ჰიპერტენზია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰიპერტენზია

ეს საიდუმლო აღარავისთვისაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რა მოქმედებს მის მაჩვენებელზე დადებითად და ნეგატიურად.

პრობიოტიკები არტერიულ წნევას აქვეითებს

ზოგჯერ ჰიპერტონია ნაწლავური მიკროფლორის დისბალანსს უკავშირდება, ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, სპეციალისტები პრობიოტიკების მიღებას გვირჩევენ. ჩვეულებრივი კეფირი ან იოგურტი ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემას შორის ნორმალური კავშირის აღდგენას ეხმარება.

კეფირით 2-3-თვიანი მკურნალობით ორგანიზში მნიშვნელოვნად მცირდება ენდოტოქსინების დონე, რაც არტერიული წნევის მაჩვენებლის ნორმალიზებას განაპირობებს.

გარდა ამისა, კეფირი ეხმარება ნაწლავის მიკროფლორის 4 ძირითად ბინადარსა და თავის ტვინის სპეციფიკურ ფერმენტებს შორის ბუნებრივი ბალანსის აღდგენას, შედეგად, თავის ტვინი და საჭმლის მომნელებელი სისტემა ერთობლივად უკეთ ახერხებენ არტერიული წნევის მაჩვენებლის რეგულაციას.

გაფრთხილებული - შეიარაღებულია!

მარილი - არტერიული წნევის მატების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფაქტორია, ამიტომ სპეციალისტები ჰიპერტონიკებს ურჩევენ, ან საერთოდ გამორიცხონ რაციონიდან მარილი, ან შეამცირონ მისი მიღება დღეში 1500 მილიგრამამდე.

შეშუპების საწინააღმდეგო მედიკამენტები - ხელს უწყობენ არტერიული წნევის მატებას, ამიტომ მათი შეძენისას დეტალურად წაიკითხეთ გამოყენების წესები და აკრძალვები, რადგან ზოგიერთის მიღება აკრძალულია ჰიპერტენზიის მქონეთათვის.

ალკოჰოლი - არტერიული წნევის მატებისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის დადგენილია ალკოჰოლის შემცველი სასმლის დღიური ნორმა, რომელიც მამაკაცებისთვის - 2 ჭიქას, ხოლო ქალებისთვის 1 ჭიქას შეადგენს.

ორთქლის აბაზანა - ნუ გაგიტაცებთ ამგვარი გამაჯანსაღებელი საშუალებები, მით უფრო აკრძალულია კონტრასტული შხაპები ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობით.

წონის კონტროლი და სპორტი - სხეულის მასის გაკონტროლებითა და სპორტის ჩართვით არტერიული წნევის სტაბილურ კონტროლს მოახერხებთ.

სულ რამდენიმეწუთიანი ყოველდღიური სპორტული ვარჯიში ძალზე დაეხმარება მეორე ტიპის დიაბეტის მქონეთ არტერიული წნევის მაჩვენებლის დარეგულირებაში.

სეირნობა სუფთა ჰაერზე - სამსახურის შემდეგ მცირე ხნით სუფთა ჰაერზე სეირნობა განსაკუთრებით სასარგებლოა მჯდომარე პროფესიის მქონეთათვის.

არტერიული წნევის ნორმები იცვლება

აშშ-ში ჰიპერტონიკების რაოდენობა 103 მილიონამდე გაიზარდა, სახელმწიფოს მოქალაქეთა 46%-ს აღენიშნება არტერიული წნევის მომატებული მაჩვენებელი, ამ ფაქტმა სპეციალისტები დააფიქრა, მათ გადახედეს მანამდე არსებულ ნორმებს და შეცვალეს ისინი. თუ მანამდე ჰიპერტონიის დიაგნოზს სვამდნენ 140/90-ზე მაჩვენებლის არსებობისას, დღეს ეს დიაგნოზი ისმება უკვე 120-129/80-ზეც.

130-139/80-89-ზე ჰიპერტონიული დაავადების პირველი სტადიაა, 140/90-ზე - მეორე სტადია, 180/120-ზე და ზევით კი ჰიპერტონიული კრიზია, რომელიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.

სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ არტერიული წნევის ნორმალურ მაჩვენებელთა ცვლილება, უპირველესად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტების რისკს შეამცირებს.

ტონომეტრი ყოველთვის რეალურ მონაცემს არ აჩვენებს!

ექსპერიმენტით დადასტურებულია, რომ ჩვენს ოჯახებში არსებული წნევის აპარატების 70% არტერიული წნევის რეალურ მონაცემს არ აჩვენებს. მათგან 70 % დაახლოებით 5 მმ ვწყ სვ-ს იპარავს, 30% კი - 10-ს.

არტერიული წნევის მაჩვენებლის ცვლილებას ყველაზე ხშირად წნევის გაზომვის დროს ხელისა და სხეულის არასწორი მდებარეობა და მოძრაობა იწვევს, აგრეთვე ჭარბი წონა, ემოციური არამდგრადობა და გაზომვის დროს საუბარი.

სწორედ ამიტომ ექიმებს ეძლევათ რეკომენდაციები, არ დაეფუძნონ პაციენტის ინფორმაციას მათი ნორმალური არტერიული წნევის მაჩვენებლის თაობაზე.

ძილი ჰიპერტონიას ამარცხებს

უქმეების დროს 1 საათით მეტი ძილი არტერიული წნევის დამარეგულირებელი საუკეთესო საშუალებაა. იგი 40%-ში ამცირებს წნევის მატების ალბათობას. დადგენილია, რომ ადამიანებს, რომლებსაც საშუალოდ 6 საათზე ნაკლები სძინავთ, 70%-ით მეტად აწუხებთ წნევის მატება, ვიდრე ადამიანებს, რომელთაც 7-9 საათი შეუძლიათ იძინონ.

თუმცა უქმეებზე ერთი საათით მეტი ძილი ამ რისკს 40%-მდე ამცირებს. განსაკუთრებით - იმ პირებთან, ვისაც ქრონიკული გამოუძინებლობა აწუხებს.

ულტრაიისფერი სხივები წნევას აქვეითებს

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ულტრაიისფერი სხივები იმდენად ეფექტიანად აქვეითებს არტერიულ წნევას, რომ მათი დახმარებით ანტიჰიპერტონიული თერაპიის ჩატარებაც კი შეიძლება. როგორც გაირკვა, ულტრაიისფერი სხივების მოქმედებით სისხლში თავისუფლდება აზოტოვანი ნაერთები, რომლებიც სისხლძარღვებს აფართოებს და აქვეითებს წნევას. თუმცა, აქვე შეგახსენებთ, რომ დიდი დოზით ულტრაისფერი სხივების მოქმედება იწვევს კანის სიმსივნურ დაავადებებს, ამიტომ ზაფხულში წნევის დასაქვეითებლად მზის პირდაპირ სხივებქვეშ ყოფნისას ზომიერება ნუ გიღალატებთ.