/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

პატარა ძუნწი

პატარა ძუნწი
ადრე პატარა სიამოვნებით გარბოდა თანატოლებთან სათამაშოდ, ახლა კი განზე გადგება ხოლმე და თავის სათამაშოებს ხელს მაგრად უჭერს. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?

თუ პატარას სათამაშო სხვა ბავშვს მცირე ხნით მაინც ჩაუვარდა ხელში, მის პიროვნებაში უმალვე იღვიძებს პატარა ძუნწი. მშობლები წუხან, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ამან არ უნდა შეგვაშინოს. ეს დროებითი მოვლენაა. მსგავსი პერიოდი ყველა ბავშვის ცხოვრებაში დგება.

უბრალოდ, უნდა დავეხმაროთ პატარას, უფრო გულუხვი გახდეს. სიძუნწის გამომჟღავნებისას ნუ დაიწყებთ ბავშვის საქციელის შეფასებას და ნუ გამოუტანთ მას მკაცრ განაჩენს: "შენ ძუნწი ხარ!" ეცადეთ, უფრო მეტი ილაპარაკოთ საკუთარ ემოციებზე: "არ მსიამოვნებს, როცა ასე იქცევი"; "ძალიან გამიხარდება, თუ ამ პატარა გოგოს ბურთს ათხოვებ..."

გამოუყავით ბავშვს ტერიტორია სათამაშოდ. 1,5-2 წლის ბავშვი საკუთარ თავს პიროვნებად აღიქვამს. ის უკვე აცნობიერებს, რომ მესაკუთრეა - აქვს სათამაშოები, საგნები, საწოლი. ის ისწრაფვის, გაიფართოვოს სივრცე: ხატავს კედლებზე, მთელ სახლში მიმოფანტავს სათამაშოებს... რაც უფრო ხშირად შემოუფარგლავთ ბავშვს სათამაშო ტერიტორიას, მით უფრო ხშირად გაიგონებთ მისგან: "ჩემია! არ მოგცემ!"

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ასწავლეთ ბავშვს ადამიანებთან ურთიერთობა. ასწავლეთ სათამაშოების გაცვლა-გამოცვლა. აუხსენით, რომ შეიძლება, სხვა ბავშვთან მივიდეს, თავისი სათამაშო შესთავაზოს და სანაცვლოდ მისი მანქანა ან ნიჩაბი მიიღოს. წაახალისეთ, თუ ეჭვი ეპარება; შეაქეთ, თუ ცდილობს, თავისი ნივთები სხვას შესთავაზოს. ასე გამოიწვევთ დადებით ემოციებს. ფრაზა "ვითამაშებ და დაგიბრუნებ" ბავშვს დაამშვიდებს და დაეხმარება გააცნობიეროს, რომ სხვის ნივთს დაბრუნება სჭირდება. შეაქეთ ბავშვები, გაიხარეთ მათთან ერთად, მიაქციეთ მათი ყურადღება იმ ფაქტს, რომ ყველა კმაყოფილია.

მეორე მხრივ, პატარას განსხვავებული გამოცდილება სჭირდება, ამიტომ, თუ ხედავთ, რომ სათამაშოების გაცვლა არ გამოდის, მიეცით პატარას საშუალება, თავისი ნივთი შეინარჩუნოს. დაარწმუნეთ, რომ მისი ნებართვის გარეშე სათამაშოს არავინ გამოართმევს. თუმცა არც სხვა ბავშვია ვალდებული, მას რაიმე ათხოვოს.

როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვები სათამაშოს ჩხუბის გარეშე ვერ იყოფენ?

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

უნდა მოვუსმინოთ ორივე მხარეს და სამართლიანად განვსაჯოთ. უთხარით პატარებს, რომ ერთად თამაში უფრო სახალისო და საინტერესოა. მოიგონეთ ისეთი თამაშები, რომელთა დროსაც აუცილებელია სათამაშოების გაცვლა-გამოცვლა. რაც შეიძლება ხშირად გამოიყენეთ ფრაზა "თანაბრად", "სამართლიანად". სამართლიანობის განცდა ნებისმიერ ძუნწზე დადებითად მოქმედებს.

  • მოიგონეთ სპეციალური თამაშები. მაგალითად, ბავშვს შესთავაზეთ, ბაჭია, დათუნია და ძაღლი მანქანით გაასეირნოს, მერე კი მაგიდასთან დასვას და ისე გაუმასპინძლდეს, რომ ნუგბარი თანაბრად გაუყოს.
  • ცოტა ხნით გამოართვით ბავშვს საყვარელი სათამაშო, ჩაიკარით გულში და მალევე დაუბრუნეთ უკან. ეს დღეში რამდენჯერმე გაიმეორეთ.
  • აიღეთ ორი ერთნაირი სათამაშო ან ნივთი და პატარას უთხარით, რომ ერთი თქვენია, მეორე კი მისი. თამაშისას ხშირად ცვალეთ სათამაშოები და მადლობა გადაუხადეთ ბავშვს.

ბავშვის ნებართვისა და მასთან შეთანხმების გარეშე არასოდეს აიღოთ და მით უმეტეს არ გადააგდოთ ან გააჩუქოთ მისი ნივთები. არ არის გამორიცხული, თქვენი აზრით ძველი და არაფრის მაქნისი სათამაშო პატარასთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყოს. ამიტომ ჯობს ერთად გადაწყვიტოთ, გჭირდებათ თუ არა ესა თუ ის ნივთი და პატივი სცეთ შვილის აზრს.

მიღებულია თუ არა თქვენს ოჯახში ხილისა და ტკბილეულის თანაბრად გაყოფა?

თუ დელიკატესები მხოლოდ ბავშვს ერგება ხოლმე, ის ვერ ისწავლის, კეთილი იყოს. ეცადეთ, მისი თანდასწრებით ყველაფერი თანაბრად გაყოთ, ხშირად სთხოვეთ ბავშვს, გაუმასპინძლდეს უფროსებს.

გამოუმუშავეთ ბავშვს საჩუქრების ჩუქების ჩვევა და სურვილი. როცა ახლობლებს რაიმეს სჩუქნით, აუცილებლად ჩართეთ ამ პროცესში ბავშვი. პატარა მოუთმენლად დაელოდება ამ მომენტს და დადებითი ემოციით, სიხარულით, კმაყოფილებით აივსება. ეს განცდა დაეხმარება გაიგოს მნიშვნელობა ცნებებისა "მიღება" და "გაცემა".

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ბავშვის განითარების ეტაპები - მე-3 კვირა: რეაქცია ბგერებზე
ბავშვის განითარების ეტაპები - მე-3 კვირა: რეაქცია ბგერებზე
სრულად
ბავშვი მშობლის ქცევას იმეორებს
ბავშვი მშობლის ქცევას იმეორებს
ქუჩაში, მაღაზიასა თუ სკვერში ბავშვთან მოჩხუბარი მშობელი ხშირად გამხდარა გაკიცხვის ობიექტი.
სრულად
ბავშვთა აღზრდაში დაშვებული ექვსი შეცდომა
ბავშვთა აღზრდაში დაშვებული ექვსი შეცდომა
შფოთვითი ქცევა, ბავშვის კრიტიკული აღზრდა
სრულად
როგორია ახალშობილის პირველი კვირა: უპირობო რეფლექსები
როგორია ახალშობილის პირველი კვირა: უპირობო რეფლექსები
ახალშობილად ბავშვი სიცოცხლის პირველ თვეში ითვლება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი ყველასთვის.
სრულად
როცა ბავშვი დაუმორჩილებელია
როცა ბავშვი დაუმორჩილებელია
ბავშვის ცუდი ქცევა – არის მისი მეთოდი, მიიტანოს თავისი სათქმელი მშობლამდე.
სრულად
7 რამ, რასაც ბავშვებს უაზროდ ვუკრძალავთ
7 რამ, რასაც ბავშვებს უაზროდ ვუკრძალავთ
გარდა სიყვარულის საჭიროებისა, ბავშვის მიმართ არსებობს ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნები წესების, საზღვრებისა და გონივრული აკრძალვების შესახებ.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პატარა ძუნწი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პატარა ძუნწი

თუ პატარას სათამაშო სხვა ბავშვს მცირე ხნით მაინც ჩაუვარდა ხელში, მის პიროვნებაში უმალვე იღვიძებს პატარა ძუნწი. მშობლები წუხან, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ამან არ უნდა შეგვაშინოს. ეს დროებითი მოვლენაა. მსგავსი პერიოდი ყველა ბავშვის ცხოვრებაში დგება.

უბრალოდ, უნდა დავეხმაროთ პატარას, უფრო გულუხვი გახდეს. სიძუნწის გამომჟღავნებისას ნუ დაიწყებთ ბავშვის საქციელის შეფასებას და ნუ გამოუტანთ მას მკაცრ განაჩენს: "შენ ძუნწი ხარ!" ეცადეთ, უფრო მეტი ილაპარაკოთ საკუთარ ემოციებზე: "არ მსიამოვნებს, როცა ასე იქცევი"; "ძალიან გამიხარდება, თუ ამ პატარა გოგოს ბურთს ათხოვებ..."

გამოუყავით ბავშვს ტერიტორია სათამაშოდ. 1,5-2 წლის ბავშვი საკუთარ თავს პიროვნებად აღიქვამს. ის უკვე აცნობიერებს, რომ მესაკუთრეა - აქვს სათამაშოები, საგნები, საწოლი. ის ისწრაფვის, გაიფართოვოს სივრცე: ხატავს კედლებზე, მთელ სახლში მიმოფანტავს სათამაშოებს... რაც უფრო ხშირად შემოუფარგლავთ ბავშვს სათამაშო ტერიტორიას, მით უფრო ხშირად გაიგონებთ მისგან: "ჩემია! არ მოგცემ!"

ასწავლეთ ბავშვს ადამიანებთან ურთიერთობა. ასწავლეთ სათამაშოების გაცვლა-გამოცვლა. აუხსენით, რომ შეიძლება, სხვა ბავშვთან მივიდეს, თავისი სათამაშო შესთავაზოს და სანაცვლოდ მისი მანქანა ან ნიჩაბი მიიღოს. წაახალისეთ, თუ ეჭვი ეპარება; შეაქეთ, თუ ცდილობს, თავისი ნივთები სხვას შესთავაზოს. ასე გამოიწვევთ დადებით ემოციებს. ფრაზა "ვითამაშებ და დაგიბრუნებ" ბავშვს დაამშვიდებს და დაეხმარება გააცნობიეროს, რომ სხვის ნივთს დაბრუნება სჭირდება. შეაქეთ ბავშვები, გაიხარეთ მათთან ერთად, მიაქციეთ მათი ყურადღება იმ ფაქტს, რომ ყველა კმაყოფილია.

მეორე მხრივ, პატარას განსხვავებული გამოცდილება სჭირდება, ამიტომ, თუ ხედავთ, რომ სათამაშოების გაცვლა არ გამოდის, მიეცით პატარას საშუალება, თავისი ნივთი შეინარჩუნოს. დაარწმუნეთ, რომ მისი ნებართვის გარეშე სათამაშოს არავინ გამოართმევს. თუმცა არც სხვა ბავშვია ვალდებული, მას რაიმე ათხოვოს.

როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვები სათამაშოს ჩხუბის გარეშე ვერ იყოფენ?

უნდა მოვუსმინოთ ორივე მხარეს და სამართლიანად განვსაჯოთ. უთხარით პატარებს, რომ ერთად თამაში უფრო სახალისო და საინტერესოა. მოიგონეთ ისეთი თამაშები, რომელთა დროსაც აუცილებელია სათამაშოების გაცვლა-გამოცვლა. რაც შეიძლება ხშირად გამოიყენეთ ფრაზა "თანაბრად", "სამართლიანად". სამართლიანობის განცდა ნებისმიერ ძუნწზე დადებითად მოქმედებს.

  • მოიგონეთ სპეციალური თამაშები. მაგალითად, ბავშვს შესთავაზეთ, ბაჭია, დათუნია და ძაღლი მანქანით გაასეირნოს, მერე კი მაგიდასთან დასვას და ისე გაუმასპინძლდეს, რომ ნუგბარი თანაბრად გაუყოს.
  • ცოტა ხნით გამოართვით ბავშვს საყვარელი სათამაშო, ჩაიკარით გულში და მალევე დაუბრუნეთ უკან. ეს დღეში რამდენჯერმე გაიმეორეთ.
  • აიღეთ ორი ერთნაირი სათამაშო ან ნივთი და პატარას უთხარით, რომ ერთი თქვენია, მეორე კი მისი. თამაშისას ხშირად ცვალეთ სათამაშოები და მადლობა გადაუხადეთ ბავშვს.

ბავშვის ნებართვისა და მასთან შეთანხმების გარეშე არასოდეს აიღოთ და მით უმეტეს არ გადააგდოთ ან გააჩუქოთ მისი ნივთები. არ არის გამორიცხული, თქვენი აზრით ძველი და არაფრის მაქნისი სათამაშო პატარასთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყოს. ამიტომ ჯობს ერთად გადაწყვიტოთ, გჭირდებათ თუ არა ესა თუ ის ნივთი და პატივი სცეთ შვილის აზრს.

მიღებულია თუ არა თქვენს ოჯახში ხილისა და ტკბილეულის თანაბრად გაყოფა?

თუ დელიკატესები მხოლოდ ბავშვს ერგება ხოლმე, ის ვერ ისწავლის, კეთილი იყოს. ეცადეთ, მისი თანდასწრებით ყველაფერი თანაბრად გაყოთ, ხშირად სთხოვეთ ბავშვს, გაუმასპინძლდეს უფროსებს.

გამოუმუშავეთ ბავშვს საჩუქრების ჩუქების ჩვევა და სურვილი. როცა ახლობლებს რაიმეს სჩუქნით, აუცილებლად ჩართეთ ამ პროცესში ბავშვი. პატარა მოუთმენლად დაელოდება ამ მომენტს და დადებითი ემოციით, სიხარულით, კმაყოფილებით აივსება. ეს განცდა დაეხმარება გაიგოს მნიშვნელობა ცნებებისა "მიღება" და "გაცემა".


ყურადღება, ყურადღება!

კარგად განვითარებული ყურადღება თან ახლავს ყველა ფსიქიკურ პროცესს - აღქმას, აზროვნებას, მეხსიერებას, მეტყველებას. ის ზრდის ამ პროცესების პროდუქტიულობას.

ყურადღების განვითარების დონე მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს აკადემიურ წარმატებას. სამწუხაროდ, მშობლების სტანდარტული ფრაზა: "ყურადღებით იყავი!" - საკმარისი არ არის; აუცილებელია ვარჯიში. მხედველობითი მეხსიერება ძალზე მნიშვნელოვანია, თუმცა ის თავისთავად არ ჩნდება, ამისთვისაც ვარჯიშია აუცილებელი. სკოლაში შესვლამდე უნდა ავითვისოთ როგორც ყურადღების კონცენტრაციის, ასევე მისი განაწილების, ერთი საქმიანობიდან მეორეზე გადართვის უნარი.

გთავაზობთ თამაშებს, რომლებიც მხედველობით მეხსიერებას, კონცენტრაციის უნარს, გულისყურს ავითარებს:

  • იპოვე განსხვავებები. შეარჩიეთ სურათები, რომლებზეც ერთი შეხედვით ერთმანეთის მსგავსი, მაგრამ დეტალებით ერთმანეთისგან განსხვავებული საგნებია გამოსახული. სთხოვეთ ბავშვს, იპოვოს ყველა განსხვავება.
  • იპოვე ასეთი საგანი. შესთავაზეთ ბავშვს, იპოვოს ზუსტად ისეთი საგანი, როგორიც თქვენ უჩვენეთ.
  • იპოვე ერთნაირი საგნები - შეადარეთ საგნები და იპოვეთ ორი ერთნაირი.
  • რის სილუეტია ეს? აიღეთ სურათები, რომლებზეც გამოსახულია რამდენიმე საგანი და მათი სილუეტები. ბავშვმა უნდა გამოიცნოს, რომელი სილუეტი რომელ საგანს შეესაბამება.
  • რამდენი საგანია აქ? - აიღეთ სურათი, სადაც ერთმანეთზე ზედდებით არის გამოსახული სხვადასხვა ნივთი. აუხსენით ბავშვს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი შეხედვით ჰგავს გაუგებრობას, თორემ თუ ყურადღებით დავხედავთ, სხვადასხვა საგნის კონტურს დავინახავთ. ახლა კონტურს ხაზი შემოავლეთ და ცალკეული საგანი გამოყავით.
  • კოდირება. აიღეთ ფურცელი, რომელზეც სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურაა (კვადრატი, წრე, სამკუთხედი...) გამოსახული. დაავალეთ ბავშვს, კვადრატი პლუსით აღნიშნოს, სამკუთხედი - მინუსით, წრე - წერტილით. ჩაინიშნეთ დავალების შესრულების დრო.
  • ლაბირინთები. შესთავაზეთ ბავშვს, იპოვოს გამოსავალი ნახატზე გამოსახული ლაბირინთიდან.
  • ქსელი. შესთავაზეთ ბავშვს, ქაღალდზე გამოსახული ქსელი "გახსნას" - იპოვოს დასაწყისი და დასასრული.
  • ფოტოგრაფი. შესთავაზეთ ბავშვს, დაიმახსოვროს ქაღალდზე გამოსახული სურათის დეტალები. მერე სურათი დამალეთ და ბავშვს დაუსვით კითხვები მის შესახებ.
  • კორექტორი. მოამზადეთ ცხრილი ნებისმიერი ნიშნებით - ციფრებით, ასოებით, ფიგურებით. 5-10 ხაზზე დაახლოებით 10 ნიშანი განალაგეთ. ბავშვს სთხოვეთ, რაც შეიძლება სწრაფად იპოვოს და წაშალოს თქვენ მიერ დასახელებული ასო, ციფრი თუ ფიგურა. თვალყური ადევნეთ, რომ ის ხაზებს მიჰყვებოდეს და არც ერთ დასახელებულ ნიშანს არ ტოვებდეს. დააფიქსირეთ დავალების შესრულების დრო, შეაქეთ პატარა.
  • ზუსტად ასეთი. შესთავაზეთ ბავშვს, სურათის მეორე ნახევარი ზუსტად ისე გააფერადოს, როგორც პირველი ნახევარია გაფერადებული. მერე უჯრედებიან ფურცელზე საგნის ნახევარი გამოსახეთ და ბავშვს სთხოვეთ, მეორე ნახევარი თავად დახატოს.
  • შეაერთეთ წერტილები. ქაღალდზე წერტილები დასვით და ბავშვს დაავალეთ, ისინი სწორი ხაზით შეაერთოს. როცა ბავშვი მარტივ დავალებას წარმატებით შეასრულებს, წერტილები ისე დახატეთ, რომ მათი შეერთებით პატარამ რაიმე საგნის გამოსახულება მიიღოს.
  • მომბაძე! - დადექით ბავშვის პირისპირ და სხვადასხვა ვარჯიში შეასრულეთ. ბავშვს სთხოვეთ, ზუსტად გაიმეოროს თქვენი მოძრაობები. პერიოდულად ცვალეთ ტემპი და მიმართულება.
  • აკრძალული მოძრაობა. ზემოთ ნაჩვენები ვარჯიში გაართულეთ - უჩვენეთ პატარას მოძრაობები, რომელთა გამეორებაც აკრძალულია. თუ მან უეცრად აკრძალული მოძრაობა გაიმეორა, შეგიძლიათ "დააჯარიმოთ".
  • დამალობანა. შეარჩიეთ სურათები, რომლებზეც ამა თუ იმ საგნის გამოსახულებას ნაწილობრივ ფარავს სხვა საგანი. სთხოვეთ ბავშვს მათი პოვნა.
  • წერტილები. დახატეთ 4-4-უჯრიანი 8 კვადრატი. პირველი კვადრატის ნებისმიერ უჯრაში ჩახატეთ ორი წერტილი, მეორეში - სამი, მესამეში - ოთხი და ასე შემდეგ. ბავშვს სთხოვეთ, ცარიელ უჯრებში იმავე რაოდენობის წერტილი ჩასვას.
  • დახატე! - ბავშვს შესთავაზეთ, მწკრივში დახატოს 10 სამკუთხედი. ახლა სთხოვეთ, სამკუთხედები სხვადასხვაგვარად დაშტრიხოს, მაგალითად, I და III - წითლად, V და VII - მწვანედ და ასე შემდეგ.

გარესამყაროს შესახებ ინფორმაციის დიდ ნაწილს სწორედ სმენის წყალობით ვიღებთ. დაწყებით სკოლაში მთელი სასწავლო დროის 70% სწორედ მასწავლებლის მოსმენას ეთმობა. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, ბავშვს განვუვითაროთ დამოუკიდებელი, ყურადღებიანი მოსმენისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების უნარი.

აქტიური მოსმენის უნარი ვითარდება ხმამაღალი კითხვის მოსმენისას, საბავშვო სპექტაკლების ყურებისას.

სმენითი ყურადღება ვითარდება, როცა ბავშვს კითხვას ვასწავლით, მეტყველების კულტურას ვუყალიბებთ. ეს უკანასკნელი გულისხმობს ბგერების გამოთქმით წარმოთქმას, მეტყველების სათანადო ტემპს, მის ხმამაღლობას, გამოთქმას. ქვემოთ მოყვანილი თამაშები დაგვეხმარება, განვუვითაროთ ბავშვს მოსმენის, ბგერაზე კონცენტრირების უნარი, სმენითი მეხსიერება, სწრაფად "გადართვის" უნარი:


სმენა

  • დიდი ყურები. ეს თამაში ყველგან შეიძლება ვითამაშოთ. შესთავაზეთ ბავშვს გაჩერდეს, თვალები დახუჭოს და გარემოს ყურადღება მიაპყროს. რა ხმები ესმის მას? რომელი ხმა მოდის შორიდან, რომელი - ახლოდან? იპოვეთ წყნარი ადგილი და ბავშვს სთხოვეთ, სიჩუმეს დაუგდოს ყური. რა არღვევს სიჩუმეს?
  • რა ხმაა ეს? აიღეთ ჩვეულებრივი ქაღალდი, ფოლგა, წყლით სავსე და ცარიელი ჭიქა, ფანქარი. შეიძლება ოთახში არსებული საგნებიც (კარი, ფანჯარა, ლარნაკი) გამოვიყენოთ. სთხოვეთ ბავშვს, თვალები დახუჭოს და გარემოს ყური მიუგდოს. გამოეცით სხვადასხვა ხმა - აშრიალეთ ქაღალდი, აკაკუნეთ ფანქარი, აჭრიალეთ ფოლგა, წყალი ერთი ჭიქიდან მეორეში გადაასხით. ბავშვმა უნდა გამოიცნოს, რას აკეთებთ.
  • ხმოვანი ამოცანები. შეაგროვეთ სათამაშოები, რომლებიც ხმას გამოსცემენ. ბავშვს მოასმენინეთ მათი ხმები. მერე კარს უკან დაიმალეთ და შესთავაზეთ პატარას, გამოიცნოს, რის ხმა ესმის.
  • რიტმი. აიღეთ ხის ჯოხი და მარტივი რიტმი გამოიყვანეთ. ბავშვს სთხოვეთ, რიტმი გაიმეოროს.
  • ტაში. ბავშვი ოთახში მოძრაობს, მაგრამ თქვენი ტაშის მიხედვით სხვადასხვა პოზას იღებს: ერთხელ შემოკვრისას ცალ ფეხზე დგება, ორჯერ - ჩაიცუცქება და ასე შემდეგ.
  • დაიჭირე სიტყვა. ასახელებთ სიტყვებს, მაგრამ წინასწარ შეთანხმებული ხართ, რომ რომელიმე სიტყვის გაგონებისას ბავშვმა ტაში უნდა შემოჰკრას. შემდეგ შეგიძლიათ დავალება გაართულოთ და ორი სიტყვა "დაიჭიროთ".