისფაგია - ყლაპვის გაძნელება
დისფაგია არის ყლაპვის გაძნელება, ზოგჯერ ყლაპვის შეუძლებლობა. ყლაპვა, რომელსაც აღვიქვამთ როგორც სავსებით მარტივ აქტს,
სრულად
რა არის მეტაბოლური სინდრომი და ვინ არის რისკის ქვეშ
რა არის მეტაბოლური სინდრომი და ვინ არის რისკის ქვეშ
მეტაბოლური სინდრომი არის მეტაბოლური დარღვევების კომპლექსი, რომელთაგან მთავარია ინსულინრეზისტენტობა - ინსულინდამოკიდებული უჯრედების მგრძნობელობის დაქვეითება ინსულინის მოქმედების მიმართ.
სრულად
ინსულტის უჩვეულო ნიშნები
ინსულტის უჩვეულო ნიშნები
ვინაიდან ინსულტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ტვინის სხვადასხვა უბნებზე, მისი სიმპტომები იყოფა ტიპურ და ატიპიურ ნიშნებად.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ბოყინი უწყინარი, მაგრამ უსიამოვნო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები