/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფიტნესი და სპორტი

იდეალური ფიგურა

იდეალური ფიგურა
თანამედროვე საზოგადოებაში იდეალურად ითვლება ასეთი ფიგურა: ვიწრო თეძოები, ბრტყელი მუცელი, მკვრივი დუნდულები, ლამაზი მკერდი, მაღალი ფეხები...

იდეალური ფიგურის პარამეტრებთან მიახლოებაში დაგეხმარებათ კომპლექსური მიდგომა, რომელიც აერთიანებს სწორ, დაბალანსებულ კვებას, ფიზიკურ ვარჯიშს და სხეულის მოვლის პროცედურებს. პირველ რიგში სათანადო ყურადღება მიაქციეთ ფიზიკურ აქტიურობას. სასურველია, ყოველდღიურად 30-45 წუთი დაუთმოთ ვარჯიშს სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. შეგიძლიათ, ვარჯიშები შეასრულოთ სახლში, ასევე - მიმართოთ ფიტნესკლუბს. აქ შემოგთავაზებენ აერობიკას, სტეპ-აერობიკას, ცეკვას. კვირაში 2-3 დღე კუნთების მიზანმიმართულ ვარჯიშს დაუთმეთ. ვარჯიშის დროს გულმოდგინედ დაიმუშავეთ სხეულის პრობლემური უბნები. ყურადღებით აარჩიეთ ვარჯიშის დრო. უმჯობესია, ერთსა და იმავე დროს ივარჯიშოთ. თავისუფალ დროს იარეთ ველოსიპედით ან ფეხით. გადახედეთ კვების რეჟიმსა და რაციონს. რაციონიდან ამოიღეთ ცხიმიანი, შემწვარი, მლაშე და ცხარე კერძები, უარი თქვით შაშხსა და ტკბილეულზე. მიირთვით ზეითუნის ზეთი, ნიგოზი, ავოკადო, მუქი შოკოლადი. ისინი შეიცავენ მონოუჯერ ცხიმებს, რომლებიც, დიეტოლოგების მტკიცებით, მუცლიდან ზედმეტი ცხიმის მოცილებაში დაგეხმარებათ. იელის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი ცხიმებით მდიდარი ერთთვიანი დიეტები მეტად ეფექტურია. ამასთანავე, მონოუჯერი ცხიმები ითვლება გულის, ღვიძლის დაავადებების, დიაბეტის, ძუძუსა და ფილტვის კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებად.

რაციონი დაბალანსებული უნდა იყოს - ორგანიზმმა უნდა მიიღოს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების აუცილებელი რაოდენობა. ჭამეთ ხშირად, მაგრამ მცირე ულუფებით. სვით წყალი, მწვანე და შავი ჩაი, ყავა, ოღონდ უშაქროდ. უარი თქვით ტკბილ, გაზიან სასმელებზე - ისინი ვნებს არა მარტო ფიგურას, არამედ ჯანმრთელობასაც. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ მუცელს მოცულობას მატებს ჰაერიც. ნაწლავები მისგან რომ გაითავისუფლოთ, ერიდეთ ისეთ პროდუქტებს, როგორიც არის ლობიო, ჭარხალი, კომბოსტო, მსხალი და ციტრუსები, უარი თქვით საღეჭ რეზინზე, რადგანაც მისი ღეჭვისას ზედმეტ ჰაერს ყლაპავთ. ცომეული ტანადობასთან შეუთავსებელია, ამიტომ პურის ნაცვლად ორცხობილა მიირთვით. ნუ დაივიწყებთ მასაჟს. მასაჟისტის ხელებს სასწაულის მოხდენა შეუძლია. თქვენთვის ყველაზე შესაფერისი იქნება ანტიცელულიტური მასაჟის კურსი. ის დაგეხმარებათ ზედმეტ წონასთან, პრობლემურ ზონებში ცხიმოვან ჩანართებთან ბრძოლაში და კანსაც მოუხდება. მაქსიმალური ეფექტისთვის მასაჟს დაუმატეთ ტალახისა და წყალმცენარეების აპლიკაციები.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ყურადღება მიაქციეთ გარდერობს - სწორად შერჩეულ ტანსაცმელს შეუძლია, სხეულს მეტი მომხიბვლელობა შესძინოს და იდეალს მიუახლოოს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ, ვიზუალურად დაიგრძელოთ ფეხები, ხაზი გაუსვათ მკერდს, ყელსა და მხრებს, გამოკვეთოთ ვიწრო წელი. შეგიძლიათ, რჩევისთვის მიმართოთ პროფესიონალ კონსულტანტსაც, ან უბრალოდ ისარგებლოთ სტილისტის რჩევებით. ეცადეთ, არ დაიკლოთ ძილი - მეცნიერებმა დიდი ხანია დაადგინეს კავშირი ორგანიზმში კორტიზოლის შემცველობასა და ძილის ხარისხს შორის. შეგახსენებთ, რომ კორტიზოლი მადაზე პასუხისმგებელი ჰორმონია. ადამიანებს, რომლებიც ქრონიკულ გამოუძინებლობას უჩივიან, მუდამ შიათ. ნუ დაწვებით დასაძინებლად მშიერი, ნუ დალევთ ყავას საღამოს, ძილის წინ, მიიღეთ თბილი შხაპი ან აბაზანა, შეიქმენით მყუდრო ატმოსფერო საძინებელში. სხეულის მოვლა პროგრამის აუცილებელი ნაწილია. შხაპის ან აბაზანის მიღების დროს ისარგებლეთ სქრაბით, რომელიც ათავისუფლებს სხეულს მკვდარი უჯრედებისგან, ასუფთავებს კანს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. სქრაბი ამზადებს კანს მოვლის შემდგომი ეტაპებისთვის და ზრდის შეწოვის უნარს, რაც აუცილებელია დამატენიანებელი და მკვებავი ნიღბით, კრემით თუ ლოსიონით სარგებლობისას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორ დავიწყოთ სირბილი გულის ჯანმრთელობისთვის რისკის გარეშე
როგორ დავიწყოთ სირბილი გულის ჯანმრთელობისთვის რისკის გარეშე
ვინ არის რისკის ქვეშ და რატომ არის მნიშვნელოვანი პულსის მონიტორინგი.
სრულად
სპორტდარბაზში ვარჯიშის და სირბილის ალტერნატივა
სპორტდარბაზში ვარჯიშის და სირბილის ალტერნატივა
თქვენ შეგიძლიათ დაწვათ 600 კკალამდე ერთ საცეკვაო ვარჯიშში.
სრულად
5 სასარგებლო და ეფექტური ვარჯიში 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის
5 სასარგებლო და ეფექტური ვარჯიში 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის
ასაკთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხეულის მოქნილობის, სახსრების მობილურობისა და მოძრაობის სტაბილურობის შენარჩუნება.
სრულად
ფიზიკური აქტივობა გაზაფხულზე: ენერგია და ჯანმრთელობა
ფიზიკური აქტივობა გაზაფხულზე: ენერგია და ჯანმრთელობა
გაზაფხული განახლებისა და გამოღვიძების დროა, როდესაც ბუნება იღვიძებს და ჩვენც მეტი ენერგია გვჭირდება.
სრულად
ცურვის სასარგებლო და სახიფათო ასპექტები
ცურვის სასარგებლო და სახიფათო ასპექტები
ყველასთვის ცნობილია, რომ ცურვას ორგანიზმისთვის კოლოსალური სარგებლის მოტანა შეუძლია. ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ცურვა ფიზიკურ აღზრდაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
სრულად
რატომ მცირდება კუნთების მოცულობა დატვირთვის გარეშე?
რატომ მცირდება კუნთების მოცულობა დატვირთვის გარეშე?
კუნთოვანი მასა სხეულის მუდმივი მუშაობის შედეგია.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ნევროლოგია

-გამარჯობათ. 11 წელია რაც მაწუხებს ელექტრო მაგნიტური გამოსხივებაზე მგრძნობელობა,ეს ნორმალურია? ადრე არ მახასიათებდა,6 თვის მანძილზე სისტემატიურად კომპიუტერთან დროის გატარებამ ეს შედეგი მომცა.მაქვს შეხურება,თავში ძლიერი სიმძიმის შეგრძნება,ძილისკენ მიდრეკილება და ზოგჯერ თუ 40 წუთით ვიყენებ მობილურს,პლანშეტს ან ნოუთბუქს მეწყება ამ ტკივილებთან ერთად თავბრუსხვევა და ღებინების შეგრძნება.ვსვამდი არლევეტს,ბლებოდიას და მომცა შედეგი თუმცა ვერ ვინკურნები ამ მაგნიტური გამოსხვიებისგან.შეგრძნება კვლავ დამრჩა.ინტერნეტთან დიდხანს ჯდომამ მგონი გამიფუჭა სისხლის მიმოქცევის სიტემა,ასევე გულის არეში მაქვს წვის შეგრძნება.საკმარისია გამოვრთო მოწყობილობა, გავიარ-გამოვიარო და გადის წვის შეგრძნება გულის არეში.

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

იდეალური ფიგურა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები