კმაყოფილი ხართ თუ არა ქორწინებით

ა) ნამდვილად ასეა; ბ) არ ვიცი; გ) არ არის ასე.
2. მეუღლესთან ურთიერთობა გგვრით:ა) ტანჯვას; ბ) გიჭირთ პასუხის გაცემა; გ) სიხარულსა და კმაყოფილებას.
3. ნათესავებსა და მეგობრებს თქვენი ქორწინება მიაჩნიათ:
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ა) წარმატებულად; ბ) არ ვიცი; გ) წარუმატებლად.
4. თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, ბევრ რამეს შეცვლიდით მეუღლის ხასიათში?
ა) კი; ბ) არ ვიცი; გ) არა.
5. თანამედროვე ოჯახის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი ნაკლებ მიმზიდველი ხდება, მათ შორის - სქესობრივი ურთიერთობაც.
ა) ვეთანხმები ამ აზრს; ბ) ძნელი სათქმელია; გ) ამ აზრს არ ვეთანხმები.
6. როდესაც თქვენს ოჯახურ ცხოვრებას ახლობლების ან მეგობრების ოჯახურ ცხოვრებას ადარებთ, მიგაჩნიათ, რომ:
ა) ყველაზე უბედური ხართ; ბ) პასუხის გაცემა გიჭირთ; გ) ყველაზე ბედნიერი ხართ.
7. ცხოვრება საყვარელი ადამიანის გარეშე სრული დამოუკიდებლობისთვის საკმაოდ დიდი მსხვერპლია:
ა) ნამდვილად ასეა; ბ) ძნელი სათქმელია; გ) ასე არ არის.
8. მიგაჩნიათ, თუ არა, რომ თქვენს გარეშე თქვენი მეუღლის ცხოვრება არასრულფასოვანი იქნებოდა?
ა) ნამდვილად ასეა; ბ) არ ვიცი; გ) არა.
9. ადამიანთა უმრავლესობა საბოლოოდ მაინც იმედგაცრუებული რჩება, რადგან ქორწინებისაგან იმას ვერ იღებს, რასაც მოელის.
ა) ნამდვილად ასეა; ბ) ძნელი სათქმელია; გ) ასე არ არის.
10. თქვენ უკვე დიდი ხანია ფიქრობთ გაყრაზე, უბრალოდ რამდენიმე ფაქტორი ხელს გიშლით გადაწყვეტილების მიღებაში.
ა) ნამდვილად ასეა; ბ) ძნელი სათქმელია; გ) ასე არ არის.
11. განმეორებით რომ შეგეძლოთ ქორწინება, ცხოვრების თანამგზავრად აირჩევდით:
ა) სხვა პიროვნებას; ბ) არ ვიცი, ვის; გ) ისევ ჩემს მეუღლეს.
12. გეამაყებათ, რომ თქვენს გვერდით არის ისეთი ადამიანი, როგორიც თქვენი მეუღლეა:
ა) ნამდვილად ასეა; ბ) ძნელი სათქმელია; გ) ასე არ არის.
13. სამწუხაროდ, თქვენი მეუღლის ნაკლოვანებანი სჭარბობს მის ღირსებებს...
ა) ნამდვილად ასეა; ბ) არ ვიცი; გ) ასე არ არის.
14. თქვენს ბედნიერებას ხელს თქვენი მეუღლის ხასიათი უშლის.
ა) ნამდვილად ასეა; ბ) ძნელი სათქმელია; გ) ასე არ არის.
15. თქვენი გრძნობა ქორწინების შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა და გაძლიერდა?
ა) ნამდვილად ასეა; ბ) არ ვიცი; გ) ასე არ არის.
16. ქორწინება ამცირებს ადამიანის შემოქმედებით პოტენციალსა და შესაძლებლობებს.
ა) ნამდვილად ასეა; ბ) არ ვიცი; გ) ასე არ არის.
17. თქვენს მეუღლეს აქვს ისეთი ღირსებები, რომლებიც მის ნაკლოვანებებს აკომპენსირებს:
ა) ნამდვილად ასეა; ბ) ძნელი სათქმელია; გ) ასე არ არის.
18. თქვენს ოჯახში ერთმანეთის ემოციური მხარდაჭერის ნაკლებობა იგრძნობა.
ა) ნამდვილად ასეა; ბ) არ ვიცი; გ) ასე არ არის.
19. გეჩვენებათ, რომ თქვენი მეუღლე ხშირად ვერ იქცევა სათანადოდ, უდროო დროს ხუმრობს, შეუსაბამოდ საუბრობს...
ა) ნამდვილად ასეა; ბ) ძნელი სათქმელია; გ) ასე არ არის.
20. თქვენი ოჯახური ცხოვრება ნაკლებად არის დამოკიდებული თქვენს ნებაზე.
ა) ნამდვილად ასეა; ბ) არ ვიცი; გ) ასე არ არის.
21. თქვენი ოჯახური ცხოვრება ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც წარმოგედგინათ:
ა) ნამდვილად ასეა; ბ) არ ვიცი; გ) ასე არ არის.
22. თქვენი მეუღლის საზოგადოება სიამოვნებას განიჭებთ.
ა) ნამდვილად ასეა; ბ) არ ვიცი; გ) ასე არ არის.
23. თქვენს ოჯახურ ცხოვრებაში ნათელი დღე ცოტა იყო.
ა) ნამდვილად ასეა; ბ) არ ვიცი; გ) ასე არ არის.
თუ პასუხის თქვენ მიერ შერჩეული ვარიანტი ემთხვევა საკვანძოს (საკვანძო პასუხები მოცემულია ქვე-მოთ), დაიწერეთ 2 ქულა. თუ აირჩიეთ შუალედური პასუხი (ანუ ბ ვარიანტი), დაიწერეთ 1 ქულა. პასუ-ხის ის ვარიანტი, რომელიც არც საკვანძოს და არც შუალედურს არ ემთხვევა, ფასდება 0 ქულით.
საკვანძო პასუხები:
1გ, 2გ, 3ა, 4გ, 5გ, 6გ, 7ა, 8ა, 9გ, 10გ, 11გ, 12ა, 13გ, 14გ, 15ა, 16გ, 17ა, 18გ, 19გ, 20გ, 21გ, 22ა, 23გ
შეაჯამეთ ქულები. ოჯახური ცხოვრებით თქვენი კმაყოფილება მათი ოდენობით განისაზღვრება:
0-16 ქულა - სრული უკმაყოფილება.
17-22 ქულა - ძლიერი უკმაყოფილება.
23-26 ქულა - უფრო უკმაყოფილება, ვიდრე კმაყოფილება.
27-28 ქულა - ნაწილობრივ კმაყოფილება და ნაწილობრივ უკმაყოფილება (შეიძლება ითქვას, თანაბრად).
29-32 ქულა - უფრო კმაყოფილება, ვიდრე უკმაყოფილება.
33-38 ქულა - მნიშვნელოვანი კმაყოფილება.
39-48 ქულა - პრაქტიკულად სრული კმაყოფილება..