კიბოს ყველაზე ხშირი რისკფაქტორები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კიბოს ყველაზე ხშირი რისკფაქტორები

მრავალ მავნე ფაქტორს შორის გამოიყოფა:

1) დაბინძურებული ჰაერი

კიბოსა და დაბინძურებულ ჰაერს შორის კავშირზე ყურადღება პირველად 1770 წელს ლონდონში გაამახვილეს, როდესაც საკვამურების ადგილობრივი მწმენდავების უმრავლესობა სათესლე პარკის იშვიათი ფორმის სიმსივნით ავადდებოდა. თანამედროვე კვლევებით გამოვლენილია პირდაპირი კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და ისეთ დაავადებებს შორის, როგორებიცაა შარდის ბუშტის, საყლაპავისა და ფილტვის კიბო.

2) მოწევა

ყველამ იცის, რომ თამბაქოს კვამლი მრავალ კანცეროგენულ ნივთიერებას შეიცავს, თანაც მისი მომაკვდინებელი ეფექტი არა მხოლოდ მწეველებს, არამედ მათ გარშემომყოფებსაც ემუქრებათ. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა შეისწავლა და გააანალიზა გარკვეული სტატისტიკური მონაცემები. აღმოჩნდა, რომ მწეველებთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება არამწეველ ადამიანთან ფილტვის კიბოს რისკს 20-30 %-ით ზრდის.

3) ზოგიერთი პლასტმასი

პლასტმასები შესაძლოა საშიში აღმოჩნდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ნაკაწრი ან ნახეთქი უბნებიდან კონტეინერში ქიმიური კომპონენტების გამოყოფას იწყებენ. ამის ყველაზე კარგი მაგალითია ბისფენოლ–A, ესტროგენის სინთეტური ანალოგი, რომელსაც 1960 წლიდან ბევრი სახის პლასტმასს და შენადნობს ამატებენ. აღნიშნული ნივთიერება შედის წყლისთვის განკუთვნილ პოლიკარბონატულ ბოთლებში, კონსერვებისათვის განკუთვნილი მეტალის ქილების შიდა გარსში.

4) რადონი

ეს უფერო და უსუნო აირი ჰაერში ადამიანის ჩარევის გარეშეც არსებობს. სხვა რადიოაქტიურ ელემენტებად დაშლის შედეგად რადონმა შესაძლოა ფილტვებში მოხვედრისას პოტენციურად საშიში გამოსხივება გამოიწვიოს. რადონი მნიშვნელოვან კავშირშია ფილტვის კიბოსთან.

თინათინ გოცაძე