/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის ფსიქოლოგია

რატომ ტირიან პატარები საღამოობით

რატომ ტირიან პატარები საღამოობით
ღამის შიში და კოშმარები, უეცარი გაღვიძება, მოუსვენარი ძილი - ეს ყველაფერი ბავშვის შინაგანი შფოთვის ასახვაა და გარკვეულწილად პატარას პიროვნულ თვისებებსაც ცვლის.

ღამის კოშმარები შეიძლება 2 წლის ასაკიდან დაიწყოს, თუმცა არ არის გამორიცხული უფრო გვიანი დებიუტიც - 2-დან 7 წლამდე პერიოდში. თუმცა ამ ასაკში უფრო ტიპობრივია ღამის შიში ან სომნამბულიზმი. ყველა ეს გამოვლინება, განურჩევლად მათი ხშირი გამეორებისა, არ არის საშიში და მშობლებში პანიკას არ უნდა იწვევდეს. ბავშვი, რომელსაც ღამით კოშმარები არ ესიზმრება ან ცუდი სიზმრის გამო არ ატირდება, უიშვიათესი გამონაკლისია და არა ნორმა. ხშირად პატარები დილით ვერც კი იხსენებენ, რა მოხდა ღამით. ზოგჯერ პატარები ძილში ლაპარაკობენ ან რაღაც გაუგებარ ბგერებს წარმოთქვამენ, წამოჯდებიან საწოლში ან უეცრად წამოხტებიან ხოლმე, მაგრამ ამ დროს სულაც არ იღვიძებენ.

საკმარისია პატარას მივუახლოვდეთ, მას თავზე ხელი გადავუსვათ, წყნარად დაველაპარაკოთ, რათა ციცქნა არსება მალე დაწყნარდეს და მშვიდი ძილი განაგრძოს. არის შემთხვევები, როცა პატარებს დილით ახსოვთ ღამით განცდილი შიში და ნანახი სიზმარი, მაგრამ, რასაკვირველია, ეს ყველაფერი დღისით აღარ არის ისეთი საშიში. ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ კოშმარის ან ღამის შიშის შემდეგ დილით არ იქნება ურიგო, პატარას დაველაპარაკოთ განცდილის შესახებ, ვკითხოთ, რამ შეაშინა ღამით. შესაძლოა ასეთი საუბარი დაგეხმაროთ ბავშვის დამშვიდებასა და კოშმარების მიზეზების აღმოჩენაში.

ღამის შიში საკმაოდ დრამატულად ვლინდება და როცა ის ხშირია, არ იქნება ურიგო, თუ ექიმსაც აღვუწერთ მათ სურათს. ღამის შიშის შეტევამ შეიძლება მშობლები ძალიან შეაშინოს, რადგანაც სურათი რაღაცით შეიძლება გულყრასაც კი მოგვაგონებდეს. მართლაც, ბავშვი ყვირის, ტირის, ხელ-ფეხს იქნევს, ვერ თავისუფლდება შიშისაგან თუ ჰალუცინაციისაგან. ყველაფერი, რასაც პატარა გაღვიძებიდან რამდენიმე წამის განმავლობაში შეამჩნევს, დამშვიდების ნაცვლად შეიძლება შიშის გაძლიერების მიზეზი იყოს. მართლაც, ის ხედავს ჩრდილს ფარდაზე, საკიდს, კარადას და ასე შემდეგ. ამ დროს ბავშვი დედას ჩაეხუტება, მაგრამ მამა ან უფროსი ძმა შეიძლება შიშის გაძლიერების მიზეზი გახდეს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვი ოფლიანია, ხშირად სუნთქავს, გული გამალებით სცემს. ეს ყველაფერი რეალურად 3 თუ 4 წუთის განმავლობაში გრძელდება, შემდეგ კი პატარა ივიწყებს განცდილის შესახებ, ოთახის გარემო და ადამიანები მას უკვე ამშვიდებს და მშვიდი ძილიც გრძელდება, კოშმარის შეტევა დასრულებულია. თუმცა, აღწერილი სურათი შეიძლება კვლავ გამოვლინდეს, მონაცვლეობდეს მშვიდი და მშფოთვარე ღამეები, გამოღვიძებები ძილის დროს, როცა პატარას აუხსნელი შიში და მოუსვენრობა ეუფლება, მას ჰგონია, რომ ოთახში რაღაც ძალიან საშიში ხდება და სულაც არ იცის, სად არის თავად.

ღამის შიშები უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს. ოდესღაც ექიმები იმასაც კი ფიქრობდნენ, რომ ღამის შიშები ეპილეფსიის შეტევების წინამორბედი ან მათი გამოვლინებაა, მაგრამ უკვე კარგა ხანია ცნობილია, რომ ეს არ არის მართალი, უბრალოდ პატარას შიშის მწვავე შეტევა აქვს. იმ შემთხვევაში, როცა შეტევები მეორდება და ისინი ძალიან ძლიერია, არ წყდება 6-7 წლის შემდეგაც და აუხსნელი შიშის შეტევების ეპიზოდები დღისითაც აღინიშნება, აუცილებელია ვიზიტი სპეციალისტთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ბავშვი იცვლება, იკეტება საკუთარ თავში, მოუსვენარია. ასეთ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტებიც, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია შევეცადოთ ფსიქოლოგების დახმარებით დავადგინოთ შიშის მიზეზი, ვესაუბროთ პატარას, გავიგოთ, რა იწვევს მისი ფსიქიკის ტრავმირებას ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვიპოვოთ ბავშვის დახმარების გზები.

რატომ ტირიან პატარები საღამოობით

ცნობილია, რომ ჩვილი ბავშვების დიდი ნაწილი მთელი დღის განმავლობაში წყნარად ყოფნის შემდეგ სადღაც საღამოს ექვსი საათისათვის ან ცოტათი გვიან ჭირვეულობას იწყებს. ეს დაახლოებით 3 კვირის ასაკისათვის იწყება და 3 თვემდე გრძელდება. ზოგიერთი პატარა სულაც არ ტირის დიდი ხნის განმავლობაში, ტირილი არც ძალიან ხმამაღალია და არც განსაკუთრებით ძლიერი. ასეთ შემთხვევაში დედას პატარა ხელში აჰყავს, არწევს მას და 10-15 წუთში ყველაფერი წყნარდება. თუმცა არიან პატარებიც, რომელთაც ნამდვილი ტირილის "შეტევა" ეწყებათ. მათი დაწყნარება შეუძლებელია ნახევარი საათის თუ მეტი დროის განმავლობაში.

ასევე დაგაინტერესებთ
როგორ დავარწმუნოთ ბავშვი, რომ აუცილებელია კბილების გახეხვა, საკუთარი სათამაშოების დალაგება თუ ჭიქის გარეცხვა?
რა გავლენა აქვს ომიანობის პერიოდს ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და რა მნიშვნელობა აქვს ამ დროს სათამაშოებს

თავდაპირველად ის ფაქტი, რომ პატარა, რომელიც ჩვეულებრივ წყნარი და მხიარულია მთელი დღის განმავლობაში, ზოგჯერ ჭირვეულობს, სულაც არ იწვევს მღელვარებას. ეს სავსებით ნორმალურად მიგვაჩნია, რადგანაც კარგად ვიცით - შეუძლებელია ბავშვი ისე გაიზარდოს, რომ არ იტიროს. თუმცა, როცა დროთა განმავლობაში ტირილი მუდმივ ხასიათს იღებს, ჩვენც მოსვენებას ვკარგავთ. სავარაუდოა, რომ დღის გარკვეულ მონაკვეთში ყველა ბავშვი ტირის და იშვიათია პატარა, რომელიც ამ წესიდან გადახრას წარმოადგენს. მაინც რა არის ტირილის მიზეზი? შესაძლოა ის დაკავშირებულია უკონტროლო მზარდ შიშთან, რაც სიბნელის დადგომასთან ერთად მოდის. რასაკვირველია, ეს არ არის ზუსტი ახსნა და ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ ადრე თუ გვიან ვინმე ახსნის პატარას უცნაური ჭირვეულობის ზუსტ ბიოლოგიურ მიზეზს, გაარკვევს, თუ რა განაპირობებს იმ მექანიზმის ამუშავებს, რაც პატარას ხმამაღალი ტირილის მიზეზია.

უხშირესად ასეთი ტირილი იმ ფაქტს მიეწერება, რომ პატარას საღამოობით მუცელი სტკივა. რიგ შემთხევებში მართლაც ასეა, მაგრამ მართლაც გაუგებარია, რატომ სტკივა მუცელი პატარას მაინცდამაინც საღამოობით, როცა დღის განმავლობაში ის თავს სავსებით კარგად გრძნობს. თუ პატარა, რომელიც ჩვეულებრივ წყნარი და მხიარულია, საღამოობით რეგულარულად და ხანგრძლივად ტირის, ნუ ინერვიულებთ ამის გამო. როცა პატარას ტანსაცმელს შეამოწმებთ და დარწმუნდებით, რომ ის არ არის სველი, ბავშვს არ აწუხებს ჰაერი, რომელიც ვერ ამოიტყორცნა, არც პამპერსია ძალიან მჭიდროდ შეკრული და პატარაც მშიერი არ არის, აიყვანეთ ბავშვი ხელში, მოეფერეთ მას, არწიეთ, მიეცით წყალი. ნუ ინაღვლებთ, 3-4 თვის ასაკისათვის საღამოობით ტირილის ჩვევა აუცილებლად გაქრება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ყურადღების დეფიციტი და ფსიქოლოგიური მიზეზები

ყურადღების დეფიციტი დღეისათვის განსაკუთრებით აქტუალური და გავრცელებული პრობლემაა.
სრულად
ბავშვები და მათი შიშები
ბავშვები და მათი შიშები
ბავშვობა მნიშვნელოვანი პერიოდია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. ბავშვის ყოველი კონკრეტული გამოცდილება შემდგომში გავლენას ახდენს მის ქცევასა და სხვადასხვა შემთხვევაზე რეაგირებაზე.
სრულად
მეცნიერებმა და-ძმებს შორის ჩხუბის პარადოქსული მიზეზი აღმოაჩინეს

ამერიკელმა ფსიქოლოგებმა არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეისწავლეს ჩხუბის მიზეზები, რომლებიც ხშირად ხდება და-ძმებს შორის.
სრულად
5 სტრატეგია ზრდასრულ ბავშვებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად

ბავშვების ზრდასთან ერთად იზრდება მანძილი მათსა და მშობლებს შორის - ეს ნორმალურია და სწორიც კი.
სრულად
ბავშვი და საჩუქარი
ბავშვი და საჩუქარი
ვასწავლოთ მისი შერჩევა და ჩუქება
სრულად
მარტოობის ძირითადი მიზეზი არის მაღალი სტანდარტები და დაბალი თვითშეფასება

გთავაზობთ ჟურნალი Psychology Today-ს სტატიას:
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : რჩევები

-რამდენიმე დღეა მარკვენა ფეზე ქუსლი მოხირს მერე ხან თითებშიც ინაცვლებს და მთლიანი ფეხი მეჭიმება თითქოს უნდა დაბიჟდესო თიმცა არ ბიჟდება. პარალელირად იმავე ფეხზე ზემოდან არც წელია არც დინდული რავიცი სადღაც ამ ადგილებში კუკიზნაკის ადგილას თუ რავიცი რა კიდევ დუნდულის გვერდზე გარეთა მხარეს ბარძაყიდ დასაწყისში დუნდულის ქვეშ გამოდის მგონი ნთლიან ზოლზე ჩადის მერე მუხლამდე ულანა მხრიდან დაღლის თუნდაჭომვის შეგრძენაა და ქუსლინმიხირს მაწიხებს თერფი მერე და მეშენია რატო მაქბს ასე?სულ სახლში ვარ სიარული არმკწევს.ღამითაც ორკერ მქონდა არდამაძონა ვერ ვათავსებდი ფეხს ვერსად. ვწრ ვასვენებდი

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რატომ ტირიან პატარები საღამოობით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები