არამც და არამც არ გირჩევთ ბავშვისთვის უმი კვერცხის მიცემას! - კვერცხი პატარას მენიუში

რატომ არ შეიძლება მისი მიცემა უფრო ადრე, თუნდაც 6 თვიდან?
- სამეცნიერო კვლევებმა და პედიატრების გამოცდილებამ აჩვენა, რომ კვერცხის გულის რაციონში ნაადრევად შეტანა ალერგიულ რეაქციებს იწვევს. კვერცხში ისედაც უხვადაა ალერგენები. ბოლო ხანს ამას დაემატა მისი ბიოქიმიური შემადგენლობის ცვლილებები, რაც იმის ბრალია, რომ დაავადებათა პროფილაქტიკისთვის და კვერცხის დების გასაზრდელად ქათმის საკვებს მედიკამენტებსა და სხვა ფარმაცევტულ პრეპარატებს ამატებენ.
რისკის შესამცირებლად უმჯობესია გამოვიყენოთ მწყრის კვერცხი, რომელიც იშვიათად იწვევს ალერგიულ რეაქციებს. კვერცხის მაგრად მოხარშვა კი უფრო მეტად ამცირებს ალერგიის განვითარების შესაძლებლობას. ამრიგად, ბავშვს თავდაპირველად ვაძლევთ მაგრად მოხარშული კვერცხის გულს, მცირე ულუფას, კოვზზე გასრესილს დედის რძესთან ერთად. თანდათან ულუფას ვზრდით მეოთხედამდე, რვა-ათი დღის შემდეგ - ნახევრამდე. წლამდე დღეში ნახევარი კვერცხის გული საკმარისია.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ეს რაოდენობა გათვლილია ქათმის კვერცხზე, მწყრისა კი დღეში ერთი ცალია საჭირო. კარგად გასრესილი კვერცხის გული შეგიძლიათ დაამატოთ ბოსტნულის პიურესა და სუპს, ბურღულის ფაფაში გარევას კი არ გირჩევთ - ცილოვანი პროდუქტები ბოსტნეულს უკეთესად ეთავსება. ერთი წლიდან შეგიძლიათ მისცეთ მთლიანი კვერცხი - ცილიან-გულიანად, ოღონდ კარგად მოხარშული.
როგორ შევარჩიოთ კვერცხი?
- სოფლის, ახალდადებული კვერცხი, რა თქმა უნდა, უკონკურენტოა. მაღაზიაში შეძენისას ყურადღებით დააკვირდით ნაჭუჭზე არსებულ მარკირებას. სასურველია, კვერცხი არ იყოს 7 დღეზე მეტის, 25 დღისა კი უკვე საშიშია. საქმე ის არის, რომ ხანგრძლივი შენახვისას ცხიმები და ცილები ნაწილობრივ იცვლის სტრუქტურას, იშლება ნივთიერებებად, რომლებიც ბავშვის ღვიძლისთვის არცთუ უვნებელია.
ბევრისგან გაიგონებთ, რომ ახალდადებული სოფლის კვერცხი უმი უფრო სასარგებლოა, ვიდრე მოხარშული, ვინაიდან ხარშვისას მასში არსებული ვიტამინები იშლება. არამც და არამც არ გირჩევთ ბავშვისთვის უმი კვერცხის მიცემას! არა მხოლოდ სალმონელოზისა და სხვა ინფექციების საფრთხის გამო, არამედ იმიტომაც, რომ უმი ცილის გადამუშავება ორგანიზმს უჭირს.
გარდა ამისა, უმი ცილა შეიცავს ნივთიერება ავილინს, რომელიც უკავშირდება და ორგანიზმიდან გამოდევნის მნიშვნელოვან ვიტამინებს, მათ შორის - ბიოტინს, რომლის ნაკლებობა მადის დაქვეითებას იწვევს.
საბედნიეროდ, ხანმოკლე თერმული დამუშავებაც კი ავილინის არასასურველ თვისებებს ანეიტრალებს. ასევე საშიშია თოხლო კვერცხი, თვით მწყრისაც კი, და გოგლი-მოგლი. ბავშვს მოხარშული კვერცხი რომ არ მობეზრდეს, შეიძლება, დროდადრო ორთქლზე ომლეტი მოვუმზადოთ.