გოგრის სასარგებლო თვისებები

ის შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო და აუცილებელ ელემენტებს, მას საკმაოდ მაღალი ნუტრიციული ღირებულება აქვს.
გოგრის შემადგენლობაში შედის:
- ბეტა-კაროტინი - მას ჩვენი ორგანიზმი A ვიტამინად გარდაქმნის;
- C ვიტამინი - აუმჯობესეს იმუნურ ფუნქციებს;
- A ვიტამინი, ლუთეინი, ზეაქსანტინი - ისინი იცავენ თვალის ჯანმრთელობას, განსაკუთრებით სასარგებლოა ასაკის მატებასთან ერთად გამოწვეული მხედველობის დაქვეითების პრევენციისათვის;
- ფოლიუმი, რკინა - ეს ნივთიერებები აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას;
- ანტიოქსიდანტები (C, E ვიტამინები) - ხელს უშლის უჯრედების დაზიანებას, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას;
- კალიუმი, ბოჭკო - რაც გულის ფუნქციონირებას აუმჯობესებს, მცირდება სისხლის მაღალი არტერიული წნევა;
- თუთია და მაგნიუმი - აუმჯობესებს ძილის ხარისხს;
ამასთან, გოგრა საკმაოდ დაბალკალორიული პროდუქტია, წონაში კლებას უწყობს ხელს.