/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფიტნესი და სპორტი

ტრენაჟორი სახლში

ტრენაჟორი სახლში
არისტოტელე ამბობდა, მოძრაობა ცხოვრებაა, ამიტომ ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვა აუცილებელია ორგანიზმისთვის, რათა მან დიდხანს შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და სასურველი აღნაგობა.

ფიზიკური აქტივობა ასტიმულებს ენდორფინების – სიამოვნებისა და კმაყოფილების ჰორმონების – გამომუშავებას, რაც ყოველდღიური ვარჯიშის სასარგებლო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

სამწუხაროდ, თანამედროვე ყოველდღიურობა ბევრ ჩვენგანს არ უტოვებს დროს ფიზიკური აქტივობისთვის და სწორედ ამ კატეგორიისთვის მაშველი რგოლი სახლში არსებული ტრენაჟორია.

სასურველი ტრენაჟორის არჩევაში, მის გონივრულ გამოყენებასა და სავარჯიშო რეჟიმის შედგენაში ფიტნესინსტრუქტორი, ცოტნე ასაბაშვილი დაგვეხმარება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

– ტრენაჟორი სახლში დროის დაზოგვის არაჩვეულებრივი საშუალებაა, ვვარჯიშობთ და ერთდროულად სასურველ სერიალს ვუყურებთ – ეს გასაგებია, თუმცა, ამას გარდა, კიდევ რა უპირატესობები აქვს სახლში სავარჯიშო კონსტრუქციის არსებობას?

– დაზოგილ დროსთან ერთად სახლში ტრენაჟორის გაჩენით ჩვენ ვზოგავთ თანხებსაც, ფიტნესდარბაზის აბონემენტი მუდმივად შესაძენია, ტრენაჟორს კი ერთხელ შევიძენთ და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გვემსახურება.

ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ჰიგიენურობა, რომელიც დღევანდელი პანდემიის პირობებში არცთუ მეორეხარისხოვანია – მისი მომხმარებელი მხოლოდ თქვენ და ოჯახის წევრები ხართ, სპორტულ დარბაზებში კი ასობით ადამიანი ვარჯიშობს, ამიტომ არ არსებობს მათი სრულად უსაფრთხოობის გარანტია.

– არსებობენ ხელმარჯვე ადამიანები, რომლებიც ტრენაჟორებს თავად ამზადებენ, თუმცა უმრავლესობას მათი სპორტულ მაღაზიებში შეძენა გვიწევს, შესაბამისად, საკმაოდ აქტუალურია კითხვა: სასურველი ტრენაჟორი სახლისთვის როგორ შევარჩიოთ?

– ყოველთვის ვურჩევ, შეიძინონ მარტივი მოდელი, ნაკლებხმაურიანი, რომელიც ექსპლუატაციისას არ იწვევს სირთულეებს და ოთახის ზომების შესაბამისია. არაჩვეულებრივია, თუ ის იკეცება ან ტრანსფორმირდება – ეს განსაკუთრებით აქტუალურია პატარა ბინის პირობებში.

სახლის ტრენაჟორი უნდა იყოს პრაქტიკული და მისით სარგებლობა უნდა შეეძლოს ოჯახის ნებისმიერ წევრს, წონისა და ასაკის მიუხედავად.

ტრენაჟორის შერჩევისას გასათვალისწინებელია მიზანი, რატომ გსურს მისი შეძენა.

თუ წონის დაკლება გსურთ, უპირატესობა მიანიჭეთ კარდიოტრენაჟორებს – სარბენ ბილიკს, სტეპერს, ელიპტიკურს, ნიჩბებიან და ველოტრენაჟორს.

ვისაც რელიეფური კუნთები სურს, მათთვის ძალისმიერი ტრენაჟორები ჯობს – შვედური კედელი ბილიკებით და ხარიხებით, ტვირთის ამწევი ტრენაჟორები ან ძალისმიერი სადგურები.

ქრონიკული დაავადებების მქონეთათვის ტრენაჟორის შეძენამდე აუცილებელია კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, რადგან, შესაძლოა, ზოგიერთისთვის რომელიმე ჯგუფის კუნთების დატვირთვა არასასურველი იყოს. მაგალითად, სახსროვანი პათოლოგიების ან ხერხემლის დაზიანებისას აკრძალულია სირბილი, სტეპერზე ვარჯიში ან ზოგიერთი ძალისმიერი სავარჯიშო.

ტაქიკარდიის, სტენოკარდიის, მხედველობის დარღვევის, ასთმისა და ჰიპერტონიისას ნუ გაგიტაცებთ ველოტრენაჟორი, ჰემოროიდული დაავადებების მქონეთათვის კი, ზოგადად, სპეციალურ სავარჯიშო მოწყობილობასთან ვარჯიშისგან თავის შეკავება ჯობს.

– გადავწყვიტეთ სარბენი ბილიკის შეძენა. რა გავითვალისწინოთ ამ შემთხვევაში?

– სირბილი მოძრაობის ყველაზე ბუნებრივი ტიპია, ის ყოველთვის კმაყოფილების მომგვრელია და განსაკუთრებულ ძალისხმევას არ ითხოვს.

სარბენი ბილიკი აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემას, საკმაოდ სწრაფად წვავს კალორიებს და ამაგრებს კუნთებს.

სირბილი არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას, თუმცა დატვირთვა აუცილებლად თანდათანობით უნდა გაიზარდოს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ტიპის უკუჩვენების გათვალისწინებით.

სარბენი ბილიკის უარყოფით მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ დიდი ზომები და ხმაური – განსაკუთრებით ეს ახასიათებს მექანიკურ ბილიკებს, რაც ასევე დიდი დატვირთვაა საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე.

შესაბამისად, უმჯობესია შევიძინოთ ელექტრო ველოტრენაჟორი, რომელიც ნაკლებად ხმაურობს, გამოირჩევა სიმსუბუქითა და მობილურობით, იცავს სახსრებსაც გადატვირთვისგან.

შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მის სიმძლავრესა და ზომებს, რათა იგი ოჯახის ნებისმიერი წევრისთვის გამოსადეგი იყოს, ასევე შეისწავლეთ ის მაქსიმალური სიჩქარე, რომლის განვითარებაც შესაძლებელია – სრულფასოვანი დატვირთვისა და წონის დასაკლებად საკმარისია 10 კმ/სთ სიჩქარე, კარგია თუ ტრენაჟორს ექნება სამი დახრის რეჟიმი სხვადასხვა დატვირთვისთვის, პულსის მთვლელი, უსაფრთხოების გასაღები და სხვადასხვა ტიპის პროგრამები, თანამედროვე აუდიო და ვიდეო მიმღებები.

– ელიპტიკურის, იგივე ელიფსოიდის დახასიათებისას ხშირად გვსმენია თავისუფალი, ლაღი და ნარნარი სიარული, რბილი დატვირთვა. რას ვითვალისწინებთ მისი შეძენისას?

– ეს ტრენაჟორი იმიტირებს მოთხილამურის თავისუფალ, ზომიერ და ლამაზ მოძრაობებს. ელიფსოიდზე ვარჯიშით მიღებული ეფექტი სარბენი ბილიკის ეფექტის მსგავსია, იმ განსხვავებით, რომ დატვირთვა ვარჯიშისას თანაბრად ნაწილდება მთელ სხეულზე, ამიტომ ის დასაშვებია ხანშიშესულთათვის, რომელთაც ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ელიფსოიდი სწორედ ის ტრენაჟორია, რომელიც ერთნაირად მისაღებია ოჯახის ყველა წევრისთვის – ვარჯიშისას იტვირთება ხელები ნიჩბების მოსმის მსგავსად და ეს მისი კიდევ ერთი დადებითი მხარეა.

შეძენისას ყურადღებას ვაქცევთ სატერფულის ზომას, რათა ნაბიჯი თქვენი სიმაღლის შესაბამისი იყოს – ასე ვარჯიში მსუბუქი და მეტად სასიამოვნოა. გაცილებით მოსახერხებელი და უსაფრთხოა უკანა წამყვანი ტრენაჟორები, წინა წამყვანი მოდელები ნაკლებ მყარი და მედეგია.

არსებობს მექანიკური, მაგნიტური, ელექტრომაგნიტური და აერომაგნიტური ტრენაჟორები, მექანიკური მოდელები – იაფი და კომპაქტურია, ისინი ხმაურიანია, თავისუფალი და ლაღი სიარულითაც თავს ვერ მოიწონებენ.

მაგნიტური მოდელები – ყველაზე მოსახერხებელი, ხანგრძლივად გამოსაყენებელი, უხმაურო და გაცილებით ბევრი დამატებითი ოფციითაა აღჭურვილი, მაგალითად, კომპიუტერით, რომელიც სავარჯიშო რეჟიმის არჩევასა და ფიზიკური მდგომარეობის კონტროლში დაგეხმარებათ.

– უკანასკნელ ხანს სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ველოტრენაჟორს. როგორ დაახასიათებდით მას?

– ველოტრენჟორი შესანიშნავი „ტრანსპორტია“ შინ ველოსიპედით სასეირნოდ, ამასთან, არ გჭირდებათ ქუჩაში უსაფრთხო ადგილის მოძიებაც. ის სწრაფი სიარულით მიღებული სიამოვნებისა და კომფორტის წყაროა ნებისმიერ ამინდში. მისი დახმარებით ძლიერდება სხეულის ქვედა ნაწილის კუნთები და უმჯობესდება ფილტვების ვენტილაცია.

ვერტიკალური ველოტრენაჟორი მოგვაგონებს ველოსიპედს ბორბლების გარეშე, ჰორიზონტალური მოდელები კი საჭის ქვეშ განთავსებული მოსახერხებელი საზურგითა და სატერფულებით გამოირჩევა.

ასეთი მოდელები რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ხერხემალი ან სახრები სტკივა, ამიტომ, თუ გსურთ გაძლიერებული ვარჯიში, შეიძინეთ ვერტიკალური ტრენაჟორი, რომელიც ჰორიზონტალურ კონსტრუქციებზე უფრო კომპაქტურია.

რა თქმა უნდა, ეს რეკომენდაცია მხოლოდ მათთვისაა, ვისაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს.

თუ ოჯახის რომელიმე წევრს რაიმე პრობლემა აღენიშნება, შეგიძლიათ შეიძინოთ ველოტრენაჟორი ტრანსფორმერი, რომელიც ვერტიკალურიდან ჰორიზონტალურად გადაკეთდება და პირიქით.

არსებობს ე. წ. საგზაო ველოტრენაჟორები, რომლებიც პორტატული კონსტრუქციებია სატერფულისა და დასაჯდომის გარეშე. ამგვარ კონსტუქციებზე ვარჯიში ნაკლებეფექტიანია, მაგრამ მისაღებია ფორმის შესანარჩუნებლად, ხანგრძლივად შინ არყოფნისას.

რომელ მოდელს მიანიჭებთ უპირატესობას, ამას გადაწყვეტთ თქვენი ბიუჯეტის, სხვა დამატებითი მიზნების გათვალისწინებით, რაც ნაკლებია მექანიკა, მით მრავალფეროვანია ფუნქციონალი. ზოგიერთ თანამედროვე მოდელს აქვს კომპიუტერი კარდიოგადამცემით, ტონომეტრით, ხმოვანი და ვიდეოგადამცემებით, რათა სატერფულის ტრიალი სასიამოვნო და სახალისო იყოს.

– არანაკლებ საინტერესოა, გასახდომად გამოყენებული ნიჩბებიანი ტრენაჟორის თქვენეული დახასიათება...

– ამ მოწყობილობით ვარჯიში ნავში მჯდომი ადამიანის ნიჩბების მოსმას მოგვაგონებს, ის აძლიერებს მხრის სარტყლის, ხელებისა და ზურგის კუნთებს. ამ ტიპის ტრენაჟორის მთავარი უპირატესობაა აერობული და ძალისმიერი დატვირთვების ნაზავი, ცხიმის წვასთან ერთად, სხეულის ზედა ნაწილის ლამაზი რელიეფის მიღწევაც შესაძლებელია. სხეულის 80% კუნთების გავარჯიშების პარალელურად, პრაქტიულად არ იტვირთება სახსრები, მიიღწევა მოძრაობათა კოორდინაცია და ძლიერდება ამტანობა.

მექანიკური მოდელები მუშაობენ ჰაერის წინააღმდეგობის ხარჯზე, არსებობს ზამბარულებიც. მექანიკური მოდელები საკმაოდ ბიუჯეტურია, ნაკლებ მსუბუქი მოძრაობა და მაღალი ხმა კი მისი უარყოფითი მხარეებია.

გაცილებით დახვეწილია ელექტრომაგნიტური მოდელები კომპიუტერითა და ინტერნეტთან წვდომით, რაც ნიჩბოსნობაში სხვებთან შეჯიბრის საშუალებასაც იძლევა.

აირჩიეთ ტრენაჟორი ლითონის სამაგრით და არა პლასტიკურით, ყურადღება მიაქციეთ მის ამორტიზატორს – იგი უნდა რეგულირდებოდეს, რეალურად რეგულირებადი უნდა იყოს დასაჯდომი, სატერფულები და ხელის ნიჩბები.

შერჩევისას პლუსია სხვადასხვა დონის დატვირთვის, მაჯისცემის მაკონტროლებლის, ცხიმოვანი ანალიზატორისა და კომპიუტერული გადამცემების არსებობა.

– როგორ შევიძინოთ ძალისმიერი ტრენაჟორი?

– რატომღაც ფიქრობენ, რომ ძალისმიერი ტრენაჟორი მხოლოდ რელიეფური სხეულის მიღწევის საშუალებას გვაძლევს და ცხიმის დაწვას არ უზრუნველყოფს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

სინამდვილეში, ვარჯიშის პარალელურად, სწორად შედგენილი კვების რაციონი არა მხოლოდ კუნთების გადიდების, პრობლემურ ადგილებზე ცხიმების მოცილების საშუალებასაც იძლევა.

შვედური კედელი, ტურნიკი, ტურნიკი ორძელი, რომლებსაც საკუთარი სხეულის ტრენაჟორსაც უწოდებენ, სხე­ულის გამოშრობისა და დაჭიმვის საშუალებას იძლევა. ამავე მიზანს ემსახურება გირები, ჰანტელები, შტანგები, გასაჭიმი კონსტრუქციები, მათი საშუალებით გაძლიერებული ვარჯიში კი ნა­მდ­ვილი ბოდიბილდერებისთვისაა, რომლებიც გულმკერდის, ზურგისა და ხელების კუნ­თების გადიდებაზე ოცნებობენ.

ამგვარი ტრენაჟორები სა­კმაოდ პატარა ადგილს იკავებს და სახლში თუ ადგილიც მოგეპოვებათ, გირჩევთ შეიძინოთ უნივერსალური ძალოვანი სადგური, რომელიც ათლეტური კომპლექსია სხვადასხვა ჯგუფის კუნთების გასავარჯიშებლად.

ჩემი რჩევა იქნება: ნუ გაგიტაცებთ ტრენაჟორების რაოდენობა, რომლებიც მსგავსი სადგურების შემადგენლობაში შედის, რამდენადაც, ამით შესაძლოა დააზიანოთ კუნთების დამუშავების პროცესი, ამგვარ კონსტრუქციებს აქვს წონის საწინააღმდეგო რთული სისტემა, რომელიც ამცირებს ვარჯიშის ეფექტიანობას.

საზოგადოდ, საკმაოდ რთულია თქმა, თუ რომელი ტრენაჟორია უნივერსალური სახლში გამოსაყენებლად, მაგრამ ყველაზე ფუნქციური და პრაქტიკული მაინც ველოტრენაჟორი და ელიოფსოიდია, სწორედ ამიტომ არიან ისინი ასეთი პოპულარულები, თუ არ მივიღებთ მხედველობაში სტეპერს, რომელიც აღიარებული ლიდერია კომპაქტურობითაც და შედეგითაც.

აირჩიეთ ტრენაჟორი, რომელსაც, სულ მცირე, 2 წლის გარანტია აქვს – ერთწლიანი გარანტია თავისთავად პროდუქციის დაბალ ხარისხზე მეტყველებს.

სპეციალისტთან ერთად შეარჩიეთ თქვენი ვარიანტი და ისიამოვნეთ, რადგან სპორტული დატვირთვა არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, ის დადებითი ენერგიის ულევი წყაროცაა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორ დავიწყოთ სირბილი გულის ჯანმრთელობისთვის რისკის გარეშე

ვინ არის რისკის ქვეშ და რატომ არის მნიშვნელოვანი პულსის მონიტორინგი.
სრულად
სპორტდარბაზში ვარჯიშის და სირბილის ალტერნატივა

თქვენ შეგიძლიათ დაწვათ 600 კკალამდე ერთ საცეკვაო ვარჯიშში.
სრულად
5 სასარგებლო და ეფექტური ვარჯიში 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის

ასაკთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხეულის მოქნილობის, სახსრების მობილურობისა და მოძრაობის სტაბილურობის შენარჩუნება.
სრულად
ფიზიკური აქტივობა გაზაფხულზე: ენერგია და ჯანმრთელობა

გაზაფხული განახლებისა და გამოღვიძების დროა, როდესაც ბუნება იღვიძებს და ჩვენც მეტი ენერგია გვჭირდება.
სრულად
ცურვის სასარგებლო და სახიფათო ასპექტები
ცურვის სასარგებლო და სახიფათო ასპექტები
ყველასთვის ცნობილია, რომ ცურვას ორგანიზმისთვის კოლოსალური სარგებლის მოტანა შეუძლია. ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ცურვა ფიზიკურ აღზრდაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
სრულად
რატომ მცირდება კუნთების მოცულობა დატვირთვის გარეშე?

კუნთოვანი მასა სხეულის მუდმივი მუშაობის შედეგია.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ტრენაჟორი სახლში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები