ფრჩხილის ქვეშ მუქი ზოლის გამოჩენა შეიძლება მიუთითებდეს კანის კიბოზე. - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დასახელებულია კანის კიბოს ორი ნიშანი, რომლებსაც ხშირად ყურადღებას არ აქცევენ

ფრჩხილის ქვეშ მუქი ზოლის გამოჩენა შეიძლება იყოს მელანომის ნიშანი, ხოლო კანის ერთი უბნის გახანგრძლივებული ქავილი და აქერცვლა - ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა. ამის შესახებ Daily Mail-ს ბრიტანელმა დერმატოლოგმა ფატიმა ავდემ განუცხადა.

სპეციალისტის თქმით, ფრჩხილქვეშა მელანომა იწყება ფრჩხილის ქვეშ მუქი ლაქით ან ზოლით, რომელიც სისხლჩაქცევას წააგავს. დროთა განმავლობაში, ახალწარმონაქმნი მატულობს, ვრცელდება ფრჩხილის მორგვზე, თითის ფალანგზე და მიმდებარე რბილ ქსოვილზე. დიდ ბრიტანეთში მელანომა ყოველწლიურად დაახლოებით 2300 ადამიანის სიკვდილის მიზეზია.

კიდევ ერთი იგნორირებული სიმპტომია ეგზემის მსგავსი ქავილი და აქერცვლა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ ქრება. კანის ასეთი დაზიანება შესაძლოა მიუთითებდეს ბრტყელუჯრედოვან კარცინომაზე - კანის კიბოს მეორე ყველაზე გავრცელებული სახეობა. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება წარმატებით ინკურნება ადრეულ სტადიაზე, გვიან გამოვლენის შემთხვევაში მას შეუძლია მეტასტაზირება მოახდინოს და სიცოცხლისთვის საშიში გახდეს.

ავდემ ასევე აღნიშნა, რომ კანის კიბოს ყველა ტიპი არ იწყება ხალებით. ზოგიერთი მათგანი ჩნდება შეუხორცებელი ლაქების ან წყლულების სახით. კერძოდ, ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა, კანის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმა დიდ ბრიტანეთში, ხშირად ჩნდება როგორც პატარა, ხანგრძლივად შეუხორცებელი ლაქა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის სიმსივნე იშვიათად იძლევა მეტასტაზებს, მის მკურნალობას შეიძლება დასჭირდეს კანის დიდი უბნების მოცილება, რაც ხშირად იწვევს უხეში ნაწიბურების წარმოქმნას.

სახის რომელი ნაწილია კანის კიბოს რისკის ქვეშ

Daily Mail: ყურებზე მზისგან დამცავი კრემის წასმა ამცირებს კანის კიბოს რისკს.

ამერიკელმა დერმატოლოგმა დოქტორმა მაიკლ პარკი გვახსენებს მზისგან დამცავი კრემის გულდასმით წასმის აუცილებლობას კანის ყველა დაუცველ ადგილას, მათ შორის ყურებზე. ამ მიდამოს უგულებელყოფამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს კანის კიბოს განვითარების რისკი. ექსპერტის სიტყვებს Daily Mail ციტირებს.

ექიმის თქმით, ყველაზე გავრცელებულია კანის კიბოს ორი ტიპი - მელანომა და კარცინომა. მელანომა ითვლება ყველაზე აგრესიულ სახეობად, კანის კიბოთი გარდაცვალების დაახლოებით 80% ამ დიაგნოზზე მოდის. იგი ვითარდება კანის ზედა ფენაში. თუმცა, როგორც დოქტორი პარკი აღნიშნავს, შემთხვევათა 90%-ში დაავადება გამოწვეულია ულტრაიისფერი გამოსხივების, მათ შორის მზისა და სოლარიუმების ზემოქმედებით, რაც ნიშნავს, რომ მისი პრევენცია შესაძლებელია.

„კანის კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპი, თავისა და კისრის აგრესიული ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა, ასევე შეიძლება ფატალური იყოს, მაგრამ ის ასე სწრაფად არ პროგრესირებს“, - აღნიშნა სპეციალისტმა.

მიუხედავად იმისა, კანის კიბოს ფორმები, როგორიცაა ბაზალურუჯრედოვანი და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა, უმეტეს წილად კარგად ექვემდებარება მკურნალობას. ხშირად საჭიროა ქირურგიული ჩარევა, განსაკუთრებით თუ დაავადება გვიან გამოვლინდა.

დოქტორი პარკი გვირჩევს მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებას ყოველდღე და მათ შორის ყურებზეც, ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ და ხშირად უგულებელყოფილ მიდამოზე.

"არის გარკვეული ადგილები, სადაც ახალწარმონაქმნები უფრო ხშირია. ყურები ერთ-ერთი მათგანია", - აღნიშნა მან.