ჩემი საყვარელი კოვზი

დღეს ნებისმიერი გემოვნებისა და ჯიბისთვის შესაფერის ჭურჭელს ვიპოვით, მანამდე კი მოდი გავარკვიოთ, რა არის აუცილებელი და რის გარეშე შეიძლება გავიდეთ ფონს.
ბოთლები. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, აუცილებელია რამდენიმე ბოთლი მაინც გვქონდეს. ბოთლი შეიძლება დაგვჭირდეს წყლისთვის, წამლისთვის, კვებისთვის, როცა დედა რძეს დატოვებს და თვითონ სადმე წავა. ბოთლის არჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ მასალას. უმეტესად გამოიყენება შუშა ან პლასტიკა.
შუშის ბოთლი უფრო გამძლეა, პლასტიკისა კი უფრო მსუბუქი და უსაფრთხო. ასეთი ბოთლი ბავშვსაც შეუძლია ხელში ეჭიროს. როგორც შუშის, ასევე პლასტიკის ბოთლები სტერილდება. ამისთვის სპეციალური სტერილიზატორიც შეიძლება გამოვიყენოთ და ჩვეულებრივი ქვაბიც.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
გაითვალისწინეთ, რომ ფართოყელიანი ბოთლის მოვლა უფრო ადვილია. ბოთლს სხვადასხვაგვარი ფორმა შეიძლება ჰქონდეს - როგორც ტრადიციული, ასევე ფიგურული. თუ ბავშვი ცდილობს, ბოთლი თავად დაიჭიროს ხელში, გამოგადგებათ ბლითის ფორმის ბოთლი - მომრგვალო, შუაში სივრცით. ადვილი დასაჭერია ქვიშის საათის ფორმის ბოთლიც. ზოგიერთი მწარმოებელი გვთავაზობს სპეციალური მოღუნული ფორმის ბოთლებს, რომელთაც ნაწლავური ჭვალის საწინააღმდეგოს უწოდებენ. განსაკუთრებული ფორმა მართლაც გამორიცხავს ჰაერის ჩაყლაპვის ალბათობას და ამცირებს მუცლის ტკივილის აღმოცენების რისკს.
გრადუირება (დანაყოფები) ბოთლის კედელზე მკვეთრი და გასაგები უნდა იყოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელოვნურ კვებაზე მყოფი პატარებისთვის. ახალშობილებს მცირე, 125 მლ-მდე ტევადობის ბოთლებიც ეყოფათ, ხოლო შემდგომ დიდი ბოთლებია საჭირო.
ზოგიერთი ფირმა უშვებს ბოთლებს თერმომგრძნობიარე აღნიშვნით. ის ფერს იცვლის, როცა საკვები ძალიან ცხელია.
საწოვარა. რა თქმა უნდა, ბოთლთან ერთად საწოვარაც უნდა შეიძინოთ. არსებობს ლატექსისა და სილიკონის საწოვარები.
ლატექსი ნატურალური კაუჩუკია. მის მიმართ შეიძლება ალერგიული რეაქცია აღმოცენდეს. საწოვარები ზომითა და ნასვრეტების რაოდენობით ერთმანეთისგან განსხვავდება. მათი რაოდენობა ერთიდან სამამდეა და სითხის დინების სისწრაფეს განსაზღვრავს. ახალშობილისთვის ჯობს ერთნასვრეტიანი საწოვარა შევიძინოთ, შემდგომ კი ორ და სამნასვრეტიანი უფრო გამოგვადგება.
სქელი ფაფისთვის უფრო შესაფერისია საწოვარა დიდი ხვრელით. არსებობს უნივერსალური საწოვარებიც. მათში სითხის დინების სიჩქარე მარტივად - ბოთლის თავსახურის მოცილებით რეგულირდება.
ხშირად ჭამისას ჩვილი ცდილობს, ბოთლს ხელები ჩაავლოს. დაუშვებელია ბოთლით ხელში მისი მარტო დატოვება - შეიძლება, ბოთლი დაუვარდეს ან საკვები გადასცდეს. ბოთლის დამოუკიდებლად დაჭერა პატარა ბავშვს 7-8 თვის ასაკისთვის შეეძლება, თუმცა ამ დროისთვის ბოთლი შეიძლება სასმეველათი ან ფინჯნით შევცვალოთ.
სასმეველა. სხვადასხვა ფირმა უშვებს სპეციალურ აქსესუარებს, რომელთა მეშვეობითაც ნებისმიერი ბოთლი შეიძლება სასმეველად ვაქციოთ. ამისთვის საკმარისია, შევიძინოთ სახელურები და "ცხვირი", რომლიდანაც სითხე არ ისხმება. "ცხვირი" სხვადასხვაგვარია - რბილიც (მათთვის, ვინც ახლა იწყებს სასმეველას გამოყენებას) და მკვრივიც (`გამოცდილი" მომხმარებლებისთვის). სპეციალური სარქველი უზრუნველყოფს სითხის დინებას მხოლოდ შესრუტვისას და თავიდან აგვაცილებს მის დაღვრას მაშინ, როცა ბავშვს ბოთლი გადმოუყირავდება ან დაუვარდება. არსებობს სასმეველები მძიმე ძირით, რომლებიც არ ყირავდება, რეზინის სახელურებით, რომლებსაც ბავშვი უფრო იოლად დაიჭერს.
სასმეველასთვის საუკეთესო მასალა პლასტიკაა. შეიძლება, ბავშვი წყალს არ სვამდეს, მაგრამ სასმეველა სათამაშოდ მივცეთ, რათა მის ხელში დაჭერას და პირთან მიტანას მიეჩვიოს.