/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მკურნალობა

არც ისე მარტივი უმარტივესები

არც ისე მარტივი უმარტივესები
დათბა და ბავშვებიც სულ უფრო მეტ ხანს ატარებენ ქუჩაში. არცთუ იშვიათად სასუსნავსაც შეექცევიან ჭუჭყიანი ხელებით. ცხადია, იმატებს ისეთი დაავადებების განვითარების ალბათობაც, როგორიც ჭიებით ინვაზიაა.

.

ლამბლიები, ასკარიდები, მახვილები უმარტივესთა კლასს ეკუთვნიან, თუმცა მათთან ბრძოლა მარტივი ნამდვილად არ არის. ეს ნამცეცა პარაზიტები ყველაზე მეტად 2-დან 5 წლამდე ასაკის პატარებს ემტერებიან, ჭუჭყიანი ხელებიდან ორგანიზმში მოხვედრილნი ნაწლავებში იდებენ ბინას და ორგანიზმს უტევენ.

ბავშვს ერღვევა კუჭ-ნაწლავის მოქმედება: ხან შეკრულობა აწუხებს, ხან - ფაღარათი, ხშირად სტკივა მუცელი, უჩივის უმადობას, უძილობას, უგუნებობას...

მიზეზის დადგენა ზოგჯერ საკმაოდ ძნელია, განსაკუთრებით - მაშინ, როდესაც ინვაზია აშკარა ნიშნების გარეშე მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევაში სიმპტომები მხოლოდ სხვა დაავადების ფონზე, უფრო სწორად, მისი გადატანის შემდეგ მჟღავნდება. ეს იმიტომ, რომ როდესაც იმუნიტეტი სუსტდება, ჭიები უმალვე აქტიურდებიან და მათი არსებობა თვალსაჩინო ხდება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პარაზიტებით გამოწვეული დაავადება შეიძლება მწვავედ დაიწყოს. ეს, ჩვეულებრივ, ინფიცირებიდან 1-3 კვირის შემდეგ ხდება.

  1. საერთო მდგომარეობა მკვეთრად უარესდება.
  2. ვითარდება მწვავე გასტროენტერიტი:
    1. ამ დროს ბავშვს აწუხებს გულისრევის შეგრძნება,
    2. უმადობა;
    3. პირღებინება,
    4. ტკივილი მუცლის ზემო ნაწილში და ჭიპთან. ტკივილი მეტწილად სუსტი და მღრღნელია, იშვიათად - მოვლითი, შეტევისმაგვარი;
    5. ძლიერდება აირების წარმოქმნის პროცესი, რის გამოც პატარას მუცელი შებერილი აქვს,
    6. ისმის ყურყურიც;
    7. ლამბლიებით ინვაზიის შემთხვევაში დამახასიათებელია:
      1. ბოყინი ლაყე კვერცხის სუნით;
      2. ბავშვი დღეში რამდენჯერმე გადის კუჭში მოყვითალო-მომწვანო, დიდი ოდენობის ლორწოს შემცველი მასით.

რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს პროცესი:

  1. სითხის დაკარგვის გამო ორგანიზმი უწყლოვდება,
  2. კანი შრება,
  3. ბავშვს თვალები უცვივდება,
  4. ხდება.
შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, მგონი მკერდის დიაფრაგმა მაქვს გაციებული სუთქვა მიჭირს ღრმად ჩასუნთქვაზე, მუდმივ ტკივილს განვიცდი გუშინ შუადღეს დამეწყო ნელ ნელა, დიოსაფლექსის ნემს ვიკეთებ ხოლმე ნერვის ანთებებზე და ამაზეც მიშველის? მქონდა სახლში და სხვარომ არ ვიყიდო მაინც ფული არ მაქვს და ....??</p>

ეს მწვავე პერიოდია, რემისიის ფაზაში კი ორგანიზმი აშლილობის ნაცვლად ყაბზობისკენ ხდება მიდრეკილი. თავს იჩენს ქრონიკული ინტოქსიკაციის ნიშნები: მადისა და წონის დაქვეითება, საერთო სისუსტე, სილურჯე თვალების ირგვლივ, გაღიზიანებადობა და ადვილად დაღლა, აღინიშნება ჩამორჩენა ზრდა-განვითარების მხრივ.

  • როგორ მოიქცნენ მშობლები

უმარტივესები ადამიანის ორგანიზმში გარემოდან ხვდებიან, ამიტომ ეცადეთ, ჩააგონოთ ბავშვს, რომ ყველაფრის პირში ჩადება არ შეიძლება, მათ შორის - არც დაუბანელი ხელებისა. რა თქმა უნდა, არც ისე ადვილია, პატარას ჰიგიენის დაუცველობით გამოწვეული საფრთხე შევაგნებინოთ. რამდენიც არ უნდა ვუჩიჩინოთ, ხელებს თუ არ დაიბან, მუცელში ჭიები გაგიჩნდებაო, მას ამ უხილავი ჭიებისა სრულებითაც არ ეშინია. ამიტომ უმჯობესია, თავად ადევნოთ თვალყური მის სისუფთავეს, პირადი მაგალითით გახდეთ მისთვის მისაბაძი - ყოველი ჭამის წინ, ქუჩიდან დაბრუნებისას თუ ტუალეტიდან გამოსვლის შემდეგ ხელები დაიბანეთ და მასაც დააბანინეთ. თანდათან ეს ჩვევად ექცევა და თქვენი შეხსენება აღარ დასჭირდება. საგულდაგულოდ გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული, მწვანილი, რომელიც ბავშვმა უნდა მიირთვას. გარდა ამისა, გარეცხეთ და ცხელი წყალი გადაავლეთ სათამაშოებსა და ბავშვის პირად ჭურჭელს.

  • სად სახლდებიან უმარტივესები

ასევე დაგაინტერესებთ
რა ზიანს აყენებენ ჰელმინთები ადამიანის ორგანიზმს
ჰელმინთოზი ორსულობისას

უმარტივესები ნაწლავებში სახლდებიან, ლამბლიები კი სანაღვლე სადინარებშიც მოკალათდებიან ხოლმე. მართალია, ნაღვლის წვენი მათ ანადგურებს, მაგრამ პარაზიტებთან ერთად აქ მეორეული ბაქტერიული ინფექციაც ხვდება, ეს კი, თავის მხრივ, ნაღვლის ბუშტის ანთებას და სანაღვლე გზების დისკინეზიას უდებს სათავეს. აქედან გამომდინარე, მცდარია აზრი, რომ ლამბლიების აღმოჩენა ნაღვლის ბუშტის ექოსკოპიური გამოკვლევით შეიძლება. ნაღვლის ბუშტის კედლის გასქელება და სანაღვლე გზების დისკინეზია ლამბლიოზის ერთ-ერთი დასტურია, თუმცა თვით ლამბილიების დანახვა ნაღვლის ბუშტში შეუძლებელია. უმარტივესები იბუდებენ წვრილ ნაწლავში, მსხვილ ნაწლავში, მათი უზარმაზარი ლაშქარი ამოფენს ნაწლავის კედელს, აზიანებს მის ზედაპირზე არსებულ ხაოებს და არღვევს კედლისმიერი მონელების პროცესს. უფრო მძიმე შემთხვევაში ვითარდება ფერმენტული უკმარისობა, ფერხდება ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების შეწოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიც არ უნდა ჭამოს პატარამ (მიუხედავად იმისა, რომ მადაც დაქვეითებული აქვს), საკვები ორგანიზმში პრაქტიკულად ვერ შეაღწევს.

  • როგორ მივაგნოთ დამნაშავეს

განავალში ჭიის კვერცხებისა და ცისტების აღმოჩენა არც ისე ადვილია. ეს ათიდან მხოლოდ 3 შემთხვევაშია შესაძლებელი. ასე რომ, ანალიზის უარყოფითი პასუხი ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. საჭიროა გამეორებითი ანალიზი. ლამბლიოზის შემთხვევაში თორმეტგოჯა ნაწლავის წვენში ჭიების აღმოჩენის ალბათობა უფრო მეტია - დაახლოებით 50%, ამიტომ ორივე ანალიზის ერთდროული ჩატარება გამომწვევის დადგენის შანსს ზრდის. განავლისა და თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსის გამოკვლევა მათი მიღებისთანავე უნდა მოხდეს. შემთხვევათა უმრავლესობა დიაგნოსტირებული არ არის. ხშირად ექიმები მხოლოდ კლინიკური ნიშნების საფუძველზე ჭიების საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარებას ერიდებიან. შედეგად ბავშვი კიდევ უფრო უარესად ხდება და ალერგიული თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებები უყალიბდება.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ დანერგილა კვლევის იმუნოლოგიური და სეროლოგიური (ანტისხეულების აღმოსაჩენი) მეთოდები, რომლებიც ანამნეზსა და კლინიკურ ნიშნებთან ერთად არადიაგნოსტირებული შემთხვევების გამოვლენაში დაგვეხმარებოდა.

  • მატარებლობა

კუჭის ხანგრძლივი მოუწესრიგებლობა, უმადობა და სხვა სიმპტომები, რომელთა მიზეზიც ვერაფრით დაგიდგენიათ, საფუძვლიანი მიზეზია, რომ ჭიებით ინვაზია იეჭვოთ. ასეთი ერთი შეხედვით უსიმპტომო მატარებლობა ირგვლივ მყოფებისთვის საკმაოდ საშიშია - პატარა, რომელსაც პრაქტიკულად ჯანმრთელად მიიჩნევენ, ინფექციის აქტიური წყაროა და შეუძლია, შინ ან საბავშვო ბაღში სხვა ბავშვებიც დაასნებოვნოს. იგი ყოველდღიურად მილიარდამდე ცისტასა და კვერცხს გამოყოფს, ინფიცირებისთვის კი ათიოდეც საკმარისია.

  • როგორ ვებრძოლოთ ჭიებს

თუ თქვენი ეჭვი ანალიზმაც დაადასტურა, დროა, მკურნალობა დაიწყოთ, ოღონდ კურსი აუცილებლად ექიმმა უნდა დაგინიშნოთ, თქვენი მოვალეობა კი მისი რეკომენდაციების პირნათლად შესრულებაა.

თვითმკურნალობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მით უმეტეს, როცა საქმე ბავშვს ეხება - შესაძლოა, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვათ. ყველა ცალკეულ შემთხვევას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება ბავშვის ზოგადი მდგომარეობის, თანმხლები დაავადებებისა და უამრავი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით.

თვითნებური მკურნალობისას შესაძლოა თვით მედიკამენტმაც გამოიწვიოს არასასურველი შედეგი, სახელდობრ:

  1. დისპეფსიური დარღვევები (ნაწლავთა აშლილობა ან შეკრულობა, პირღებინება);
  2. ნეიროტოქსიკური ეფექტი (თავის ტკივილი, თავბრუხვევა);
  3. ჰეპატოტოქსიკური ეფექტი (ღვიძლის ფუნქციების დარღვევა);
  4. ჰემატოტოქსიკური ეფექტი (ცვლილებები სისხლში - ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია).

ჭიებით ინვაზიის მკურნალობას კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებს - მედიკამენტური თერაპია უტარდება არა მხოლოდ ავადმყოფ ბავშვს, არამედ ოჯახის ყველა წევრს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა რომელიმე კლინიკური ნიშანი, ორი კვირის შემდეგ კი პრეპარატის იმავე დოზით გამეორებაა საჭირო. თუ სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმი გამუდმებით ირღვევა და რეინვაზია - ხელმეორედ ინვაზირებაა მოსალოდნელი, მკურნალობა ყოველი 3-4 თვის შემდეგ უნდა ჩატარდეს. ადამიანის, ბავშვისა თუ მოზრდილის ჭიებით ინვაზია საზოგადოებრივი და ინდივიდუალური ჰიგიენის დაცვაზეა დამოკიდებული. ახლა, როცა ზაფხული ახლოვდება, განსაკუთრებით გვმართებს ჰიგიენის წესების დაცვა. საშიშია ხელების, საკვების, საყოფაცხოვრებო და პირადი მოხმარების საგნების დაბინძურება, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვით ბუზებს, ტარაკნებსა და სხვა მწერებს. არასდიდებით არ შეიძლება ტუალეტის ჩანარეცხი წყლით ბაღ-ბოსტნების მორწყვა (რაც, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად ხდება) და ნიადაგის გასანოყიერებლად ფეკალური მასების გამოყენება. მიწის განაყოფიერება მხოლოდ კომპოსტირებული ფეკალიებით შეიძლება.

სასურველია:

  1. გამოუყოთ ბავშვს ცალკე ჭურჭელი, თეთრეული და სათამაშოები.
  2. ქლორის შემცველი ხსნარებით დაამუშავეთ მისი ღამის ქოთანი, სველი წერტილები, ონკანები, კარის სახელურები.
  3. პატარა პაციენტს შესთავაზეთ დამზოგველი და ვიტამინებით მდიდარი საკვები: მოხარშული ხორცი, მაწონი, ხაჭო, ხილი და ბოსტნეული. ძეხვეული, შებოლილი პროდუქტი, ცომეული და ტკბილეული კი მკაცრად შეუზღუდეთ. განსაკუთრებით - ლამბლიების შემთხვევაში. ისინი ტკბილ გარემოში მშვენივრად გრძნობენ თავს, მჟავე კი არ უყვართ, ამიტომ კარგი იქნება, თუ პატარას ნამცხვრებისა და კანფეტების ნაცვლად ფორთოხლის, ლიმონის, პომიდვრის წვენით, რძემჟავა პროდუქტებით გაუმასპინძლდებით.

გირჩევთ:

  1. ბავშვები პატარაობიდანვე მიაჩვიოთ ჰიგიენას, ხელების საპნით დაბანას.
  2. დაუშალოთ პირში ნივთების ჩადება, ფრჩხილების კვნეტა, თითების ლოკვა.
  3. ნუ მიაჩვევთ ქუჩაში კვებას.

თუ პატარას მაინც გამოაჩნდა ჭიებით ინვაზიისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები (მოუსვენარი ძილი, უკანა ტანის ქავილი, კბილების კრაჭუნი ძილში, პირიდან ამომავალი უსიამოვნო სუნი, ალერგიული გამონაყარი კანზე, წონაში ჩამორჩენა), მიმართეთ ინფექციონისტს ან პარაზიტოლოგს. თუ ბავშვს დროულად მიიყვანთ სპეციალისტთან და სათანადოდ უმკურნალებთ, ამით ოჯახის სხვა წევრებს თავიდან ააცილებთ ჭიებით ინვაზიას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

არც ისე მარტივი უმარტივესები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები