როგორ ახანგრძლივებს სპორტი ცხოვრებას - სამეცნიერო კვლევის შედეგი

დღეისათვის მოზრდილი ადმაინებისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისათვის რეკომენდებულია კვირაში 150-300 წუთი ზომიერი ფიზიკური დატვირთვა ან 75-150 წუთი ენერგიული ფიზიკური ვარჯიში.
თუმცა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ სიცოცხლის გასახანგრძლივებლად ამ მოცულობით ვარჯიში შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს. მეცნიერებმა გაანალიზეს 115 ათასი ადამიანის მონაცემები. ორ წელიწადში ერთხელ ისინი იტყობინებოდნენ საკუთარი ფიზიკური აქტივობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ჩვევებისა და ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაციას. ამ ადამიანების მონაცემები გროვდებოდა 30 წლის განმავლობაში. ამ დროის მანძილზე მათგან 47 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ მონაწილეებში, რომლებიც 2-4-ჯერ აჭარბებდნენ ფიზიკური აქტივობის რეკომენდებულ ნორმას, ნაადრევი სიკვდილის რისკი მნიშვნელოვნად ნაკლები იყო, ვიდრე მათთან, ვინც რეკომენდაციებს იცავდა.
ამასთან, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კვირაში 5-საათიანი ენერგიული ვარჯიშისა და 10 საათი ზომიერი ვარჯიშის ზღვარის გაზრდა დამატებითი უპირატესობების მომატანი არ აღმოჩნდა.