/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

მეტეომგრძნობელობა

მეტეომგრძნობელობა
გარდამავალ პერიოდში ყოველთვის ცუდად ვგრძნობ თავს, განსაკუთრებით - გაზაფხულის დამდეგს.

წვიმიანი ამინდები, მაგნიტური ქარები სტრესულ მდგომარეობაში მაგდებს. სისუსტის შეგრძნება მაქვს, ზოგჯერ თავბრუ მეხვევა. ახლობლებმა მეტეოდამოკიდებული შემარქვეს. მაინც რა ხდება ჩემს თავს?

გაზაფხულზე ამინდი ჭირვეულია და მასზე რომ ვრეაგირებთ, სავსებით ნორმალურია, თუმცა ზოგიერთი ამ ცვლილებებს ვერც კი ამჩნევს, ზოგი კი მართლაც ავადაა მეტეოდამოკიდებულებით. ხანმოკლე წვიმასაც კი მეტეოპათები ისეთ მდგომარეობამდე მიჰყავს, რომელიც ჯანმრთელისგან შორს არის. ასეთი ადამიანები ძლიერ დისკომფორტს განიცდიან: თავბრუხვევას, არტერიული წნევის მკვეთრ ცვლილებას, გულისცემის აჩქარებას, დაღლილობას, უძილობას ან პირიქით, მომეტებულ ძილიანობას. ალბათ, თქვენთვის ნაცნობია ეს სიმპტომები...

ამინდის პროგნოზი

თბილი და ცივი ჰაერის მასების შეჯახება, ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვლილება და მაგნიტური ქარიშხლების მოახლოება თვითშეგრძნების გაუარესებას იწვევს. შესაძლოა, სულაც არ ვცხოვრობდეთ ისეთ სახიფათო ზონებში, სადაც ხშირია ცუნამი ან მიწისძვრა, მაგრამ ამინდის ქაოსისგან მაინც არ ვართ დაზღვეულნი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სტატისტიკა მოწმობს, რომ დღეს ადამიანები უფრო ხშირად განიცდიან ამინდის გავლენას, ვიდრე წინათ. იქნებ ამის მიზეზი გლობალური დათბობაა? შესაძლოა, მაგრამ რაც არ უნდა მასშტაბური იყოს ეს დათბობა, საკუთარ ორგანიზმს თქვენზე უკეთ ვერავინ დაეხმარება, იდეალურ შემთხვევაში - ექიმთან ერთად. არც მეტეოდამოკიდებულების სიმპტომებია ცოტა. მაგალითად, თბილი ჰაერის მასების მოახლოება მეტეოპათებში სისუსტეს და ძილიანობას იწვევს, მკვეთრი აცივება - თავის ტკივილს, შაკიკს, დაბნეულობას, სახსრების ტკივილს, ძლიერ ქარს თან სდევს გაღიზიანებადობა და დეპრესია.

უარყოფითი დამუხტვა

მაგნიტური ქარიშხლები სტრესს იწვევს. თუ ასეთი ბუნებრივი კატაკლიზმების დროს ხელსაწყოებიც კი მწყობრიდან გამოდიან, რაღა ვთქვათ ადამიანზე? ბევრი ჭექა-ქუხილის დროს უმიზეზოდ იწყებს ნერვიულობას. ეს იმიტომ, რომ ჰაერში გროვდება დადებითად დამუხტული იონები, ეს კი ჯანმრთელობას ნამდვილად არ რგებს. ხოლო როცა ნალექი დედამიწაზე ეშვება, უარყოფითი შეგრძნებებიც ქრება, რადგან ნაწილაკების მუხტი უარყოფითით იცვლება, ეს კი ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს. ამიტომ არის, რომ ძლიერი წვიმის შემდეგ მხნეობა გვემატება.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ატმოსფერული წნევის მკვეთრი დაცემისას ჰაერში მცირდება ჟანგბადის რაოდენობა, რის გამოც ადამიანი უჩივის სისუსტეს, ძილის მოთხოვნილებას, ყურადღების გაფანტვას. ატმოსფერული წნევის მატებასა და მაგნიტურ ქარიშხალზე ყველა სხვადასხვაგვარად რეაგირებს. განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან პატარა ბავშვები - ისინი დისკომფორტს განიცდიან. ასევე ღიზიანდებიან ეჭვიანი ადამიანები, ჰიპოტონიკები და ჰიპერტონიკები, ასთმიანები და სახსრებით დაავადებულები.

ქალაქიდან შორს

რისკის ჯგუფში შედიან ადამიანები, რომელთაც აწუხებთ გული, ასევე - ტრავმაგადატანილები და მწეველები, ასთმიანები, მარილიანი კერძების მოყვარულები და ქრონიკული დაავადების მქონეები. თქვენც რისკის ჯგუფში ხართ, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ქალი ბრძანდებით!

ქალის ორგანიზმი ჰორმონებს ემორჩილება, და თუ სისტემაში ჰორმონული დარღვევა მოხდა, მშვენიერი სქესი ამინდზე ძლიერ რეაგირებს. სიმართლეს არ შეესაბამება ის აზრი, რომ მეტეოპათები მხოლოდ ხნიერი ადამიანები არიან. ამინდთან დაკავშირებული უსიამოვნო შეგრძნებები ნებისმიერ ასაკში შეინიშნება. გლობალურმა დათბობამ გამოიწვია ის, რომ ზაფხულშიც კი, ყველაზე სტაბილურ თვეებში, კლიმატი მუდივად და მკვეთრად იცვლება. ამის ბრალია მეტეოდმოკიდებული ადამიანების რიცხვის ზრდაც. მაგრამ არსებობს სოციალური ფაქტორებიც: ცხოვრების დაძაბული რიტმი ქალაქში, მუდმივი სტრესი, დაძაბულობა...

სტატისტიკის თანახმად, ქალაქის მოსახლეობა 3-ჯერ მეტად არის მიდრეკილი მეტეოპათიისკენ, ვიდრე ისინი, ვინც ბუნების წიაღში, ქალაქისგან მოშორებით ცხოვრობს.

იცხოვრე საკუთარ თავთან თანხმობით

თუ არც ერთი შინაური საშუალება შვებას არ გგვრით, მიმართეთ ექიმს - შესაძლოა მედიკამენტური მკურნალობა გჭირდებოდეთ. სამწუხაროდ, ჩვენ ბუნებას ვერ დავამშვიდებთ, ვერ ჩავაქრობთ აფეთქებებს მზეზე, მაგრამ შეგვიძლია, ბუნებასთან თანხმობით ვიცხოვროთ. გავიხაროთ როგორც მზის, ისე წვიმის დანახვისას, არ ჩავიკეტოთ სახლებში, არ ავყვეთ თავის ტკივილსა და უგუნებობას. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ მეტეომგრძნობელობით გამორჩეულმა ადამიანებმა უნდა მისდიონ სპორტს. სასურველია, მიმართონ იოგას, რათა ისწავლონ საკუთარი თავის კონტროლი, თავიანთი ემოციების - როგორც დადებითის, ისე უარყოფითის - მართვა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

თუ ხშირად გაზმორებთ, ეს აუცილებლად წაიკითხეთ
თუ ხშირად გაზმორებთ, ეს აუცილებლად წაიკითხეთ
სხეულის ხშირი გაწელვის, გაზმორების, სურვილი შეიძლება შემაწუხებელი იყოს, და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად უვნებელია, ზოგჯერ შესაძლოა მიანიშნებდეს რაიმე ფარულ პრობლემაზე.
სრულად
როგორ დავიკლოთ წონაში ქინძის დახმარებით: ეგვიპტელი ფარაონების რეცეპტი
როგორ დავიკლოთ წონაში ქინძის დახმარებით: ეგვიპტელი ფარაონების რეცეპტი
ქინძის თესლი, არა მხოლოდ მკვეთრი გემოს მქონე სანელებელია,
სრულად
როგორ დავიძინოთ სწორად დღის განმავლობაში, რომ გავიღვიძოთ ენერგიულად და არ დავაზიანოთ ჯანმრთელობა
როგორ დავიძინოთ სწორად დღის განმავლობაში, რომ გავიღვიძოთ ენერგიულად და არ დავაზიანოთ ჯანმრთელობა
მთავარია, სწორად შეარჩიოთ დრო, ადგილი და ხანგრძლივობა.
სრულად
როგორ შევარჩიოთ მოხუცთა თავშესაფარი ხანდაზმულისთვის: 6 გასათვალისწინებელი პუნქტი
როგორ შევარჩიოთ მოხუცთა თავშესაფარი ხანდაზმულისთვის: 6 გასათვალისწინებელი პუნქტი
ხანდაზმული ნათესავის მოხუცთა თავშესაფარში მოთავსების საკითხი თითქმის ყოველთვის იწვევს ძლიერ განცდებს და დანაშაულის გრძნობას.
სრულად
გულის უეცარი გაჩერება: როგორ გადავარჩინოთ სიცოცხლე
გულის უეცარი გაჩერება: როგორ გადავარჩინოთ სიცოცხლე
გულის უეცარი გაჩერება (გუგ) არის კრიტიკული სამედიცინო მდგომარეობა,
სრულად
რა უნდა ვიცოდეთ საკვების ალუმინის ფოლგაში  მომზადებისას
რა უნდა ვიცოდეთ საკვების ალუმინის ფოლგაში მომზადებისას
საკვების მომზადების დრო ალუმინის ფოლგაში არა უნდა აღემატებოდეს ორ საათს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მეტეომგრძნობელობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები