/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის ფსიქოლოგია

დაუკვირდი, რას ამბობ!

დაუკვირდი, რას ამბობ!
ბავშვის მისამართით ნათქვამი საწყენი სიტყვა ან უხეში შენიშვნა შესაძლოა ძალიან ცუდად აისახოს მის ხასიათზე და მომავალზეც კი, გამოუსწორებელი კვალი დააჩნიოს მის მომავალ ცხოვრებას,

ამიტომ უფროსებმა ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ მეტყველებას, იმას, რას და როგორ ამბობენ ბავშვის გასაგონად. გულზე მოხვედრილი მწარე სიტყვა ტყვიაზე უარესია. ფსიქოლოგები დაბეჯითებით გვირჩევენ, დანაშაულის შემთხვევაში ბავშვი ცუდი საქციელის გამო გავკიცხოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვუთხრათ, რომ თვითონ არის ცუდი. ჩვენ კი ხშირად წამოვისვრით: "რა ბინძური ხარ!" "რატომ ხარ ასეთი მოუქნელი?" "ღმერთო ჩემო, რა უტვინო ხარ!" "ნამდვილი სასჯელი ხარ!" ასეთი ფრაზა შეიძლება წამოსცდეს ნებისმიერ ადამიანს: დედას, ბებიას, საბავშვო ბაღის აღმზრდელს, ძიძას, მასწავლებელს... ბავშვს სჯერა - უფროსი ყოველთვის მართალია. მას ხომ სწორედ ამ აზრს უნერგავენ, ასე ასწავლიან. ჰოდა, როდესაც ზემომოყვანილ "შეფასებებს" მოისმენს, პატარა ონავარი იწყებს ფიქრს, რომ უნიჭო და უთავბოლოა, რომ მშობლებს არ უყვართ. ზოგჯერ შესატყვისადაც იქცევა - ხომ უნდა გაამართლოს "მეტსახელი"...

ამ მოვლენას აქვს შორეული შედეგები: ბავშვობაში ნაკარნახევი განწყობით თქვენ (და სხვა უფროსები, ვისი აზრიც ბავშვისთვის მნიშვნელოვანია) უნებლიეთ აპროგრამებთ ქცევის მოდელს, რომელსაც ის მთელი სიცოცხლე გაიმეორებს.

  • "ჩემი შვილი, რა თქმა უნდა, კალმით ნახატი არ არის, სამაგიეროდ, ჭკვიანი და გამგონეა", - ეუბნება დედა მეზობლის ქალს სწორედ იმ დროს, როდესაც მისი ხუთი წლის გოგონა იქვე ტრიალებს და ყველაფერი ესმის. ეჭვი არ შეგეპაროთ: გოგონა სამუდამოდ უზრუნველყოფილია არასრულფასოვნების კომპლექსით - ის ხომ შეუხედავია, ასეთს ვინ შეიყვარებს!
  • "არ დამიჯერებ და გუდიან კაცს გავატან შენს თავს!" - ემუქრება ძიძა გაცელქებულ პატარას. მარტოობის შიში მტკიცედ იკიდებს ფეხს ბავშვის ცნობიერებაში და ის ყოველთვის ეცდება შეინარჩუნოს ნებისმიერი ურთიერთობა (თუნდაც მისთვის სრულიად მიუღებელი), ოღონდაც არ დარჩეს მარტო.
  • "მხოლოდ შენი იმედი მაქვს!" - შესძახებს აღფრთოვანებული მამა, როდესაც სკოლაში ვაჟის წარმატების შესახებ შეიტყობს. ბიჭსაც რაღა დარჩენია, გარდა იმისა, რომ გაამართლოს მამის ნდობა, ამის შედეგად კი აუცილებლად მოხდება პასუხისმგებლობის გრძნობის ჰიპერტროფირება.
  • "რა ჩემდა ჭირად გამიჩნდი!" "რა შევცოდე, ასეთი შვილი რომ მყავს" - ასეთმა შეძახილებმა ბავშვს შესაძლოა მუდმივი წარუმატებლობა დაუპროგრამოს. ასე რომ, როცა ბავშვის გაკიცხვას დააპირებთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით, როგორ შეიძლება მოუბრუნდეს მას თქვენი სიტყვები.

"მე შენ მიყვარხარ"

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ამ შესანიშნავი სიტყვებით რაც შეიძლება ხშირად მიმართეთ ბავშვს, გამოიყენეთ ნებისმიერი საბაბი მის წასახალისებლად, შეაქეთ იმისთვის, რაც კარგად გამოსდის - ეს აღზრდის ყველაზე ეფექტური მეთოდია. ოღონდ შეაქეთ გულწრფელად, თავი არიდეთ ყალბ ინტონაციებს - ბავშვები ადვილად ითვისებენ პირფერობას. დაეხმარეთ ბავშვს, გამოიმუშაოს სწორი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ. თუ მას რამე არ გამოსდის, აუცილებლად გამოუვა მეორე. მაგალითად, არ გამოირჩევა სწავლით, სამაგიეროდ, აქვს მიღწევები სპორტში. ამ შემთხვევაში, ნაცვლად იმისა, რომ გაკვეთილების ზუთხვა დააძალოთ, უმჯობესია ხელი შეუწყოთ მის მომავალ სპორტულ წარმატებებს. შედეგი: ბავშვი შეძლებს თავისი ნამდვილი ნიჭის რეალიზებას.

სხვა სიტუაცია. ბავშვი სკოლაში ცელქობს და ხშირად ჩხუბობს. ნუ დასჯით, უმჯობესია კრივის სექციაში ან საბრძოლო ხელოვნების შემსწავლელ წრეში ჩაწეროთ. შედეგი: ბიჭი შეიძენს საკუთარი თავის რწმენას და ისწავლის საკუთარი ინტერესების ისე დაცვას, რომ საქმე ჩხუბამდე აღარ მიიყვანოს. უნივერსალური რეცეპტი: გაამხნევეთ ბავშვი, როცა რაიმე არ გამოსდის. ეცადეთ მასთან ერთად იპოვოთ გამოსავალი რთული სიტუაციიდან. ამით დაარწმუნებთ, რომ გესმით მისი, თანაუგრძნობთ და გვერდით უდგახართ. ეს მას საკუთარი ძალების რწმენას შემატებს და სირთულეთა გადალახვას ასწავლის.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ყურადღების დეფიციტი და ფსიქოლოგიური მიზეზები
ყურადღების დეფიციტი და ფსიქოლოგიური მიზეზები
ყურადღების დეფიციტი დღეისათვის განსაკუთრებით აქტუალური და გავრცელებული პრობლემაა.
სრულად
ბავშვები და მათი შიშები
ბავშვები და მათი შიშები
ბავშვობა მნიშვნელოვანი პერიოდია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. ბავშვის ყოველი კონკრეტული გამოცდილება შემდგომში გავლენას ახდენს მის ქცევასა და სხვადასხვა შემთხვევაზე რეაგირებაზე.
სრულად
მეცნიერებმა და-ძმებს შორის ჩხუბის პარადოქსული მიზეზი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა და-ძმებს შორის ჩხუბის პარადოქსული მიზეზი აღმოაჩინეს
ამერიკელმა ფსიქოლოგებმა არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეისწავლეს ჩხუბის მიზეზები, რომლებიც ხშირად ხდება და-ძმებს შორის.
სრულად
5 სტრატეგია ზრდასრულ ბავშვებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად
5 სტრატეგია ზრდასრულ ბავშვებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად
ბავშვების ზრდასთან ერთად იზრდება მანძილი მათსა და მშობლებს შორის - ეს ნორმალურია და სწორიც კი.
სრულად
ბავშვი და საჩუქარი
ბავშვი და საჩუქარი
ვასწავლოთ მისი შერჩევა და ჩუქება
სრულად
მარტოობის ძირითადი მიზეზი არის მაღალი სტანდარტები და დაბალი თვითშეფასება
მარტოობის ძირითადი მიზეზი არის მაღალი სტანდარტები და დაბალი თვითშეფასება
გთავაზობთ ჟურნალი Psychology Today-ს სტატიას:
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : გინეკოლოგია

გამარჯობა იქნებ მარტივი ენით მითხრათ ეს პასუხი რას ნიშნავს ვარ 32 წლის ექოსკოპია გადავიღე მენსტრუაციის ბოლო დღეს საშვილოსნო: მეტად ჰომოგენურია. ფერადი კარტირებით-ვასკულარიზაცია მცირედ მომატებული პარამეტრიულად. ენდომეტრიუმის სისქე 0.6 სმ ღრუ. ტანის ს. ზ. მომატებული ამჟამად არარის საკვერცხეები:ჰიპოექოგენური. ამჟამად გამოხატული ჰიპერპლაზიის და კისტოზური დისპლაზიის გარეშე. ჯირკვლოვანი სტრუქტურა ორმხრივ შენახული. მარჯვნივ_ზომით 3.3x2.3x2 5სმ კისტოზური დისპლაზიის გარეშე. მარცხნივ_მნიშვნელოვანი ჰიპერტროფიის გარეშე . ს.ზ. 3x2x2.3სმ. კვერცხსავალი მილები:ინტაქტური. პერიტონეუმის ღრუ: თავისუფალი სითხე არ ლოცირდება

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დაუკვირდი, რას ამბობ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები