უსაფრთხოა თუ არა ყავაში და ჩაიში შაქრის დამატება
ყავაში ან ჩაიში შაქრის დამატების ჯანმრთელობაზე გავლენა.
მათ განიხილეს დიაბეტის სიხშირე, გულის დაავადებით ან კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ყავაში ან ჩაიში შაქრის დამატება ჯანმრთელობისთვის დამატებით რისკს არ წარმოადგენს.
ადამიანის რაციონში შაქრის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის კბილების გაფუჭება, სიმსუქნე და გულის დაავადებები. ამერიკის გულის ასოციაციის მიხედვით, რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 9 ჩაის კოვზი დამატებული შაქარი მამაკაცებისთვის და 6 ჩაის კოვზი დამატებული შაქარი ქალებისთვის, მაგრამ ბევრი ადამიანი ხშირად აჭარბებს ამას. მაგალითად ერთი ქილა ტკბილი გაზიანი სასმელის მიღების შემთხვევაში,რომელიც შეიცავს შაქრის რეკომენდებულ მაქსიმალურ დღიურ დოზას როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის, ადვილია შაქრის დღიური დოზის გადაჭარბება. ერთ ჩაის კოვზ შაქარში კი 4 გრამია.
დანიის, ნიდერლანდების და გაერთიანებული სამეფოს ინსტიტუტების მკვლევართა ჯგუფი დაინტერესდა, არის თუ არა შაქრის დამატება ფინჯან ყავაში ან ჩაიში ჯანმრთელობისთვის საზიანო. კოპენჰაგენის კვლევის მონაცემების გაანალიზებით, მეცნიერებმა ვერ აღმოაჩინეს დიაბეტის გაზრდილი რისკი.
გულის დაავადებებისა და სიკვდილიანობის თვალსაზრისით, შაქრის მომხმარებელ ჯგუფს ჰქონდა ოდნავ მაღალი მაჩვენებელი. შაქრის ჯგუფის მაჩვენებელი იყო 38.2%, ხოლო "შაქრის გარეშე" ჯგუფის მაჩვენებელი იყო 35.3%. ამის მიუხედავად, საერთო ჯამში, მკვლევარებმა ვერ იპოვეს ჯანმრთელობის პრობლემების მნიშვნელოვანი რისკი შაქრის მომხმარებელ ჯგუფში მყოფ ადამიანებში. დამატებული შაქრის მცირე რაოდენობა სავარაუდოდ უსაფრთხოა.
ამ კვლევის მნიშვნელოვანი დასკვნა ის, რომ არ არსებობს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი შაქრის გამოყენებასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სიმსივნის ან შაქრიანი დიაბეტის შემთხვევებს შორის.
კვლევა ფოკუსირებულია სახლში მომზადებულ ჩაიში ან ყავაში შაქრის დამატებაზე.
ჯანსაღი არჩევანის გაკეთება
მნიშვნელოვანია, რომ თვალი ადევნოთ კვების ფაქტებს საკვების ან სასმელების მოხმარებისას.
დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი რეკომენდაციას უწევს, რომ დამატებულმა შაქარმა უნდა შეადგინოს ადამიანის კალორიების 10%-ზე ნაკლები.
მიუხედავად იმისა, რომ დამატებული შაქრის თავიდან აცილება იდეალურია, არსებობს შაქრის ზოგიერთი წყარო, რომელიც სხვაზე უფრო ჯანსაღია.
თუ ვინმეს სურს დააკმაყოფილოს ტკბილის მოთხოვნილება, ყურადღება უნდა გაამახვილოს ხილზე. მიუხედავად იმისა, რომ ხილში შემავალ შაქარს შეუძლია სისხლში შაქრის დონის ამაღლება, მათ ასევე შეუძლიათ მოიტანონ კვების სარგებელი შაქრიანი სასმელებისა და საკვებისგან განსხვავებით.