/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

პირველი ვიზიტი გინეკოლოგთან

პირველი ვიზიტი გინეკოლოგთან
“რა ესაქმება გოგონასთან ქალების ექიმს?” - ფიქრობს ზოგიერთი მშობელი. მოსარიდებელი არაფერია, საშიში - მით უმეტეს;

პატარა გოგონას, მომავალში დედა რომ უნდა გახდეს, უდავოდ სჭირდება გინეკოლოგის კონსულტაცია. როდის არის ეს აუცილებელი, ამის შესახებ ექიმი დარეჯან შენგელია გვესაუბრება.

  • სჭირდება კი პატარა გოგონას გინეკოლოგის კონსულტაცია? ან რამდენად ხშირია ბავშვებში გინეკოლოგიური პრობლემები?

- ბევრი მშობელი მიიჩნევს, რომ ბავშვს არ სჭირდება “დიდების” ექიმი და არ დაჰყავს გინეკოლოგთან გეგმურ გასინჯვაზე. პრაქტიკა კი მოწმობს, რომ ეს მცდარი მიდგომაა.

სტატისტიკის მიხედვით, სკოლამდელი ასაკის გოგონების 15-დან 25-მდე პროცენტში გამოვლენილია სხვადასხვა გინეკოლოგიური დაავადება, მათ შორის - სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები, კისტები, მიომები. მათი უმრავლესობა პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

ასეთი პათოლოგიების დროულად გამოვლენა და მკურნალობა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში გოგონას ჯანმრთელობა შეერყევა და მომავალში შესაძლოა რეპროდუქციული (შვილოსნობის) ფუნქციაც დაერღვეს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მშობელს უნდა ესმოდეს, რომ გოგონას, განურჩევლად მისი ასაკისა, სხეულის ისეთივე აგებულება აქვს, როგორიც ზრდასრულ ქალს და, მაშასადამე, შეიძლება, გინეკოლოგიური დაავადებაც დაემართოს.

  • რა ასაკში უნდა გასინჯოს გოგონა გინეკოლოგმა?

- ახალშობილ გოგონას ჯერ კიდევ სამშობიარო სახლში უტარდება გარეთა სასქესო ორგანოების დათვალიერება. ამის მიზანია ახალშობილის სქესის დადგენა. უფრო დეტალური დათვალიერება უნდა ჩატარდეს 6-7 წლის ასაკში - სკოლაში შესვლამდე. მესამე გასინჯვა საჭიროა 11-12 წლის ასაკში, როდესაც იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდი. 14 წლიდან კი გოგონა ყოველ წელს უნდა მივიყვანოთ გინეკოლოგთან, თუნდაც არაფერი აწუხებდეს. როგორც პრაქტიკა მოწმობს, ასე არ ხდება. გინეკოლოგს მაშინღა მიმართავენ, როცა პრობლემა იჩენს თავს.

შეკითხვა ექიმს
<p>-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?</p>

გასათვალისწინებელია კიდევ ერთი რამ: გოგონა ბავშვთა გინეკოლოგმა უნდა გასინჯოს, ვინაიდან გასინჯვის ტაქტიკაც კი განსხვავებულია, რომ არაფერი ვთქვათ დაავადების მიმდინარეობისა და მკურნალობის თავისებურებებზე.

  • რა პრობლემებს აწყდებით გასინჯვის დროს?

- პრობლემის დროული გამოვლენა მომავალში გოგონას მძიმე დაავადებისგან დაიცავს, ამიტომ უნდა სძლიოთ სიმორცხვეს და არ გადადოთ გინეკოლოგთან გეგმურ გასინჯვაზე მისვლა. თუ თავად ვერ აგვარებთ პრობლემას, დაიხმარეთ ფსიქოლოგი.

დედამ უნდა აუხსნას გოგონას, რომ ისიც დადის გინეკოლოგთან, რადგან ეს მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, რომ გასინჯვა სამარცხვინო არ არის. შეგიძლიათ, პროცედურის დროს გვერდით დაუდგეთ მას და ხელზე ხელი მოჰკიდოთ - ეს გაამხნევებს გოგონას და დაამშვიდებს.

თუ გოგონა კატეგორიულ წინააღმდეგობას გიწევთ და მისი მდგომარეობაც იძლევა საშუალებას, ჯობს, ვიზიტი სხვა დროისთვის გადადოთ. ძალით არ დასვათ იგი გინეკოლოგიურ სავარძელზე - ეს სტრესი შესაძლოა დიდხანს გაჰყვეს და მომავალში უფრო სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

ყველა დედას აქვს შვილის ხასიათის “გასაღები”. მხოლოდ სერიოზული მიდგომითა და სწორი ახსნა-განმარტებით არის შესაძლებელი ამ წინააღმდეგობის გადალახვა. გინეკოლოგიური გასინჯვა უნდა ჩატარდეს მშობლის თანხმობითა და თანდასწრებით. ეს მისი იურიდიული უფლებაა. გოგონას კი ფსიქოლოგიური თანადგომა სჭირდება.

  • უმეტესად რა აღელვებთ მშობლებს?

- ზოგიერთი შიშობს, გინეკოლოგიური გასინჯვისას არ დაზიანდეს საქალწულე აპკი. უნდა იცოდეთ, რომ გასინჯვა ტარდება თითით უკანა ტანიდან, ამდენად, საქალწულე აპკთან შეხება საერთოდ არ ხდება. თუ საჭირო გახდა საშვილოსნოს ყელის ან საშოს დათვალიერება, ბავშვთა გინეკოლოგი ამისთვის გამოიყენებს სპეციალურ, მომცრო ზომის სარკეებს, რომლებსაც ფრთხილად ჩადგამს საშოში, ისე, რომ აპკი დაუზიანებელი დარჩეს.

არსებობს სიმპტომები, რომელთა არსებობისას აუცილებელია ბავშვთა გინეკოლოგის კონსულტაცია. ესენია:

  1. გამონადენი საშოდან, მეტადრე - მძაფრსუნიანი, ასევე - ქავილი და წვა გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში, წვა შარდვის დროს. ეს ინფექციის ნიშნებია.
  2. სარძევე ჯირკვლების გადიდება და თმიანობა ბოქვენის არეში 11 წლამდე - ეს ჰორმონულ დარღვევებზე მეტყველებს.
  3. სისხლდენა საშოდან - მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას. გოგონა უნდა მოთავსდეს ისეთ კლინიკაში, სადაც არიან ბავშვთა გინეკოლოგი და ქირურგი.

ბავშვთა გინეკოლოგი - ეს ისეთი პროფესიაა, რომელიც დიდ გამოცდილებას მოითხოვს. ამ პროფესიის ადამიანმა უნდა შეძლოს ისეთი დიაგნოსტიკური კომპლექსის შერჩევა, რომლის მეშვეობითაც შეძლებს სერიოზული პრობლემის აღმოჩენას უმნიშვნელო გადახრების გათვალისწინებით. მაგალითად, პატარა სიმსივნისას ან კისტისას.

ბავშვთა გინეკოლოგი კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყოს. ექიმსა და პატარა პაციენტს შორის სრულფასოვანი კონტაქტი აუცილებელია.

  • რას გვეტყვით პირადი ჰიგიენის შესახებ?

- გოგონას პატარაობიდანვე უნდა ასწავლოთ ჰიგიენის წესების დაცვა, ყოველდღე გამოუცვალოთ საცვლები, აბანაოთ, ასწავლოთ ტუალეტის ქაღალდის სწორად ხმარება, ხელების საპნით დაბანა ტუალეტის შემდეგ. ვიდრე გოგონა დამოუკიდებლად შეძლებს ამ პროცედურების ჩატარებას, დედა უნდა დაეხმაროს, პროცედურამდე და პროცედურის შემდეგ კი ხელები დაიბანოს საპნით.

გარდა ამისა, გოგონებისთვის არ შეიძლება მძიმე ტვირთის აწევა. ფიზიკური დატვირთვაც ზომიერი უნდა ჰქონდეთ. ყოველი პატარა გოგონა მომავალი ქალი და დედაა. მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაბადებისთანავე უნდა დავიწყოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

თუ ბავშვს გზაში გული ერევა - როგორ მოვიქცეთ გამგზავრებამდე და მგზავრობისას
თუ ბავშვს გზაში გული ერევა - როგორ მოვიქცეთ გამგზავრებამდე და მგზავრობისას
ბავშვებში მგზავრობისას გულისრევა და დისკომფორტი გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ბევრი მშობლისთვის ნაცნობია.
სრულად
უნდა დავალევინოთ თუ არა ახალშობილს წყალი? - თანამედროვე რეკომენდაცია
უნდა დავალევინოთ თუ არა ახალშობილს წყალი? - თანამედროვე რეკომენდაცია
სრული სახელმძღვანელო მშობლებისთვის
სრულად
სად დავისვენოთ ზაფხულში წლამდე ბავშვთან ერთად
სად დავისვენოთ ზაფხულში წლამდე ბავშვთან ერთად
იდეალური მიმართულებები და პრაქტიკული რჩევები მშობლებისთვის
სრულად
სწავლის პრობლემები
სწავლის პრობლემები
ბევრი მშობელი წუხს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები აქვთ სწავლაში, თანატოლებს ჩამორჩებიან და
სრულად
დიასახლისი დედები და დასაქმებული დედები
დიასახლისი დედები და დასაქმებული დედები
ამბობენ, რომ დიასახლისი დედები დასაქმებულ დედებთან შედარებით უფრო დეპრესიულები, ბრაზიანები და სევდიანები არიან.
სრულად
როგორ მოვამზადოთ ბავშვი სასკოლოდ
როგორ მოვამზადოთ ბავშვი სასკოლოდ
სკოლაში ბავშვი ახალ სივრცეში ხვდება. აკადემიური გარემო მისგან განსხვავებულ ქცევას და უნარებს მოითხოვს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

პირველი ვიზიტი გინეკოლოგთან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები