/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გინეკოლოგია

ქალის სასქესო ორგანოების ქსოვილთა რღვევით მიმდინარე დაავადებები

ქალის სასქესო ორგანოების ქსოვილთა რღვევით მიმდინარე დაავადებები
ქალის სასქესო ორგანოების ქსოვილთა დესტრუქციით მიმდინარე დაავადებებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ქრონიკული ანთებითი პათოლოგიები,

რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით იწვევს სასქესო ორგანოთა ქსოვილების დაშლას. ამ დაავადებებისა და მათი მიზეზების შესახებ მეან-გინეკოლოგი სოფიო ჯაში გვესაუბრება.

- ქსოვილთა რღვევით მიმდინარეობს:

  • გარეთა სასქესო ორგანოების ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
  • საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები;
  • საშვილოსნოსა და მისი დანამატების ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
  • ასაკობრივი ცვლილებებით გამოწვეული პათოლოგიები.

საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები

საშვილოსნოს ყელის პათოლოგიური პროცესების დიაგნოსტიკა რეპროდუქტოლოგიის, ონკოგინეკოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს, რადგან სწორედ ამ ლოკალიზაციის სიმსივნისწინა და სიმსივნური პროცესები გვხვდება ყველაზე ხშირად.

დღეს საშვილოსნოს ყელის კიბო მთელ მსოფლიოში ქალთა ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად მიიჩნევა. სიმსივნური პროცესების თავიდან აცილებას, კიბოსწინარე დაავადებების დროულად ამოცნობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქალთა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშვილოსნოს ყელის ფსევდოეროზიებისა და დისკერატოზების, საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმის დისპლაზიური ცვლილებების (არასწორი ზრდა-განვითარება) დროული დიაგნოსტირება და სწორი მკურნალობა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

საშვილოსნოს ყელის ეროზია (წყლული) საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილის მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმის საფარის მთლიანობის დარღვევა ან შეცვლაა. განასხვავებენ ნამდვილ ეროზიას, როცა შეუცვლელი ეპითელიუმის ფონზე ვითარდება ანთებითი გრანულაციები, და ფსევდოეროზიას (ექტოპიას), როცა ხდება ეპითელიუმის უჯრედების ჰიპერპლაზია, წარმოიქმნება ახალი ჯირკვლოვანი და პაპილარული სტრუქტურები.

როგორც ნამდვილი ეროზია, ისე ფსევდოეროზია გინეკოლოგიურ პრაქტიკაში საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიებია. ისინი შესაძლოა თვეობით, წლობით მიმდინარეობდეს. საფრთხეს ქმნის ის, რომ ხანგრძლივად მიმდინარე არანამკურნალევი ეროზია შესაძლოა სიმსივნის, მათ შორის - ავთვისებიანის, განვითარების მიზეზად იქცეს. დაავადების პათოგენეზიდან გამომდინარე, საშვილოსნოს ყელის ეროზია რეპროდუქციული ასაკის დაავადებაა. საშვილოსნოს ყელის დაავადებების განვითარებას ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორები განაპირობებს.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ვაპირებდი გინეკოლოგთან ვიზიტს ზოგადი დათვალიერებისთვის. მოხდა ისე რომ მომიწია ესკაპელის მიღება, მაინტერესებს ეს ხელს შეუშლის თუარა ზუსტი დიაგნოზის დასმაში ექიმს და ანალიზებში გამოიწვევს თუარა ცდომილებას. თუ კი, რამდენი ხნის შემდეგ მირჩევთ მისვლას?</p>

ენდოგენურ ფაქტორებს მიეკუთვნება ჰორმონული ბალანსის რღვევა და იმუნური სისტემის შეცვლა. ეგზოგენური ფაქტორებია: ანთებითი პროცესები (ინფიცირება ვირუსული ან ბაქტერიული აგენტებით); სამშობიარო ან აბორტით გამოწვეული ტრავმა (ნახეთქები, დეფორმაცია); არაადეკვატური ადგილობრივი მკურნალობა.

საშვილოსნოს ყელის დაავადებებს სპეციფიკური ჩივილები და სიმპტომები არ ახასიათებს. ქალს შესაძლოა არაფერი აწუხებდეს და აღნიშნული პათოლოგია შემთხვევით, პროფილაქტიკური ან სხვა მიზნით ჩატარებული გინეკოლოგიური გასინჯვის დროს აღმოუჩინონ. დიაგნოსტიკისთვის იყენებენ გამოკვლევის კომპლექსურ მეთოდს, რომელიც მოიცავს სარკეებით საშვილოსნოს ყელის დათვალიერებას, კოლპოცერვიკოსკოპიას, ციტოლოგიურ და ჰისტოლოგიურ გამოკვლევას.

ქალის პროფილაქტიკური გამოკვლევის დროს ფართოდ გამოიყენება ციტოლოგიური გამოკვლევა - პაპ-ტესტი, როგორც სკრინინგული მეთოდი.

მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს ჰორმონული სტატუსის აღდგენას, ეტიოლოგიურ თერაპიას, ეროზიის უბნის ქიმიურ კოაგულაციას, დიათერმოკოაგულაციას, კრიოდესტრუქციას ან ლაზერულ ვაპორიზაციას. ქიმიური ანუ მედიკამენტური კოაგულაციისთვის გამოიყენება ვაგოტილი, სოლკოვაგინი და სხვა.

კრიოდესტრუქციის საფუძველია დაბალი ტემპერატურის გამოყენება ქსოვილების დესტრუქციისთვის. დაბალი ტემპერატურის მისაღებად იყენებენ თხევად აზოტს. კრიოდესტრუქცია ტარდება ამბულატორიულად, არ სჭირდება გაუტკივარება.

ლაზერული დესტრუქცია შედარებით ახალი მეთოდია. იგი ტარდება მაღალენერგეტიკული ლაზერით, რომელსაც შეუძლია ქსოვილების ჭრა, აორთქლება და კოაგულაცია.

ამრიგად, საშვილონოს ყელის კიბოს თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ ჩავიტარებთ შედარებით მარტივ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს - სკრინინგს და დროულ მკურნალობას.

- რას გვეტყვით ქრონიკულ ანთებით დაავადებებზე, რა იწვევს მათ?

- ანთებითი დაავადებების ხვედრითი წილი ქალის სასქესო ორგანოების პათოლოგიებს შორის საკმაოდ დიდია. მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება მრავალგვარია, ბაქტერიული ვაგინოზებიდან (საშოს ლორწოვანის ბაქტერიული დაზიანებიდან) დაწყებული, უმძიმესი ტუბოოვარიული აბსცესების (საშვილოსნოს დანამატების დაჩირქების) და პელვეოპერიტონიტის (მენჯის ღრუს პერიტონიტის) ჩათვლით. მიზეზი უმეტესად სქესობრვი გზით გადამდები ინფექციაა.

ანთებით-დისტროფიულ და შეხორცებით ცვლილებებს და აქედან გამომდინარე, უშვილობას ყველაზე ხშირად იწვევს გონორეა, მიკოპლაზმოზი, ურეაპლაზმოზი, ქლამიდიოზი, ათაშანგი, სასქესო ორგანების ტუბერკულოზი. მათი გამომწვევები უპირატესად აღმავალი გზით ხვდებიან საშვილოსნოსა და მის დანამატებში.

პროცესის ლოკალიზაციიდან გამომდინარე, განასხვავებენ:

  • საშოს ანთებას - კოლპიტს;
  • საშვილოსნოს ყელის ანთებას - ცერვიციტს;
  • საშვილოსნოს შიგნითა გარსის ანთებას - ენდომეტრიტს;
  • ფალოპის (კვერცხსავალი) მილების ანთებას - სალპინგიტს, ფალოპის მილებისა და საკვერცხეების ანთებას - სალპინგოოფორიტს.

ამ დაავადებების დროს ქალი უჩივის:

  • ტკივილს მუცლის ქვედა ნაწილში, საკვერცხეების მიდამოში, სქესობრივი აქტის დროს, შარდვისას;
  • პათოლოგიურ, ზოგჯერ სუნიან გამონადენს საშოდან;
  • გარეთა სასქესო ორგანოების ქავილს ან წვას;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევას.

ზოგადი სიმპტომებიდან აღსანიშნავია საერთო სისუსტე, კუნთების ტკივილი, ქრონიკული დაღლილობა, ცხელება, შემცივნება, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, ნაწლავთა აშლილობა და მადის დაკარგვა. ანთებითი პროცესის ლოკალიზაციის შესაბამისად, ადილობრივად ვითარდება ლორწოვანი გარსების ანთებით-დისტროფიული ცვლილებები, ეროზიები, შემდგომ კი შეხორცებები.

- რითია საშიში სასქესო ორგანოების ქრონიკული ანთება?

- უწინარეს ყოვლისა, იმით, რომ შესაძლოა, ინფექცია გარეთა სასქესო ორგანოებიდან შიგნითაზე გავრცელდეს, განვითარდეს ენდომეტრიტი და სალპინგოოოფორიტი. გარდა ამისა, მოსალოდნელია ისეთი მძიმე გართულებები, როგორიც არის ტუბოოვარიული აბსცესი, პელვეოპერიტონიტი, შეხორცებითი პროცესები მცირე მენჯის ღრუში, ფალოპის მილების ოკლუზია (დახშობა). ფალოპის მილების გაუვალობას ყველაზე ხშირად გონოკოკური ინფექცია და ტუბერკულოზი იწვევს.

კომენტარები (3)
სოფო
გამარჯობა, 2 თვის მანძილზე ერთი დაიგივე პრობლემით მივმართე გინეკოლოს, ანუ მქონდა სიმშრალე წამონაზარდები და შარდვის დამთავრების შემდომ წვა, ასევე ნაპრალებივით ალაგ ალაგ დამისკდა კანი. პუვრლ ჯერზე რომ ვიმკურნალე დამინიშნეს სანთლები ფაქტო დერმიკოს მაზი და აბები მიშველა მაგრამ 1 თვეში იგივე გამიმეორდა და გინეკოლოგმა სანთელი ისევ დამინიშნა და ხომ ვერ მეტყვით როგორ მოვიქცე?
თარიღი : 26-04-2018
mariami
მაქვს ფილტვის ტუბერკულოზი, ასევე ტუბერკულოზური სალპინგოოოფორიტი, ვმკურნალობ ტუბ საწინააღმდეგო წამლებით, მაინტერესებს, იკუნება თუ არა სალპინგოოოფორიტი? და თუა შანსი შვილის ყოლის?
თარიღი : 24-04-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორ უნდა განვასხვავოთ მენოპაუზა ჯანმრთელობის სხვა პრობლემებისგან?
როგორ უნდა განვასხვავოთ მენოპაუზა ჯანმრთელობის სხვა პრობლემებისგან?
საშუალო ასაკში, ბევრი ქალი აწყდება სიმპტომებს, რომლებიც შეიძლება მენოპაუზის დაწყების ან სხვა ფონური ჯანმრთელობის მდგომარეობის სიგნალი იყოს.
სრულად
როგორია საკვერცხის კიბოს ფარული ნიშნები, რასაც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება
როგორია საკვერცხის კიბოს ფარული ნიშნები, რასაც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება
Daily Mail: წელის ტკივილი შეიძლება მიუთითებდეს საკვერცხის კიბოს არსებობაზე.
სრულად
აბორტის შესახებ გავრცელებული 5 მითი და სინამდვილე
აბორტის შესახებ გავრცელებული 5 მითი და სინამდვილე
საქართველოში აბორტის საჭიროების მქონე ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი განიცდის როგორც კანონისმიერ, ისე საზოგადოებრივ ზეწოლას,
სრულად
როგორია ენდომეტრიოზის გამოვლენის ადრეული საშუალებები
როგორია ენდომეტრიოზის გამოვლენის ადრეული საშუალებები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პლანეტაზე ყოველი მეათე ქალი ენდომეტრიოზით არის დაავადებული.
სრულად
როგორია ქალის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნის სიმპტომები
როგორია ქალის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნის სიმპტომები
ციკლის ხანგრძლივობის ან სიმძიმის ცვლილებები, სისხლდენა მენსტრუაციებს შორის ან მენოპაუზის შემდეგ
სრულად
რა იწვევს ადრეულ მენოპაუზას?
რა იწვევს ადრეულ მენოპაუზას?
ქალების უმეტესობისთვის მენოპაუზა იწყება 45-დან 55 წლამდე.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ქალის სასქესო ორგანოების ქსოვილთა რღვევით მიმდინარე დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქალის სასქესო ორგანოების ქსოვილთა რღვევით მიმდინარე დაავადებები

რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით იწვევს სასქესო ორგანოთა ქსოვილების დაშლას. ამ დაავადებებისა და მათი მიზეზების შესახებ მეან-გინეკოლოგი სოფიო ჯაში გვესაუბრება.

- ქსოვილთა რღვევით მიმდინარეობს:

  • გარეთა სასქესო ორგანოების ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
  • საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები;
  • საშვილოსნოსა და მისი დანამატების ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
  • ასაკობრივი ცვლილებებით გამოწვეული პათოლოგიები.

საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები

საშვილოსნოს ყელის პათოლოგიური პროცესების დიაგნოსტიკა რეპროდუქტოლოგიის, ონკოგინეკოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს, რადგან სწორედ ამ ლოკალიზაციის სიმსივნისწინა და სიმსივნური პროცესები გვხვდება ყველაზე ხშირად.

დღეს საშვილოსნოს ყელის კიბო მთელ მსოფლიოში ქალთა ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად მიიჩნევა. სიმსივნური პროცესების თავიდან აცილებას, კიბოსწინარე დაავადებების დროულად ამოცნობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქალთა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშვილოსნოს ყელის ფსევდოეროზიებისა და დისკერატოზების, საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმის დისპლაზიური ცვლილებების (არასწორი ზრდა-განვითარება) დროული დიაგნოსტირება და სწორი მკურნალობა.

საშვილოსნოს ყელის ეროზია (წყლული) საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილის მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმის საფარის მთლიანობის დარღვევა ან შეცვლაა. განასხვავებენ ნამდვილ ეროზიას, როცა შეუცვლელი ეპითელიუმის ფონზე ვითარდება ანთებითი გრანულაციები, და ფსევდოეროზიას (ექტოპიას), როცა ხდება ეპითელიუმის უჯრედების ჰიპერპლაზია, წარმოიქმნება ახალი ჯირკვლოვანი და პაპილარული სტრუქტურები.

როგორც ნამდვილი ეროზია, ისე ფსევდოეროზია გინეკოლოგიურ პრაქტიკაში საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიებია. ისინი შესაძლოა თვეობით, წლობით მიმდინარეობდეს. საფრთხეს ქმნის ის, რომ ხანგრძლივად მიმდინარე არანამკურნალევი ეროზია შესაძლოა სიმსივნის, მათ შორის - ავთვისებიანის, განვითარების მიზეზად იქცეს. დაავადების პათოგენეზიდან გამომდინარე, საშვილოსნოს ყელის ეროზია რეპროდუქციული ასაკის დაავადებაა. საშვილოსნოს ყელის დაავადებების განვითარებას ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორები განაპირობებს.

ენდოგენურ ფაქტორებს მიეკუთვნება ჰორმონული ბალანსის რღვევა და იმუნური სისტემის შეცვლა. ეგზოგენური ფაქტორებია: ანთებითი პროცესები (ინფიცირება ვირუსული ან ბაქტერიული აგენტებით); სამშობიარო ან აბორტით გამოწვეული ტრავმა (ნახეთქები, დეფორმაცია); არაადეკვატური ადგილობრივი მკურნალობა.

საშვილოსნოს ყელის დაავადებებს სპეციფიკური ჩივილები და სიმპტომები არ ახასიათებს. ქალს შესაძლოა არაფერი აწუხებდეს და აღნიშნული პათოლოგია შემთხვევით, პროფილაქტიკური ან სხვა მიზნით ჩატარებული გინეკოლოგიური გასინჯვის დროს აღმოუჩინონ. დიაგნოსტიკისთვის იყენებენ გამოკვლევის კომპლექსურ მეთოდს, რომელიც მოიცავს სარკეებით საშვილოსნოს ყელის დათვალიერებას, კოლპოცერვიკოსკოპიას, ციტოლოგიურ და ჰისტოლოგიურ გამოკვლევას.

ქალის პროფილაქტიკური გამოკვლევის დროს ფართოდ გამოიყენება ციტოლოგიური გამოკვლევა - პაპ-ტესტი, როგორც სკრინინგული მეთოდი.

მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს ჰორმონული სტატუსის აღდგენას, ეტიოლოგიურ თერაპიას, ეროზიის უბნის ქიმიურ კოაგულაციას, დიათერმოკოაგულაციას, კრიოდესტრუქციას ან ლაზერულ ვაპორიზაციას. ქიმიური ანუ მედიკამენტური კოაგულაციისთვის გამოიყენება ვაგოტილი, სოლკოვაგინი და სხვა.

კრიოდესტრუქციის საფუძველია დაბალი ტემპერატურის გამოყენება ქსოვილების დესტრუქციისთვის. დაბალი ტემპერატურის მისაღებად იყენებენ თხევად აზოტს. კრიოდესტრუქცია ტარდება ამბულატორიულად, არ სჭირდება გაუტკივარება.

ლაზერული დესტრუქცია შედარებით ახალი მეთოდია. იგი ტარდება მაღალენერგეტიკული ლაზერით, რომელსაც შეუძლია ქსოვილების ჭრა, აორთქლება და კოაგულაცია.

ამრიგად, საშვილონოს ყელის კიბოს თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ ჩავიტარებთ შედარებით მარტივ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს - სკრინინგს და დროულ მკურნალობას.

- რას გვეტყვით ქრონიკულ ანთებით დაავადებებზე, რა იწვევს მათ?

- ანთებითი დაავადებების ხვედრითი წილი ქალის სასქესო ორგანოების პათოლოგიებს შორის საკმაოდ დიდია. მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება მრავალგვარია, ბაქტერიული ვაგინოზებიდან (საშოს ლორწოვანის ბაქტერიული დაზიანებიდან) დაწყებული, უმძიმესი ტუბოოვარიული აბსცესების (საშვილოსნოს დანამატების დაჩირქების) და პელვეოპერიტონიტის (მენჯის ღრუს პერიტონიტის) ჩათვლით. მიზეზი უმეტესად სქესობრვი გზით გადამდები ინფექციაა.

ანთებით-დისტროფიულ და შეხორცებით ცვლილებებს და აქედან გამომდინარე, უშვილობას ყველაზე ხშირად იწვევს გონორეა, მიკოპლაზმოზი, ურეაპლაზმოზი, ქლამიდიოზი, ათაშანგი, სასქესო ორგანების ტუბერკულოზი. მათი გამომწვევები უპირატესად აღმავალი გზით ხვდებიან საშვილოსნოსა და მის დანამატებში.

პროცესის ლოკალიზაციიდან გამომდინარე, განასხვავებენ:

  • საშოს ანთებას - კოლპიტს;
  • საშვილოსნოს ყელის ანთებას - ცერვიციტს;
  • საშვილოსნოს შიგნითა გარსის ანთებას - ენდომეტრიტს;
  • ფალოპის (კვერცხსავალი) მილების ანთებას - სალპინგიტს, ფალოპის მილებისა და საკვერცხეების ანთებას - სალპინგოოფორიტს.

ამ დაავადებების დროს ქალი უჩივის:

  • ტკივილს მუცლის ქვედა ნაწილში, საკვერცხეების მიდამოში, სქესობრივი აქტის დროს, შარდვისას;
  • პათოლოგიურ, ზოგჯერ სუნიან გამონადენს საშოდან;
  • გარეთა სასქესო ორგანოების ქავილს ან წვას;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევას.

ზოგადი სიმპტომებიდან აღსანიშნავია საერთო სისუსტე, კუნთების ტკივილი, ქრონიკული დაღლილობა, ცხელება, შემცივნება, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, ნაწლავთა აშლილობა და მადის დაკარგვა. ანთებითი პროცესის ლოკალიზაციის შესაბამისად, ადილობრივად ვითარდება ლორწოვანი გარსების ანთებით-დისტროფიული ცვლილებები, ეროზიები, შემდგომ კი შეხორცებები.

- რითია საშიში სასქესო ორგანოების ქრონიკული ანთება?

- უწინარეს ყოვლისა, იმით, რომ შესაძლოა, ინფექცია გარეთა სასქესო ორგანოებიდან შიგნითაზე გავრცელდეს, განვითარდეს ენდომეტრიტი და სალპინგოოოფორიტი. გარდა ამისა, მოსალოდნელია ისეთი მძიმე გართულებები, როგორიც არის ტუბოოვარიული აბსცესი, პელვეოპერიტონიტი, შეხორცებითი პროცესები მცირე მენჯის ღრუში, ფალოპის მილების ოკლუზია (დახშობა). ფალოპის მილების გაუვალობას ყველაზე ხშირად გონოკოკური ინფექცია და ტუბერკულოზი იწვევს.


- როგორ ხდება ქალის სასქესო ორგანოების ანთებით დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

- მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებების დიაგნოსტირებისთვის ყველაზე ხშირად მიმართავენ ნაცხის, სისხლისა და შარდის ანალიზს, ულტრაბგერით გამოკვლევას. საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ჰისტეროსკოპიული, კოლპოსკოპიური გამოკვლევის, სისხლის ბიოქიმიური ანალიზის ჩატარება, საშვილოსნოს მილების რენტგენოგრაფია (ჰისტერსალპინოგრაფია), ლაპაროსკოპია.

თუ სათანადო მკურნალობა არ ჩატარდა, სქესობრივად გადამდები ინფექციების მიმდინარეობა ხანგრძლივი და ტალღისებური ხდება, ხშირად გარეგნული ნიშნები არც კი ახლავს თან.

სგგი-ის მკურნალობა გამომწვევზეა დამოკიდებული. თვითგანკურნება შეუძლებელია, ანუ სპეციალური მკურნალობის გარეშე ადამიანი ვერ განიკურნება. რაც უფრო ადრე მიმართავს ინფიცირებული ადამიანი ექიმს, მით უფრო ადვილად განიკურნება და, რაც მთავარია, თავიდან აიცილებს იმ მძიმე გართულებებს, რომლებიც ხშირად მოსდევს სგგი-ს.

- რამდენად მნიშვნელოვანია განაყოფიერებისთვის საშვილოსნოს მილების გამავლობა?

- ჩვეულებრივ, კვერცხუჯრედის განაყოფიერება ხდება საშვილოსნოს ღრუში, ფალოპის მილებთან ახლოს, ან თავად მილებში. აქედან განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს ღრუში გადაინაცვლებს და მის კედელზე მაგრდება. თუ მილი დახშულია, ბუნებრივია, სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედამდე ვერ მიაღწევს.

- შესაძლებელია თუ არა ფალოპის მილების გამავლობის აღდგენა?

- გააჩნია, მათ რომელ ნაწილშია განვითარებული შეხორცებითი პროცესი. თუ ფალოპის მილი ამპულურ ნაწილშია დახშული, პროგნოზი უკეთესია: ადეკვატური მკურნალობის - მილის სარეაბილიტაციო-კონსერვატიული თერაპიის ან ლაპაროსკოპიული პლასტიკის - შედეგად ასიდან 80 ქალი იკურნება; თუ გაუვალია მილების ისთმური და ინტერსტიციული ნაწილები, გამავლობის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია და ქალს ინ ვიტრო განაყოფიერებას ვურჩევთ.

სამწუხაროდ, ლაპაროსკოპიული პლასტიკის ეფექტიანობა არ აღემატება 30%-ს, ამიტომ მილის გაუვალობის მძიმე ფორმების დროს დაისმის საკითხი, რა უფრო რენტაბელურია: გავაკეთოთ ოპერაცია თუ პირდაპირ სინჯარაში განაყოფიერებას მივმართოთ.

- საშვილოსნოს ქრონიკული პათოლოგიებიდან რომელია ამ მხრივ საყურადღებო?

- უწინარეს ყოვლისა, ენდომეტრიტი - საშვილოსნოს შიგნითა გარსის ანთება. მის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს: გართულებული აბორტი, გართულებული მშობიარობა, საშვილოსნოს დიაგნოსტიკური გამოფხეკა, ჰისტერსალპინგოგრაფია (საშვილოსნოს ღრუსა და მილების რენტგენოლოგიური გამოკვლევა) და საშვილოსნოსშიდა ჩარევები. ენდომეტრიტის განვითარების ერთგვარ წინაპირობას წარმოადგენს საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივი. ეს დაავადება აზიანებს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ფუნქციურ და ბაზალურ შრეებს. ანთებითი პროცესი შეიძლება გავრცელდეს როგორც მთელ ლორწოვანზე, ასევე ჰქონდეს კეროვანი ხასიათი. ამ დროს ქალი უჩივის:

  • ტემპერატურის მომატებას;
  • ტკივილს მუცლის ქვედა ნახევარში და საზარდულის არეში;
  • თხიერ, ზოგჯერ - უსიამოვნო სუნის მქონე ლორწოვან-ჩირქოვან გამონადენს.

დაავადების ამოცნობა არ არის ძნელი, როცა ავადმყოფი აღნიშნავს, რომ გადაიტანა საშვილოსნოშიდა ჩარევა, მომატებულია ტემპერატურა, გასინჯვისას საშვილოსნო მტკივნეულია და ჩირქოვანი გამონადენიც შეიმჩნევა. ამ დროს სისხლის სურათი შეცვლილია და ანთებითი პროცესის არსებობაზე მიუთითებს. უნდა ჩატარდეს საშვილოსნოს ღრუს შიგთავსის ბაქტერიოლოგიური და ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევები, რათა განისაზღვროს პათოგენური მიკროფლორა. მკურნალობა სწორედ ნაცხის ბაქტერიოსკოპიული და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევების მონაცემების მიხედვით ინიშნება. წესისამებრ, ტარდება ანტიბიოტიკოთერაპია ანტიბიოტიკისადმი გამომწვევის მგრძნობელობის შესაბამისად.

- რას გვეტყვით სასქესო ორგანოების ტუბერკულოზზე?

- გენიტალური ტუბერკულოზი მეორეული ინფექციაა. ის პირველადი კერიდან, ძირითადად - ფილტვებიდან, ინფექციის სასქესო ორგანოებში მოხვედრის შედეგად ვითარდება. პირველ რიგში, ზიანდება საშვილოსნოს დანამატები - ფალოპის მილები, საიდანაც გამომწვევი შეიძლება გადავიდეს საშვილოსნოს შიგნითა გარსზე, შედარებით იშვიათად - საკვერცხეებზე, საშვილოსნოს ყელზე და საშოზეც.

ტუბერკულოზური დაზიანების შედეგად ფალოპის მილებში ხშირად ვითარდება შეხორცებითი პროცესები, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. თუ ინფექცია ენდომეტრიუმსაც მოედო, შესაძლოა განვითარდეს შეხორცებები საშვილოსნოს ღრუში და მისი დახშობა - ობლიტერაცია.

ქალთა გენიტალური ტუბერკულოზის კლინიკური ნიშნები არასპეციფიკურია: მუცლის ან მცირე მენჯის ღრუს მიდამოს ტკივილი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მეტრორაგია. ხშირად დაავადების ერთადერთი გამოვლინება უნაყოფობაა. გენიტალური ტუბერკულოზის გამოვლინება შესაძლოა იყოს აგრეთვე საშვილოსნოსგარე ორსულობა და სპონტანური აბორტები.

მკურნალობენ, ჩვეულებრივ, ანტიტუბერკულოზური მედიკამენტებით. შესაძლებელია ფალოპის მილების გამავლობის ქირურგიული გზით აღდგენა, თუმცა ხშირად ერთადერთი გამოსავალი ინ ვიტრო განაყოფიერებაა.

- რას გვეტყვით ასაკობრივი ცვლილებებით გამოწვეულ დისტროფიულ ცვლილებებზე? რა არის ლეიკოპლაკია და ერითროპლაკია?

- ვულვის ლეიკოპლაკია, ჩვეულებრივ, გვხვდება კლიმაქტერიულ ასაკში ან მენოპაუზის შემდეგ. გარეთა სასქესო ორგანოების კანზე ჩნდება სხვადასხვა ზომის მშრალი თეთრი ფოლაქები. ისინი ეპითელური უჯრედების გარქოვანების შედეგია და შესაძლოა განვითარდეს ჰორმონული დარღვევების, საშვილოსნოს ყელზე მექანიკური და ქიმიური ზემოქმედების შედეგად, სქესობრივი გზით გადამდები არანამკურნალევი ინფექციის ფონზე.

საშვილოსნოს ყელის ლეიკოპლაკია ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შემთხვევით აღმოაჩენენ პროფილაქტიკური გასინჯვისას. ერითროპლაკიისთვის დამახასიათებელია საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილის ეპითელიუმის ზედაპირული შრეების ატროფიული დაზიანება. დაზიანებული უბნები, ჩვეულებრივ, მუქი წითელია, რადგან გათხელებული (ატროფირებული) ეპითელიუმის ქვეშ ჩანს მის ქვედა შრეზე განლაგებული სისხლძარღვოვანი ბადე. ეს ცვლილებები განსაკუთრებულად კარგად ჩანს კოლპოსკოპიური გამოვლევისას.

დისტროფიული პროცესებიდან აღსანიშნავია ვულვის კრაუროზი. ის უმეტესად გვხვდება კლიმაქსურ და მენოპაუზის შემდგომ ასაკში, იშვიათად - ახალგაზრდებშიც. დისტროფიული გადაგვარების გამო გარეთა სასქესო ორგანოების კანი იჭმუხნება და საშოს შესავალი მკვეთრად ვიწროვდება, კანი ძალზე მშრალია და ადვილად ზიანდება. დაავადებას თან სდევს ქავილი, რაც იწვევს ნაკაწრების გაჩენას და მეორეულ ინფექციას, ეს კი, თავის მხრივ, ანთებით ცვლილებებს განაპირობებს.