როგორ ავწიოთ არტერიული წნევა აბების გარეშე
დაბალ არტერიულ წნევას შეიძლება თან ახლდეს შემდეგი სიმპტომები:
• გაორებული მხედველობა ან ნისლი თვალების წინ, თვალებში დაბნელება;
• თავბრუსხვევა;
• სისუსტე;
• გულის წასვა;
• გულისრევა;
• კონცენტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები.
კრიტიკულად დაბალი წნევისას ასევე შეიძლება აღინიშნოს ზედაპირული და ხშირი სუნთქვა, სუსტი ხშირი პულსი, მეხსიერების არევა, ცივი და ფერმკრთალი კანი.
ჰიპოტენზიის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
• ორთოსტატული ჰიპოტენზია,
• პოსტპრანდიალური ჰიპოტენზია (ჭამიდან 1-2 საათის შემდეგ, არტერიული წნევა ფიზიოლოგიურად იკლებს, რადგან სისხლის ნაწილი „მიდის“ საჭმლის მომნელებელ ორგანოებში),
• ვაზოვაგალური ჰიპოტენზია (ხანგრძლივად ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნისას, განსაკუთრებით დახშულ და ნოტიო ადგილას, ხდება ცდომილი ნერვის არასწორი გააქტიურება, რაც აფერხებს გულის აქტივობას);
• არარაციონალური კვება და წყლის მოხმარება,
• ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა.
ასეთ შემთხვევებში ადამიანებს შეუძლიათ დაეხმარონ საკუთარ თავს: დალიონ საკმარისი სითხე, მიირთვან დაბალანსებული კვება, ცოტა მეტი მარილის დამატებით, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა.
პროფილაქტიკისათვის, შესაძლებელია ქვედა კიდურებზე კომპრესიული ტრიკოტაჟის ჩაცმა, ალკოჰოლის და სხვა დიურეზული სასმელების შეზღუდვა.