შეეცადეთ, პატარა 5-7 თვის ასაკიდან გადააჩვიოთ საწოვარას - რჩევები დედიკოებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეეცადეთ, პატარა 5-7 თვის ასაკიდან გადააჩვიოთ საწოვარას - რჩევები დედიკოებს

პირველად გამოყენებამდე საწოვარა 2-3 წუთით წყალში უნდა წამოვადუღოთ, შემდეგ კი ყოველი გამოყენების წინ კარგად გავრეცხოთ და მდუღარე წყალი გადავავლოთ.

არ ჩამოკიდოთ საწოვარა ლენტზე ან რეზინზე. გაცილებით უსაფრთხოა სპეციალური დამჭერი. კლიფსი, რომელსაც პლასტმასის ჯაჭვი ან ლენტი აქვს, ბავშვის ტანსაცმელზე მაგრდება.

ყოველი გამოყენების წინ უნდა შევამოწმოთ, ხომ არ ეკვრის ერთმანეთს საწოვარას კიდეები, ხომ არ გაუჩნდა ნახეთქები. ლატექსის საწოვარა - ყოველთვე, ხოლო სილიკონისა ყოველ 6-8 თვეში ერთხელ უნდა შეიცვალოს.

არ ამოაწოთ საწოვარა ტკბილ სიროფში პატარას სწრაფად დაძინების მიზნით. ასე ბავშვი მხოლოდ გემოს კი არ ეჩვევა, არამედ იზრდება კარიესის განვითარების რისკიც.

თუ ბავშვი წყნარად არის, საწოვარა შეუმჩნევლად გამოაცალეთ და ყურადღება სხვა საგანზე გადაუტანეთ.

ჩაძინებულ პატარას საწოვარა ფრთხილად გამოაცალეთ. თუ ბავშვი საწოვარათი ძილს მიეჩვია, ღამღამობით ხშირად გაიღვიძებს და ძებნას დაუწყებს.

სპეციალისტების აზრით

პატარა ბავშვის მიერ საწოვარას წოვა გამართლებულია. თუ დისკომფორტის დროს დედამ ბავშვს არც ძუძუ მისცა და არც საწოვარა, პატარა თითების წოვას დაიწყებს, ეს კი გაცილებით მავნე და ძნელად აღმოსაფხვრელი ჩვევაა.

სიცოცხლის მეორე წელს კი საწოვარას სარგებლობაზე მეტი ზიანი მოაქვს. წოვა ბავშვს ყურადღებას უფანტავს და გარესამყაროდან მიღებულ შთაბეჭდილებებს სწყვეტს.

ბავშვები, რომლებიც საწოვარას ვერ ელევიან, გვიან იდგამენ ენას, სასასა და კბილებზე ზეწოლამ კი შესაძლოა მათი დეფორმაცია გამოიწვიოს (ეს, რა თქმა უნდა, მაშინ, როცა პატარა განუწყვეტლივ წოვს და არა დროდადრო). ასე რომ, როცა ბავშვს ზედა კბილები ამოუვა, საწოვარას უნდა დაემშვიდობოს.

ყველა მშობელმა კარგად იცის, რომ საწოვარას მიჩვევა უფრო იოლია, ვიდრე გადაჩვევა. პედიატრების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თვე-ნახევრამდე და წლინახევრის შემდეგ საწოვარას წოვა არ არის რეკომენდებული: მეტისმეტად მცირე ასაკში ეს ხელს უშლის ძუძუს წოვის ჩვევის ჩამოყალიბებას, ხოლო კბილების ამოჭრის შემდეგ სწორი თანკბილვის განვითარებას აფერხებს. ნებისმიერი დედა დაგვემოწმება, რომ პატარები ძალიან ძნელად ემშვიდობებიან საწოვარას.

სტატისტიკის თანახმად, ბავშვების 90% მატყუარას ერთი წლის შემდეგაც წოვს. დიდები სხვადასხვა საშუალებას იყენებენ, რათა პატარა დროულად და უმტკივნეულოდ გადააჩვიონ მატყუარას. ზოგიერთ პატარაზე საწოვარას მეზობლის ლეკვისთვის ”ჩუქება” ჭრის, ზოგი, როცა დაინახავს, რომ საწოვარა გახეულია, იჯერებს, რომ ის ”გაცვდა” (რა თქმა უნდა, ამას წინასწარ მალულად აწყობს დედა). შეგვიძლია, ბავშვს შევთავაზოთ, ძველი საწოვარა ახალ სათამაშოზე გაცვალოს - ცდუნება მართლაც დიდია! თუ არც ერთმა ხერხმა არ გაჭრა, გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები:

საწოვარა ბავშვს მხოლოდ მაშინ მიეცით, როცა არ შია, მაგრამ მოუსვენარია და ყველაფერს პირში იდებს.

ეცადეთ, ძილის წინ საწოვარა მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცეთ პატარას, როცა მის გარეშე ვერ იძინებს. ბავშვი, რომელიც საწოვარათი ჩაძინებას ეჩვევა, ძნელად ამბობს უარს ამ ჩვევაზე.

შეეცადეთ, პატარა 5-7 თვის ასაკიდან გადააჩვიოთ საწოვარას. ამ პერიოდისთვის წოვის რეფლექსი სუსტდება და ზოგი ბავშვი ვერც კი ამჩნევს, რომ საწოვარა სადღაც გაქრა.