/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

რა უნდა გავითვალისწინოთ წნევის აპარატის, გლუკომეტრის, თერმომეტრისა და პულსოქსიმეტრის შერჩევისას?

ყველა ოჯახში არის წნევის, სიცხის საზომი აპარატი. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისათვის აუცილებელია, თან ჰქონდეთ გლუკომეტრი – სისხლში შაქრის საზომი აპარატი.

ბოლოდროინდელი მოვლენების მიხედვით, აქტუალური გახდა პულსოქსიმეტრის გამოყენებაც. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ და რა კრიტერიუმების გათვალისწინებით შევარჩიოთ აღნიშნული ხელსაწყოები.

ტონომეტრი არტერიული წნევის საზომი ხელსაწყოა. მუშაობის პრინციპის მიხედვით ის შეიძლება იყოს ელექტრონული და მექანიკური.

მექანიკურ ტონომეტრებში ჰაერის ჩატუმბვა და გამოშვება ხელით ხდება რეზინის მსხლის საშუალებით. სისტოლურ და დიასტოლურ წნევას მომხმარებელი თავად საზღვრავს ფონენდოსკოპის დახმარებით. მექანიკური ტონომეტრის გამოყენებას გარკვეული ცოდნა სჭირდება. მექანიკური ტონომეტრები საიმედოა, გაზომვის მექანიზმი – მარტივი, მაგრამ ხანდაზმულებისთვის მისი გამოყენება შეიძლბა რთული იყოს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ელექტრონული ტონომეტრები შეიძლება იყოს ნახევრად ავტომატური და ავტომატური. ნახევრად ავტომატურში მანჟეტში ჰაერი ხელით უნდა ჩაიბეროს, წნევა კი ავტომატურად გაიზომოს. ასეთი ტონომეტრი მოსახერხებელია, როდესაც სხვას ვუზომავთ წნევას.

სრულად ავტომატური ხელსაწყოები გაზომვის პროცესს მთლიანად მართავს. მთავარია მომხმარებელმა სწორად დაიმაგროს მანჟეტი და ხელი დააჭიროს გაშვების ღილაკს. ასეთი ტონომეტრები უფრო მოსახერხებელია და ზუსტი შედეგის მაჩვენებელი.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

მანჟეტის ფიქსაციის მიხედვით ტონომეტრები იყოფა მაჯისა და მხრის ტონომეტრებად. მაჯის ტონომეტრები უფრო კომპაქტური და ტრანსპორტაბელურია, თუმცა მხრისა უფრო ზუსტია და ყველას მიესადაგება.

ტონომეტრის ეფექტურობის მთავარი კრიტერიუმი მისი სიზუსტეა. ყველა მოწყობილობას აქვს ცდომილება ±3 მმვწყ.სვ წნევის და ±5 პულსის დონის.

გაზომვის სიზუსტის გასაზრდელად ავტომატურ ტონომეტრებს აქვს დამატებითი ფუნქციები.

  • მოძრაობის ინდიკატორი, რომელიც პროცედურის დროს მოძრაობის გამო აღმოცენებულ უზუსტობას გამორიცხავს. გაზომვის პროცედურის დროს არათუ მოძრაობა, საუბარიც მიზანშეუწონელია. მოძრაობის ინდიკატორი გვკარნახობს, რომ საჭიროა ხელმეორედ გაზომვა.
  • ელექტრონული წნევის საზომი აპარატების ზოგიერთ მოდელს აქვს მანჟეტის სწორად დადების ინდიკატორი და ის სიგნალს იძლევა, თუ მანჟეტი არასწორადაა დაფიქსირებული.
  • არითმიის ინდიკატორი – მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რადგანაც გულისცემის რიტმის დარღვევა არასწორ მაჩვენებელს იძლევა. ამგვარი ინდიკატორით აღჭურვილი ტონომეტრები რიტმის დარღვევისას ეკრანზე არითმიის ნიშანს იძლევა, რაც პროცედურის განმეორების საჭიროებაზე მიგვანიშნებს.

მნიშვნელოვანია მანჟეტის სწორად არჩევაც, რომელზეც დამოკიდებულია არა მარტო კომფორტი, არამედ სიზუსტეც. თუ მანჟეტი ძალიან სუსტად ან ძლიერად იქნება ხელზე მოჭერილი, მიღებული შედეგები არასწორი აღმოჩნდება.

როგორ შევარჩიოთ ტონომეტრი სახლისთვის

  • ხანდაზმული ადამიანებისთვის ჯობს შევარჩიოთ სრულად ავტომატური მოდელები;
  • მხედველობადაქვეითებულებისთვის კარგი არჩევანი იქნება ხმოვანი ტონომეტრი;
  • გულის რიტმის დარღვევისას უნდა შეირჩეს ტონომეტრი საშუალო მაჩვენებლის გამოთვლის ფუნქციით და არითმიის ინდიკატორით;
  • მათთვის, ვინც ცხოვრების აქტიურ წესს მისდევს, მოხერხებული იქნება მაჯის ტონომეტრი;
  • უმჯობესია შევარჩიოთ მხრის მანჟეტიანი მოდელი, რადგანაც უფრო ზუსტია მაჩვენებელი;
  • ავტომატური ტონომეტრის შეძენისას მნიშვნელოვანია საგარანტიო ვადა და სერვისის მომსახურების არსებობა. წამყვანი მწარმოებლები იძლევიან 2-10-წლიან გარანტიას და სერვისცენტრის მომსახურების საშუალებას.

გლუკომეტრი – ორგანულ სითხეებში (სისხლი, ლიქვორი და ა.შ.) გლუკოზის დონის განსაზღვრის მოწყობილობაა.

გლუკომეტრები გამოიყენება ნახშირწყლების ცვლის მდგომარეობის დიაგნოსტიკისათვის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის.

არსებობს გაზომვის რამდენიმე მეთოდი. უკანასკნელ პერიოდში, სახლის პირობებში გასაზომად, ფართო გამოყენება პოვა პორტატულმა გლუკომეტრებმა. საკმარისია სისხლის ერთი წვეთის დაწვეთება ერთჯერად გლუკოზოქსიდაზურ ბიოსენსორში მოთავსებულ ინდიკატორულ პლასტიკზე და რამდენიმე წამის შემდეგ სისხლში გლუკოზის დონე ცნობილია. სხვადასხვა ლაბორატორიისთვის მეთოდიკა და გლიკემიის ნორმები სხვადასხვაა. გლუკოზოქსიდანტური მეთოდისთვის ნორმა უზმოზე 3,33-5,55მმოლ/ლ-ია. ჭამიდან 2 საათის შემდეგ გლუკოზის დონე, ჩვეულებრივ, 1,5-2-ჯერ უფრო მაღალია.

მოქმედების მიხედვით გლუკომეტრები იყოფა ფოტომეტრულად და ელექტროქიმიურად.

ფოტომეტრული გლუკომეტრები განსაზღვრავს ტესტ-ზონის შეფერილობის ცვლილებას, რომელიც აღმოცენდება გლუკოზის სპეციალურ ნივთიერებასთან რეაქციის შედეგად. ეს პირველი თაობის მოწყობილობებია, რომელთა ტექნოლოგია მოძველებულია.

ელექტროქიმიური გლუკომეტრები მომდევნო თაობის აპარატებია, რომელთა ტექნოლოგიას მინიმუმამდე დაჰყავს გარეშე ფაქტორების ზემოქმედება შედეგებზე და უფრო სწორ მაჩვენებლებს იძლევა.

ყველა გლუკომეტრს გააჩნია გაზომვის ცდომილების დიაპაზონი. ამიტომ სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრის შედეგები სხვადასხვა აპარატსა და ლაბორატორიაში შეიძლება განსხვავებული იყოს. გლუკომეტრის სიზუსტის განსაზღვრისათვის გამოიყენება საკონტროლო ხსნარი, რომელიც შეიცავს გლუკოზის ფიქსირებულ რაოდენობას (LOჭ/დაბალი კონცენტრაციის – 0,05%, HIGH/მაღალი კონცენტრაციის – 0,3%), კონსერვანტებს, წითელ საღებავს.

გლუკომეტრი არის შაქრიანი დიაბტით დაავადებულებისთვის თვითკონტროლის საშუალებების ნაკრების შემადგენელი. გლუკომეტრში არის სკარიფიკატორები თითის გასაჩხვლეტად, კალმისტარი-შპრიცი და ტესტ-ჩხირების ნაკრები.

როგორც წესი, თითოეული მწარმოებელი საკუთარი გლუკომეტრისთვის აწარმოებს უნიკალურ ტესტ-ჩხირებს, რომლებიც თავსებადია მხოლოდ აღნიშნული მწარმოებლის გლუკომეტრის მხოლოდ კონკრეტული მოდელისთვის.

თერმომეტრი სხეულის ტემპერატურის გასაზომი ხელსაწყოა. თერმომეტრი მრავალი ინფექციური და ანთებითი დაავადების დიაგნოსტიკის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. არსებობს მოწყობილობის რამდენიმე სახესხვაობა, რომლებიც ერთმანეთისგან მოქმედების პრონციპით, მგრძნობელობითა და გამოყენების სფეროთი განსხვავდება.

ყველაზე გავრცელებულია ვერცხლისწყლის თერმომეტრი, რომლის მოქმედება განპირობებულია თხევადი ვერცხლისწყლის მოცულობის გაზრდით გაცხელების საპასუხოდ. ეს თერმომეტრები დიდი ხნის განმავლობაში იყო ერთადერთი ხელმისაწვდომი საშუალება სტაციონარებსა და სახლის პირობებში სიცხის გასაზომად.

ელექტრონული და ინფრაწითელი ანალოგების გამოგონებასთან ერთად სიტუაცია შეიცვალა. დღეს ტრადიციული მინის წითელსვეტიანი თერმომეტრი თანდათანობით გამოდევნა უფრო ზუსტმა, საიმედო და რაც მთავარია, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო ვერსიებმა, რომელშიც არ არის ისეთი საშიში ელემენტი, როგორიცაა ვერცხლისწყალი.

თანამედროვე ელექტრონული თერმომეტრი მაღალმგრძნობიარე მოწყობილობაა, რომელიც გამოყენების ინსტრუქციის დაცვისას იძლევა ზუსტ მონაცემებს. მოწყობილობა გამოირჩევა მოხერხებულობით, სიმარტივით, უსაფრთხოებითა და სიზუსტით.

კიდევ ერთი ხელმისაწვდომი ვარიანტია ინფრაწითელი თერმომეტრი, რომელიც რამდენიმე მოდიფიკაცითაა: უკონტაქტო, შუბლის, ყურის, საწოვარას სახით პატარა პაციენტებისათვის. ინფრაწითელი სიცხის საზომი მყისიერად მოქმედებს, ამასთან, შედეგი ზუსტია, თუ დავიცავთ მწარმოებლის მიერ მოწოდებულ ინსტრუქციას.

პულსოქსიმეტრი სამედიცინო საკონტროლო-სადიაგნოსტიკო ხელსაწყოა კაპილარული სისხლის ჟანგბადით გაჯერების დონის არაინვაზიური გაზომვისთვის.

არსებობს მრავალი პათოლოგია, რომელთა მიმდინარეობასაც თან ახლავს სისხლში ჟანგბადის ქრონიკული ნაკლებობა (ჰიპოქსია). აღნიშნულ შემთხვევაში სისხლის ჟანგბადის სატურაციის მაჩვენებელი მუდმივად უნდა განისაზღვროს.

კომენტარები (1)
მზია ჩომახაშვილი
გლუკომეტრების მომსახურეობის სერვის ცენტრი არის სადმე თბილისში?
თარიღი : 11-05-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

თუ 30 წელზე მეტის ხართ, სამ ექიმს უნდა მიმართოთ

რომელ ექიმთან ვიზიტია აუცილებელი ამა თუ იმ ასაკში?
სრულად
რომელი წყალია უფრო ჯანსაღი: გადადუღებული, მინერალური, თუ გაფილტრული?

სიცოცხლის განმავლობაში ადამიანი სვამს 40 ტონაზე მეტ წყალს და თუ ორგანიზმი კარგავს სითხის 20%-ს, შესაძლებელია ფატალური შედეგი დადგეს.
სრულად
ჯანმრთელობის რომელი პრობლემებია გავრცელებული გაზაფხულზე და როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა

გაზაფხულის სეზონს თან ახლავს რამდენიმე გავრცელებული პრობლემა, მაგალითად ცხვირიდან გამონადენი, ცრემლდენა, ცხელება.
სრულად
ყველაზე სასარგებლო მწვანილი ხანდაზმულებისთვის

ოხრახუში ყველაზე სასარგებლო მწვანილია ხანდაზმულებისთვის. იგი შეიცავს C და K ვიტამინებს, ასევე უჯრედისს.
სრულად
რა შეცდომებს ვუშვებთ სუპის მომზადებისა და ჭამის დროს

უნდა გადაწუროთ თუ არა პირველი ბულიონი, როგორ გავზარდოთ წვნიანში მცენარეული ცილის წილი, დავამატოთ თუ არა არაჟანი და რატომ არის მნიშვნელოვანი ბოსტნეულის ფერზე ყურადღების გამახვილება.
სრულად
იდეალური დღის რეჟიმი - ჯანსაღი ცხოვრების საფუძველი

ჯანსაღი ცხოვრება არ არის მხოლოდ სწორი კვება და რეგულარული ფიზიკური აქტივობა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა უნდა გავითვალისწინოთ წნევის აპარატის, გლუკომეტრის, თერმომეტრისა და პულსოქსიმეტრის შერჩევისას? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები