რატომ ურჩევენ მეუღლეებს ცალ-ცალკე ძილს

პირიქით, უკანასკნელი კვლევების თანახმად, ამგვარმა პრაქტიკამ შეიძლება გააუმჯობესოს ძილის ხარისხი, გაამყაროს ქორწინება და უკეთესი გახადოს ინტიმური ცხოვრება. იდეალურია როდესაც მეუღლეებს სხვადასხვა ოთახებში სძინავთ.
სტატისტიკის თანახმად, ყოველი მეექვსე წყვილს ცალ-ცალკე სძინავს არა პრობლემების, არამედ ჯანსაღი ძილის მწვავე აუცილებლობის გამო. ხვრინვა, საწოლში გადაბრუნება ან დაძინების სხვადასხვა დრო, იწვევს ფენომენს, რომელიც ცნობილია, როგორც „გაყრა ძილში“. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ძილის დარღვევის შემთხვევათა მესამედი პროვოცირებულია პარტნიორით.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
გერმანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის ანალიზმა აჩვენა, რომ ძილის და ურთიერთობის პრობლემები, როგორც წესი, ერთდროულად იჩენს თავს. ასევე დადგენილია, რომ მათთან, ვისაც ცუდად ძინავს, გაყრის დონე მაღალია. თავისთავად ცუდი ძილი ზრდის გაციების, ტიპი 2 დიაბეტის, დეპრესიის რისკს, აქვეითებს შრომის ნაყოფიერებას.
რაც შეეხება სექსს, ბევრს ის ძილის წინ აქვს, რადგანაც ხშირად ეს ერთადერთი დროა, როდესაც მეუღლეები ფაქტობრივად ერთმანეთს ხედავენ, ამასთან ადამიანებს ინტიმური სიახლოვის განწყობაც აქვთ. ცალ-ცალკე ძილი სექსს უფრო ხარისხიანს ხდის.