/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ მწერის და ცხოველის ნაკბენის შესახებ

ნაკბენი კბილებით, ნესტრით ან ხორთუმით მიყენებული ჭრილობაა.

მწერის ნაკბენმა შეიძლება უკვალოდ გაიაროს, თუმცა ზოგჯერ ძლიერი ალერგიული რეაქციის ან საშიში დაავადების მიზეზიც ხდება. ცხოველებისა თუ გველის ნაკბენი ორგანიზმზე ტრავმულად, მტკივნეულად და ტოქსიკურად ზემოქმედებს. ნაკბენის სიმპტომები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია სახეობაზე, ნაკბენის რაოდენობასა და ტრავმატიზაციის ხარისხზე. ზოგიერთი ნაკბენი შეუმჩნევლად გაივლის, ზოგი კი მნიშვნელოვნად აზარალებს ჯანმრთელობას და შეიძლება ლეტალური შედეგიც კი მოჰყვეს.ნაკბენების სიმპტომების განვითარება ორგანიზმის მდგომარეობაზეცაა დამოკიდებული: ასაკზე, შხამისადმი მგრძნობელობაზე, იმუნურ სისტემაზე, ანამნეზში ტოქსინებთან კონტაქტზე, ვაქცინაციაზე.

სიმპტომები შეიძლება იყოს ადგილობრივი და სისტემური. ადგილობრივი სიმპტომია: ნაკბენის ადგილზე ქსოვილების ტრავმატიზაცია და რეაგირება. ნაკბენის სისტემური სიმპტომები დამოკიდებულია სხეულში ნერწყვით ან აგრესორთან კონტაქტით მოხვედრილი პათოგენური მიკროორგანიზმების ტოქსინებსა და შხამებზე.

სხეულზე ნაკბენის სახეები შეიძლება მრავალფეროვანი იყოს, ნაკბენი ადგილი კი - მცირე და შეუმჩნეველი წერტილიდან ნაფლეთოვან ჭრილობამდე. ნაკბენის სახეობისა და რეაქციის ხარისხის მიხედვით მკურნალობაც სხვადასხვაგვარია და სასწრაფო რეანიმაციულ მოქმედებებსაც კი შეიძლება მოიცავდეს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სხვადასხვა სახის ნაკბენისგან დაცვის საუკეთესო საშუალება პროფილაქტიკაა: შესაბამისი სპრეი, ულტრაბგერითი მოწყობილობა, მწერების, ძაღლების, გველების შესაძლო არსებობის ადგილებიდან მორიდება, ტეტანუსის ვაქცინაცია, დახურული ტანსაცმლის ჩაცმა.

პლანეტაზე ასიათასობით სახეობის მწერია. ადამიანს შეიძლება უკბინოს პარაზიტმა, რომელიც სისხლის მწოველი მწერია, მათ შორისაა დროებითი პარაზიტები, რომელთაც შეუძლიათ ადამიანის ან ცხოველის სისხლით კვების გარეშე გაძლონ და თბილსისხლიანებს გამრავლების პროცესისთვის კბენენ. არსებობს მუდმივი პარაზიტები, რომლებიც სისხლს საკვებად მოიხმარენ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

პირველ ჯგუფს მიეკუთვნება კოღო, ზოგიერთი სახეობის ბუზი, ბორა. მეორე ჯგუფში შედის ტილი, რწყილი, ბაღლინჯო. არსებობენ შხამიანი მწერები, რომლებიც აგრესიის მცდელობისას, მათი ტერიტორიის საზღვრების გადაკვეთისას იკბინებიან. მწერის კბენა ამ შემთხვევაში გარეგან ზემოქმედებაზე დამცველობითი რეაქციაა. აღნიშნული სახეობები კბენისას ჭრილობაში უშვებენ შხამს. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ჭიანჭველა, ფუტკარი, ბზიკი და ა.შ.

მწერების ნაკბენის შედეგები სხვადასხვაგვარია: ტრავმული დაზიანებები, ალერგიული და ტოქსიკური რეაციის ერთობლიობა. ქავილი, რომელიც ნაკბენის ადგილობრივი რეაქციაა, ხშირად იწვევს მეორეული ინფექციის თანდართვასა და ზედაპირის ტრავმირებას.

ასევე დაგაინტერესებთ
როგორ შეიძლება მწერების ნაკბენის შემდეგ ქავილის შემსუბუქება

ალერგიული გამოვლინება ყველაზე ხშირად თან ახლავს ბზიკის, ფუტკრის, ბუზის ნაკბენს. ორგანიზმი ტოქსიკური რეაქციით რეაგირებს ჭიანჭველას, შხამიანი ობობას, მორიელის ნაკბენზე. კანის საფარველისა და ირგვლივ მდებარე ქსოვილების ლოკალური ცვლილება ვლინდება კოღოების, ტილების, რწყილების, ბუზებისა და ზოგიერთი სახეობის ხოჭოს კბენისას. ასეთ ცვლილებებს მიეკუთვნება ჰიპერემია, შეშუპება, დაჩირქება, ჰემატომა, ბუშტუკი, კანქვეშა სისხლჩაქცევა. გარდა ორგანიზმზე უშუალო ზემოქმედებისა, მწერებმა შეიძლება სხვადასხვა დაავადების გამომწვევი გადაიტანონ.

კოღოებს გადააქვთ ლეიშმანიოზი, მალარია, ზოგიერთი სახეობის ცხელება. ტკიპა ლაიმას დაავადების, ენცეფალიტის გამომწვევის გადამტანია, ბუზები - დიზენტერიისა, რწყილები - ტულარემიისა, ფსევდოტუბერკულოზისა და ა.შ.

ადგილობრივი რეაქციის ზოგადი დახასიათებით შეიძლება გამოვიცნოთ შესაძლო მკბენარი. უმნიშვნელო შეშუპება, შესივება, შეწითლება, ქავილი ხშირად მიუთითებს კოღოს ნაკბენზე. მნიშვნელოვანი შეშუპება კანის ფერის შეუცვლელად, ძლიერი ტკივილი კბენისას თან ახლავს ბზიკის, ფუტკრის, ბაზის ნაკბენს. სიწითლე შეშუპების გარეშე, განსაკუთრებით - თუ სიწითლე რკალისებურადაა ნაკბენის კვალით ცენტრში - გვაეჭვებინებს ბორელიოზის გადამტანი ტკიპის ნაკბენს.

ნაკბენით გამოწვეული ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს ლოკალურად ან მთელი ორგანიზმი მოიცვას. ამ მხრივ მეტად ალერგიულია ბზიკი, ფუტკარი, ბაზი. ალერგია შეიძლება გამოვლინდეს კოღოს მრავლობითი ნაკბენისას. ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიხატებოდეს გამონაყარით, წითელი ლაქებით, შეშუპებით, ასევე შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსიური შოკი.

ტკიპის ნაკბენი - იწვევს კანზე ადგილობრივ ტოქსიკურ რეაქციას. ტკიპის კბენა უმრავლეს შემთხვევაში შეუმჩნეველი რჩება. სხეულში ჩანერგვისას ის გამოყოფს ტკივილგამაყუჩებელს და მისი კბენისა და გადაადგილების განსაზღვრა რთულია. ტკიპები საშიშია იმით, რომ ერთი დროებითი მასპინძლიდან მეორეზე მიგრირებისას გადააქვთ სერიოზული დაავადებების გამომწვევები. ენცეფალიტი, ლაიმას დაავადება ანუ ბორელიოზი ყველაზე მეტად საშიში ინფექციებია, რომელთა გადამტანებიც ტკიპები არიან. ტკიპას ნაკბენი შეიძლება გამოვიცნოთ დამახასიათებელი მოწითალო რგოლით, რომლის ცენტრშიც წერტილოვანი იარაა. ტკიპის ნაკბენისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. თუ ეს ვერ ხერხდება, ტკიპის აღმოჩენისას უნდა დავაკვირდეთ ადამიანის მდგომარეობას. დაავადება მაშინვე შეიძლება არ გამოვლინდეს, ინკუბაციური პერიოდი რამდენიმე დღეა.

პროფილაქტიკისთვის ტკიპის აქტივობის პერიოდში რეკომენდებულია დახურული ტანსაცმლისა და თავსაბურავის ტარება. ცხოველებიც უნდა ინახოს ტკიპის არსებობაზე. განსაკუთრებით ძაღლები უნდა აიცრან ტკიპებით გადამდებ დაავადებებზე.

ბაღლინჯოს ნაკბენი. ბაღლინჯო „შინაურ მწერებს“ მიეკუთვნება და ის თბილ პირობებში ცხოვრობს, ამასთან სიცოცხლისათვის ესაჭიროება ადამიანის ან თბილსისხლიანი ცხოველის სისხლი. ლოგინის ბაღლინჯო ცხოვრობს თეთრეულში, რბილი ავეჯის ნაკეცებში. ბაღლინჯოს ნაკბენი გარეგნულად ძალიან ჰაგავს კოღოს ნაკბენს, თუმცა მისგან დამახასიათებელი ჯაჭვით განსხვავდება.

ბზიკის ნაკბენი - ბზიკი შხამიანი მწერია, რომლის შხამში ტოქსინების (ნეიროტოქსინი, აცეტილქოლინი, ჰისტამინი და სხვა) კონცენტრაცია გაცილებით მაღალია, ვიდრე ფუტკრისაში. მისი ნაკბენიც მტკივნეულობით გამოირჩევა და შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქცია კვინკეს შეშუპებამდე და ანაფილაქსიურ შოკამდე. განსაკუთრებით საშიშია ბზიკის ნაკბენი ბავშვებისთვის. ალერგიული და ტოქსიკური რეაქციის გარდა, ბზიკებით გადადის სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმები. ამიტომ ბზიკის ნაკბენი უნდა გასუფთავდეს და დამუშავდეს ანტიბაქტერიული საშუალებებით.

ფუტკრის ნაკბენი. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანი იყენებს სამკურნალოდ ფუტკრის შხამს, მწერის მიერ უშუალოდ ორგანიზმში მის შეყვანას შეიძლება უარყოფითი შედეგები მოჰყვეს. ფუტკრის ნაკბენმა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ადგილობრივი, ისე სისტემური ალერგიული რეაქცია. ფუტკრის კბენისას აუცილებელია ჭრილობაში ჩატოვებული ნესტრის ამოღება. ფუტკარი, რომელმაც გვიკბინა, არ უნდა მოვკლათ, ის ისედაც მოკვდება, გასრესილი ფუტკარი კი სპეციფიკურ სუნს გამოყოფს, რომელიც სხვა ფუტკრებს იზიდავს, რამაც შეიძლება ადამიანზე მათი თავდასხმა გამოიწვიოს. ფუტკრის კბენისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვია დაკბენილი ან მრავლობითია ნაკბენი, მწერის შხამზე ალერგიისას ან მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებისას.

ფუტკრის ნაკბენი საშიშია ენის, ყელის, ტუჩების არეში. ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმის ჩარევა ან ანტიჰისტამინური პრეპარატის მიღება.

რწყილის ნაკბენი საკმაოდ მტკივნეულია. ნაკვალევის ცენტრში ნათლად ჩანს წითელი ლაქა. კბენა ჩხვლეტის შეგრძნების მაგვარია. ისეთი დაავადებების გამომწვევი, როგორებიცაა ტულარემია, ციმბირის წყლული, ბრუცელოზი, რწყილის ორგანიზმში შეიძლება 3 წელიც კი არსებობდეს და მთელი ეს პერიოდი მწერი დაასნებოვნებს საკუთარ მასპინძელს. ზოგიერთი სახეობის ჰელმინთების გადამტანებიც რწყილები არიან.

ცხოველების ნაკბენი მთელ მსოფლიოში ადამიანების დასნებოვნებისა და სიკვდილიანობის ერთ-ერთი მნიშვენლოვანი მიზეზია. მათი შედეგები განპირობებულია მიღებული დაზიანებების ზომით, რაოდენობითა და ცხოველში დაავადების არსებობით.

ცხოველის ნაკბენი საშიშია როგორც ტრავმატიზაციის, ისე ინფიცირების თვალსაზრისითაც. ცხოველის ნერწყვის ბაქტერიულ შემადგენლობას, პათოგენეზურ ორგანიზმებსა და სხვადასხვა დაავადების გამომწვევებს მნიშვნელოვანი ზიანის მოტანა შეუძლია.

ძაღლის ნაკბენი. ძაღლების თავდასხმის მსხვერპლი ხშირად ბავშვები არიან. ძაღლის კბენისას, თუ დაზიანებულია ტანსაცმელი და კანის ზედაპირს ნერწყვი შეეხო, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, იმ შემთხვევაში კი, თუ შეუძლებელია ცხოველზე დაკვირვება, აუცილებელია ცოფის საწინააღმდეგო და ტეტანუსის ვაქცინაცია.

კატის ნაკბენი შეიძლება იყოს ღრმა, რაც ართულებს ჭრილობის ზედაპირის დეზინფექციის პროცესს. ის საშიშია ცოფისა და ტეტანუსის განვითარების გამო. კატის კბენისას რეკომენდებულია ჭრილობის დაბანა საპნითა და წყლით. ჭრილობა უნდა დამუშავდეს წყალბადის ზეჟანგით ან ქლორჰექსიდინის ხსნარით. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაზიანებულ ზედაპირზე პლასტირის დაკვრა ან საცხებით დაფარვა. ეს ბაქტერიებს გაამრავლებს. საჭიროა ცოფსა და ტეტანუსზე ვაქცინაცია.

გველის ნაკბენი - ნებისმიერი გველის ნაკბენისთვის დამახასიათებელია ორი წერტილოვანი კვალი და მტკივნეულობა. გველის ნაკბენი სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა უნდა ვიცოდეთ საკვების ალუმინის ფოლგაში  მომზადებისას

საკვების მომზადების დრო ალუმინის ფოლგაში არა უნდა აღემატებოდეს ორ საათს.
სრულად
საწოლის ბაღლინჯო: უხილავი საფრთხე სასტუმროს ნომერში

საწოლის ბაღლინჯოები (Bed Bugs) ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო და რთულად მოსაგვარებელი პრობლემაა, რომელიც იშვიათად, მაგრამ მაინც შეიძლება სასტუმროში შეგხვდეთ.
სრულად
ექვსი წესი, რომელიც დაგეხმარებათ რაც შეიძლება დიდხანს იცხოვროთ სრულფასოვნად

მნიშვნელოვანია იზრუნოთ ფიზიკურ და ფსიქო-ემოციურ ჯანმრთელობაზე.
სრულად
რა 3 მთავარი შეცდომა შეიძლება დავუშვათ ქუსლების გახეხვისას

სწორად ვიქცევით თუ არა, როდესაც შხაპის ქვეშ ვიხეხავთ ქუსლებს,
სრულად
როგორ გავაუმჯობესოთ ინსულინის მიმართ მგრძნობელობა

თუ გაქვთ დიაბეტი ან მისი განვითარების რისკი, ინსულინის მიმართ მგრძნობელობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
სრულად
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პირველი ნიშნები

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ხშირად თან ახლავს ალკოჰოლიზმს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა უნდა ვიცოდეთ მწერის და ცხოველის ნაკბენის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები