/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პედიატრია

ცხოვრობენ თუ არა ლამბლიები ნაღვლის ბუშტში?

ცხოვრობენ თუ არა ლამბლიები ნაღვლის ბუშტში?
ჩემს 6 წლის შვილს მუცლის ტკივილები აწუხებდა. ჩავუტარეთ ექოსკოპიური გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ ნაღვლის ბუშტი სავსე აქვს ლამბლიებით.

როგორ შეიძლებოდა მოხვედრილიყო ბავშვის ორგანიზმში ეს ჭია და რას გვირჩევთ სამკურნალოდ?

ლამბლია ფართოდ გავრცელებული უმარტივესი პარაზიტია. ამ პარაზიტით დასნებოვნებისას კლინიკური სურათი სხვადასხვაგვარია - დაწყებული უსიმპტომოთი, დამთავრებული მწვავე და ქრონიკული დიარეით. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ლამბლიების გავრცელება 0,5%-დან 50%-მდე მერყეობს. განვითარებად ქვეყნებში ლამბლია ნაწლავთა ერთ-ერთი პათოგენია და 10 წლამდე ასაკის ბავშვების 15-20%-ში გვხვდება. ინფექციის წყაროს წარმოადგენს ადამიანი, თუმცა ბოლო დროს გაირკვა, რომ ეს როლი შეიძლება შეასრულონ ცხოველებმაც - ძაღლებმა, კატებმა, მღრღნელებმა... აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ინვაზიის შემთხვევათა უმრავლესობა გამოწვეულია წყლის დაბინძურებით. დაბინძურებული პროდუქტებით დასნებოვნება გაცილებით იშვიათია, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში გვხვდება. ლამბლიის ცისტებს გარემოში გარკვეული მდგრადობა ახასიათებთ. ქლორის ნორმალური კონცენტრაციის დროს წყალში ისინი 2 თვემდე ძლებენ. დაავადებისთვის საკმარისია, ორგანიზმში 1-დან 10-მდე ცისტა მოხვდეს (შედარებისთვის: განავლოვან მასასთან ერთად გარემოში 18 მლნ-მდე ცისტა გამოიყოფა). ლამბლიოზის უსიმპტომო ფორმის ხანგრძლივობა უცნობია, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ცისტების გამოყოფა 6 თვე გრძელდება. დაავადება ვლინდება ინფიცირებიდან (ანუ ლამბლიის ორგანიზმში მოხვედრიდან) 1-3 კვირის შემდეგ. შესაძლოა დაიწყოს როგორც უეცრად, ასევე თანდათანობით, სუბფებრილური ან ნორმალური ტემპერატურით. კლინიკური სურათი სხვადასხვანაირია. ლამბლიოზის ყველაზე გავრცელებულ და დამახასიათებელ სიმპტომად ითვლება დიარეა. ის მიმდინარეობს მუცლის შეტევითი ტკივილებით, განავალი უხვი, წყლისებური, ძლიერ სუნიანია (ესეც დამახასიათებელი ნიშანია), არ შეიცავს სისხლსა და ლორწოს. ხანგრძლივი დიარეა ორგანიზმს ასუსტებს, ფიტავს, ხელს უწყობს ანემიის განვითარებას. იმუნოდეფიციტური მდგომარეობისას დაავადება ქრონიკულდება. ახლა - რაც შეეხება თქვენს შეკითხვას.

მუცლის ღრუს ექოსკოპიური დათვალიერებით ნაღვლის ბუშტში ლამბლიებს ვერანაირად ვერ აღმოაჩენდნენ, ვინაიდან ნაღველი მათზე დამღუპველად მოქმედებს. ამავე მიზეზით არ შეიძლება, ლამბლიები იქცნენ ღვიძლის მძიმე დაავადების მიზეზად, გამოიწვიონ ქოლეცისტოქოლანგიტი და სხვა. მათ მიერ გამოწვეული რეფლექსური დისკინეზია კი ხელს უწყობს მეორეული ინფექციის დართვას, ნერვული სისტემის დაზიანებას. ლამბლიოზის ფონზე თანდართული ინფექციები (შიგელოზი და სხვა) ხელს უწყობს დიარეის გახანგრძლივებას. ლამბლია (მისი ერთ-ერთი ფორმა) შეიძლება აღმოვაჩინოთ ინფიცირებული ავადმყოფის განავალში ან დუოდენური მასალის (თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსის) ნაცხში მიკროსკოპით შესწავლის დროს. დადგენილია, რომ განავლის ერთჯერადი მიკროსკოპიისას ლამბლიის ცისტებს ასიდან 50-70 შემთხვევაში აღმოაჩენენ, ხოლო სამჯერადი გამოკვლევისას - 90-ზე მეტ შემთხვევაში. გამოსაკვლევი მასალის მისაღებად ზოგჯერ მიმართავენ ნაწლავის ზედა ნაწილის ენდოსკოპიას (ასპირაციას ან ბიოფსიას). თუ ცისტა ვერ იპოვეს, ტარდება სპეციალური, ძლიერ მგრძნობიარე ტესტები ანტიგენის აღმოსაჩენად.

საჭიროა თუ არა ლამბლიოზის მკურნალობა?

უმეტესად თვითგანკურნება ხდება. სამკურნალოდ გამოიყენება რამდენიმე პრეპარატი, რომლებსაც ექიმი შეარჩევს. ლამბლიოზის უსიმპტომო ფორმების მკურნალობა იმაზეა დამოკიდებული, გვაქვს თუ არა საქმე რისკის ჯგუფთან (ბაგა-ბაღის, ინტერნატის ბავშვები და სხვა), რათა არ მოხდეს სხვა ბავშვების ინფიცირება და ეპიდაფეთქება. ავტორთა უმრავლესობა უსიმპტომო ლამბლიოზის დროს მკურნალობას საჭიროდ არ მიიჩნევს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ცხოვრობენ თუ არა ლამბლიები ნაღვლის ბუშტში? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები