რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    ყაბზობას ასე ვშველი
    ყაბზობას ასე ვშველი
    ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
    სრულად

    ქათმის ბულიონი საგრძნობლად აუმჯობესებს ბრონქების გამავლობას, ხელს უწყობს ნახველის გათხიერებასა და ორგანიზმიდან გამოდევნას - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    ქათმის ბულიონი საგრძნობლად აუმჯობესებს ბრონქების გამავლობას, ხელს უწყობს ნახველის გათხიერებასა და ორგანიზმიდან გამოდევნას

    ცნობილია, რომ გამოცდილი ექიმები გაციებისა თუ ოპერაციის შემდგომ, გამოჯანმრთელების პერიოდში, პაციენტებს უნიშნავენ ქათმის ბულიონს. ბოლო წლებში ასეთმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ სამეცნიერო დასაბუთებაც პოვა. ცდებმა დაადასტურა, რომ ქათმის კონცენტრირებული (მაგარი) ბულიონი ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას, განსაკუთრებით - ხველის დროს.

    ამასაც აქვს ახსნა: ახალმომზადებული ქათმის ბულიონი საგრძნობლად აუმჯობესებს ბრონქების გამავლობას, ხოლო ხორცის შემადგენლობაში არსებული ამინმჟავა ცისტეინი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ნახველის გათხიერებასა და ორგანიზმიდან გამოდევნას.

    სასუნთქ გზებს უხდება თბილი ბულიონი, შეკაზმული მწვანილებით (კამა) და ნივრით. უმჯობესია, დანაყილი ნიორი ღრმა თეფშზე ამოღებულ თბილ ბულიონს უშუალოდ ჭამის წინ დაუმატოთ. ნიორს ანტივირუსული და ბაქტერიციდული ეფექტი აქვს და გამოჯანმრთელებას აჩქარებს.

    წიწილის ხორცი

    ის მდიდარია მაგნიუმით, რკინით, ფოსფორითა და კალიუმით, ასევე - B ჯგუფის, A და E ვიტამინებით. შეიცავს კალციუმსაც. კალციუმი თავმოყრილია წიწილის ლულოვანი ძვლების ხრტილოვან დაბოლოებებში, რომლებიც რბილია და შეიძლება მათი დაღრღნა კბილებით და დაღეჭვა. თუ თქვენს შვილს უყვარს წიწილის ბარკლის ძვლის ღრღნა, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მის ორგანიზმს კალციუმი აკლია. ამიტომ მისი რაციონი ამ მიკროელემენტის შემცველი პროდუქტებით - რძითა და რძის ნაწარმით, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეულით, ბროკოლისა და ბრიუსელის კომბოსტოთი უნდა გავამდიდროთ.

    წიწილის ხორცში არ არის ნახშირწყლები და ძალიან ცოტაა ცხიმი. კალორიების სიმცირის მიუხედავად, წიწილის ხორცი ბავშვის მზარდ ორგანიზმს საჭირო საკვები ნივთიერებებითა და ენერგიით უზრუნველყოფს. როგორც ნებისმიერ სხვა საკვებს, წიწილის ხორცსაც აქვს ბავშვისთვის როგორც სასარგებლო, ისე არასასურველი თვისებები, რის გამოც ზოგჯერ საჭიროა რაციონიდან მისი ამოღება. ასეა უმთავრესად - ნივთიერებათა ცვლის დარღვევების, კერძოდ - ურიკოპათიების დროს, როცა სისხლსა და შარდში შარდმჟავა და მისი მარილები გროვდება. მისი მკურნალობისას მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული დიეტა.

    რაციონიდან უნდა გამოირიცხოს პურინების შემცველი ყოველგვარი პროდუქტი. ასეთია წიწილის ხორციც. ხარშვისას პურინები ხორციდან გამოდის და ბულიონში გადადის, ამიტომ ბავშვის რაციონიდან ბულიონს იღებენ, მოხარშული წიწილის ხორცი კი ნებადართულია, თუ დაავადება კლინიკურად სუსტად არის გამოხატული.

    წიწილის ხორცი პურინებთან ერთად ექსტრაქტულ ნივთიერებებსაც შეიცავს. ამის გამო 7-15 თვის პატარებს წიწილის ხორცი ზომიერად უნდა მივცეთ. წიწილის მოკლე ხნით ხარშვაც საკმარისია მისთვის პურინებისა და ექსტრაქტული ნივთიერებების მოსაშორებლად.