როგორ გამოვიმუშაოთ ბედნიერების ჰორმონები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გამოვიმუშაოთ ბედნიერების ჰორმონები

შედეგადაც ვიგრძნობთ ბედნიერებას, სიხარულსა და ეიფორიას. რატომღაც ვფიქრობთ, რომ ბედნიერება რჩეულთა ხვედრია და ის სადღაც წინაა - როცა დავქორწინდებით, შევიძენთ სახლს ან გავალთ პენსიაზე.

“სიხარულის ჰორმონებს” - დოფამინს, ოქსიტოცინსა და სეროტონინს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვთ როგორც ადამიანის, ისე ცხოველებისათვის. ისინი ჩვენ გადარჩენაში გვეხმარებიან.

დოფამინი გამოიყოფა ტვინში, როდესაც ვასრულებთ რთულ სამუშაოს ან რაიმე მნიშვნელოვან აღმოჩენას ვაკეთებთ. ის მაშინ გამოიყოფა, როცა ჯილდოს მოლოდინში ვართ, თუმცა ძალიან სწრაფად იშლება და ბედნიერების გრძნობაც გადის. სწორედ ამიტომ არ ვჯერდებით მიღწეულს და ვაგრძელებთ მოძრაობას იმავე გრძნობის განსაცდელად.

თუმცა ერთი პრობლემაცაა. ჩვენ გვასწავლეს, რომ მხოლოდ დიდი გამარჯვებაა სიხარულის მომნიჭებელი, უმნიშვნელო წარმატება კი შეიძლება არც შევიმჩნიოთ. თუმცა ყოველ დილას შეუძლებელია დიადი იდეების გენერირება და ყოველ ხუთშაბათს გამაოგნებელი აღმოჩენის გაკეთება. სამაგიეროდ, ყოველდღე მნიშვნელოვან წვრილმანებს ვაკეთებთ, რაზეც ყურადღების გამახვილებას არ ვართ ჩვეულნი.

ყოველდღე პატარ-პატარა გამარჯვებისთვის შევიქოთ თავი - ეს უნდა იყოს სიამაყის მიზეზი და სიხარულის მომტანი. ამგვარი მიდგომით სიამოვნების წყარო შესაძლებელია ყოველდღიური საქმეებიც გახდეს.

ზოგჯერ, შეჯიბრებისას, სპორტსმენი მიღებულ ტრავმას მხოლოდ დასასრულს ამჩნევს. სტრესულ სიტუაციაში გამოყოფილი ენდორფინი ამცირებს ტკივილის შეგრძნებას და იწვევს ეიფორიის მსუბუქ განცდას. ეს ერთგვარი დაცვის მექანიზმია, რომელიც ცხოველს მტაცებლისგან გაქცევასა და გადარჩენაში ეხმარება მაშინაც კი, როდესაც ის დაჭრილია.

ორგანიზმში არასაკმარისი ენდორფინის დროს დეპრესიულ განწყობას ვგრძნობთ. ამის საწინააღმდეგოდ საჭიროა ფიზიკური ვარჯიში და მეტი სიცილი.

სპორტი დასაწყისში შეიძლება მძიმე საქმედ მოგვეჩვენოს, მაგრამ ის სიჯანსაღის, სიძლიერისა და ბედნიერების შენარჩუნებაში გვეხმარება. ბანალური დილის ვარჯიშიც კი მთელი დღე კარგი განწყობით გვმუხტავს.

მრავალრიცხოვანი კვლევებით დადგინდა, რომ სიცილი არა მარტო სასიამოვნო, სასარგებლოცაა. სიცილი ამაღლებს “ბედნიერების ჰორმონის” დონეს. უფრო ხშირად გაიღიმეთ და ეძებეთ საბაბი მხიარული და გულწრფელი სიცილისთვის.

ოქსიტოცინს თამამად შეიძლება ვუწოდოთ “ნდობის” ჰორმონი. როდესაც ადამიანთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ვენდობით, ჩვენს ორგანიზმში გამოიყოფა ოქსიტოცინი. შფოთვის გრძნობა გადის და სიმშვიდესა და კმაყოფილებას განვიცდით.

რაც უფრო მეტ ადამიანთან გვექნება კარგი ურთიერთობა, მით ბედნიერი და მშვიდი ვიქნებით.

კიდევ ერთი “ბედნიერების ჰორმონი” - სეროტონინი სინთეზდება მაშინ, როდესაც ახლობლების შექებას და აღიარებას ვგრძნობთ.

მამაკაცთა კლიმაქსი

მამაკაცების კლიმაქსი, ისევე როგორც ქალებისა - ნორმალური ფიზიოლოგიური მოვლენაა, რომელიც ორგანიზმის დაბერების აღმნიშვნელი და სასქესო ჯირკვლების ჰორმონული აქტივობის დაქვეითების მანიშნებელია.

თუმცა მამაკაცებში ჰორმონული ცვლილება ისე მკვეთრად არ დგება, როგორც ქალებში, ამიტომ ანდროპაუზა უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ჰორმონული ფონი იმდენად თანდათანობით იცვლება, რომ თავად მეცნიერებიც სათუოდ თვლიდნენ “მამაკაცთა კლიმაქსის” არსებობას.

სასქესო ჯირკვლების ანდროგენული აქტივობის შემცირების პირველი ნიშნები 45-70 წლის ასაკში ვლინდება.

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გამოვლინებები - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის მატება, ხშირი გულისცემა, ზეწოლის შეგრძნება გულმკერდში. ამ პერიოდში მამაკაცები უფრო მეტად არიან მიდრეკილები ინფარქტისა და ინსულტისაკენ.
  • სქესობრივი სფეროს დარღვევები - ლიბიდოს დაქვეითება, ერექციული დისფუნქცია, ეაკულაციის დაჩქარება, სპერმის რაოდენობისა და ხარისხის დაქვეითება.
  • ნერვულ-ფსიქიკური დარღვევები - სწრაფი დაღლა, შრომის უნარის დაქვეითება, ნევროზულობა, გაღიზიანება, მეხსიერების გაუარესება, ძილის პრობლემა.
  • ენდოკრინული დარღვევები - კლიმაქსის პერიოდში შეიძლება დაირღვეს კუჭქვეშა და ფარისებრი ჯირკვლების ფუნქცია. იზრდება ჰიპოთირეოზისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი.

შინაგანი ცვლილებები არ შეიძლება არ აისახოს გარეგნობაზე - კანი უფრო მოშვებული ხდება, კუნთებიც კარგავენ სიმკვრივეს. ჰორმონული დარღვევები აისახება თეძოს არეში ცხიმოვანი ჩანართების წარმოქმნითა და გინეკომასტიით.

მამაკაცის კლიმაქსის ხანგრძლივობა 3-5 წელია. ამ პერიოდში მამაკაცები დეპრესიისკენ არიან მიდრეკილები, ხშირად ცდილობენ ცხოვრების შეცვლას და უფრო ახალგაზრდა ქალებთან ურთიერთობის გაბმას. ნებისმიერი მამაკაცისთვის ეს ცხოვრების რთული პერიოდია, რომელიც თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულად მიმდინარეობს.

უსიამოვნო სიმპტომების შემცირება შესაძლებელია ცხოვრების ჯანსაღი წესით, სრულფასოვანი ძილით, სწორი კვებითა და მავნე ჩვევების უკუგდებით.

აუცილებელია ადეკვატური ფიზიკური დატვირთვა და სუფთა ჰაერზე ყოფნა. ნორმალური წონის შენარჩუნება შეამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დატვირთვას. მნიშვნელოვანია რეგულარული სქესობრივი ცხოვრება, ოჯახში ჯანსაღი ემოციური ატმოსფეროს შენარჩუნება.

მამაკაცის კლიმაქსის არასასიამოვნო სიმპტომების არსებობისას არ შეიძლება მათი უყურადღებოდ დატოვება, რათა არ დავუშვათ სერიოზული გართულებები, ისეთი, როგორებიცაა ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, შაქრიანი დიაბეტი. საჭიროა ექიმთან დროული ვიზიტი და ცხოვრების წესის გადახედვა.