კანცეროგენების კლასიფიკაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანცეროგენების კლასიფიკაცია

უმაღლესი განათლება მიიღო 1965 წელს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა სფეროში. მომდევნო სამი წელი ასწავლიდა და ატარებდა კვლევებს. 1969 წელს ჩაირიცხა ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში და სამი პრეკლინიკური წლის შემდეგ დაასრულა კლინიკური სწავლა ვიქტორიაში, მონაშის უნივერსიტეტში, მიიღო ბაკალავრის ხარისხი მედიცინაში, ქირურგიაში – 1974 წელს.

იენ ბრაითჰოუპმა 1970-იან წლებში დააარსა კლინიკა და ბიოცენტრი. ცენტრი სპეციალიზებული იყო კვებისა და გარემოს დაცვის მედიცინაზე განსაკუთრებული ინტერესებით:

  • ფსიქიატრიულ დაავადებებზე;
  • სწავლისა და ქცევის დარღვევებზე;
  • ონკოპაციენტების მოვლაზე;
  • გულის დაავადებებზე;
  • საკვებსა და ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ დარღვევებზე;
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომზე;
  • ართრიტებზე;
  • ასთმაზე;
  • საკვები პროდუქტებისა და ქიმიური ნივთიერებებისადმი მგრძნობელობაზე;
  • აუტოიმუნურ დაავადებებზე;
  • შაქრიან დიაბეტზე;
  • მწვავე ვირუსული დაავადებებისა და სხვა მდგომარეობათა მკურნალობაზე.

ძირითადი ყურადღება ეთმობოდა ამ დაავადებათა მკურნალობას C ვიტამინისა (ინტრავენურად) და სხვა საკვები ნივთიერებების მეგადოზებით.

როგორც ექიმი იენ ბრაითჰოუპი განმარტავს: კანცეროგენები არის ნივთიერებები, ორგანიზმები ან აგენტები, რომლებსაც შეუძლიათ ორგანიზმში უჯრედული, გენეტიკური და ეპიგენეტიკური მექანიზმების შეცვლით ნორმალური უჯრედების კიბოს უჯრედებად გარდაქმნა.

ეს აგენტები შეიძლება იყოს ქიმიკატები (ქიმიური ნივთიერებები), ვირუსები ან სხივური თერაპიის ზოგიერთი სახეობაც კი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ.

კანცეროგენები შეიძლება ბუნებრივად აღმოჩნდეს გარემოში, მაგალითად, მზის ულტრაიისფერი სხივები ან ზოგიერთი ვირუსი, ან წარმოიქმნას ადამიანის შემოქმედებით. ასეთია მანქანის გამონაბოლქვი და სიგარეტის კვამლი.

კანცეროგენობის პროცესი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კანცეროგენეზი ან სიმსივნის გენეზი, მოიცავს რამდენიმე ეტაპს (სტადიას), რომლის დროსაც ნორმალური უჯრედები იცვლებიან უჯრედულ, გენეტიკურ და ეპიგენეტიკურ დონეზე, რაც იწვევს უჯრედების არანორმალურ გაყოფას და კიბოს წარმოქმნას.

ეს პროცესი ხასიათდება:

  1. ინიციაციით (დაწყებით) – პირველი ეტაპი მოიცავს უჯრედში დნმ-ის პირდაპირ დაზიანებას კანცეროგენით, რაც იწვევს პათოლოგიურ დნმ-ს, რომელიც სათანადოდ, სწორად არ ფუნქციობს. ეს დაზიანება შეიძლება გამოწვეული იყოს ქიმიური ნივთიერებებით, ვირუსებით ან რადიაციით;
  2. წინსვლა (განვითარება) – დნმ-ის დაზიანების შემდეგ ორგანიზმი ცდილობს დაზიანებული დნმ-ის აღდგენას. თუმცა, ზოგჯერ კანცეროგენებით გამოწვეული დაზიანება ხელს უშლის აღდგენით პროცესებს, რასაც მოჰყვება შემდგომი დაზიანებები;
  3. პროგრესი – დროთა განმავლობაში გენეტიკური და ეპიგენეტიკური ცვლილებების დაგროვება არღვევს ნორმალურ ბალანსს უჯრედების პროლიფერაციასა და უჯრედების დაპროგრამებულ სიკვდილს (აპოპტოზს) შორის, რაც იწვევს უჯრედების უკონტროლო გაყოფას და კიბოს უჯრედების ევოლუციას.

კანცეროგენები სულაც არ იწვევენ კიბოს ყოველთვის ან ნებისმიერ ვითარებაში. ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ექსპოზიციის რაოდენობა და ხანგრძლივობა, ადამიანის გენეტიკური შემადგენლობა და სხვა გარემო ფაქტორების ზემოქმედება, მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმის განსაზღვრაში, განუვითარდება თუ არა კანცეროგენთან შეხებაში მყოფ ადამიანს საბოლოოდ კიბო.

მეტიც, კანცეროგენებით გამოწვეული ყველა მუტაცია არ იწვევს კიბოს; მხოლოდ გარკვეულმა მუტაციებმა გარკვეულ გენებში, რომლებიც არეგულირებენ უჯრედების ზრდას, აპოპტოზს და დნმ-ის რეპარაციას (შეკეთება-აღდგენას), შეიძლება გამოიწვიოს უჯრედების უკონტროლო პროლიფერაცია (გაყოფა) და კიბოს განვითარება.

კანცეროგენები შეიძლება დაიყოს მოქმედების მექანიზმის მიხედვით გენოტოქსიკურ და არაგენოტოქსიკურებად. გენოტოქსიკური კანცეროგენები უშუალოდ ურთიერთქმედებენ დნმ-თან და/ან უჯრედულ აპარატთან, გავლენას ახდენენ გენომის მთლიანობაზე მაშინ, როცა არაგენოტოქსიკური კანცეროგენების ეფექტი იმ მექანიზმების საშუალებით ვლინდებიან, რომლებიც არ მოიცავს დნმ-ის პირდაპირ დაზიანებას.

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო (IARC) კანცეროგენების კატეგორიებად კლასიფიცირებას ახდენს ადამიანებისთვის მათი კანცეროგენურობის მტკიცებულებების საფუძველზე, დაწყებული „ადამიანისთვის კანცეროგენიდან“ (ჯგუფი 1), დამთავრებული „ადამიანისთვის კანცეროგენად არაკლასიფიცირებული“ (ჯგუფი 3).

ამრიგად, კანცეროგენები არის აგენტები, რომლებსაც შეუძლიათ კიბოს გამოწვევა მრავალსაფეხურიანი პროცესის საშუალებით, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს უჯრედულ და გენეტიკურ მექანიზმებში ცვლილებებს, რაც იწვევს ნორმალური უჯრედების კიბოს უჯრედებად ტრანსფორმაციას (გარდაქმნას). ნივთიერების კანცეროგენული პოტენციალი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის ზემოქმედების ტიპზე, გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე (მიდრეკილებაზე) და სხვა რისკფაქტორების არსებობაზე.

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) სამუშაო ჯგუფი ასევე განიხილავს ფაქტობრივ მონაცემთა ერთიანობას, რათა ადამიანებისთვის პათოგენის კანცეროგენურობის საერთო შეფასება შეძლოს.

აგენტის მინიჭება შემდეგი ოთხი ჯგუფიდან ერთ-ერთისთვის არის მეცნიერული განსჯის საკითხი, რომელიც ასახავს ადამიანებსა და ექსპერიმენტულ ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული მტკიცებულებების სიძლიერეს და ეფუძნება მექანიკურ და სხვა შესაბამის მონაცემებს.

  • 1 ჯგუფის კანცეროგენი: აგენტი არის კანცეროგენი ადამიანებისთვის. ეს კატეგორია გამოიყენება მაშინ, როდესაც არსებობს საკმარისი მტკიცებულება ადამიანებისთვის კანცეროგენურობის შესახებ;
  • ჯგუფი 2: ჯგუფი 2 (ალბათ, კანცეროგენული ადამიანისთვის) ან ჯგუფი 2 (შესაძლოა, კანცეროგენული ადამიანისთვის). ამ კატეგორიაში შედის ის აგენტები, რომლებზეც, ერთი მხრივ, თითქმის საკმარისი მტკიცებულებაა ადამიანებისათვის კანცეროგენურობის შესახებ, ასევე ის აგენტები, რომლებზეც, მეორე მხრივ, არ არსებობს მონაცემები ადამიანებისათვის კანცეროგენურობის შესახებ, მაგრამ არსებობს მტკიცებულება კანცეროგენურობის შესახებ ექსპერიმენტული ცხოველებისათვის;
  • ჯგუფი 3: აგენტი არ კლასიფიცირდება როგორც კანცეროგენი ადამიანებისთვის. ეს კატეგორია ყველაზე ხშირად გამოიყენება აგენტებისთვის, რომლებისთვისაც კანცეროგენურობის მტკიცებულება ადამიანებისათვის არასაკმარისია და არასაკმარისი ან შეზღუდულია ექსპერიმენტული ცხოველებისათვის;
  • ჯგუფი 4: ნივთიერება, სავარაუდოდ, არ არის კანცეროგენული ადამიანისთვის. ეს კატეგორია გამოიყენება აგენტებისთვის, რომელთათვისაც არსებობს მტკიცებულება არაკანცეროგენურობის შესახებ ადამიანებისა და ექსპერიმენტული ცხოველებისათვის.