რატომ არის აუცილებელი სისხლში ჰემოგლობის დონის კონტროლი

შესაბამისად, მისი ნორმალური დონე ორგანიზმში ჯანმრთელობის აუცილებელი წინაპირობაა.
ჰემოგლობინის დონის შემოწმება წელიწადში ორჯერ არის რეკომენდებული.
ჰემოგლობინის ნორმალური დონე შემდეგნაირად განისაზღვრება: ქალებში – 120-140გ/ლ, მამაკაცებში – 130-160გ/ლ, თუ მაჩვენებელი ნორმაზე დაბალია, გამოხატულია სისხლნაკლებობა, იგივე, ანემია.
ანემიის სიმპტომებია:
- თავბრუსხვევა;
- სისუსტე;
- სიცივის შეგრძნება;
- თმის ცვენა;
- კანის სიმშრალე;
- მტვრევადი/სუსტი ფრჩხილები
ჰემოგლობინის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
- მიიღეთ რკინით მდიდარი საკვები(ხორცი, თევზი, კვერცხი).;
- მიიღეთ B12-ით, ფოლიუმით მდიდარი საკვები: ორგანიზმი ფოლიუმს ჰემის, ანუ ჰემოგლობინის იმ კომპონენტის საწარმოებლად იყენებს, რომელიც პასუხისმგებელია ჟანგბადის ტრანსპორტირებაზე. რაციონი უნდა მოიცავდეს შემდეგ პროდუქტებს: ხორცი, ბრინჯი, ავოკადო, მიწისთხილი.თუ ვეგეტარიანელი ხართ, მიიღეთ მეტი სოიო და სხვა ისეთი საკვები, რომელიც მდიდარია B12 ვიტამინით;
- გაზარდეთ ორგანიზმში რკინის შეწოვის დონე - რკინის შეწოვას ხელს უწყობს C ვიტამინის შემცველი პროდუქტები: ციტრუსები, მარწყვი და მწვანე ფოთლები. ამასთან, ჰემოგლობინის ნორმალური დონის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანია ბეტა-კაროტინის (ყვითელი, წითელი, სტაფილოსფერი ბოსტნეული) და A ვიტამინი (გოგრა, თევზი).
ჰემოგლობინის დონის ნორმალიზებას ხელს უშლის შემდეგი ფაქტორები:
არასრულფასოვანი კვება;
სტრესი;
მოწევა(ამ დროს ორგანიზმი ჟანგბადით ნაკლებად მარაგდება);
ძილის მოუწესრიგებელი რეჟიმი;
სუფთა ჰაერზე მცირე დროის გატარება;
თუ გაწუხებთ შემდეგი სიმპტომები, სასურველია მიმართოთ ექიმს:
- ხშირი თავისტკივილი;
- თავბრუსხვევა;
- სწრაფი გულისცემა;
- კანის არაჯანსაღი ფერი;
- სილურჯეები სხეულზე;
- კუნთების სისუსტე