/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

დედა, ბებია და ძიძა

დედა, ბებია და ძიძა
ოჯახში ბავშვის გაჩენიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ხშირად დგება ძიძის ყოლის საჭიროება.

ეს პროცესი ხშირად სტრესულია როგორც ბავშვისთვის, ისე ოჯახის ზრდასრული წევრებისთვის, ძიძისთვის და გარკვეულ დროს და ადაპტაციის პროცესის ეფექტურ დაგეგმვას საჭიროებს. მშობლებისთვის, პირველ რიგში, სირთულეა, ერთი მხრივ, ის, რომ პასუხისმგებლობის აღება უწევთ ისეთი ადამიანის მოძიებაზე, რომელსაც მიანდობენ ბავშვს და მეორე მხრივ, იმის გამო, რომ ხშირად ემოციურად მზად არ არიან ბავშვთან განშორებისთვის და სხვადასხვა, ხშირად ფინანსური მიზეზით უწევთ სახლიდან გასვლა, ან ეს მზაობა აქვთ და სურთ მეტ-ნაკლებად დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ წესს – რეალიზდნენ პროფესიულად, სოციალურად და შესაძლოა, ამასთან დაკავშირებით დანაშაულის განცდა ჰქონდეთ. ამასთანავე, ბუნებრივია, რაციონალურად მათ სურთ მოიძიონ ისეთი ძიძა, რომელიც კარგად მოუვლის ბავშვს, იზრუნებს მის განვითარებაზე და ბავშვიც ეყვარება, თუმცა ხშირად სტრესულია იმის გაცნობიერება, რომ ბავშვს სხვა ადამიანი უყვარს, აშკარად გამოხატავს მის მიმართ სითბოს და შეიძლება ბავშვი-ძიძის ურთიერთობა ეჭვიანობის საფუძველიც გახდეს. თავის მხრივ, ძიძისთვისაც სტრესულია ეს პროცესი – მან უნდა გაიაროს ადაპტაციის გზა. ოჯახის სისტემაში შესვლა და დამკვიდრება არ ხდება მომენტალურად და გარკვეულ დროს საჭიროებს.

როგორც წესი, ბავშვის აღზრდის პროცესში ძიძასთან ერთად, ბუნებრივია, ჩართულია დედა და ძალიან ხშირად ბებიაც, მაგრამ დედა სამსახურის გამო ბავშვთან შედარებით მცირე დროს ატარებს. ხშირად მეტ-ნაკლები სიხშირით ბავშვთან კონტაქტი აქვს ბებიას. პატარას ერთობლივ აღზრდას (დედა, ძიძა, ბებია) ყოველთვის მოსდევს აღზრდის მეთოდების შეჯახება ან შერწყმა, რომელიც აუცილებლად ახდენს გავლენას ბავშვზე, მის ფსიქიკაზე, მას სჭირდება ადაპტაცია რამდენიმე ადამიანთან ურთიერთობისას. დედას, ბებიას, ძიძას სხვადასხვაგვარი კავშირი აქვს ბავშვთან. დედას ბავშვთან ფსიქო-ფიზიოლოგიური მიჯაჭვულობა აქვს, ბებიასთან – ნათესაური, გენეტიკურ-ფსიქოლოგიური სიახლოვე. ძიძას კი, მართალია, გარეშე ადამიანია, მაგრამ, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი დროის გატარება უწევს ბავშვთან და ძალიან ხშირად შეიძლება ამ ადამიანთან ბავშვს თბილი და მტკიცე კავშირი ჩამოუყალიბდეს. ეს, რა თქმა უნდა, დიდად არის დამოკიდებული ძიძის პიროვნულ თვისებებსა და მის გამოცდილებაზე.

ბებია ყველაზე დიდ როლს ასრულებს ბავშვის ცხოვრებაში. ის არა მარტო გადასცემს ბავშვს აუცილებელ ცოდნას, უნარებს, ჩუქნის სითბოსა და სიყვარულს (თუ მათ აქვთ აქტიური ურთიერთობა და ბავშვი ისედაც დიდ დროს ატარებს ბებიასთან), არამედ მათი კავშირი ბევრად უფრო ღრმაა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ეს კავშირი გენის დონეზეა!

ცნობილი ფაქტია, რომ ბავშვები გენეტიკურად არა მხოლოდ მშობლის ნიშან-თვისებებს, ბებია-პაპის ნიშან-თვისებებსაც იღებენ, რადგან მშობლებიც თავიანთი მშობლების დნმ-ს მატარებლები არიან. ამიტომ ხშირია შემთხვევა, როდესაც ბავშვი როგორც ფიზიკურად, ისე ნიშან-თვისებებითაც ჰგავს ბებია-პაპას ან სხვა წინაპრებს.

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

სპეციალისტები ამბობენ, რომ გენეტიკური ინფორმაციის დიდ ნაწილს ბავშვები დედის ხაზით ბებიისგან იღებენ. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი შედარებითია და თითოეული ოჯახი – უნიკალური. როდესაც საქმე გენეტიკას ეხება, რაიმეს წინასწარ გათვლა, რა თქმა უნდა, რთულია. უბრალოდ, ეს ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა და სპეციალისტების მიერ ყველაზე ხშირად გამოკვლეული.

მშობლებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რა უდიდესი როლი აქვს ბებია-პაპას ბავშვის „ემოციური ინტელექტის განვითარებაში“.

სპეციალისტების აზრით, იმ ემ­ო­ციებმა, რომლებსაც განიცდიდა თავის დროზე ბებია ბავშვის დედაზე ორსულობის დროს, შეიძლება იმოქმედოს შვილიშვილის (გოგონას შვილის) განვითარებაზე.

ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ოჯახი ერთი მთლიანი ორგანიზმია, რომლის წევრებსაც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი აქვთ.

გენებსა და პოზიტივთან ერთად შვილიშვილებს გადაეცემათ მავნე ჩვევები და ამა თუ იმ დაავადებისადმი მიდრეკილება.

ამის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ არ შეიძლება ზერელედ მოექცე საკუთარ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობას. ეს ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობაა, რადგან თქვენ არა მარტო საკუთარ თავს ვნებთ, არამედ თქვენს მომავალ თაობებსაც.

ძიძასთან ადაპტაცია ხშირად სტრესულია ბავშვისთვისაც. ის, თუ რამდენად უმტკივნეულოდ ან, პირიქით, სტრესულად წარიმართება ბავშვისთვის ეს პროცესი, რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია ბავშვის ასაკი – დაახლოებით 6-8 თვის ასაკისთვის (თუმცა ინდივიდუალურ შემთხვევაში შე­იძლება დროში ცდომილება იყოს), როგორც წესი, ჩნდება მშობელთან განშორების შფოთვა. ეს ნორმალური მდგომარეობაა და უკავშირდება ბავშვის კოგნიტური უნარების მომწიფებას – მას უკვე ესმის ობიექტის მუდმივობის ცნება – იაზრებს, რომ მშობელი „არსებობს“ იმ შემთხვევაშიც, როდესაც ფიზიკურად ხელმისაწვდომი არაა, ვერ ხედავს და უჭირს მასთან განშორება. დაახლოებით ამ პერიოდს ემთხვევა შფოთვაც უცხო ადამიანის გარემოცვაში. როგორც აღვნიშნეთ, განვითარების ეს ეტაპი, როგორც წესი, წლამდე ასაკში იწყება და მისი არსებობა არ მიანიშნებს იმას, რომ ბავშვს რაიმე სირთულე აქვს ან მშობელსა და შვილს, ძიძასა და ბავშვს შორის რაიმე სირთულეა. ეს შფოთვები ევოლუციურად ადაპტაციურ ფუნქციას ასრულებდა და ასრულებს, ბავშვები ახერხებენ მათ დაძლევას გარემოდან ეფექტური რეაგირების დახმარებით. ამის გათვალისწინებით, დაახლოებით 1 წლის ასაკში ძიძასთან ადაპტაცია შესაძლოა მნიშვნელოვნად სტრესული იყოს ბავშვისთვის – ერთი მხრივ, უჭირს დედასთან განშორება და მეორე მხრივ, არ გრძნობს თავს დაცულად უცნობი ადამიანის გარემოცვაში. თუმცა აღსანიშნავია, რომ ყველა ბავშვისთვის ეს პროცესი განსხვავებული დინამიკით მიმდინარეობს.

ის, თუ რამდენად ეფექტურად წარიმართება ბავშვის ძიძასთან ადაპტაცია, დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე. მათ შორისაა: მშობლის მიერ ამ ახალი ეტაპისთვის ემოციური მზაობა და ის, თუ რამდენად ეფექტურად უმკლავდება საკუთარ ემოციებს. მნიშვნელოვანია, მშობელმა ითხოვოს ემოციური მხარდაჭერა საყვარელი ადამიანებისგან ან, თუ საჭიროა, მიმართოს პროფესიონალს ამ სტრესთან გამკლავებაში დასახმარებლად.

იმისათვის, რომ ბავშვი ადვილად შეეჩვიოს ძიძას, სასურველია ჯერ თავად გაიცნოთ ძიძა და ისაუბროთ მოლოდინებსა და ფუნქციებზე. მიხვიდეთ გარკვეულ შეთანხმებამდე. შემდეგ ბავშვს გააცნოთ ის – მშობელთან ერთად დაჰყოს რამდენიმე დღე ძიძამ. მშობელმა ჩართოს ის ბავშვისთვის სასიამოვნო სხვადასხვა აქტივობაში, რათა ბავშვმა მიიღოს მასთან ურთიერთობის პოზიტიური გამოცდილება. ასევე მნიშვნელოვანია, დედამ მიაწოდოს ინფორმაცია და აჩვენოს ძიძას, რა სტრატეგიებს მიმართავს ქცევის მართვის მიზნით თუ მის ემოციურ საჭიროებებზე საპასუხოდ. მას მერე, რაც ბავშვისთვის ძიძა ნაცნობი გახდება, სასურველია მშობელი ფიზიკურად იყოს სახლში, თუმცა ძიძა ჩაერთოს ბავშვთან ურთიერთობისა თუ მოვლის სხვადასხვა ნაწილში ისე, რომ საჭიროებისას დედაც ხელმისაწვდომი იყოს. მას მერე, რაც ძიძაც და მშობელიც დარწმუნდებიან, რომ ძიძა ახერხებს ბავშვთან ეფექტურად ურთიერთობას, სასურველია მშობელმა ცოტა ხნით დატოვოს ბავშვი და ძიძა ერთად, თავად წავიდეს სხვა სივრცეში. თუკი ბავშვი იმ ასაკშია, როდესაც აქვს მშობელთან განშორების შფოთვა და მშობელთან დამშვიდობება მისთვის სტრესულია, ძიძამ წინასწარ უნდა იცოდეს, რა სტრატეგიების გამოყენება დაეხმარება ბავშვის დამშვიდებაში. რეკომენდებულია, ამ ეტაპების შემდეგ დარჩეს ბავშვი ძიძასთან ხანგრძლივი პერიოდით.

თუკი წლამდე ასაკის ბავშვისთვის გეგმავს მშობელი ძიძის აყვანას, რეკომენდებულია, ეს 6-8 თვის ასაკამდე მოხდეს. 6-8 თვემდე ბავშვს მეტად უადვილდება უცხო ადამიანთან ადაპტაცია.

საწყის ეტაპზე, ბუნებრივია, ბავშვისთვის გარკვეულწილად სტრესული იქნება მშობელთან განშორება და ძიძასთან დარჩენა. აქ გასათვალისწინებელია ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლებიც – ზოგი უფრო მარტივად ადაპტირდება, ზოგს უფრო ხანგრძლივი დრო სჭირდება. ამდენად, ვერ ვიტყვით, კონკრეტულად რა დროის შემდეგ უნდა ადაპტირდეს ბავშვი ძიძასთან. თუმცა ყველა მშობელი იცნობს საკუთარ შვილს და აქვს წარმოდგენა, რა გამოწვევებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ეს პროცესი – დაახლოებით რა დრო შეიძლება დასჭირდეს. ამ ფონზე თუკი მშობელი ატყობს, რომ ეს პროცესი გახანგრძლივდა ან მნიშვნელოვნად შეიცვალა ბავშვის ქცევა, ემოციური ფონი, დაეწყო კვებასთან ან ძილთან დაკავშირებული სირთულეები და ეს ცვლილებები იმაზე უფრო ინტენსიურია, ვიდრე ახასიათებს ბავშვს, მნიშვნელოვანია, დროულად და გულდასმით გააანალიზოს, რა არის სირთულის მიზეზი და იზრუნოს ბავშვის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ასევე საყურადღებოა, თუკი ბავშვი ძიძის დანახვისას არ გამოხატავს სიხარულს (ადაპტაციის პერიოდის გასვლის შემდეგ) ან ატყობთ შფოთვას, შიშს ძიძის დანახვისას, ან ჰყვება ისეთ აქტივობაზე ძიძასთან ყოფნის პერიოდში, რომელიც ეწინააღმდეგება ძიძასთან თქვენს შეთანხმებას (მაგ. დიდი დრო გაატარა ეკრანთან), აქვს დაზიანებები სხეულზე, ფიზიკურად მოუვლელია, მშიერია და სხვ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ბავშვის განითარების ეტაპები - მე-3 კვირა: რეაქცია ბგერებზე

სრულად
ბავშვი მშობლის ქცევას იმეორებს
ბავშვი მშობლის ქცევას იმეორებს
ქუჩაში, მაღაზიასა თუ სკვერში ბავშვთან მოჩხუბარი მშობელი ხშირად გამხდარა გაკიცხვის ობიექტი.
სრულად
ბავშვთა აღზრდაში დაშვებული ექვსი შეცდომა

შფოთვითი ქცევა, ბავშვის კრიტიკული აღზრდა
სრულად
როგორია ახალშობილის პირველი კვირა: უპირობო რეფლექსები

ახალშობილად ბავშვი სიცოცხლის პირველ თვეში ითვლება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი ყველასთვის.
სრულად
როცა ბავშვი დაუმორჩილებელია
როცა ბავშვი დაუმორჩილებელია
ბავშვის ცუდი ქცევა – არის მისი მეთოდი, მიიტანოს თავისი სათქმელი მშობლამდე.
სრულად
7 რამ, რასაც ბავშვებს უაზროდ ვუკრძალავთ
7 რამ, რასაც ბავშვებს უაზროდ ვუკრძალავთ
გარდა სიყვარულის საჭიროებისა, ბავშვის მიმართ არსებობს ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნები წესების, საზღვრებისა და გონივრული აკრძალვების შესახებ.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დედა, ბებია და ძიძა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები