/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

დისტანციური რეჟიმიდან – ლაღი საზაფხულო არდადეგებისკენ

დადგა ზაფხული, იწყება არდადეგები. სასკოლო ცხოვრების ბოლო ორი წელი არათანმიმდევრული იყო ცნობილი მიზეზების გამო,გვქონდა პანდემიური წლები და დისტანციური ცხოვრება. ეს საკმაოდ მტკივნეულად აისახა ბავშვების სასკოლო ყოფაზე, დროის დიდ ნაწილს ბავშვების უმეტესოაბ ეკრანებთან ატარებდა. ჰქონდათ თანატოლებთან ურთიერთობის დეფიციტი, თითქმის მოწყვეტილნი იყვნენ გართობას ღია სივრცეებში, რაც აისახვა კიდეც მათ ნერვულ სისტემასა და ფსიქიკაზე. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაიგეგმება მათი დასვენება პანდემიური პერიოდის შემდეგ,რათა მაქსიმალურად გათავისუფლდნენ სტრესისგან, განიტვირთონ და სრულფასოვნად დაისვენონ,მით უმეტეს,რომ შეზღუდვები, საბედნიეროდ უკვე მოხსნილია. ზაფხულში ბავშვმა კარგად უნდა დაისვენოს, ძალ-ღონე აღიდგინოს, არ უნდაიპასიუროს. აგარაკზე,ზღვისა თუ მთის სხვადასხვა კურორტზე,საჭიროა მათი გართობისა და გონებრივი განვითარებისთვის საჭირო აქტივობების მოფიქრება.

ზაფხულში ბავშვი აუცილებლად უნდა გავიყვანოთ ქალაქგარეთ, შევუცვალოთ გარემო. ეს აკაჟებს მის ჯანმრთელობას, აფართოებს თვალსაწიერს. როცა დასვენება კარგად არის ორგანიზებული, ბავშვის ცნობიერება მდიდრდება ახალი შთაბეჭდილებებით, აზროვნება უკეთ ვითარდება, ლექსიკა ივსება ახალი სიტყვებითა და გამოთქმებით, ჩნდება ახალი ინტერესები და მოთხოვნილებები... მაინც რით გავართოთ ბავშვი ზაფხულში ქალაქგარეთ? როგორ მოვახერხოთ, რომ იქ მაინც მოვაცილოთ კომპიუტერსა და ტელევიზორს? თუმცა, ისინიც საჭიროა, როცა წვიმს და შინიდან გასვლა შეუძლებელია, კარგ ამინდში კი...

მხიარული თამაში

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

აგარაკზე დასვენების მთავარი სარგებელი ის არის, რომ ბავშვი კაჟდება. ამისთვის მას ყველა პირობა უნდა ჰქონდეს. უპირველესად, გამოვუძებნოთ თავისუფალი ადგილი, სადაც შეეძლება სირბილი, ხტუნაობა, ბურთით თამაში ისე, რომ არ დაზიანდეს მოვლილი ეზო, ძვირფასი ნარგავები. შეიძლება, შევიძინოთ ხელოვნური გორაკი, გასაბერი აუზი ან ჩავასოთ მიწაში სხვადასხვა ზომის ხის ძელები, რომ მივიღოთ სპორტული მოედნის მაგვარი სივრცე. უფრო მოზრდილ ბავშვებს გამოადგებათ ველოსიპედი, სახტუნაო, საქანელა, ჰამაკი, ბადმინტონი, ბატუტი, პინგ-პონგი, კეგლი. შეუცვლელი ატრიბუტია ბურთი. ბიჭუნებიც და გოგონებიც დიდი გატაცებით თამაშობენ ფეხბურთს, „წრეში ბურთს“, კალათბურთს (ამისთვის საკმარისია, ჩავასოთ ბოძი და დავკიდოთ მასზე კალათა). ოღონდ ბურთის სათამაშოდ აუცილებელია სხვა ბავშვები. რაც უფრო მოზრდილია ბავშვი, მით მეტად მნიშვნელოვანია მისთვის თანატოლებთან მეგობრობა. თუ თქვენი აგარაკის ახლომახლო შესაფერისი ასაკის ბავშვები არ არიან, შეგიძლიათ სტუმრად მიიპატიჟოთ შვილის ქალაქელი მეგობრები, რათა მას საშუალება ჰქონდეს, ზაფხული თანატოლების წრეში სასიამოვნოდ გაატაროს.

მოვძებნოთ განძი

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

ყველაფერი, რაც კი ქალაქიდან აგარაკზე ჩასულ ბავშვს ირგვლივ აქვს, შეიძლება მისთვის შემეცნებისა და განვითარების წყაროდ იქცეს. მას უდავოდ გაიტაცებს ისეთი მარტივი გასართობი, როგორიცაა წყალში ქვების სროლა ან მუხლუხოს მოძრაობაზე დაკვირვება. რაც შეეხება ქვიშით, წყლით ან თიხით თამაშს, ეს მხოლოდ კი არ გაართობს, არამედ ყურადღების, მოტორიკისა და წარმოსახვის განვითარებაშიც დაეხმარება. თუ გსურთ, ბავშვს უჩვეულო გასართობი შესთავაზოთ, ეთამაშეთ „განძის მაძიებლობანა“: ჩადეთ რაიმე ლითონის ქილაში და ჩაფალით ეზოში ან სახლის ახლომახლო. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რა იდება ქილაში – კანფეტები თუ წერილი; ბავშვისთვის თვითონ ძიების პროცესია საინტერესო. დაუხაზეთ ნაკვეთის გეგმა, რუკა, ჯვრით მონიშნეთ განძის ადგილსამყოფელი... ბავშვი ამით ორგვარ სარგებელს მიიღებს: გაერთობა კიდეც და რუკის დახმარებით ორიენტირებასაც ისწავლის.

ქებათა ქება შრომას!

თუ ბავშვს საინტერესო და მისი შესაძლებლობის შესატყვის დავალებას მისცემთ, ის სიამოვნებით შეიტანს წვლილს სააგარაკო საქმიანობაში. სკოლამდელი ასაკის პატარა უარს არ იტყვის, მოაწყოს ალპური გორაკი, შეკრას მინდვრის ყვავილების თაიგული მაგიდის მოსართავად, შეაგროვოს ღამით ხეებიდან ჩამოცვენილი ვაშლი თუ მსხალი... არავითარ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ, შეაქოთ შრომისა და გარჯისთვის, მადლობა გადაუხადოთ გამოჩენილი მუყაითობისთვის. ეს მისთვის სამომავლო სტიმული იქნება.

ძველი ჰობი ახალ ყაიდაზე

სკოლის მოსწავლეებს ხშირად აძლევენ ზაფხულში წასაკითხი ლიტერატურული ნაწარმოებების სიას. ეს ლიტერატურა ასაკის შესაბამისად შეირჩევა. ბევრი ბავშვი არცთუ დიდი ხალისით ეკიდება ამ დავალებას. ჩვენ შეგვიძლია, ეს პროცესი ძალიან საინტერესო, სახალისო და მიმზიდველი გავხადოთ. მაგალითად, წიგნების კითხვა მოვაწყოთ არა მაგიდასთან, არამედ ჰამაკში, ფართოტოტებიანი ხის ჩრდილქვეშ, სიგრილეში, მიმზიდველ და მოხერხებულ გარემოში, ანდა საგანგებოდ კითხვისთვის გამართულ კარავში. ამ შემთხვევაში წიგნი ბავშვს უფრო საინტერესო მოეჩვენება. ბავშვებთან ერთად შეაგროვეთ გირჩები, წაბლი, რკო – მათგან შეიძლება დაამზადოთ ლამაზი სამშვენისები ზაფხულის დღეების სამახსოვროდ.

თქვენს ბიჭუნას ან გოგონას ფოტოგრაფია იტაცებს?

აგარაკზე შეიძლება საზაფხულო ფოტოსესიის მოწყობა ნათესავების, მეზობლებისა და ნაცნობების მონაწილეობით, მერე კი ფოტოალბომის შედგენა. ის ბავშვისთვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებად იქცევა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ბავშვის განითარების ეტაპები - მე-3 კვირა: რეაქცია ბგერებზე

სრულად
ბავშვი მშობლის ქცევას იმეორებს
ბავშვი მშობლის ქცევას იმეორებს
ქუჩაში, მაღაზიასა თუ სკვერში ბავშვთან მოჩხუბარი მშობელი ხშირად გამხდარა გაკიცხვის ობიექტი.
სრულად
ბავშვთა აღზრდაში დაშვებული ექვსი შეცდომა

შფოთვითი ქცევა, ბავშვის კრიტიკული აღზრდა
სრულად
როგორია ახალშობილის პირველი კვირა: უპირობო რეფლექსები

ახალშობილად ბავშვი სიცოცხლის პირველ თვეში ითვლება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი ყველასთვის.
სრულად
როცა ბავშვი დაუმორჩილებელია
როცა ბავშვი დაუმორჩილებელია
ბავშვის ცუდი ქცევა – არის მისი მეთოდი, მიიტანოს თავისი სათქმელი მშობლამდე.
სრულად
7 რამ, რასაც ბავშვებს უაზროდ ვუკრძალავთ
7 რამ, რასაც ბავშვებს უაზროდ ვუკრძალავთ
გარდა სიყვარულის საჭიროებისა, ბავშვის მიმართ არსებობს ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნები წესების, საზღვრებისა და გონივრული აკრძალვების შესახებ.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დისტანციური რეჟიმიდან – ლაღი საზაფხულო არდადეგებისკენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები