ზურგის ტვინის სიმსივნეები

ზურგის ტვინის სიმსივნე შეიძლება იყოს როგორც პირველადი (წარმოიშობა ზურგის ტვინის უჯრედებისგან), ასევე მეორეულიც (სხვა ორგანოში არსებული სიმსივნის მეტასტაზი).
ზურგის ტვინის პირველადი სიმსივნეების მხოლოდ 10% იზრდება უშუალოდ ნერვული უჯრედებისგან. ორ მესამედს შეადგენს მენინგიომები და შვანომები. ეს კეთილთვისებიანი სიმსივნეებია.
ავთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნება გლიომები და სარკომები.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ხერხემალში აღწევს სხვა ორგანოთა სიმსივნეების მეტასტაზები - წესისამებრ, ფილტვებისა, სარძევე ჯირკვლისა, პროსტატისა, თირკმლისა ან ფარისებრი ჯირკვლისა. ზურგის ტვინზე შეიძლება გავრცელდეს ლიმფომაც.
სიმპტომები
თავის ტვინის სიმსივნით გამოწვეული სიმპტომები, ჩვეულებრივ, მისი ზეწოლით აიხსნება. ნერვულ ღეროზე ზეწოლა ტკივილს, სისუსტეს, დაბუჟებას და ჩხვლეტის შეგრძნებას იწვევს, უშუალოდ თავის ტვინზე ზეწოლა კი კუნთების სისუსტეს, კოორდინაციის დარღვევასა და მგრძნობელობის შესუსტებას ან დარღვევას.
სიმსივნემ შესაძლოა გამოიწვიოს შარდვის გაძნელება, შარდის შეუკავებლობა და ყაბზობაც. ძირითად სიმპტომად ტკივილი მიიჩნევა, რომელიც ყოველთვის პათოლოგიაზე მიუთითებს, დანარჩენი სიმპტომები კი სიმსივნის მდებარეობასა და ზომაზეა დამოკიდებული.
ზურგის ტვინზე ონკოლოგიური ზემოქმედების ნიშნად მიიჩნევა ორგანოებისა და სისტემების ფუნქციის დარღვევები, რომლებსაც ძნელად თუ დავუკავშირებთ სხვა დაავადებას.
ასეთი ნიშნებია:
- ტკივილი ზურგის მიდამოში, რომელიც სხეულის სხვა ნაწილებს გადაეცემა;
- კუნთების სისუსტე და მგრძნობელობის დაქვეითება, უპირველეს ყოვლისა - ხელებსა და ქვედა კიდურებში;
- სიარულის დარღვევა;
- სითბოსა და სიცივისადმი მგრძნობელობის დაქვეითება;
- ნაწლავის ან შარდის ბუშტის ფუნქციის დარღვევა;
- დამბლის სხვადასხვა ფორმა სხეულის სხვადასხვა ნაწილში;
- ხელებისა და ბარძაყების მიდამოში ტკივილის შეგრძნება.
მიზეზები
უახლესი კვლევები მოწმობს, რომ თანამედროვე სამედიცინო მეცნიერებას ჯერ კიდევ ვერ გაურკვევია კიბოს ეტიოლოგია და პათოგენეზი. სამაგიეროდ, მეცნიერებს უკვე აეჭვებთ ზოგიერთი რისკფაქტორი, რომლებიც შესაძლოა თავის ტვინში კიბოს განვითარებასთან იყოს დაკავშირებული. მაგალითად, მეტ-ნაკლებად დადგენილია დაავადების კავშირი რადიაციულ გამოსხივებასთან, არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მოხდა ზემოქმედება - სამკურნალოდ თუ შემთხვევით. ჯერ კიდევ განიხილება, აქვს თუ არა მნიშვნელობა დაავადების წარმოშობისთვის რადიოლოკაციური სადგურებისა და ელექტროგადამცემი ხაზების სიახლოვეს ცხოვრებას, ისეთ საწარმოში მუშაობას, სადაც რადიომაგნიტური გამოსხივებაა.
ეჭვქვეშ ხვდება ზოგიერთი ის ნივთიერება და აირი, რომლებსაც ონკოგენური ზემოქმედება ახასიათებს. გარკვეული მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობით დაავადებებსა და სინდრომებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში იზრდება ზურგის ტვინის ახალწარმონაქმნების განვითარების შანსი. შედეგად ვიღებთ ასეთ სურათს: სადღეისოდ ზურგის ტვინის კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორებად მიიჩნევენ: