/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ონკოლოგია

მასტოპათია

მასტოპათია
მასტოპათია ქალების 30-60%-ს აწუხებს. მასა და ძუძუს კიბოს განვითარების საერთო მიზეზები და რისკ-ფაქტორები აქვთ. ამის კვალობაზე, მასტოპათიის მკურნალობა,

ფაქტობრივად, სარძევე ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკაა. სამწუხაროდ, თანამედროვე მედიცინას არ გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა, აწარმოოს მასტოპათიით დაავადებულ ქალთა ადეკვატური მონიტორინგი და მკურნალობა.

გვესაუბრება ონკოლოგიური დისპანსერის დირექტორი, მედიცინის დოქტორი მიხეილ ჯანჯალია.

-რა არის მასტოპათია?

- მასტოპათია სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებაა, რომელიც ჰორმონული დისბალანსის (წონასწორობის დარღვევის) ფონზე ვითარდება. მასტოპათია უმთავრესად შვილოსნობის (25-დან 45 წლამდე) ასაკის ქალებს ემართებათ. დაავადების მიზეზია ნეიროჰუმორული ფაქტორი. სახელწოდების პირველი ნაწილი ნიშნავს, რომ გამშვებ მექანიზმად შეიძლება იქცეს ნერვული სისტემის დაავადებები: სტრესი, დეპრესია, ნევროზი. ცნება ჰუმორული კი ორგანიზმის შინაგანი გარემოს მნიშვნელობაზე, კერძოდ, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, ჰორმონების როლზე მიუთითებს.

- რა იწვევს მასტოპათიას?

- დაავადებას მრავალრიცხოვანი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მათგანია ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში მოუცლელი, საქმიანი ქალის - ბიზნესვუმენის პრიორიტეტის ჩამოყალიბება. შედარებისთვის: XIX საუკუნეში ქალი ბევრ შვილს აჩენდა და დიდხანს აწოვებდა ძუძუს; მენსტრუაცია 17 წლის ასაკში იწყებოდა, ხოლო მენოპაუზა 40 წლიდან დგებოდა. XX საუკუნეში ქალი ერთ-ორ შვილს თუ აჩენს და იმათაც მოუცლელობის, ჰიპოლაქტაციისა თუ სხვა მიზეზების გამო ძუძუს თითქმის არ აწოვებს; მენსტრუაცია 12-14 წლიდან იწყება და 50-52 წლამდე გრძელდება. აქედან გამომდინარე, თანამედროვე ქალის ორგა-ნიზმი უფრო ხანგრძლივად განიცდის სასქესო ჰორმონის - ესტროგენის ზემოქმედებას. მასტოპათია კი სარძევე ჯირკვლის პასუხია ესტროგენების სიჭარბეზე. აზიის ქვეყნებსა და იმ რეგიონებში, სადაც დღე-მდე არსებობს მრავალშვილიანობისა და ძუძუთი კვების ტრადიცია, ეს დაავადება გაცილებით იშვიათია.

მასტოპათიის მიზეზები შეგვიძლია რამდენიმე ჯგუფად დავყოთ:

  • შვილოსნობის ფუნქციის დარღვევა;
  • ნაადრევი (12 წლამდე) მენარქე;
  • უნაყოფობა;
  • ორსულობა-მშობიარობის უქონლობა;
  • ნაგვიანევი (30 წლის შემდეგ) ორსულობა-მშობიარობა;
  • სპონტანური და ხელოვნური აბორტები;
  • მცირერიცხოვანი (1 ან 2) ორსულობა-მშობიარობა;
  • ძუძუთი ხანმოკლე (5 თვემდე) კვება;
  • დაგვიანებული (52 წლის შემდეგ) მენოპაუზა;
  • მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრება და ფსიქოლოგიური ფაქტორები.
შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, ვარ 36 წლის. 3 ბუნებრივი მშობიარობა მქონდა და 3ვე შვილი ბუნებრივი კვებით გავზარდე. მეორე წლინახევრის რომ მყავდა, ძუძუში დამეწყო წვის და ტეხვის შეგრძნება, განსაკუთრებით ნერვიულობის დროს. გადავიღე ექო. კანის სისქე - 2მმ. კანქვეშა ცხიმი ზომიერად, ფიბროზული ქსოვილი ზომიერად. ორივე სარძევე ჯირკვაში ჯირკვლოვანი კომპონენტი სჭარბობს ცხიმოვანს. პარენქიმის სტრუქტურა არაერთგვაროვანი, ექოგენობა დაქვეითებული არათანაბრად, სარძევე სადინრები 2 მმ, ლიმფური სადინრები არ ისახება. ოვალური ფორმის სადა მკვეთრკონტურიანიქსოვილოვანი შენების ჰიპოექოგენური კვანძები, მარჯვნივ 11 სთპროექციაზე სუბარეულურად 9-4.5 მმ, 8 საათის პროექციაზრ ანალოგიური შენების კვანძი ზომით 5.5-2 მმ. 5 საათის პროექციაზრ 7-4 მმ, მარცხნივ რეტროარეულურად 6მმ. მარცხნივ 11 საათის პროექციაზე ცისტა 4 მმ.მარცხენა იღლიის არეში ლიმფური კვანძი სტრუქტურაშეუცვლელი 4 მმ.</p>

სქესობრივი ცხოვრების არასასურველი სტილი სარძევე ჯირკვლის მდგომარეობაზე დამღუპველ გავლე-ნას ახდენს. სქესობრივი თავშეკავება, არარეგულარული სქესობრივი კონტაქტი, სექსუალური დაუკმაყო-ფილებლობა ზრდის დაავადების განვითარების რისკს. ამის კვალობაზე, დაავადება უმეტესად იმ ქალებს ემართებათ, რომლებიც არ გათხოვილან ან მეუღლესთან გაყრილები არიან.

არასასურველი ფსიქოლოგიური ფაქტორებიდან ხაზგასასმელია ოჯახური თუ სამსახურებრივი კონფლიქტი, ქრონიკული სტრესი, უარყოფითი ემოციების სიჭარბე. ხშირად მასტოპათიამდე მიდის საქმე ჰორმონული (სასქესო და ფარისებრი ჯირკვლების ჰორმონთა) ბალანსის დარღვევის დროს.

ასევე დაგაინტერესებთ
4 ნაბიჯი, რომელიც ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლის კიბოს პრევენციას
ძუძუს კისტები

მასტოპათიამდე მივყავართ ნივთიერებათა ცვლის ისეთ დარღვევებსაც, რომლებიც ქალებში სიმსუქნისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარებას განაპირობებს. ესენია:

  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა (დაქვეითება);
  • გინეკოლოგიური დაავადებები;
  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ქრონიკული ანთებითი პროცესები, კერძოდ, ადნექსიტი (საშვილოსნოს დანამატების ანთება), ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს ფიბრომიომა, საკვერცხეების პოლიკისტოზი;
  • შინაგანი ორგანოებისა და სისტემების ქრონიკული დაავადებები;

მასტოპათია ხშირად აქვთ არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ ქალებს. არანაკლებ სახიფათოა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ქრონიკული დაავადებები, ჰეპატიტი. ღვიძლი ჭარბი ესტროგენების დაშლაში დიდ როლს ასრულებს. დაზიანებისას მას ეს უნარი უქვეითდება, ზოგჯერ კი საერთოდ ეკარ-გება, ამიტომ ღვიძლის დაავადებისას ორგანიზმი ჭარბი ოდენობის ესტროგენების მავნე ზემოქმედებას განიცდის, რასაც მასტოპათია მოჰყვება.

მასტოპათია ხშირად ემართებათ ქალაქში მცხოვრებ, უმაღლესი განათლების მქონე ქალებს, რომელთა საქმიანობა გონებრივ შრომას ან ნერვულ დაძაბულობას უკავშირდება. დაავადების განვითარების რისკს ზრდის ქრონიკული გამოუძინებლობა და არასრულფასოვანი კვება - დიდი ოდენობით ცხიმების, ცხოველური ცილების მოხმარება, ხილის, ბოსტნეულის, საკვები უჯრედისის დეფიციტი, ასევე - იონიზებული რადიაციის (მზეზე და სოლარიუმში გარუჯვისას) ზემოქმედება სარძევე ჯირკვალზე, ალკოჰოლი და ნი-კოტინი, სინთეტიკური ტანსაცმელი, ტანზე მერისმეტად მომდგარი, რკინიანი ბიუსტჰალტერი, რომე-ლიც ტრავმას აყენებს სარძევე ჯირკვალს. სახიფათოა უნებლიე ტრავმაც კი, რომელიც ქალმა შეიძლება მეტროსა თუ ხალხით სავსე ავტობუსში მიიღოს.

- რას უჩივის ქალი მასტოპათიის დროს?

- სარძევე ჯირკვლის გამკვრივებისა თუ მკერდის ტკივილის დროს მასტოპათიის დიაგნოზი ყოველთვის არ დაისმის. დიაგნოზის დასასმელად საჭიროა საფუძვლიანი გამოკვლევა:

  • ხელით გასინჯვა (პალპაცია);
  • ექოგრაფია;
  • მამოგრაფია (რენტგენოლოგიური გამოკვლევა);
  • სისხლში ჰორმონების (უმთავრესად - სასქესო და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა) დონის განსაზღვრა;
  • გამონადენის არსებობისას - მისი პუნქცია და აღებული მასალის ციტოლოგიური ან ჰისტოლოგიური გამოკვლევა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ონკოლოგია

-გამარჯობა.ვარ 27 წლის. წელიწადი და სამი თვის წინ დავასრულე მეორე ლაქტაცია.ორივე ბავშვს ვაჭმევდი წელიწად ნახევარი. არანაერი პრობლემა არ მქონია არასოდეს მკერდზე. დაახლოებით ერთი კვირაა დვრილის გვერდით არეოლის პატარა მონაკვეთი დაბლა არის ხოლმე ჩაწეული,თითქოს ჩაჩუტულია. თვითონ დვრილი არა. მეორე მკერდის არეოლად მოჭმუხნულია მაგრამ ესე ჩაჩუტულივით არ არის. ანუ დაბლაა ჩაწეული პატარა მონაკვეთზე. ოღონდ ყოველთვის არა. ტანსაცმელი თუ მომედება ან ვწევარ მაშინ ისიც ზოგჯერ დღის მანძილზე.ხან რომ დავხედავ ჩვეულებრივადაა. ვაპირებ ციკლის მეექვსე მეთორმეტე დღეს ეხოზე წავიდე.მანდ გამოჩნდება რამე რომ მჭირდეს? წავიკითხე რომ მკერდის კიბოს სიმპტომია თან 100 პროცენტიანი და ანუ 100 პროცენტით მკერდის კიბო მაქვს? თუ შეიძლება ფორმა დაკარგა მკერდმა და ამასთან იყოს კავშირში. სხვა არანაერი სიმპტომი არ მაქვს

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მასტოპათია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მასტოპათია

ფაქტობრივად, სარძევე ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკაა. სამწუხაროდ, თანამედროვე მედიცინას არ გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა, აწარმოოს მასტოპათიით დაავადებულ ქალთა ადეკვატური მონიტორინგი და მკურნალობა.

გვესაუბრება ონკოლოგიური დისპანსერის დირექტორი, მედიცინის დოქტორი მიხეილ ჯანჯალია.

-რა არის მასტოპათია?

- მასტოპათია სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებაა, რომელიც ჰორმონული დისბალანსის (წონასწორობის დარღვევის) ფონზე ვითარდება. მასტოპათია უმთავრესად შვილოსნობის (25-დან 45 წლამდე) ასაკის ქალებს ემართებათ. დაავადების მიზეზია ნეიროჰუმორული ფაქტორი. სახელწოდების პირველი ნაწილი ნიშნავს, რომ გამშვებ მექანიზმად შეიძლება იქცეს ნერვული სისტემის დაავადებები: სტრესი, დეპრესია, ნევროზი. ცნება ჰუმორული კი ორგანიზმის შინაგანი გარემოს მნიშვნელობაზე, კერძოდ, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, ჰორმონების როლზე მიუთითებს.

- რა იწვევს მასტოპათიას?

- დაავადებას მრავალრიცხოვანი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მათგანია ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში მოუცლელი, საქმიანი ქალის - ბიზნესვუმენის პრიორიტეტის ჩამოყალიბება. შედარებისთვის: XIX საუკუნეში ქალი ბევრ შვილს აჩენდა და დიდხანს აწოვებდა ძუძუს; მენსტრუაცია 17 წლის ასაკში იწყებოდა, ხოლო მენოპაუზა 40 წლიდან დგებოდა. XX საუკუნეში ქალი ერთ-ორ შვილს თუ აჩენს და იმათაც მოუცლელობის, ჰიპოლაქტაციისა თუ სხვა მიზეზების გამო ძუძუს თითქმის არ აწოვებს; მენსტრუაცია 12-14 წლიდან იწყება და 50-52 წლამდე გრძელდება. აქედან გამომდინარე, თანამედროვე ქალის ორგა-ნიზმი უფრო ხანგრძლივად განიცდის სასქესო ჰორმონის - ესტროგენის ზემოქმედებას. მასტოპათია კი სარძევე ჯირკვლის პასუხია ესტროგენების სიჭარბეზე. აზიის ქვეყნებსა და იმ რეგიონებში, სადაც დღე-მდე არსებობს მრავალშვილიანობისა და ძუძუთი კვების ტრადიცია, ეს დაავადება გაცილებით იშვიათია.

მასტოპათიის მიზეზები შეგვიძლია რამდენიმე ჯგუფად დავყოთ:

  • შვილოსნობის ფუნქციის დარღვევა;
  • ნაადრევი (12 წლამდე) მენარქე;
  • უნაყოფობა;
  • ორსულობა-მშობიარობის უქონლობა;
  • ნაგვიანევი (30 წლის შემდეგ) ორსულობა-მშობიარობა;
  • სპონტანური და ხელოვნური აბორტები;
  • მცირერიცხოვანი (1 ან 2) ორსულობა-მშობიარობა;
  • ძუძუთი ხანმოკლე (5 თვემდე) კვება;
  • დაგვიანებული (52 წლის შემდეგ) მენოპაუზა;
  • მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრება და ფსიქოლოგიური ფაქტორები.

სქესობრივი ცხოვრების არასასურველი სტილი სარძევე ჯირკვლის მდგომარეობაზე დამღუპველ გავლე-ნას ახდენს. სქესობრივი თავშეკავება, არარეგულარული სქესობრივი კონტაქტი, სექსუალური დაუკმაყო-ფილებლობა ზრდის დაავადების განვითარების რისკს. ამის კვალობაზე, დაავადება უმეტესად იმ ქალებს ემართებათ, რომლებიც არ გათხოვილან ან მეუღლესთან გაყრილები არიან.

არასასურველი ფსიქოლოგიური ფაქტორებიდან ხაზგასასმელია ოჯახური თუ სამსახურებრივი კონფლიქტი, ქრონიკული სტრესი, უარყოფითი ემოციების სიჭარბე. ხშირად მასტოპათიამდე მიდის საქმე ჰორმონული (სასქესო და ფარისებრი ჯირკვლების ჰორმონთა) ბალანსის დარღვევის დროს.

მასტოპათიამდე მივყავართ ნივთიერებათა ცვლის ისეთ დარღვევებსაც, რომლებიც ქალებში სიმსუქნისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარებას განაპირობებს. ესენია:

  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა (დაქვეითება);
  • გინეკოლოგიური დაავადებები;
  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ქრონიკული ანთებითი პროცესები, კერძოდ, ადნექსიტი (საშვილოსნოს დანამატების ანთება), ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს ფიბრომიომა, საკვერცხეების პოლიკისტოზი;
  • შინაგანი ორგანოებისა და სისტემების ქრონიკული დაავადებები;

მასტოპათია ხშირად აქვთ არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ ქალებს. არანაკლებ სახიფათოა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ქრონიკული დაავადებები, ჰეპატიტი. ღვიძლი ჭარბი ესტროგენების დაშლაში დიდ როლს ასრულებს. დაზიანებისას მას ეს უნარი უქვეითდება, ზოგჯერ კი საერთოდ ეკარ-გება, ამიტომ ღვიძლის დაავადებისას ორგანიზმი ჭარბი ოდენობის ესტროგენების მავნე ზემოქმედებას განიცდის, რასაც მასტოპათია მოჰყვება.

მასტოპათია ხშირად ემართებათ ქალაქში მცხოვრებ, უმაღლესი განათლების მქონე ქალებს, რომელთა საქმიანობა გონებრივ შრომას ან ნერვულ დაძაბულობას უკავშირდება. დაავადების განვითარების რისკს ზრდის ქრონიკული გამოუძინებლობა და არასრულფასოვანი კვება - დიდი ოდენობით ცხიმების, ცხოველური ცილების მოხმარება, ხილის, ბოსტნეულის, საკვები უჯრედისის დეფიციტი, ასევე - იონიზებული რადიაციის (მზეზე და სოლარიუმში გარუჯვისას) ზემოქმედება სარძევე ჯირკვალზე, ალკოჰოლი და ნი-კოტინი, სინთეტიკური ტანსაცმელი, ტანზე მერისმეტად მომდგარი, რკინიანი ბიუსტჰალტერი, რომე-ლიც ტრავმას აყენებს სარძევე ჯირკვალს. სახიფათოა უნებლიე ტრავმაც კი, რომელიც ქალმა შეიძლება მეტროსა თუ ხალხით სავსე ავტობუსში მიიღოს.

- რას უჩივის ქალი მასტოპათიის დროს?

- სარძევე ჯირკვლის გამკვრივებისა თუ მკერდის ტკივილის დროს მასტოპათიის დიაგნოზი ყოველთვის არ დაისმის. დიაგნოზის დასასმელად საჭიროა საფუძვლიანი გამოკვლევა:

  • ხელით გასინჯვა (პალპაცია);
  • ექოგრაფია;
  • მამოგრაფია (რენტგენოლოგიური გამოკვლევა);
  • სისხლში ჰორმონების (უმთავრესად - სასქესო და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა) დონის განსაზღვრა;
  • გამონადენის არსებობისას - მისი პუნქცია და აღებული მასალის ციტოლოგიური ან ჰისტოლოგიური გამოკვლევა.


მასტოპათიის დიაგნოზი დაისმის, როდესაც დასტურდება:

  • სარძევე ჯირკვლის ტკივილი;
  • სარძევე ჯირკვლის გამკვრივება;
  • წინარემენსტრუაციული სინდრომი (გამკვრივება და ტკივილი თავს იჩენს ციკლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე);
  • გამჭვირვალე ან ხსენის ტიპის გამონადენი ჯირკვლიდან;
  • გამკვრივებული უბნების (კვანძების), შეშუპების, მტკივნეული უბნების არსებობა;
  • მრავლობითი ან ერთეული კისტები;
  • ერთეული მიკრო- და მაკროკალცინატური ჩანართები;
  • ჰორმონული ბალანსის დარღვევა;
  • ეპითელური უჯრედების გაძლიერებული დაყოფა, შემაერთებელი ქსოვილის სიჭარბე.

მასტოპათია, განსაკუთრებით - კვანძოვანი, ძუძუს კიბოს ფონურ მდგომარეობად ითვლება. მის ადრეულ გამოვლენას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან დაავადება პროგრესირებს, ხოლო კვანძების არსებობისას, მით უმეტეს, თავისთავად არ გაიწოვება.

- შესაძლებელია თუ არა მასტოპათიის ადრეულ სტადიაში გამოვლენა?

- თუნდაც არაფერს უჩიოდნენ, ყველა ქალს ვურჩევ, ჩაიტაროს:

  • 20-დან 39 წლამდე:

თვითგასინჯვა თვეში ერთხელ;

მამოლოგის კონსულტაცია ორ წელიწადში ერთხელ;

  • 40-დან 49 წლამდე:

თვითგასინჯვა თვეში ერთხელ;

მამოლოგის კონსულტაცია წელიწადში ერთხელ;

ინსტრუმენტული გამოკვლევა ერთ-ორ წელიწადში ერთხელ;

  • 50 წლის შემდეგ:

თვითგასინჯვა თვეში ერთხელ;

მამოლოგის კონსულტაცია წელიწადში ერთხელ;

ინსტრუმენტული გამოკვლევა წელიწადში ერთხელ.

სარძევე ჯირკვალში პათოლოგიის აღმოჩენის შემთხვევაში ექიმი-მამოლოგი პაციენტს ინდივიდუალუ-რად შეურჩევს საჭირო გამოკვლევის მეთოდს, დაუნიშნავს მკურნალობას და დაადგენს კონსულტაციის პერიოდულობას.

- როგორ უნდა ჩაიტაროს ქალმა თვითგასინჯვა?

- თვითგასინჯვა, როგორც გითხარით, უნდა ჩატარდეს თვეში ერთხელ, მენსტრუაციის დაწყებამდე 6-12 დღით ადრე, ხოლო მენოპაუზის შემდეგ - ყოველი თვის ერთსა და იმავე რიცხვში. სასურველია, ეს დღე ქალმა კალენდარზე მონიშნოს. თვითგასინჯვა შეიძლება ჩაიტაროთ როგორც მდგომარემ (სარკის წინ ან შხაპის მიღებისას), ისე ზურგზე მწოლიარემ. დაითვალიერეთ ბიუსტჰალტერი - შესაძლოა, მასზე ლაქები ან სისველე შეამჩნიოთ. დაითვალიერეთ ძუძუსთავები - შესაძლოა, დვრილები ჩაზნექილი ან ფერნა-ცვალი იყოს.

ყურადღება მიაქციეთ, ხომ არ არის კანი შეშუპებული, დანაოჭებული, ფერნაცვალი.

საეჭვო ნიშნებია:

  • კვანძოვანი სიმკვრივე სარძევე ჯირკვალში ან იღლიისქვეშა ფოსოში;
  • კანის სიწითლე;
  • ლიმონის ქერქის მსგავსი ან დანაოჭებული კანი;
  • ტკივილი;
  • დვრილის არეში წვის შეგრძნება და შეწითლება;
  • დვრილის ჩაზნექა;
  • გამონადენი დვრილიდან.

თუ ამ ნიშნებიდან ერთი მაინც შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ მამოლოგს.

- როგორ მკურნალობენ მასტოპათიას?

- როგორც უკვე ვთქვით, მკურნალობა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად ინიშნება. ის, პირველ ყოვლისა, მიზნად ისახავს ენდოკრინული პროცესების, ჰორმონული დისბალანსის ნორმალი-ზებას. მოიცავს იმუნოთერაპიას (დაავადების წინააღმდეგ ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის მომატე-ბისთვის) და უშუალოდ მიზეზზე ზემოქმედებას.

მასტოპათიას ჰორმონული და არაჰორმონული მეთოდებით მკურნალობენ. მკურნალობის კურსი უშუალოდ გამომწვევი მიზეზის წინააღმდეგ, ნერვული სისტემის, თირკმელების, ღვიძლისა და სხვა ორგანოთა ფუნქციების ნორმალიზებისკენ არის მიმართული.

შორსწასული, კვანძოვანი ფორმის მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად ტარდება ქირურგიული მკურნალობა. დროული და მართებული კომპლექსური მკურნალობისას მასტოპათია უმეტესად 1-3 თვეში იკურნება, მაგრამ წელიწადში 1-2-ჯერ სასურველია ჩატარდეს საკონტროლო გასინჯვა.