/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის კვება

ქათმის ხორცი და ბულიონი დიეტური და სამკურნალო საკვები

ქათმის ხორცი და ბულიონი დიეტური და სამკურნალო საკვები
რედაქციაში რამდენიმე შეკითხვა შემოვიდა ქათმის ხორცისა და მისი ნახარშის როლზე იმუნიტეტის ამაღლებასთან დაკავშირებით.

.

  • "ჩემი ოთხი წლის გოგონა, რაც საბავშვო ბაღში დაიწყო სიარული, სულ ავადაა, წამდაუწუმ ცივდება. ბებია გვირჩევს, იმუნიტეტის გასაძლიერებლად ქათმის ბულიონი ვასვათ. ნამდვილად მოუხდება?"

ქათმის ხორცი დიდისა თუ პატარისთვის სასარგებლო, მსუბუქი და დიეტური საკვებია. განსაკუთრებით სასარგებლოა ახალგაზრდა ქათმის (ვარიის) და წიწილის ხორცი. მას ადვილად ითვისებს ორგანიზმი, რადგან ნაკლებად შეიცავს მყესებს. წიწილის ხორცი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, მასში შემავალი ცილა ხელს უწყობს ბავშვის ზრდა-განვითარებას, აუმჯობესებს ნერვული სისტემის მუშაობას.

  • მედლის ორი მხარე

წიწილის ხორცი მდიდარია მაგნიუმით, რკინით, ფოსფორითა და კალიუმით, ასევე - B ჯგუფის, A და E ვიტამინებით. შეიცავს კალციუმსაც. კალციუმი თავმოყრილია წიწილის ლულოვანი ძვლების ხრტილოვან დაბოლოებებში, რომლებიც რბილია და შეიძლება მათი დაღრღნა კბილებით და დაღეჭვა. თუ თქვენს შვილს უყვარს წიწილის ბარკლის ძვლის ღრღნა, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მის ორგანიზმს კალციუმი აკლია. ამიტომ მისი რაციონი ამ მიკროელემენტის შემცველი პროდუქტებით - რძითა და რძის ნაწარმით, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეულით, ბროკოლისა და ბრიუსელის კომბოსტოთი უნდა გავამდიდროთ.

წიწილის ხორცში არ არის ნახშირწყლები და ძალიან ცოტაა ცხიმი. კალორიების სიმცირის მიუხედავად, წიწილის ხორცი ბავშვის მზარდ ორგანიზმს საჭირო საკვები ნივთიერებებითა და ენერგიით უზრუნველყოფს.

როგორც ნებისმიერ სხვა საკვებს, წიწილის ხორცსაც აქვს ბავშვისთვის როგორც სასარგებლო, ისე არასასურველი თვისებები, რის გამოც ზოგჯერ საჭიროა რაციონიდან მისი ამოღება. ასეა უმთავრესად - ნივთიერებათა ცვლის დარღვევების, კერძოდ - ურიკოპათიების დროს, როცა სისხლსა და შარდში შარდმჟავა და მისი მარილები გროვდება. მისი მკურნალობისას მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული დიეტა. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს პურინების შემცველი ყოველგვარი პროდუქტი. ასეთია წიწილის ხორციც. ხარშვისას პურინები ხორციდან გამოდის და ბულიონში გადადის, ამიტომ ბავშვის რაციონიდან ბულიონს იღებენ, მოხარშული წიწილის ხორცი კი ნებადართულია, თუ დაავადება კლინიკურად სუსტად არის გამოხატული. წიწილის ხორცი პურინებთან ერთად ექსტრაქტულ ნივთიერებებსაც შეიცავს. ამის გამო 7-15 თვის პატარებს წიწილის ხორცი ზომიერად უნდა მივცეთ. წიწილის მოკლე ხნით ხარშვაც საკმარისია მისთვის პურინებისა და ექსტრაქტული ნივთიერებების მოსაშორებლად.

  • მხოლოდ საუკეთესო ხარისხის

ხორცი უდავოდ უმაღლესი ხარისხისა უნდა შევარჩიოთ. ასეთია ოჯახის ანუ სოფლის წიწილი. ხორცი კარგად უნდა დავამუშაოთ. კანი მოხარშვამდე გავაცალოთ, რადგან იგი შეიცავს არასასურველ ნივთიერებებს, ასევე - ცხიმს. ბავშვისთვის უმჯობესია ქათმის (ან წიწილის) მკერდი - თეთრი ხორცი, ფრთები და ღვიძლი. წიწილის ღვიძლი მდიდარია A და B ჯგუფის ვიტამინებით, რკინით, სხვა მინერალებითა და მიკროელემენტებით. იგი შეიცავს მზარდი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან ვიტამინ B9 - ფოლატს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მიკროელემენტ კობალტს, რომელიც აუცილებელია სისხლის წითელი უჯრედების - ერითროციტების წარმოქმნისთვის. წიწილის ღვიძლს ისეთი სტრუქტურა აქვს, რომ მის მოსამზადებლად არ არის საჭირო ხანგრძლივი თერმული დამუშავება. ეს მისი კიდევ ერთი ღირსებაა.

  • ბულიონი გაციების დროს

შეკითხვა ექიმს
<p>-ᲨეიᲫლება Თუ არა წლის და 8 Თვის ბავᲨვს დავალევინო ყოველ დᲦე იმუნიტეტის ასამაᲦლებლად Თაფლიანი და ლიმონიანი Თბილი წყალი? Თაფლი ნატურალური რაᲗქმაუნდა</p>

ცნობილია, რომ გამოცდილი ექიმები გაციებისა თუ ოპერაციის შემდგომ, გამოჯანმრთელების პერიოდში, პაციენტებს უნიშნავენ ქათმის ბულიონს. ბოლო წლებში ასეთმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ სამეცნიერო დასაბუთებაც პოვა. ცდებმა დაადასტურა, რომ ქათმის კონცენტრირებული (მაგარი) ბულიონი ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას, განსაკუთრებით - ხველის დროს.

ამასაც აქვს ახსნა: ახალმომზადებული ქათმის ბულიონი საგრძნობლად აუმჯობესებს ბრონქების გამავლობას, ხოლო ხორცის შემადგენლობაში არსებული ამინმჟავა ცისტეინი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ნახველის გათხიერებასა და ორგანიზმიდან გამოდევნას. სასუნთქ გზებს უხდება თბილი ბულიონი, შეკაზმული მწვანილებით (კამა) და ნივრით. უმჯობესია, დანაყილი ნიორი ღრმა თეფშზე ამოღებულ თბილ ბულიონს უშუალოდ ჭამის წინ დაუმატოთ. ნიორს ანტივირუსული და ბაქტერიციდული ეფექტი აქვს და გამოჯანმრთელებას აჩქარებს.

  • მოამზადეთ თქვენი ხელით

ასევე დაგაინტერესებთ
დასახელდა დიეტა, რომელიც სიბერეში გონების სიმახვილის შენარჩუნებას უწყობს ხელს
ქათმის ბულიონი საგრძნობლად აუმჯობესებს ბრონქების გამავლობას, ხელს უწყობს ნახველის გათხიერებასა და ორგანიზმიდან გამოდევნას

ბავშვთა საკვების მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ ლამაზ ქილებში მოთავსებული ქათმისა თუ ბოსტნეულის კონსერვები. თქვენი ნებაა, მზა, ქარხნული წესით მომზადებულს შეიძენთ თუ თქვენი ხელით მომზადებული კერძით გაუმასპიძლდებით პატარას. მათ, ვინც შინ მომზადებულ კერძებს ამჯობინებს, ვთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:

  • წიწილის ღვიძლის პიურე

(რეკომენდებულია 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის)

საჭიროა:

    • 90 გ ღვიძლი
    • 1 სადილის კოვზი რძის 15%-იანი ნაღები
    • 1 ჩაის კოვზი ხახვის წვენი
    • მარილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

გამდინარე წყალში კარგად გარეცხილ ღვიძლს დაასხით ცივი წყალი, აადუღეთ და 5 წუთი გააჩერეთ ქურაზე. წყალი გადაღვარეთ, ღვიძლი გახეხეთ, დაუმატეთ ხახვის წვენი, ნაღები, მარილი, აურიეთ ეს ყველაფერი ხის კოვზით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეგიძლიათ, ღვიძლის პიურე კარტოფილის პიურესთან ერთად მიართვათ პატარას.

  • წიწილის ხორცით დაჩურთული ვაშლი

საჭიროა:

    • 1 კგ მჟავე ვაშლი (ბროდსკის ჯიშის)
    • წიწილის მკერდის (თეთრი) ხორცი
    • 60 გ ნაღების კარაქი
    • საფანელი, გემოვნებით მარილი

მომზადების წესი:

ქათმის თეთრი ხორცი მოხარშეთ, ბულიონი გადაღვარეთ, ხორცი დაკეპეთ, შეაზავეთ მარილით, კამით. ვაშლები სათითაოდ გაჭერით ორად, ღრმად ამოუღეთ გული და ამოავსეთ საფანელში ამოვლებული დაკეპილი ხორცით. ზემოდან დაადეთ კარაქის ნაჭერი. დააწყვეთ ცხიმწასმულ ტაფაზე და შედგით ღუმელში მაღალ ცეცხლზე 5-7 წუთით. ეს ძალზე სასარგებლო კერძია. ხორცს ვაშლის პექტინთან ერთად ადვილად ითვისებს ორგანიზმი. რკინა, რომელსაც შეიცავს ხორცი და ვაშლი, კობალტსა და ვაშლის მჟავასთან ერთად ორგანიზმში ოპტიმალურად შეიწოვება. შეგიძლიათ, კერძი მორთოთ წითელი კენკრით, რაც სილამაზეს შემატებს და უფრო მისაღები იქნება პატარასთვის.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ქათმის ხორცი და ბულიონი დიეტური და სამკურნალო საკვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები