მეტსახელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეტსახელი

 

საიდან ჩნდება მეტსახელი?

ცუდ მაგალითს ბავშვებს ხშირად ჩვენ, უფროსები ვაძლევთ. დედები არ მალავენ სურვილს, დაემსგავსონ ცნობილ ლამაზმანებს, ხოლო მამები ცდილობენ, მოიპოვონ საზოგადოებრივი სტატუსი, იშოვონ ფული. ბავშვი ხედავს ამას და იწყებს ფიქრს, რომ გარეგნობა, ფული, ტანსაცმელი, ძვირფასი ბინა, აგარაკი, მანქანა ღირსეული ადამიანის ატრიბუტებია, ხოლო ის, ვისაც ეს ყველაფერი არ გააჩნია, არაფრის მაქნისი და უიღბლოა. რამდენჯერ თვითონვე გვისაუბრია კოლეგების, მეგობრების, მეზობლების შესახებ, გვიწოდებია მათთვის "მშიშარა, უხეირო, უნიათო..." გაიგონებს ამას ბავშვი, იფიქრებს, რომ ადამიანის შინაგანი თვისებები მეორეხარისხოვანია და მცდარი ბავშვური აღქმის წყალობით უხეშად და უსულგულოდ დაიწყებს მოქმედებას - კი არ თანაუგრძნობს შედარებით სუსტსა და მორიდებულს, კი არ იზრუნებს მასზე, არამედ დასცინებს და სასტიკად მოეპყრობა. ამაში კი მშობელთა უტაქტობაა დამნაშავე.

 

რატომ მაინცდამაინც მე?

ბავშვისთვის დაცინვა, აბუჩად აგდება უდიდესი განსაცდელია. მან ჯერ არ იცის, როგორ გაუმკლავდეს მჩაგვრელს, როგორ შეინარჩუნოს ღირსება... მაგალითად, როგორ უნდა მიხვდეს 5-6 წლის ბავშვი, რატომ არის, რომ სახლში ის ყველას უყვარს, თანატოლები კი დასცინიან და აბუჩად იგდებენ? ბავშვს ისეთი წარმოდგენა ექმნება, რომ ამქვეყნად ახლობელი ძალიან ცოტაა და სამყაროს ეს პატარა ნატეხი მთელ ქვეყნიერებას უპირისპირდება, რომ მხოლოდ მათ აქვთ, მაგალითად, ასეთი უცნაური გვარი და ამიტომ მხოლოდ მათ დასცინიან. ხშირად სწორედ ასეთი წვრილმანების გამო უყალიბდებათ ბავშვებს კომპლექსები, უქვეითდებათ თვითშეფასება, რაც მათ მომავალს წარუშლელ დაღს ასვამს.

 

სწორი პოზიცია

თუ თქვენი პატარა ასეთ პრობლემას შეეჯახა, შებოჭილი, დაკომპლექსებული, ჩაკეტილი გახდა, უნდა დაეხმაროთ. აი რამდენიმე ხერხი:

  • ურჩიეთ თქვენს პატარას, არავითარი რეაგირება არ მოახდინოს დაცინვაზე. დაძაბოს ნებისყოფა, მოიკრიბოს მოთმინება და გაუძლოს 10-15 შემოტევას აბეზარი თანატოლების მხრიდან. დამცინავი დაინახავს, რომ ვერ იმოქმედა გრძნობებზე, მის თავმოყვარეობაზე და უკან დაიხევს.
  • მოახდინოს მოულოდნელი რეაგირება, მიახვედროს დაჩაგვრის მსურველი, რომ სიტუაცია მის ხელთ არ არის. მაგალითად, ერთ გოგონას, რომელიც გვარად ცხვარაძე იყო, დაცინვით "ცხვარს" და "ბატკანს" ეძახდნენ. ერთხელაც გოგონა მიუბრუნდა გამომჯავრებელს და განუცხადა: "დიახ, ცხვარი ვარ, იმიტომ, რომ ცხვრის წელში დავიბადე!" გამომჯავრებელი ასეთ პასუხს არ ელოდა, დაიბნა და გაჩუმდა.
  • სხვებთან ერთად იცინოს საკუთარ თავზე ან უბრალოდ წაუყრუოს. როცა დაგიძახებენ, მაგალითად: "ეი, შენ, ყვინჩილა!" - შენ პასუხობ: "რა-ა? ვერ გავიგონე!" და ასე ათჯერ. შედეგად მიიღებთ იმას, რომ აბუჩად ამგდები თვითონ ემორჩილება იმას, ვისაც დასცინოდა, უაზროდ იმეორებს ერთსა და იმავეს, თვითონვე ვარდება უხერხულ მდგომარეობაში და მიხვდება, რომ უნდა გაჩუმდეს.
  • რაც მთავარია, არ გამოამჟღავნოს წყენა - აბუჩად ამგდები ხომ სწორედ ამას ელის.

    როგორ უნდა მოიქცეთ თქვენ თვითონ, როცა ბავშვი სკოლიდან მოგყავთ და მის თვალებში სევდასა და ტკივილს ხედავთ? ალბათ, პირველი, რაც აზრად მოგივათ, მისი სხვა სკოლაში გადაყვანაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყოველთვის არ არის გამოსავალი. ჯერ ერთი, ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ იქაც იგივე არ განმეორდება. მეორეც, ბავშვმა უნდა ისწავლოს თავის დაცვა - ყოველთვის თქვენ ხომ ვერ დაიცავთ?

 

პატივისცემის ღირსი

როგორც დავეხმაროთ ჩვენს პატარას, ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს თანატოლთა საზოგადოებაში:

  • ჩააცვით ლამაზად, მოხდენილად. სილამაზე ყოველთვის იგებს ადამიანის გულს. უფროსები, მათ შორის მასწავლებლებიც, ყოველთვის იცავენ თვალმისასვლელ, სასიამოვნო გარეგნობის ბავშვს.
  • ეცადეთ, გახდეს ლიდერი თუნდაც ერთ სფეროში: სპორტში, სწავლაში, სხვადასხვა ღონისძიებაში. მაშინ თანატოლები მას პატივისცემით მოეპყრობიან.
  • ბიჭებს უნდა ვასწავლოთ, როგორ შეინარჩუნონ ლიდერობა ფიზიკურად, ოღონდ მხოლოდ თანატოლებთან. უფ¬როსებთან ჩხუბის დროს უმჯობესია ჩავერიოთ, ხოლო თუ მოწინააღმდეგე, პირიქით, უმცროსია, უნდა ავუხსნათ, რომ სუსტთან ჩხუბი სირცხვილია.
  • დაბოლოს, ბავშვს პატარაობიდანვე შთაუნერგეთ ადამიანებისადმი კეთილგანწყობა, ასწავლეთ მეგობრობა, გუნდური თამაში. ეს თვისებები მას ძალიან დაეხმარება თანატოლებთან საერთო ენის გამონახვაში.