/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

რა შეუძლია ბავშვს

რა შეუძლია ბავშვს
დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა პატარას ძალიან ადრე უჩნდება. ერთი წლისა უკვე ცდილობს,

კოვზი აიღოს ხელში და თუ საშუალებას მივცემთ, წლინახევრისთვის უკვე დამოუკიდებლად ჭამაც შეეძლება. ორი წლის პატარას შეუძლია ხელების დაბანა, გამშრალება, გახსნილი ტანსაცმლის გახდა.

სამი წლის ასაკში ბავშვმა შეიძლება ჩაიცვას, შეიკრას ღილები, შეინარჩუნოს წესრიგი ოთახში და დაეხმაროს დედას საოჯახო საქმიანობაში. თუ მას მნიშვნელოვან რამეს დავავალებთ, პატარა სიამაყისა და საკუთარი ღირსების გრძნობით აივსება.

სამი წლის ბავშვი ხშირად იმეორებს სიტყვებს "მე თვითონ". ამ პერიოდში დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა განსაკუთრებით თვალში საცემია. მთავარია, დროულად შევამჩნიოთ ეს მომენტი და პატარას დავეხმაროთ. თუ ბავშვს რამე არ გამოსდის, ნუ იჩქარებთ, მის ნაცვლად გააკეთოთ. სცადეთ, დაეხმაროთ - ერთად ყველაფერს მოახერხებთ.

არ დაგავიწყდეთ შექება!

ხშირად შეაქეთ შვილი. გახსოვდეთ, რომ ქება აღზრდის მძლავრი იარაღია. ნუ დაიშურებთ ალერსიან სიტყვებს. ეს საჭირო ქცევების განმტკიცებაში დაგეხმარებათ. თუმცა გონიერება ქების დროსაც აუცილებელია. ერიდეთ ფუჭ, ზედმეტ ქებას, თორემ სიტყვები ძალას დაკარგავს. ქება აუცილებლად მიზანმიმართული უნდა იყოს. როცა ბავშვის საქციელით კმაყოფილი ხართ, უნდა უთხრათ არა ის, რომ კარგი ბიჭია (გოგონაა), არამედ ის, რომ ძალიან კარგად მოიქცა და აუხსნათ, რატომ. ამასთანავე, ქება მყისიერი უნდა იყოს, ნუ გადადებთ მას სამომავლოდ.

პატარა აუცილებლად მოახერხებს!

დამოუკიდებლობის შესწავლის მთავარი პრინციპის თანახმად, არასოდეს გააკეთოთ ბავშვის ნაცვლად ის, რისი გაკეთებაც პატარას თავადაც შეუძლია. თუ მან ხელების დაბანა ისწავლა, ესე იგი ეს უკვე მისი საქმეა. დედამ მხოლოდ უნდა აკონტროლოს, როგორ ასრულებს ამას შვილი. ვერც ერთი დასწავლა ვერ იტანს სიჩქარეს. ეს პრინციპი აუცილებლად უნდა დაიცვათ და თუ არ გცალიათ, რამის შესწავლა სხვა დროისთვის გადადეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენც იჩქარებთ, პატარასაც ააჩქარებთ, ის განერვიულდება და ცდის სურვილი აღარ ექნება.

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

ბავშვთან ერთად საქმიანობისას ყოველთვის კეთილგანწყობილი უნდა იყოთ. არ უსაყვედუროთ ბავშვს შეუსრულებელი დავალების გამო, უბრალოდ აუხსენით, რას იწვევს უპასუხისმგებლობა, გარკვეული წესების შეუსრულებლობა. პატარამ უნდა იცოდეს, რომ თუ თევზებს არ აჭმევს, ისინი დაიხოცებიან, თუ ყვავილს არ მორწეყავს, ის გახმება, თუ სათამაშოებს არ აალაგებს, სახლში არეულობა იქნება...

სწავლა ძალიან ადვილია თამაშის დროს. მაგალითად, შეიძლება მოვაწყოთ შეჯიბრება - ვინ უფრო სწრაფად გაიხსნის თასმებს ან შეიკრავს ღილებს. შეიძლება შეჯიბრება სათამაშოების ალაგებაშიც. თავი არიდეთ შეფასებებს და შვილის სხვა ბავშვებთან შედარებას. თუ პატარას ეტყვით, რომ მისი მეგობარი ყოჩაღია, რადგან თავად იხდის და იცვამს, ეს მეგობრისადმი ცუდ დამოკიდებულებას წარმოშობს და არა დამოუკიდებლობის სურვილს. შედარება მხოლოდ მაშინ არის მისაღები, როცა თქვენი შვილის სხვადასხვა საქციელზეა საუბარი. პატარები ადვილად იზიარებენ თანატოლთა გამოცდილებას, საბავშვო ბაღში თანატოლების მაგალითით შთაგონებულები სწრაფად სწავლობენ კოვზის გამოყენებას, დამოუკიდებლად დადიან ტუალეტში, ალაგებენ სათამაშოებს. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რა გამოსდის ბავშვს. თუ მას მუდამ შევუსწორებთ რაიმეს, საკუთარი უძლურების კომპლექსი ჩამოუყალიბდება.

დაიმახსოვრეთ, ბავშვი შეცდომებზე სწავლობს. დამოუკიდებლობის განსავითარებლად ძალზე მნიშვნელოვანია პირადი მაგალითი. თუ თქვენ არ ხართ მიჩვეული წესრიგსა და მოვალეობების შესრულებას, შვილსაც ნუ მოსთხოვთ. ბავშვები ისე იქცევიან, როგორც ჩვენ შთავაგონებთ. როცა პატარას საქმიანობას თან ახლავს სიტყვები: "მიდი, ნუ გეშინია, ყველაფერი გამოგივა!" - ის მართლაც წარმატებაზეა ორიენტირებული.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

სამოსი და ხასიათი
სამოსი და ხასიათი
ფრანგი ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ სამოსითა და მისდამი დამოკიდებულებით შესაძლებელია პიროვნების შეფასება.
სრულად
როგორ შევარჩიოთ ჯინსი
როგორ შევარჩიოთ ჯინსი
თავის დროზე ჯინსი სამუშაო ტანსაცმელი იყო. იგი სწორედ ამ მიზნით შეიქმნა და წარმატებითაც იყენებდნენ, მაგრამ მალე მან მოდური სამოსის ადგილი დაიმკვიდრა როგორც ქალის, ისე მამაკაცის ყოველდღიურ გარდერობში.
სრულად
უსიამოვნო შენაძენი
უსიამოვნო შენაძენი
ძალიან ცუდი ჩვევა მაქვს - თავდაუზოგავად ვმუშაობ, სანამ არ აღმოვაჩენ, რომ მძიმე სამუშაოს კიდურებზე არასასიამოვნო კვალი დაუტოვებია.
სრულად
News
News
თუ ართრიტი გაქვთ, პარკინსონიზმისა აღარ უნდა გეშინოდეთ. ახლახან გაირკვა, რომ ანთების საწინააღმდეგო
სრულად
ჰალსტუხი - მამაკაცური მოდის საუკეთესო აქსესუარი
ჰალსტუხი - მამაკაცური მოდის საუკეთესო აქსესუარი
XXI საუკუნის მამაკაცი ჰალსტუხს, სტილის დაცვითა და, როგორც წესი, მოკრძალებული ელეგანტურობის გრძნობით, სიამოვნებით ატარებს. მამაკაცის გარეგნულ იერსახეს,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

რა შეუძლია ბავშვს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები