/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

გამოვიყენოთ თუ არა საწოვარა

გამოვიყენოთ თუ არა საწოვარა
საწოვარას გამოყენების თაობაზე უამრავი აზრი არსებობს. მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც თავ-თავიანთი არგუმენტები აქვთ.

ცხადი ის არის, რომ ბავშვების უმრავლესობას გარკვეულ ასაკში ძალიან მოსწონს საწოვარას წოვა. ეს მოთხოვნილება თანდაყოლილი რეფლექსითაა განპირობებული. ულტრაბგერითი გამოკვლევისას ზოგჯერ კარგად ჩანს, რომ პატარა მუცლად ყოფნის პერიოდშივე წოვს თითს. ხშირად საწოვარაა ის ერთადერთი საშუალება, რომლითაც ატირებულ ბავშვს აჩუმებენ. თუმცა არსებობენ ისეთი პატარებიც, რომლებსაც სრულიადაც არ მოსწონთ ეს სატყუარა და საწოვარას პირში ჩადებაზე კატეგორიულ უარს ამბობენ.

ზოგიერთ პედიატრს მიაჩნია, რომ დღენაკლული ბავშვები უკეთ იზრდებიან და თანატოლებს განვითარებით უფრო სწრაფად ეწევიან, როდესაც რეგულარულად წოვენ საწოვარას. ასე რომ, ხელაღებით მტკიცება, საწოვარა მავნებელიაო, არასწორია.

ხშირად, როდესაც მშობლებს არ სურთ, ბავშვი საწოვარას მიაჩვიონ, პატარა თავად პოულობს გამოსავალს და საკუთარი თითის წოვას იწყებს. ეს ჩვევა სრულიადაც არ არის უკეთესი. თურმე მოგვიანებით მისგან გადაჩვევა უფრო ძნელია, ვიდრე საწოვარასთან განშორება. საწოვარას მოყვარული ბევრი ბავშვი დაახლოებით ექვსი თვის ასაკისთვის თვითონვე ამბობს უარს ამ გასართობზე, მაშინ როცა თითების წოვას ხშირად სამი წლის ასაკშიც ვერ ელევიან. გარდა ამისა, კბილების არასწორი განვითარების ალბათობა თითის წოვისას მეტია, ვიდრე საწოვარას წოვისას.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიცოცხლის პირველ 3-4 თვეს ყველა ბავშვს გამძაფრებული აქვს წოვის რეფლექსი და თუ ამ მოთხოვნილებას დავუკმაყოფილებთ, ერთი წლის ასაკისთვის ის მას თანდათანობით გაუქრება.

მავნებელია თუ სასარგებლო საწოვარა

და მაინც, მავნებელია თუ სასარგებლო საწოვარა? ყველაფერი თავად ბავშვზეა დამოკიდებული. თუ ფესვებს ჩავუღრმავდებით, საწოვარას შექმნასა და პრაქტიკაში დანერგვას თურმე მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ორი საუკუნის წინ ევროპაში პატარებს უკვე საწოვარათი ამშვიდებდნენ. მეოცე საუკუნის დასაწყისში საწოვარას გამოყენება მოძველებულ მეთოდად გამოაცხადეს, მისი წოვა უსიამოვნო და არაჰიგიენურ ჩვევად შერაცხეს, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ კი საწოვარამ კვლავ მოიპოვა მშობლებისა და პედიატრების მხრიდან აღიარება და ისევ დაიკავა საპატიო ადგილი ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამას განსაკუთრებით შეუწყო ხელი იმ შეხედულებამ, რომ საწოვარას წოვა პატარას აირებისა და ნაწლავთა კოლიკისგან თავის დაღწევაში ეხმარება. გარდა ამისა, წოვა ხელს უწყობს ყბების განვითარებას.

საჭიროა ზომიერება

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმდბიᲗ.მყავს 18 Თვის ბავᲨვი.მყარად ისევ ვერ დგება და ვერ დადის Თავად დაყრდნობის გარეᲨე Თუმცა რიცა რამეს ეხება დადის მაგრამ უმეტესად ხოხავს Თან სწრაფად.ამის გამი მუხლები დაუწიᲗლდა და დაულურჯდა..რა წავუსვაᲗ რომელი კრემი? დაბეᲟილიბამ რომ გაუაროს?</p>

უმჯობესია, საწოვარა ბავშვს მაშინ შევთავაზოთ, როდესაც ის დანაყრებულია, მაგრამ მაინც ცდილობს რაღაცის წოვას. ამის ნიშნად პატარები ხშირად ენას წოვენ ან ხელ-ფეხს აქტიურად ამოძრავებენ. საწოვარა რეკომენდებულია მაშინაც, როდესაც ბავშვი აღგზნებულია და ვერ იძინებს.

საწოვარა პატარას დაძინებისთანავე ფრთხილად უნდა გამოვაცალოთ პირიდან. სხვაგვარად მის ძილში წოვას მიეჩვევა და ყოველთვის, როცა კი საწოვარა პირიდან გადმოუვარდება, შეწუხებულს გამოეღვიძება. თუ ბავშვი საწოვარას გარეშეც ადვილად იძინებს, უმჯობესია, არ მივაჩვიოთ მას.

ასევე დაგაინტერესებთ
შეეცადეთ, პატარა 5-7 თვის ასაკიდან გადააჩვიოთ საწოვარას - რჩევები დედიკოებს

საწოვარა კარგი საშუალებაა თავშეყრის ადგილებში (და არა სეირნობისას) გაჭირვეულებული ბავშვის დასამშვიდებლად. საწოვარას გამოყენება არარეკომენდებულია:

  • სიცოცხლის პირველი რამდენიმე დღისა თუ კვირის განმავლობაში, ვიდრე ბავშვი კარგად მიეჩვევა ძუძუს. ძუძუსთავსა და არეოლაზე მოჭიდება იოლი საქმე არ არის, ყველა ჩვილი იმთავითვე ვერ ახერხებს ამას, მაშინ როცა საწოვარას წოვა ადვილია. საწოვარათი დაკმაყოფილებულ ბავშვს კი ძუძუს წოვა აღარ სურს, ამიტომ პირს არ აკარებს მას, ანდა არასწორად წოვს. ეს ხელს უშლის კვებას.
  • რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები - ზოგიერთი ბავშვი დედის ძუძუსაც და საწოვარასაც შესანიშნავად წოვს, მაგრამ მაინც ჯობს, გავითვალისწინოთ ზემოაღნიშნული და ბავშვს საწოვარა მას შემდეგ შევთავაზოთ, რაც წოვის ტექნიკა დაეხვეწება და ძუძუს მიეჩვევა.
  • საწოვარათი კვების ჩანაცვლება დაუშვებელია. მისი მიცემა არც მაშინ არის რეკომენდებული, როდესაც ბავშვი ყურადღებას და ხელში აყვანას ითხოვს.

როგორ შევარჩიოთ საწოვარა

თუ საწოვარას გამოყენება გადაწყვიტეთ, ის სილამაზისა და ფასის მიხედვით კი არ უნდა შეარჩიოთ, არამედ ფორმისა და სხვა პარამეტრების მიხედვით.

  • საწოვარას ზომა ბავშვის ასაკს უნდა შეესაბამებოდეს. პირველ თვეებში პატარა და მოკლე, საგანგებოდ ახალშობილებისთვის განკუთვნილი საწოვარა ჯობს.
  • საწოვარებს ფორმაც სხვადასხვა აქვს. გირჩევთ, თავიდანვე რამდენიმე სხვადასხვა ფორმის საწოვარა იყიდოთ და ცალ-ცალკე შესთავაზოთ ბავშვს. პატარა თავად აირჩევს სასურველს.
  • ყურადღება მიაქციეთ მასალას. ყველაზე უკეთესია გამჭვირვალე სილიკონის საწოვარები. ისინი კარგად უძლებენ გამოხარშვას და ფორმას არ იცვლიან. თანამედროვე ინოვაციაა ანატომიური საწოვარა - საწოვარა, რომელიც სასის ფორმას იმეორებს და ავტომატურად სწორ პოზიციას იკავებს ბავშვის პირის ღრუში.

დღეს მწარმოებლები ცდილობენ, საწოვარა მაქსიმალურად დაამსგავსონ ძუძუსთავსა და არეოლას, რათა ბავშვები წოვისას მეტ კომფორტს გრძნობდნენ.

ეს საყურადღებოა!!!

  • ნუ მიაბამთ საწოვარას თასმას ან ლენტს და ნუ ჩამოკიდებთ ბავშვს ყელზე. მოხრჩობის რისკი იქნებ არც ისე დიდი იყოს, მაგრამ მაინც ნუ გარისკავთ. ჯობს, საწოვარა სპეციალური სამაგრით მიამაგროთ ბავშვის ტანსაცმელზე.
  • არ დაატკბოთ საწოვარა თაფლით ან სიროფით. რა თქმა უნდა, ტკბილი საწოვარა ბევრად უფრო მიმზიდველია პატარასთვის, მაგრამ ასეთმა “ტკბილმა გასართობმა” შესაძლოა პირის ღრუს რძიანა ან, თუ კბილები უკვე ამოსულია, კარიესი გამოიწვიოს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა არის პრეეკლამფსია და ეკლამფსია
რა არის პრეეკლამფსია და ეკლამფსია
პრეეკლამფსია ორსულობის მოგვიანებით პერიოდში განვითარებული ჰიპერტენზიაა.
სრულად
ნორმიდან პათოლოგიამდე
ნორმიდან პათოლოგიამდე
ორსულობის მიწურულს ქალების უმეტესობა ამჩნევს, რომ უვიწროვდება ფეხსაცმელები, უჭირს ბეჭდის გაკეთება და მოხსნა... ეს ყველაფერი შეშუპებაზე მიუთითებს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

გამოვიყენოთ თუ არა საწოვარა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები