/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

საბავშვო ფიტნესკლუბი სახლში

საბავშვო ფიტნესკლუბი სახლში
აი, უკვე მიიწურა ბავშვის სიცოცხლის პირველი, სირთულეებით აღსავსე წელი. პატარა დღითი დღე აქტიურდება, უფრო და უფრო რთულ მოძრაობებს ითვისებს. მისი ფიზიკური განვითარება ჰარმონიულად რომ გაგრძელდეს, ყოველდღე რამდენიმე წუთი დაუთმეთ ვარჯიშს. 1-დან 3 წლამდეძვლოვანი სისტემის დეფორმაციის თავიდან ასაცილებლად, ძვალკუნთოვანი აპარატის ახალ დატვირთვასთან შესაგუებლად, კუნთების გასამაგრებლად ტარდება მასაჟი და ვარჯიშები, რომლებიც სულ ადვილად შეიძლება თამაშად ვაქციოთ. ამისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო სეირნობაა, ყველაზე მნიშვნელოვანი ვარჯიში კი სიარული. თუ პატარამ ეს-ესაა აიდგა ფეხი, შესთავაზეთ, თავისივე ეტლი "წაიყვანოს".

ამ დროს ხელით უბიძგეთ ეტლს ან სიტყვიერად მიუთითეთ: "მოდი, აი, იმ ხესთან (ან სკამთან) მივიდეთ". ნუ შეაჩვევთ ბავშვს სეირნობისას ეტლში ჯდომას, უმჯობესია, ის თვითონ ატაროს. ასე უფრო ადვილად და სწრაფად ისწავლის სიარულსა და სირბილს. თუ პატარა უკვე გამართულად დადის (ამ დროისთვის ის ალბათ წლინახევრის იქნება), ურჩევნია, ირბინოს. მერე რა, რომ წამდაუწუმ ეცემა... ამ ასაკის ბავშვს უკვე შეგიძლიათ ასწავლოთ ხტომა.

დავამარცხოთ შიში

შიშის დასამარცხებლად ჯერ სიმაღლიდან პირდაპირ თქვენს ხელებში ჩახტომას შეაჩვიეთ, მერე კი შედარებით მცირე სიმაღლიდან მიწაზე გადმოხტომას. გამოიყენეთ კიბის საფეხურები. ჯერ თქვენ აჩვენეთ, როგორ უნდა ჩამოხტეს, მერე კი საფეხურზე დააყენეთ, ხელი ჩასჭიდეთ და ჩამოახტუნეთ, როდესაც იგრძნობთ, რომ უკვე თამამად და ხალისით ხტება, ნება მიეცით, დამოუკიდებლად ჩამოხტეს. ასევე უნდა ასწავლოთ ადგილზე ხტუნვა ჯერ ორივე, შემდეგ ცალ ფეხზე. სიარულსა და სირბილს კარგად რომ ისწავლის, მიაჩვიეთ სხვადასხვანაირად სიარულს: ფეხის წვერებსა და ქუსლებზე, ტერფის გარეთა და შიგნითა ზედაპირებზე. ამ ვარჯიშებს ვიყენებთ ბრტყელტერფიანობის პრიფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

2-დან 3 წლამდე

ამ ასაკში პატარა სიამოვნებით ბაძავს ცხოველებს, ამიტომ უფრო მეტი ხალისით რომ ივარჯიშოს, თითოეულ ვარჯიშს ამა თუ იმ ცხოველის სახელი დაარქვით.

  • კურდღელი: ბავშვი ხტის ორ ფეხზე, ხელები ყურებზე აქვს მიკრული, თითები - კურდღლის ყურებივით ზევით აცქვეტილი;
  • ცხენი: დარბის ჩორთით;
  • დათვი: დადის ტერფების გარეთა გვერდით ზედაპირებზე;
  • ბაყაყი: ბავშვი ჩაცუცქულა და ხელებით იატაკს ეყრდნობა, ამბობს: "ყი-ყი-ყი", ხტება და ხელებს მაღლა სწევს, მერე ისევ საწყის მდგომარეობას უბრუნდება და ა.შ.;
  • წერო: დადის და მუხლებს რაც შეიძლება მაღლა სწევს.
შეკითხვა ექიმს
<p>-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?</p>

ეს მოძრაობები ჯერ თქვენ უნდა აჩვენოთ, მერე კი მასთან ერთად გაიმეოროთ, ხოლო როცა კარგად დაიმახსოვრებს, მხოლოდ ვარჯიშის დასახელებაც საკმარისი იქნება - პატარა ხალისით შეასრულებს მას. მომდევნო ვარჯიში, რომელიც შეგიძლიათ ბავშვს სეირნობისას გააკეთებინოთ, არის აცოცება სკამზე, გადაცოცება მოჭრილ ხეზე, მორზე ან ნებისმიერ დაბრკოლებაზე. სეირნობისას ბურთიც წაიყოლეთ თან და პატარას თამაშის მარტივი ილეთები შეასწავლეთ, თავდაპირველად აჩვენეთ, როგორ ისროლოს ბურთი მაღლა აწეული ხელებით, შემდეგ ცალი ხელით სროლა ასწავლეთ, შემდეგ - დაჭერა: თავდაპირველად ბურთი პირდაპირ ხელებში ჩაუდეთ, მერე და მერე თანდათან დაშორდით. 2,5-3 წლიდან შეგიძლიათ თხილამურებზე დგომაც შეასწავლოთ. ცხადია, თუ სიამოვნებს.

ვარჯიშები სწორი სიარულისთვის

სიარული ვიწრო ბილიკზე: იატაკზე ერთმანეთისგან 30სმ-ის დაშორებით ცარცით გაავლეთ ორი პარალელური ხაზი (ან დადეთ ორი სწორი ჯოხი) და აჩვენეთ ბავშვს, როგორ გაიაროს "ბილიკზე". შემდეგ "ბილიკი" თანდათან დაავიწროვეთ, ჯერ - 20, შემდეგ - 10 სმ-მდე. შეგიძლიათ, ბილიკზე შეასრულებინოთ:

  • სიარული ტერფის ტერფზე მიდგმით;
  • ბილიკის ბოლოს შემობრუნება და უკან სვლა;
  • სიარული მაღლა აწეული მუხლებით;
  • სიარული ფეხის წვერებზე;
  • სიარული გვერდულად - ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ.

ვარჯიშები ზედა კიდურებისთვის

კრივი: ბავშვი სახით თქვენკენ დააყენეთ. ფეხები მხრების სიგანეზე უდგას, მუშტებად შეკრული ხელები გულმკერდის დონეზე, იდაყვში მოხრილი უკავია. მიუშვირეთ ხელისგულები და ასწავლეთ მათზე ხან მარჯვენა, ხან მარცხენა მუშტის დარტყმა.  "მაჩვენე ხელისგულები": ბავშვი დააყენეთ სახით თქვენსკენ. ფეხები ოდნავ განზე (მხრების სიგანეზე) უდგას, ხელები დაშვებული აქვს. სთხოვეთ, გაჩვენოთ ხელისგულები - ხელები ასწიოს, წინ გამოსწიოს და შემდეგ ისევ დაუშვას. "გაიზარდე დიდი": საწყისი მდგომარეობა - იგივე. სთხოვეთ, აიწიოს ფეხის წვერებზე და ხელები თავს ზევით ასწიოს. "მომიტანე სათამაშოები": სათამაშოები იატაკზე მიმოფანტეთ და სთხოვეთ ბავშვს, სათითაოდ აკრიფოს და მოგიტანოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

თუ ბავშვს გზაში გული ერევა - როგორ მოვიქცეთ გამგზავრებამდე და მგზავრობისას
თუ ბავშვს გზაში გული ერევა - როგორ მოვიქცეთ გამგზავრებამდე და მგზავრობისას
ბავშვებში მგზავრობისას გულისრევა და დისკომფორტი გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ბევრი მშობლისთვის ნაცნობია.
სრულად
უნდა დავალევინოთ თუ არა ახალშობილს წყალი? - თანამედროვე რეკომენდაცია
უნდა დავალევინოთ თუ არა ახალშობილს წყალი? - თანამედროვე რეკომენდაცია
სრული სახელმძღვანელო მშობლებისთვის
სრულად
სად დავისვენოთ ზაფხულში წლამდე ბავშვთან ერთად
სად დავისვენოთ ზაფხულში წლამდე ბავშვთან ერთად
იდეალური მიმართულებები და პრაქტიკული რჩევები მშობლებისთვის
სრულად
სწავლის პრობლემები
სწავლის პრობლემები
ბევრი მშობელი წუხს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები აქვთ სწავლაში, თანატოლებს ჩამორჩებიან და
სრულად
დიასახლისი დედები და დასაქმებული დედები
დიასახლისი დედები და დასაქმებული დედები
ამბობენ, რომ დიასახლისი დედები დასაქმებულ დედებთან შედარებით უფრო დეპრესიულები, ბრაზიანები და სევდიანები არიან.
სრულად
როგორ მოვამზადოთ ბავშვი სასკოლოდ
როგორ მოვამზადოთ ბავშვი სასკოლოდ
სკოლაში ბავშვი ახალ სივრცეში ხვდება. აკადემიური გარემო მისგან განსხვავებულ ქცევას და უნარებს მოითხოვს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

საბავშვო ფიტნესკლუბი სახლში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საბავშვო ფიტნესკლუბი სახლში

ამ დროს ხელით უბიძგეთ ეტლს ან სიტყვიერად მიუთითეთ: "მოდი, აი, იმ ხესთან (ან სკამთან) მივიდეთ". ნუ შეაჩვევთ ბავშვს სეირნობისას ეტლში ჯდომას, უმჯობესია, ის თვითონ ატაროს. ასე უფრო ადვილად და სწრაფად ისწავლის სიარულსა და სირბილს. თუ პატარა უკვე გამართულად დადის (ამ დროისთვის ის ალბათ წლინახევრის იქნება), ურჩევნია, ირბინოს. მერე რა, რომ წამდაუწუმ ეცემა... ამ ასაკის ბავშვს უკვე შეგიძლიათ ასწავლოთ ხტომა.

დავამარცხოთ შიში

შიშის დასამარცხებლად ჯერ სიმაღლიდან პირდაპირ თქვენს ხელებში ჩახტომას შეაჩვიეთ, მერე კი შედარებით მცირე სიმაღლიდან მიწაზე გადმოხტომას. გამოიყენეთ კიბის საფეხურები. ჯერ თქვენ აჩვენეთ, როგორ უნდა ჩამოხტეს, მერე კი საფეხურზე დააყენეთ, ხელი ჩასჭიდეთ და ჩამოახტუნეთ, როდესაც იგრძნობთ, რომ უკვე თამამად და ხალისით ხტება, ნება მიეცით, დამოუკიდებლად ჩამოხტეს. ასევე უნდა ასწავლოთ ადგილზე ხტუნვა ჯერ ორივე, შემდეგ ცალ ფეხზე. სიარულსა და სირბილს კარგად რომ ისწავლის, მიაჩვიეთ სხვადასხვანაირად სიარულს: ფეხის წვერებსა და ქუსლებზე, ტერფის გარეთა და შიგნითა ზედაპირებზე. ამ ვარჯიშებს ვიყენებთ ბრტყელტერფიანობის პრიფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

2-დან 3 წლამდე

ამ ასაკში პატარა სიამოვნებით ბაძავს ცხოველებს, ამიტომ უფრო მეტი ხალისით რომ ივარჯიშოს, თითოეულ ვარჯიშს ამა თუ იმ ცხოველის სახელი დაარქვით.

  • კურდღელი: ბავშვი ხტის ორ ფეხზე, ხელები ყურებზე აქვს მიკრული, თითები - კურდღლის ყურებივით ზევით აცქვეტილი;
  • ცხენი: დარბის ჩორთით;
  • დათვი: დადის ტერფების გარეთა გვერდით ზედაპირებზე;
  • ბაყაყი: ბავშვი ჩაცუცქულა და ხელებით იატაკს ეყრდნობა, ამბობს: "ყი-ყი-ყი", ხტება და ხელებს მაღლა სწევს, მერე ისევ საწყის მდგომარეობას უბრუნდება და ა.შ.;
  • წერო: დადის და მუხლებს რაც შეიძლება მაღლა სწევს.

ეს მოძრაობები ჯერ თქვენ უნდა აჩვენოთ, მერე კი მასთან ერთად გაიმეოროთ, ხოლო როცა კარგად დაიმახსოვრებს, მხოლოდ ვარჯიშის დასახელებაც საკმარისი იქნება - პატარა ხალისით შეასრულებს მას. მომდევნო ვარჯიში, რომელიც შეგიძლიათ ბავშვს სეირნობისას გააკეთებინოთ, არის აცოცება სკამზე, გადაცოცება მოჭრილ ხეზე, მორზე ან ნებისმიერ დაბრკოლებაზე. სეირნობისას ბურთიც წაიყოლეთ თან და პატარას თამაშის მარტივი ილეთები შეასწავლეთ, თავდაპირველად აჩვენეთ, როგორ ისროლოს ბურთი მაღლა აწეული ხელებით, შემდეგ ცალი ხელით სროლა ასწავლეთ, შემდეგ - დაჭერა: თავდაპირველად ბურთი პირდაპირ ხელებში ჩაუდეთ, მერე და მერე თანდათან დაშორდით. 2,5-3 წლიდან შეგიძლიათ თხილამურებზე დგომაც შეასწავლოთ. ცხადია, თუ სიამოვნებს.

ვარჯიშები სწორი სიარულისთვის

სიარული ვიწრო ბილიკზე: იატაკზე ერთმანეთისგან 30სმ-ის დაშორებით ცარცით გაავლეთ ორი პარალელური ხაზი (ან დადეთ ორი სწორი ჯოხი) და აჩვენეთ ბავშვს, როგორ გაიაროს "ბილიკზე". შემდეგ "ბილიკი" თანდათან დაავიწროვეთ, ჯერ - 20, შემდეგ - 10 სმ-მდე. შეგიძლიათ, ბილიკზე შეასრულებინოთ:

  • სიარული ტერფის ტერფზე მიდგმით;
  • ბილიკის ბოლოს შემობრუნება და უკან სვლა;
  • სიარული მაღლა აწეული მუხლებით;
  • სიარული ფეხის წვერებზე;
  • სიარული გვერდულად - ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ.

ვარჯიშები ზედა კიდურებისთვის

კრივი: ბავშვი სახით თქვენკენ დააყენეთ. ფეხები მხრების სიგანეზე უდგას, მუშტებად შეკრული ხელები გულმკერდის დონეზე, იდაყვში მოხრილი უკავია. მიუშვირეთ ხელისგულები და ასწავლეთ მათზე ხან მარჯვენა, ხან მარცხენა მუშტის დარტყმა.  "მაჩვენე ხელისგულები": ბავშვი დააყენეთ სახით თქვენსკენ. ფეხები ოდნავ განზე (მხრების სიგანეზე) უდგას, ხელები დაშვებული აქვს. სთხოვეთ, გაჩვენოთ ხელისგულები - ხელები ასწიოს, წინ გამოსწიოს და შემდეგ ისევ დაუშვას. "გაიზარდე დიდი": საწყისი მდგომარეობა - იგივე. სთხოვეთ, აიწიოს ფეხის წვერებზე და ხელები თავს ზევით ასწიოს. "მომიტანე სათამაშოები": სათამაშოები იატაკზე მიმოფანტეთ და სთხოვეთ ბავშვს, სათითაოდ აკრიფოს და მოგიტანოთ.


ვარჯიშები ქვედა კიდურებისთვის

ბავშვი ფეხზე დგას, ხელები დაშვებული აქვს, ფეხები მხრების სიგანეზე უდგას. მიუთითეთ: "დაპატარავდი!" - ბავშვი მკვეთრად უნდა ჩაიცუცქოს; "გაიზარდე დიდი!" - ადგეს და ფეხის წვერებზე აიწიოს. ბავშვს დაუდგით პატარა სკამი და მის საზურგეზე ხელები ჩააჭიდებინეთ. უბრძანეთ, აიწიოს მარჯვენა ფეხის წვერებზე და მარცხენა ფეხი გააქან-გამოაქანოს ხან წინ და უკან, ხან განზე. შემდეგ ფეხი შეაცვლევინეთ და იგივე მოძრაობები მარჯვენა ფეხით შეასრულებინეთ. "გაიქეცი და დაგიჭერ" - ბავშვი დარბის ოთახში, თქვენ კი "დასდევთ", "ეწევით" და "იჭერთ".

ვარჯიშები წელის კუნთებისთვის

ბავშვი ფეხზე დგას, ფეხები მხრების სიგანეზე უდგას. ჰკითხეთ: "როგორ ირხევიან ხეები ქარში?" ბავშვი უნდა გადაიხაროს ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ. "თვითმფრინავი": საწყისი მდგომარეობა იგივეა, ოღონდ ხელები ამჯერად განზე აქვს გაშლილი. უბრძანეთ, მონაცვლეობით მიტრიალდეს ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. ბავშვი ზურგზე წევს. თქვენ ხელებით უჭერთ ხელებს და აძლევთ მითითებას, წამოჯდეს. თუ გაუჭირდა, დაეხმარეთ, ხელები ხელებში ჩასჭიდეთ და წამოსვით. "მერცხალი": ბავშვი წევს მუცელზე, ხელები განიგან უწყვია იატაკზე. მიეცით მითითება, თავი ოდნავ წამოსწიოს და ხელები იატაკს მოაშოროს. თავდაპირველად ამაში თქვენც დაეხმარეთ. "თევზი": ბავშვი წევს მუცელზე, იდაყვში მოხრილი ხელები მკერდქვეშ აქვს ამდებული. მიუთითეთ, წამოიწიოს, თავი და მეკრდი იატაკს ააცილოს და ხელები ბოლომდე გაშალოს იდაყვში. თავდაპირველად თქვენც მიეხმარეთ.

ვარჯიშები ბურთით

ბავშვი ფეხზე დგას, ფეხები - მხრების სიგანეზე. დაშვებულ ხელებში უჭირავს ბურთი. მიუთითეთ, ბურთი თავს ზევით ასწიოს და ქვემოდან შეხედოს. შემდეგ ეს ვარჯიში შეასრულოს ისე, რომ ხელების აწევისას ფეხის წვერებზეც აიწიოს.

  • საწყისი მდგომარეობა - იგივე. მიუთითეთ, ჩაჯდეს და ბურთი იატაკს შეახოს, შემდეგ წამოდგეს.
  • საწყისი მდგომარეობა - იგივე. ბავშვს წინ დაუდექით, ბურთი მისი თავის სიმაღლეზე დაიჭირეთ და მიეცით მითითება, ჯერ მარჯვენა, შემდეგ მარცხენა ხელით ბურთი იატაკზე გადააგდოს.

ოთახი წინასწარ გაანიავეთ. თუ პატარა წინააღმდეგობას გაგიწევთ, ვარჯიშს ნუ გააგრძელებთ, რამდენიმე დღე აცადეთ, მერე კი კვლავ შესთავაზეთ მხიარული ვარჯიშები. მოუწყვეთ პატარას შინ საბავშვო ფიტნესკლუბი, თქვენც იმხიარულეთ და ისიც გაახალისეთ.