/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის ფსიქოლოგია

რატომ აღარ ვლაპარაკობთ?

რატომ აღარ ვლაპარაკობთ?
უკანასკნელ წლებში კატასტროფულად იმატა იმ ბავშვების რიცხვმა, რომლებსაც ლაპარაკი არ სურთ. რა ხდება? ჩვენ სულ უფრო ხშირად ვსვამთ ამ კითხვას, პასუხს სხვადასხვა წყაროში ვეძებთ, მაგრამ იშვიათად ვპოულობთ. რატომ არ ლაპარაკობენ ბავშვები, ამაზე მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრ “ლოგომედის” ექიმი ეკა ჭავჭავაძე გვესაუბრება.

- მეტყველების დარღვევები პრობლემათა საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს. მრავალი მათგანი ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მომტანი არ არის, ამიტომ საზოგადოება მეტყველების კორექციას ყოველთვის ზერელედ ეკიდებოდა. დღეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა, გაჩნდა და გახშირდა პათოლოგიები, რომლებიც სწორედ უმეტყველობით ან მეტყველების სხვა ტიპის დარღვევით ვლინდება. მათ რიცხვს ეკუთვნის აუტიზმი და აუტისტური სპექტრი, მუტიზმი, თავის ტვინის ორგანული დაზიანებანი, კისტოზური წარმონაქმნები. მეტყველების დარღვევა მათი პირველი კლინიკური ნიშანია.

- ამიტომ ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, როგორ იწყება მეტყველება, რა არის ნორმა და რას უნდა მიაქციოს ყურადღება, უპირველეს ყოვლისა.

- მეტყველების განვითარება იწყება პირველივე თვეებიდან, რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს და 6 წლისთვის სრულდება. პირველი ეტაპი 3 თვემდეა. მეტყველების ჩანასახოვან ელემენტად შეიძლება მივიჩნიოთ ბავშვის წამოყვირებაც კი. ამ ეტაპზე პატარა ერთგვარ ექსპერიმენტებს ატარებს ხმოვნებთან, თავდაპირველად სპონტანურად წამოიძახებს, შემდეგ წელავს, უსმენს საკუთარ ბგერებს და იწყებს მათ დაწყვილებას. 3-დან 6 თვემდე ხმოვნების მონაცვლეობის პერიოდია. თუ ადრე მხოლოდ ერთ ხმოვანს ამბობდა, შემდეგ აწყვილებს მათ და ამავე პერიოდის დასასრულს უკვე ჩნდება პირველი ორგანიზებული მარცვლებიც: მამა, დედე, ბუბუ, ბებე და ა.შ. დაახლოებით 7-8 თვისთვის ბავშვი უკვე ყურს უგდებს უფროსების საუბარს და იწყებს სიტყვების გარჩევა-დიფერენცირებას. პირველ სიტყვებს გოგონები 9-10 თვის ასაკში წარმოთქვამენ, ვაჟები - 11-12 თვის ასაკში. წლინახევრიდან იწყება ლექსიკური მარაგის აქტიური გამდიდრება. ორი წლის პატარა უკვე უნდა ამბობდეს და არჩევდეს 100-150-მდე სიტყვას, 3 წლისას კი 200-ზე მეტი სიტყვის მნიშვნელობა ესმოდეს. თუმცა დღეს საკმაოდ ძნელია ისეთი ბავშვის პოვნა, რომელიც ორი წლის ასაკში 150-მდე სიტყვას ამბობს. მეტყველების ფუნქციის განვითარების შეფერხება უკვე გლობალურ პრობლემად იქცა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- უმეტესად რა იწვევს მეტყველების განვითარების შეფერხებას?

- ამას უამრავი მიზეზი აქვს. ბავშვი სწორად რომ ამეტყველდეს, მას თავად უნდა ესმოდეს სხვათა სწორი და გამართული მეტყველება, მიღებულმა ინფორმაციამ მასში გარემოს შეცნობისკენ დაუძლეველი სწრაფვა უნდა აღძრას. მხოლოდ ამის შემდეგ უჩნდება ადამიანს სხვა ადამიანებთან, ცოცხალ ბუნებასთან სიტყვის მეშვეობით კომუნიკაციის სურვილი. მშობელთა მოუცლელობა, ძიძების ინსტიტუტის ფართოდ დანერგვა, ტექნოგენიზაცია, ვიზუალური ეფექტების სიჭარბე - აი ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც საგრძნობლად ამუხრუჭებს ამეტყველების ფიზიოლოგიურ პროცესს. ყოველივე ეს ბავშვს ვირტუალურ სამყაროში გადაბარგების და იქ დამკვიდრების სურვილს აღუძრავს, შესაბამისად, ავიწროებს მისი ინტერესების სფეროს და ის ამ სამყაროს დატოვებაზე არც კი ფიქრობს. ვერბალური კომუნიკაციის დეფიციტი უფროსებთანაც საგრძნობია - დღეს ადამიანი კლავიატურამ შეცვალა.

კომენტარები (7)
პედაგოგი
ძალიზე სასარგებლო რჩევებია და მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. ესაუბრეთ თქვენს შვილებს, მოუყევით მარტივსიუჟეტიანი ზღაპრები, წაუკითხეთ წიგნები, დააკვირვეთ ფერად ილუსტრაციებზე, არ მისცეთ ტელეფონი, ნაკლებად აყურებინეთ ტელევიზორი... რაც მთავარია, ეცადეთ, მოაქციოთ პირველი 3 წელი მაინც ერთენოვან გარემოში. რაც შეეხება იმას, ვინ რამდენ სიტყვას ამბობს 2-3 წლის ასაკში, ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია, ბავშვი გააზრებულად ამბობდეს ამ სიტყვებს და შემოდიოდეს კონტაქტში. ლექსიკის გამდიდრებაზე კი თქვენ უნდა იზრუნოთ.
თარიღი : 28-11-2020
koba
ჩემი გოგო 2 წლის და 3თვისაა და არ საუბრობს ესმის რამოდენიმე სიტყვა ტელევიზორის ყურების მეტი არაფერი უნდა რომ არ ჩაურტავ ტირის და ნერვიულობს ვის მივმარტო დამეხმარეტ რა
თარიღი : 17-01-2016
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ყურადღების დეფიციტი და ფსიქოლოგიური მიზეზები
ყურადღების დეფიციტი და ფსიქოლოგიური მიზეზები
ყურადღების დეფიციტი დღეისათვის განსაკუთრებით აქტუალური და გავრცელებული პრობლემაა.
სრულად
ბავშვები და მათი შიშები
ბავშვები და მათი შიშები
ბავშვობა მნიშვნელოვანი პერიოდია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. ბავშვის ყოველი კონკრეტული გამოცდილება შემდგომში გავლენას ახდენს მის ქცევასა და სხვადასხვა შემთხვევაზე რეაგირებაზე.
სრულად
მეცნიერებმა და-ძმებს შორის ჩხუბის პარადოქსული მიზეზი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა და-ძმებს შორის ჩხუბის პარადოქსული მიზეზი აღმოაჩინეს
ამერიკელმა ფსიქოლოგებმა არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეისწავლეს ჩხუბის მიზეზები, რომლებიც ხშირად ხდება და-ძმებს შორის.
სრულად
5 სტრატეგია ზრდასრულ ბავშვებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად
5 სტრატეგია ზრდასრულ ბავშვებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად
ბავშვების ზრდასთან ერთად იზრდება მანძილი მათსა და მშობლებს შორის - ეს ნორმალურია და სწორიც კი.
სრულად
ბავშვი და საჩუქარი
ბავშვი და საჩუქარი
ვასწავლოთ მისი შერჩევა და ჩუქება
სრულად
მარტოობის ძირითადი მიზეზი არის მაღალი სტანდარტები და დაბალი თვითშეფასება
მარტოობის ძირითადი მიზეზი არის მაღალი სტანდარტები და დაბალი თვითშეფასება
გთავაზობთ ჟურნალი Psychology Today-ს სტატიას:
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რატომ აღარ ვლაპარაკობთ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ აღარ ვლაპარაკობთ?

- მეტყველების დარღვევები პრობლემათა საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს. მრავალი მათგანი ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მომტანი არ არის, ამიტომ საზოგადოება მეტყველების კორექციას ყოველთვის ზერელედ ეკიდებოდა. დღეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა, გაჩნდა და გახშირდა პათოლოგიები, რომლებიც სწორედ უმეტყველობით ან მეტყველების სხვა ტიპის დარღვევით ვლინდება. მათ რიცხვს ეკუთვნის აუტიზმი და აუტისტური სპექტრი, მუტიზმი, თავის ტვინის ორგანული დაზიანებანი, კისტოზური წარმონაქმნები. მეტყველების დარღვევა მათი პირველი კლინიკური ნიშანია.

- ამიტომ ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, როგორ იწყება მეტყველება, რა არის ნორმა და რას უნდა მიაქციოს ყურადღება, უპირველეს ყოვლისა.

- მეტყველების განვითარება იწყება პირველივე თვეებიდან, რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს და 6 წლისთვის სრულდება. პირველი ეტაპი 3 თვემდეა. მეტყველების ჩანასახოვან ელემენტად შეიძლება მივიჩნიოთ ბავშვის წამოყვირებაც კი. ამ ეტაპზე პატარა ერთგვარ ექსპერიმენტებს ატარებს ხმოვნებთან, თავდაპირველად სპონტანურად წამოიძახებს, შემდეგ წელავს, უსმენს საკუთარ ბგერებს და იწყებს მათ დაწყვილებას. 3-დან 6 თვემდე ხმოვნების მონაცვლეობის პერიოდია. თუ ადრე მხოლოდ ერთ ხმოვანს ამბობდა, შემდეგ აწყვილებს მათ და ამავე პერიოდის დასასრულს უკვე ჩნდება პირველი ორგანიზებული მარცვლებიც: მამა, დედე, ბუბუ, ბებე და ა.შ. დაახლოებით 7-8 თვისთვის ბავშვი უკვე ყურს უგდებს უფროსების საუბარს და იწყებს სიტყვების გარჩევა-დიფერენცირებას. პირველ სიტყვებს გოგონები 9-10 თვის ასაკში წარმოთქვამენ, ვაჟები - 11-12 თვის ასაკში. წლინახევრიდან იწყება ლექსიკური მარაგის აქტიური გამდიდრება. ორი წლის პატარა უკვე უნდა ამბობდეს და არჩევდეს 100-150-მდე სიტყვას, 3 წლისას კი 200-ზე მეტი სიტყვის მნიშვნელობა ესმოდეს. თუმცა დღეს საკმაოდ ძნელია ისეთი ბავშვის პოვნა, რომელიც ორი წლის ასაკში 150-მდე სიტყვას ამბობს. მეტყველების ფუნქციის განვითარების შეფერხება უკვე გლობალურ პრობლემად იქცა.

- უმეტესად რა იწვევს მეტყველების განვითარების შეფერხებას?

- ამას უამრავი მიზეზი აქვს. ბავშვი სწორად რომ ამეტყველდეს, მას თავად უნდა ესმოდეს სხვათა სწორი და გამართული მეტყველება, მიღებულმა ინფორმაციამ მასში გარემოს შეცნობისკენ დაუძლეველი სწრაფვა უნდა აღძრას. მხოლოდ ამის შემდეგ უჩნდება ადამიანს სხვა ადამიანებთან, ცოცხალ ბუნებასთან სიტყვის მეშვეობით კომუნიკაციის სურვილი. მშობელთა მოუცლელობა, ძიძების ინსტიტუტის ფართოდ დანერგვა, ტექნოგენიზაცია, ვიზუალური ეფექტების სიჭარბე - აი ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც საგრძნობლად ამუხრუჭებს ამეტყველების ფიზიოლოგიურ პროცესს. ყოველივე ეს ბავშვს ვირტუალურ სამყაროში გადაბარგების და იქ დამკვიდრების სურვილს აღუძრავს, შესაბამისად, ავიწროებს მისი ინტერესების სფეროს და ის ამ სამყაროს დატოვებაზე არც კი ფიქრობს. ვერბალური კომუნიკაციის დეფიციტი უფროსებთანაც საგრძნობია - დღეს ადამიანი კლავიატურამ შეცვალა.


- ვიზუალური ეფექტების სიჭარბე ახსენეთ. რას გულისხმობთ?

- კომპიუტერულ თამაშებს, ანიმაციურ ფილმებს, რომლებსაც ბევრ დროს უთმობენ ჩვენი პატარები. ცნობილია მულტიპლიკაციური ეპილეფსიის ფორმა, რომელიც ბავშვებთან ნახატი ფილმების უზომო ყურებისას ვითარდება. განსაკუთრებით საზიანოა, როცა პატარები რამდენიმე ენაზე გახმოვანებულ ფილმებს მეტყველების აქტიური განვითარების პერიოდში - 2-4 წლის ასაკში უყურებენ. მშობლებს თავდაპირველად ძალიან მოსწონთ და ეამაყებათ კიდეც, როცა მათი პატარა საუბრისას უცხოურ სიტყვებს იყენებს, მაგრამ რამდენიმე ხანში რწმუნდებიან, რომ იგი ვერც ერთ ენაზე ვერ ლაპარაკობს სრულფასოვნად, გარდა ამისა, დარღვეული აქვს ენის გრამატიკული შენება, ვერ ახერხებს პირისა და რიცხვის შეთანხმებას, დროების შერჩევას და ა.შ. ეს არ არის ბილინგვიზმი, როგორც ბევრს ჰგონია. ბილინგვები თავისუფლად მეტყველებენ ორივე ენაზე. მე კი ვგულისხმობ ბავშვებს, რომლებიც უსასრულოდ იმეორებენ უცხო ენაზე 2-3-სიტყვიან ფრაზებს, თუმცა მათი მნიშვნელობა არ ესმით. ამის გამო ისინი სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან თანატოლებთან ურთიერთობის დროსაც - მათი არ ესმით, გაურბიან მათთან თამაშს, რაც სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემების სათავედ იქცევა. მინდა შეგახსენოთ, რასაც ჯერ კიდევ იაკობ გოგებაშვილი გვირჩევდა: 5 წლამდე ბავშვს მხოლოდ ერთი ენა უნდა ესმოდეს. მხოლოდ ამის შემდეგ არის გამართლებული მეორე და მესამე ენის შესწავლა.

- რას ურჩევდით მშობლებს, რომელთა შვილებიც ენის ამოდგმას აგვიანებენ?

- როდესაც ამეტყველება გვიანდება, ბავშვი უნდა აჩვენოთ ნეიროფსიქოლოგს ან ფსიქიატრს. აუცილებელია იმის გარკვევა, რითია გამოწვეული უმეტყველობა. დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ კი დაიწყება მეტყველების თერაპია. რა გენეტიკური მიზეზებიც არ უნდა იყოს ოჯახში, სამ წლამდე ლოდინი დამღუპველია. ორი წლის ასაკში პრობლემის მიზეზი უკვე უნდა გაირკვეს. ბავშვებს მეტხანს უნდა ვესაუბროთ. თუ უმეტყველობა პროვოცირებულია ვიზუალური ეფექტების სიჭარბით, ეს ფაქტორი უნდა აღმოიფხვრას. აქტიურ ამეტყველებამდე ბავშვს უნდა ესმოდეს მხოლოდ ერთი ენა. მას უნდა გავუხმოვანოთ ყველა ქმედება, დილის ტუალეტით დაწყებული, ძილის პროცესით დამთავრებული. ვიზუალური ეფექტები ვერბალური, ანუ სიტყვისმიერი ეფექტებით უნდა ჩავუნაცვლოთ, მოვუყვეთ ძილის წინ ზღაპრებს, რაც დღეს იშვიათობაა. თუ არ გსურთ მწარე რეალობასთან შეგუება, ჩვილობიდანვე უნდა შეაჩვიოთ პატარა მშობლიურ ენას, თბილ, სიყვარულით, მზრუნველობით აღსავსე ფრაზებს. გარემო მისი ინტერესების მიხედვით უნდა გაახმოვანოთ, მოაწონოთ და შეაყვაროთ რეალობა.