დღეში ნახევარი საათით სოცქსელებიდან გამოთიშვა დეპრესიასთან გამკლავებაში დაგვეხმარება

ბოხუმის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეაფასეს სოციალურ ქსელებში გატარებული დროის შემცირების გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
სპეციალისტებმა 642 ადამინი გაანაწილეს ოთხ ჯგუფად და აკვირდებოდნენ ოთხი კვირის განმავლობაში.
პირველ ჯგუფში ადამიანებმა სოციალური ქსელებით სარგებლობა ნახევარი საათით შეამცირეს. მეორეში გაზარდეს ფიზიკური აქტივობა დღე-ღამეში 30 წუთით. მესამე ჯგუფში იგივე პირობები შექმნეს, რაც პირველსა და მეორეში. მეოთხე ჯგუფს კონკრეტული ინსტრუქციები არ მიუღია.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
აღმოჩნდა, რომ ყველაზე კარგად თავს გრძნობდნენ მესამე, კომბინირებული ჯგუფის ადამიანები: მათთან მოიმატა ცხოვრების ზოგადმა კმაყოფილების დონემ და შემცირდა დეპრესიის სიმპტომები. ამასთან ეფექტი შენარჩუნდა კვლევის დასრულებიდან ნახევარი წლის შემდეგ.
მეცნიერებმა ასევე დაამტკიცეს, რომ ერთი კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელებზე უარის თქმის შემთხვევაში ქვეითდება შფოტვა, დეპრესია და უმჯობესდება განწყობა.
უნგრელმა მეცნიერებმა კი სოციალურ ქსელებში ფოტოების გაცვლა დაუკავშირეს დეპრესიის მომატებულ რისკს.