/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ორგანოებისა და მათი სისტემების პროფესიული გადაღლა ორგანიზმში

ორგანოებისა და მათი სისტემების პროფესიული გადაღლა ორგანიზმში
გადაღლა, ზოგადად, ადამიანის ორგანიზმის ისეთი პათოლოგიური მდგომარეობაა,

როდესაც ქრონიკული ფიზიკური ან ფსიქიკური გადაძაბვის გამო ვლინდება ორგანიზმის ამა თუ იმ სისტემის ფუნქციური დარღვევის კლინიკური სურათი. მაგალითად, ცენტრალური ნერვული სისტემის გადაღლის დროს აღინიშნება აგზნებითი ან, პირიქით, შემაკავებელი პროცესების გადაძაბვა, თავის ტვინის ქერქში მათი თანაფარდობის დარღვევა. ამის გამო ცენტრალური ნერვული სისტემის გადაღლის პათოგენეზი ნევროზების პათოგენეზის ანალოგიურად განიხილება. პათოგენეზში დიდ როლს თამაშობს ენდოკრინული სისტემაც. კერძოდ, ჰიპოფიზი და თირკმელზედა ჯირკვლების ქერქოვანი შრე. ძლიერი გამღიზიანებლის (სტრესორის) მოქმედებისას, ჩვეულებრივ, ადამიანის ორგანიზმში ვითარდება ადაპტაციური სინდრომი ანუ სტრესი, რომლის პროცესშიც ძლიერდება ჰიპოფიზის წინა წილისა და თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქცია. ენდოკრინულ სისტემაში მიმდინარე ეს ცვლილებები განსაზღვრავს სწორედ ორგანიზმში მიმდინარე ადაპტაციურ რეაქციებს როგორც ინტენსიური ფიზიკური, ისე ფსიქიკური მოქმედების საპასუხოდ. თუმცა ქრონიკული გადაძაბვა იწვევს აღნიშნული ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის განლევას (გამოფიტვას), რის გამოც ორგანიზმის ადაპტაციური მექანიზმები ირღვევა.

ცენტრალური ნერვული სისტემის პროფესიული გადაღლა შესაძლოა ნებისმიერი პროფესიის ადამიანს გამოუვლინდეს, დამოუკიდებლად სქესისა და ასაკისა. ის დამოკიდებულია მუდმივად მოქმედ ნეგატიურ ფაქტორებზე, რომლებიც, მკითხველისათვის გასაგებ ენაზე რომ განვმარტოთ, მუდმივად ნერვებს უშლის და აღიზიანებს ადამიანს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის გადაღლა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გულ-სისხლძარღვთა სისტემამ გადაღლა შესაძლოა განიცადოს არა მხოლოდ ფუნქციური გადაძაბვით (მაგალითად, სპორტსმენებში დიდი დატვირთვების ინტესიურად არაეტაპობრივად გამოყენება), არამედ ფსიქოლოგიური დატვირთვის საპასუხოდ არაადეკვატურად ძლიერი რეაქციის განვითარების გამოც. ასეთ დროს გულის მუშაობის რიტმი ირღვევა, აღდგენითი პერიოდი მცირდება, არტერიული წნევის მაჩვენებლები მერყეობს, სისხლძარღვთა ტონუსი იცვლება, განსაკუთრებით ირღვევა ვენების ტონუსის რეგულაცია, რაც ვლინდება მარმარილოსებრი კანით, ანუ ვენური ქსელის სურათი ფერმკრთალ კანზე ძლიერდება.

ხერხემლის გადაღლა

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ზურგისა და კისრის ტკივილი, ხერხემლის გადაძაბვა ოფისში მომუშავეთა 30%-ს აწუხებს. გადაძაბვა შესაძლოა განიცადონ როგორც კისრისა და ზურგის, ასევე მხრის, კიდურებისა და ტერფების კუნთებმა. ამის მთავარი მიზეზი ერთ პოზაში ხანგრძლივად დაძაბული ჯდომაა. აგრეთვე ორგანიზმის ფიზიკური მზაობის შეუსაბამო დატვირთვა, სიმძიმეების აწევა და ყველა ის განმეორებადი თუ უწყვეტად მოქმედი ფაქტორი, რომლებიც, საბოლოოდ, ხერხემლის გადაღლას განაპირობებს.

გადაღლილობის გამო, როგორც წესი, ხერხემლის გასწვრივ, ბეჭთაშუა არეში, მწველი ტკივილი ვითარდება. თუ ტკივილი უმნიშვნელო და ხანმოკლეა, მას რატომღაც არ აქცევენ ყურადღებას. არადა, ეს უკანასკნელი ორგანიზმში მიმდინარე გარკვეული ძვრებისა და პროცესების თავისებური „განგაშის ზარია“. ზურგის ტკივილს ხშირად გაციებას აბრალებენ, მასთან ერთად გამოხატულ თავის ტკივილს დაღლილობას მიაწერენ და სრულებით არ ითვალისწინებენ იმას, რომ აღნიშნული სიმპტომები ოსტეოქონდროზის – მეტად სერიოზული დაავადების – მანიშნებელია. პაციენტები (უხშირესად ქალები) გაოცებულნი რჩებიან, როცა საფუძვლიანი გამოკვლევების შედეგად მათი განუწყვეტელი თავის ტკივილის მიზეზი ხერხემლის კისრის არეში აღმოჩნდება ხოლმე. მალათა უმნიშვნელო ცდომაც კი სერიოზულ პრობლემებს იწვევს: ირღვევა სისხლის მიმოქცევა, ნერვულ ბოჭკოებზე მუდმივად ზეწოლა მათ მომატებულ აგზნებადობას განაპირობებს, ამის შედეგად კი ვითარდება თავის ქრონიკული ტკივილი. ეს მარტივი მაგალითი საკმარისია იმისათვის, რომ გავიგოთ, ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები მთელი ორგანიზმის მდგომარეობაზე როგორ აისახება. ისიც გახსოვდეთ, რომ მალებთან დაკავშირებული პათოლოგიური ძვრები მაინცდამაინც ხერხემლის გასწვრივ ან მის არეში ლოკალიზებული ტკივილით არ გამოიხატება. მაგალითად, გულმკერდის ნაწილის მალათა ცდომა და შესაბამის ნერვულ ბოჭკოებზე ზეწოლა ხშირად გულის არეში ლოკალიზებული ტკივილებით ხასიათდება, გავის ნაწილში ანალოგიურ ძვრებს ქვედა კიდურებში გავრცელებული ტკივილები მოწმობს. გამოდის, ორგანიზმში არ არის ორგანო ან ორგანოთა სისტემა, რომლის ფუნქციაზეც ხერხემლის მდგომარეობა თავისებურ გავლენას არ ახდენდეს. ამდენად, აუცილებელია ხერხემლის მოვლა და გაფრთხილება.

და მაინც, რატომ გახსენებთ ხერხემალი ასე მწარედ თავს? იმიტომ, რომ:

  • არასწორად იზმორებით, ასრულებთ უხეშ, არასწორ მოძრაობებს;
  • ძლიერად და არასწორად იხრებით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაუნძრევლად ზიხართ;
  • სწევთ სიმძიმეებს;
  • დროის დიდ ნაწილს ვერტიკალურ მდგომარეობაში ატარებთ (განსაკუთრებით, თუ ფეხზე დგომა ხანგრძლივად გიწევთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით).

თვალების გადაღლა

თვალების ტკივილისა და წვის შეგრძნება, ცრემლდენა, ქუთუთოებისა და თვალის კაკლების გაწითლება, შუბლის არეში ტკვილი ან უსიამოვნო შეგრძნება, თვალების სწრაფად დაღლა, ყოველივე ეს ე. წ. ასთენოპიის ძირითადი სიმპტომებია.

ასთენოპია, ჩვეულებრივ, მათი ხვედრია, ვისაც კომპიუტერთან ან დოკუმენტებთან ხანგრძლივად მუშაობა უწევს ან კიდევ მუდმივად წიგნების კითხვითაა დაკავებული. თუმცა არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ხელშემწყობ ფაქტორებს, როგორებიცაა მხედველობის სხვადასხვა სახის გადახრა – შორსმხედველობა, ახლომხედველობა, ასტიგმატიზმი ან კიდევ მხედველობის ასაკობრივი ცვლილებები, რომელთა გამოც თვალი კარგავს ახლომდებარე საგნებზე ფოკუსირების უნარს. როგორც წესი, ასეთი ცვლილებები 40 წლის შემდეგ იჩენს თავს.

ასთენოპია ფაქტობრივად მხედველობითი სამუშაოს შესრულების დროს თვალების სწრაფად დაღლაა, განსაკუთრებით ისეთი სამუშაოს შესრულების დროს, როდესაც ობიექტი თვალებიდან მცირე მანძილითაა დაშორებული. ასთენოპია დაავადება არ არის, ის მოსაზღვრე მდგომარეობაა. თუ მას დროულად არ მივაქცევთ სათანადო ყურადღებას, შესაძლოა სერიოზულ დაავადებაში გადაიზარდოს. ამიტომაც საჭიროა დროულად გავამახვილოთ ყურადღება ამ პრობლემაზე და აღმოვფხვრათ ის.

ასთენოპია ვლინდება „თვალისა“ და „მხედველობის“ სიმპტომებით:

  • ბისტი (ერთგვარი ნისლი) თვალების წინ;
  • გამოსახულების გაორება ან გაფანტულობა, დანახული ობიექტების ფორმისა და სიდიდის გაუკუღმართება;
  • თვალების ანთება;
  • ცრემლდენა;
  • თვალების გადაღლილობის შეგრძნება და მათი ტემპერატურის მომატება;
  • თვალებში ტკივილის, წვის, ჭრის ან სხვა სახის დისკომფორტის შეგრძნება.

აღნიშნულ სიმპტომებთან ერთად ხშირია თავის ტკივილი და გაღიზიანება. ამ ფონზე ხშირად აღმოცენდება გართულებები კონიუნქტივიტისა და ბლეფარიტის (ქუთუთოების ანთება) სახითაც.

ასთენოპიის პროფილაქტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მხედველობის პათოლოგიათა დროულ კორექციას, ზოგადგამაჯანსაღებელ თერაპიას, რაც მთავარია, მხე­დველობის ჰიგიენის ნორმების დაცვასა და თვალების მუშაობა-დატვირთვისა და დასვენების სწორ მონაცვლეობას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა უნდა ვიცოდეთ საკვების ალუმინის ფოლგაში  მომზადებისას
რა უნდა ვიცოდეთ საკვების ალუმინის ფოლგაში მომზადებისას
საკვების მომზადების დრო ალუმინის ფოლგაში არა უნდა აღემატებოდეს ორ საათს.
სრულად
საწოლის ბაღლინჯო: უხილავი საფრთხე სასტუმროს ნომერში
საწოლის ბაღლინჯო: უხილავი საფრთხე სასტუმროს ნომერში
საწოლის ბაღლინჯოები (Bed Bugs) ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო და რთულად მოსაგვარებელი პრობლემაა, რომელიც იშვიათად, მაგრამ მაინც შეიძლება სასტუმროში შეგხვდეთ.
სრულად
ექვსი წესი, რომელიც დაგეხმარებათ რაც შეიძლება დიდხანს იცხოვროთ სრულფასოვნად
ექვსი წესი, რომელიც დაგეხმარებათ რაც შეიძლება დიდხანს იცხოვროთ სრულფასოვნად
მნიშვნელოვანია იზრუნოთ ფიზიკურ და ფსიქო-ემოციურ ჯანმრთელობაზე.
სრულად
რა 3 მთავარი შეცდომა შეიძლება დავუშვათ ქუსლების გახეხვისას
რა 3 მთავარი შეცდომა შეიძლება დავუშვათ ქუსლების გახეხვისას
სწორად ვიქცევით თუ არა, როდესაც შხაპის ქვეშ ვიხეხავთ ქუსლებს,
სრულად
როგორ გავაუმჯობესოთ ინსულინის მიმართ მგრძნობელობა
როგორ გავაუმჯობესოთ ინსულინის მიმართ მგრძნობელობა
თუ გაქვთ დიაბეტი ან მისი განვითარების რისკი, ინსულინის მიმართ მგრძნობელობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
სრულად
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პირველი ნიშნები
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პირველი ნიშნები
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ხშირად თან ახლავს ალკოჰოლიზმს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : რჩევები

-კბილებინროგორც უკვე ბევრჯწრ მოგწერეთ დაცლილი მაქვს ნარკოზოთ სასწრაფო შემთხვევის მერე იხებ მოხდა კბილების ერსტდროული დაცლა და არმაქბს.რაც დარჩა ზედაზე თითოოროლა მერე რამდენიმე თვის მერე ამომიღეს ჩვეუკებრივ 2ცალინერზტად ოღონდ და აი ამის მერე ყიველდღე გამომდოს ყიველნთვე სტომატოები იმეტესად ტიჩის ლორწოვანზე.ახლა მქონდა პორველად ენაზე გვწრდძე და ყელისკენ ღრმად თვალისთვის რთული შესაკჩნევი იყო იმდენად უკან მქონდა ენაზე გვერძე.ჰოდა მაჰრად მაწვალა ტიჩზე როცა მიშისშდება ხოლნე ცორწოვანი ნეწრყვი გადმომდოს და ვხდებინრომ მალე მომორჩეს უნდა და აქ ენაზე რომ მეორენდღესვე დამეწყო ლორწოიანი ქაფის წამოსვლა დღესი რამდენჯერმე ხშირად ატუდებოდა ხოლმე ეს ქაფი ლორწოსავით იწელებოდა ეს ქაფი და მოდიოდა ომ მხარედან სადაც სტომატოტი იყო.ან საოდან ამდენი ქადი არვიცი ძლივს ვიშორებდი ერთო ათჯერ შევუავდო აბაზანაში რომ გადმომენერწუვა.ეს პერიოდი მეტად მტკივნეული იყო.2დზღე მონდიოდა ასე ქაფი ლორწოსავით წელვადი და ამდროს შიშდებოდა ვაიბამ მოშიშებას გამამწარა.თან გვირილას.ვივლებდი. შეჰიძლიად მიყხრად ამოხსნათ ეს რა ქაფი იყო?ან რატონიწელებოდა ასე ფერინნერწყვიაფერი იყო

კატეგორია : რჩევები

-ეს ექომები ზოგინიმას ალბიბს ზოჰინამას ვერ ვიჰებ რაინდა ვეამო ცზიმი მე სხვა ცხიმი არმიყვარს გული მერევა ამოტომ მზესუმზირის ზეთის გარდა ვეტ ვჭამ ვერაფწრს დანიმასაცნუკად ვასხავ ოლეიმას უივე მოხარშულნწიწიბურაში ან კარტოფილზე ნსხვარაკეს არვჭამ.იშვიათად 1სიფრია კობზი ლობიო დანიმასაც უკად ვასხავ. შემწვარ მოხრაკულსნარაფწრს ვჭამ.თევზი მლაშეანუმარილოც კი მლაშეა და ვერ ვჭამ მე წმევას მოწევს ისე მემლაშება ვერც ხორცეულიბას ვერ ვჭამ გულინმერევა რძის ნაწარმზეც არმიყვარს ზოგა ვწრ ვინელებ .ვერც ვმკურნალობ თავს.ამდენინფულინარარისნრომნძირიანა ჩავუტარო კვლევა როცა გადაადგიკება მოჭირს ტახიკარდიის განომჰოდა ვერ ვუგებ რა ვჭამონრომ ქოლესტერინი არმომემატოს.ერატი ამზეღს ვჭამდი ცხიმისნსახით და ესეც არვარგაო მეიბნებიან ზეითუნის ეთი უნდა ჭამოვი და გული მერევა ვერ ვჭამ სხვაბცხომს.ვერც კვწრცს ვერ ვჭამ მწუენს.ჰოდა ცზიმინრით მივიღონრომ ქოლესტერინი არამეწიოს?რავეამო მირჩიეთ რა.კარაქინერბონქონი თებზი ზეითუნის სიმინდის ზეთი ვერა ვერ ვჭამ.მარტო ოლეიმას ზეთს ვჭამ დღეში დაახლოებით გამომდოს 3სიფრის კობზი.ხან 2

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ორგანოებისა და მათი სისტემების პროფესიული გადაღლა ორგანიზმში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები