/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ონკოლოგია

რას ნიშნავს – „გაიცნო კიბო“

რას ნიშნავს – „გაიცნო კიბო“
სიტყვები ონკოლოგია, სიმსივნე, კიბო ადამიანთა ძალიან მძიმე ემოციებს იწვევს, ზოგიერთებს შორის კი ძლიერ შიშს.

აღნიშნული სიტყვები ისეთი დამთრგუნველია ხოლმე, რომ ზოგჯერ მათ წარმოთქმასაც კი ერიდებიან და ნაცვლად იყენებენ ტერმინებს: „ვერაგი დაავადება“, „ცუდი დაავადება“ და ა. შ.

სამწუხაროდ, ყველა ვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც შეეჯახნენ ამ დაავადებას და ვერ გაუმკლავდნენ მას.

არსებობს ტერმინი კანცეროფობია (ბერძნულიდან კანკიროს – კიბო, ფობოს – შიში). მართლაც, კიბო გვაშინებს! ის საშინელია! მეორე ადგილზეა ადამიანთა სიკვდილის მიზეზთა შორის, მისი მკურნალობა ძალიან რთულია და შედეგი ყოველთვის არ არის კეთილსაიმედო!

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თუკი ინტერნეტში კიბოს შესახებ ინფორმაციის მოძიებას შეუდგებით, მეტად არასაიმედო მონაცემებს წააწყდებით.

მაგალითად, 2020 წლის იანვარში გარდაიცვალა ანდრეი პავლენკო, რუსი ექიმი-ონკოლოგი, ოპერატორი-ქირურგი და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ნ. ი. პიროგოვის სახელობის უმაღლესი სამედიცინო ტექნოლოგიების კლინიკის კიბოს ცენტრის ხელმძღვანელი. სიკვდილის მიზეზი – კიბო. რა შეიძლება იყოს უიმედობის კიდევ უფრო მეტად განმაპირობებელი? ამ კაცის ხელთ იყო ყველა უახლესი სამედიცინო ტექნოლოგია და მან ვერ დაძლია ეს დაავადება. რა უნდა ქნას მაშინ უბრალო მოკვდავმა?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. მაინტერესებს ჰემოგლობინის ნაკლებობა თუ იწვევს ლიმფური ჯირკვლის გადიდებას, კი ვიცი რომ თვითონ ლიმფომა იწვევს ჰემოგლობინის დაბლა დაწევას მაგრამ ამ ეტეპზე ეს მაინტერესებს. ყველაფერი მწყობრში მაქვს სისხლის ანალიზებშიც არ მაქვს სერიოზული ცვლილება გარდა ჰემოგლობინის ნაკლებობისა, 3 ბიოფსია გავიკეთე და დიაგნოზი ვერ დასვეს რადგან გადიდებულ ლიმფომას არანაირი სიმსივნური წარმონაქმნი არ ააქვს. მაგის გამო მკურნალობა ვერ დაიწყეს. მადლობა რომ წაიკითხეთ და მომისმინეთ.</p>

პასუხი კითხვაზე არც ისე მარტივია...

და მაინც, მოდი, უფრო ახლოს გავიცნოთ კიბო, ის ვერაგი დაავადება, რომლის გაცნობა არც ისე სასიამოვნოა, მაგრამ როგორც ამბობენ: „მტერი პირადად უნდა გაიცნო!“

კიბო არის დაავადებათა მთელი ჯგუფი, რომელსაც საფუძვლად უდევს უჯრედების უკონტროლო დაყოფა. ჯანსაღი უჯრედები იყოფა (მრავლდება) და რაღაც მომენტში ხდება მათ გენებში დარღვევა – ისინი იწყებენ უკონტროლოდ დაყოფას, შემდეგ კი მთელ სხეულში გავრცელებას – ეს უკვე მეტასტაზებია. მეტასტაზები ბერძნულიდან თარგმანით ნიშნავს „გადაადგილებას“. მეტასტაზი ფაქტობრივად კიბოს უჯრედია, რომელიც მოსწყდა სიმსივნურ კერას, გადაადგილდა სხეულის სხვა ნაწილში, იქ მიმაგრდა და დაიწყო ახალი სიმსივნის შექმნა (წარმოქმნა).

დაავადება არახალია. სახელი მას ჰიპოკრატემ დაარქვა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნეში ცხოვრობდა. ამ დაავადების აღწერისას ჰიპოკრატემ აღნიშნა, რომ დიდი სიმსივნე (კიბო) ემსგავსება კიბოს საცეცებს, ამიტომაც უწოდა მან ნოზოლოგიას კანკიროს (კიბო). მოგვიანებით მან აღწერა კიბოს მრავალი ფორმა და შემოიღო კიდევ ერთი ტერმინი – „ონკოს“, რაც ბერძნულად ნიშნავს „სიმძიმეს, ტვირთს“. ასე დამკვიდრდა ტერმინი „ონკოლოგია“.

უკვე მრავალი წელია, კიბოს ტრადიციული მკურნალობის მეთოდები მოიცავს ქირურგიას, ქიმიოთერაპიასა და რადიოთერაპიას. ქიმიოთერაპია არის მეთოდი, რომლის დროსაც ადამიანი იღებს კიბოს უჯრედების გამანადგურებელ ძლიერ ქიმიურ ნივთიერებებს. სამწუხაროდ, ეს ნივთიერებები კლავს არა მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებს, არამედ ბევრ სხვა რამესაც ორგანიზმში, რადგან ეს ნივთიერებები ვერ განასხვავებენ, რა მოკლან და რა – არა. რადიოთერაპია არის მეთოდი, რომელიც გულისხმობს სიმსივნის დასხივებას რადიოაქტიური ნაწილაკებით. ყველა ეს მეთოდი ძალიან მძიმეა ორგანიზმისთვის, ძნელად გადასატანი, და არც ერთი მათგანი არ იძლევა სრული გამოჯანმრთელების გარანტიას.

არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ ამ მეთოდებს არაერთი ადამიანი გადაურჩენია, არაერთისთვის გაუხანგრძლივებია სიცოცხლე, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბევრი ადამიანი ვერ გამოჯანმრთელდება და მკურნალობის პროცესში იღუპება.

ყველაზე საინტერესოა ის, რომ ტრადიციული მკურნალობის გარდა, არსებობს კიბოს ალტერნატიული ხედვა და მკურნალობის არატრადიციული მეთოდები, არიან ადამიანები, რომლებიც სიმსივნისგან განკურნებულან მე-4 სტადიაზეც კი, როცა დაავადება შორს წასული და მთელ სხეულში გავრცელებული იყო, რის გამოც ექიმები გადარჩენის შანსს ვერ ხედავდნენ, რამდენიმე თვის სიცოცხლე დარჩა პაციენტსო – ასკვნიდნენ. ძალიან ბევრი ფაქტია, რომ ალტერნატიული მკურნალობის არჩევისას პაციენტები სრულად გამოჯანმრთელებულან და თან არ გაუკეთებიათ ოპერაცია, არ ჩაუტარებიათ ქიმიო- და რადიოთერაპია.

ახლა გავიცნოთ ის ალტერნატიული შეხედულებაც, რომელიც ამბობს, რომ კიბო მეტაბოლური (ნივთიერებათა ცვლის) დაავადებაა. ჯერ კიდევ 1931 წელს გერმანელმა ბიოქიმიკოსმა, ოტო ვარბურგმა, მიიღო ნობელის პრემია კიბოს დარგში აღმოჩენისთვის. მან აღმოაჩინა, რომ კიბოსა და ჯანსაღი უჯრედები ენერგიას სრულიად განსხვავებული გზით გამოიმუშავებენ. უჯრედებს აქვთ მიტოქონდრიები. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პატარა ელექტროსადგურები: საკვები ნივთიერებები შედის უჯრედში, მიტოქონდრიებში ისინი ერწყმის ჟანგბადს (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი იწვება) და ამავე დროს წარმოიქმნება ენერგია, რომელიც უჯრედს სჭირდება სიცოცხლისა და დაყოფისთვის. კიბოს უჯრედებში ეს ელექტროსადგურები დაზიანებულია და გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ჯანმრთელ უჯრედში, ამიტომაც კიბოს უჯრედი სხვაგვარად გამოიმუშავებს ენერგიას. კიბოს უჯრედებში ენერგიის გამომუშავება ჟანგბადის გარეშე ხდება და ამ უჯრედებს მხოლოდ გლუკოზის (შაქრის) გამოყენება შეუძლიათ საწვავად. ამიტომ, როდესაც შაქარი არ შედის ორგანიზმში, მაგრამ შედის ჟანგბადი, კიბოს უჯრედები „დეენერგიულია“, მათ არ შეუძლიათ ცხოვრება და დაყოფა. ეს არის ალტერნატიული მკურნალობის საფუძველი, რომელიც უკვე დაეხმარა ათასობით ადამიანს ამ დაავადების დამარცხებაში.

ამრიგად, თუ ადამიანი დაარეგულირებს დიეტას, გამორიცხავს საკვები რაციონიდან ყველა სახის შაქარს და დაამატებს კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერებებს, ასევე ქსოვილებს ჟანგბადით მოამარაგებს, კიბო ვერ გადარჩება. იგივე მეთოდის გამოყენება შეიძლება დაავადების საპროფილაქტიკოდ.

ყველა ის ალტერნატიული საშუალება, რომელიც ზრდის ქსოვილებში ჟანგბადის მიწოდებას, ასევე შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერებებს, სიმსივნის დამარცხებაში ეხმარება ონკოპაციენტებს.

როდესაც საუბრობენ კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერებებზე, გულისხმობენ იმ კომპონენტებს, რომლებიც ანადგურებს კიბოს უჯრედებს, ხელს უშლის მათ დაყოფა-გამრავლებას, ზრდის ჟანგბადის მიწოდებას, ამით აფერხებს ავთვისებიანი უჯრედების ზრდას და აჩქარებს მათ სიკვდილს.

ასეთია მაგალითად, ბეტა-გლუკანები (კომპლექსური ნახშირწყლები, რომლებიც გვხვდება ზოგიერთ ბალახოვან მცენარესა და სოკოში). ბეტა-გლუკანები ასტიმულირებს სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნიტეტს და ააქტიურებს სიმსივნის საწინააღმდეგო დამცავ უჯრედებს.

გარდა ამისა, საყურადღებოა, ტრიტერპენები, ნივთიერებები, რომლებიც მცენარეებს სურნელს ანიჭებენ. ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ტრიტერპენებს კიბოს საწინააღმდეგო თვისებები აქვთ: ისინი თრგუნავენ მეტასტაზებს, არ აძლევენ გამოყოფილ კიბოს უჯრედებს სხეულის სხვა ქსოვილებზე მიმაგრების საშუალებას.

ამგვარად, თუ კარგად გაიცნობთ კიბოს და გაითვალისწინებთ მის თავისებურებებზე დაფუძნებულ საპროფილაქტიკო რჩევებს, დაავადება საშიშად აღარ მოგეჩვენებათ და ბევრი პაციენტის დახმარებასაც შეძლებთ კიბოს დამარცხებაში!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

დასახელებულია კანის კიბოს ორი ნიშანი, რომლებსაც ხშირად ყურადღებას არ აქცევენ

Daily Mail: ფრჩხილის ქვეშ მუქი ზოლის გამოჩენა შეიძლება მიუთითებდეს კანის კიბოზე.
სრულად
ქიმიოთერაპიის გვერდით მოქმედებასთან დაკავშირებული გართულებები (გულისრევა და პირღებინება)

ქიმიოთერაპიის გვერდით მოქმედებას ბევრი გართულება უკავშირდება. ქიმიოთერაპიის პროცესში პაციენტები, სამწუხაროდ, არაერთ უსიამოვნო შეგრძნებასა თუ სიმპტომს უჩივიან.
სრულად
კანცეროგენების კლასიფიკაცია
კანცეროგენების კლასიფიკაცია
პროფესორი იენ ბრაითჰოუპი არის პენსიაზე გასული პრაქტიკოსი ექიმი 40 წელზე მეტი ხნის სამედიცინო გამოცდილებით.
სრულად
ძუძუს კიბო: კვლევის მეთოდები, სტადიები, დიაგნოსტიკა, სიმპტომები, მკურნალობის მეთოდები, მართვა და პროგნოზი

ძუძუს კიბო წარმოადგენს ავთვისებიან სიმსივნეს, რომელიც ვითარდება სარძევე ჯირკვლის ქსოვილებში.
სრულად
სხივური თერაპია
სხივური თერაპია
სხივური, იგივე რადიოთერაპია, კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის მეთოდია, რომლის დახმარებითაც სპეციალისტები სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებენ მათზე მაიონებელი გამოსხივების მოქმედებით, ისეთებით, როგორიცაა:
სრულად
ონკოპროტექტორი - ექსპერტები ასახელებენ 6 პროდუქტს პროსტატის კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზოგიერთ საკვებს, შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს პროსტატის კიბოს მკურნალობის დროს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ონკოლოგია

-გამარჯობა. დღეს შევნიშნე რომ იღლიაში მაქვს ძალიან ძალიან პატარა ჯირკვალივით, მრგვალია მაგრამ არ დაგორავს, არც რაიმე მსგავსი ნამდვილად არ არის. უბრალოდ შეხებისას მტკივნეულია. 17 წლის ვარ. რამდენიმე თვის წინ იგივე იღლია მტკიოდა, ოდნაც შეშუპებულივით იყო როგორც მახსოვს, მაგრამ ეს ჯირკვალი მაშინ არ შემიმჩნევია. მაშინ გარკვეული დროით შევწყვიტე ანტიპერსპირანტია გამოყენება, რაღაც შავი ფერის მალამოს ვისმევდი რამდენიმე დღე და სოდიანი წყლის თბილ საფენებს ვიდებდი და მალევე გამიარა. შეიძლება ეს ანტიპერსპირანტის გამო იყოს? ექიმთან მისვლას ვაპირებ, მაგრამ იქნებ მანამდე თქვენ მითხრათ რამე, რადგან ძალიან ვნერვიულობ. სიმსივნეზე ხომ არ მიუთითებს ეს სიმპტომები? მადლობა წინასწარ პასუხისათვის.

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

რას ნიშნავს – „გაიცნო კიბო“ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები