ძუძუს კისტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ძუძუს კისტები

ის ხშირად არ საჭიროებს დაუყოვნებელ მკურნალობას, თუმცა ზოგჯერ დიდ დისკომფორტს უქმნის ქალს, როგორც ფიზიკურს, ასევე მორალურს. დიდი ზომის კისტები მტკივნეულობითაც გამოირჩევა, ზოგჯერ ანთებადია და აქედან გამომდინარე განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

ძუძუს კისტებზე გვესაუბრება ონკოქირურგი, მამოლოგი – თამარ აბულაძე:

– ქალბატონო თამარ, რა განაპირობებს ძუძუს კისტების ჩამოყალიბებას?

– ძუძუს კისტა სითხოვანი წარმონაქმნია; ის შეიძლება იყოს ერთეული ან მრავლობითი, გვხვდება ერთ ან ორივე სარძევე ჯირკვალში. კისტის სითხოვანი შიგთავსი ვითარდება ჯირკვლების გამომტანი სანათურების დახშობის შედეგად, როდესაც ღრუში გროვდება სეკრეტი ანუ სითხე. ძუძუში კისტების წარმოქმნა დაკავშირებულია ძირითადად დისჰორმონულ და ენდოკრინულ ფაქტორებთან; მათგან წამყვანი ადგილი უჭირავს ფარისებრ ჯირკვალს, ამ უკანასკნელის ფუნქციური ცვლილებები კორელაციაშია ძუძუში მიმდინარე პროცესებთან, რის ფონზეც ხშირად ვითარდება კისტები.

კისტების ორი ფორმა არსებობს: თხელკედლიანი და სქელკედლიანი კისტები. თხელკედლიანი კისტა ძირითადად ხასიათდება თხელი, სადა კედლით და გამჭვირვალე შიგთავსით. მისი დიაგნოსტირება, როგორც წესი, ულტრასონოგრაფიული კვლევით ხდება, სქელკედლიანი კისტები კი, ჩვეულებრივ, სქელი კაფსულითა და ხშირად მღვრიე შიგთავსით გამოირჩევიან. ასეთი კისტები ხელით კარგად პალპირებადია (ანუ ხელით, პალპაციით ადვილად ისინჯება).

თუ კისტა მზარდია და 2 სმ-ზე დიდია, ხდება მისი დრენირება და ციტოლოგიური კვლევა.

– რა ასაკის ქალებთან გვხვდება უხშირესად ძუძუს კისტები?

– კისტები უმეტესწილად რეპროდუქციულ პერიოდში გვხვდება, უფრო მეტად 20-50 წლამდე ასაკის ქალებთან.

– როგორც მამოლოგები აღნიშნავთ, ლაქტაცია ძუძუს პათოლოგიათა ერთ-ერთი საუკეთესო პრევენციაა, ამ დროს ძუძუს კისტები ხშირად სწორედ იმ ქალების პრობლემაა, რომლებსაც არაერთი შვილი ჰყავთ ძუძუთი გამოკვებილი, ანუ ანამნეზში ინტენსიური და ხანგრძლივი ლაქტაციის პერიოდი უფიქსირდებათ. რა ხდება მაშინ, რა უწყობს ხელს ამ პათოლოგიის განვითარებას?

– ლაქტაციის პერიოდი და მისი ხანგრძლივობა არ არის გარანტი იმისა, რომ ამ პერიოდის დასრულების შემდეგ კისტები არ წარმოიქმნას. ეს პროცესი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, დისჰორმონული პროცესების შედეგია და მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლისა და გენიტალიების შემოწმება ულტრასონოგრაფიით.

– უხშირესად რა ჩივილები აქვთ ქალებს ძუძუში კისტების არსებობისას?

– კისტა, საზოგადოდ, ხელით ძნელად პალპირებადი წარმონაქმნია, ის იმ შემთხვევაში ისინჯება, თუ დიდ ზომას აღწევს ან სქელი კედელი აქვს. ასეთი კისტები მტკივნეული და მგრძნობიარეა, ხშირად გვხვდება ანთებითი კისტები, კანზე აღინიშნება სიწითლე და შეშუპება, ზოგჯერ ქალს მაღალი ტემპერატურაც უფიქსირდება. ასეთი კისტების მკურნალობისას ჯერ ინიშნება მედიკამენტური მკურნალობა ანთებითი პროცესის ჩასაქრობად და ამის შემდეგ, მომდევნო ეტაპზე, ხდება კისტის დრენირება და ციტოლოგიური შესწავლა.

– საშიშია თუ არა ძუძუს კისტები?

– ძუძუს კისტები კეთილთვისებიან წარმონაქმნებს მიეკუთვნება და მაღალ პროცენტში საშიშ პროგნოზად არ ითვლება, თუმცა 40 წელს გადაცილებულ ქალებთან მზარდი და სქელკედლიანი კისტების არსებობის შემთხვევაში (ასეთ კისტებს სოლიტარულ კისტებს ვუწოდებთ) აუცილებელი ხდება კისტების ოპერაციული მეთოდით მოცილება. ე.წ. სოლიტარული კისტები საოპერაციოა იმიტომ, რომ არ გადაგვარდეს ავთვისებიან წარმონაქმნად.

– როგორც მამოლოგი, რას ურჩევთ მკითხველს ამ და სხვა კუთხით?

– ნებისმიერი სიმკვრივე, კანის ფერის შეცვლა ან გასქელება (ლიმონის ქერქი), ძუძუს თავის ჩაბრუნება, სისხლიანი ან მუქი ფერის გამონადენი – ეს ის კლინიკური ნიშნებია, როცა ქალმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმ მამოლოგს და ასაკის მიხედვით ჩაიტაროს მამოგრაფიული და ულტრასონოგრაფიული კვლევები.

მკითხველებს და საზოგადოდ, ქალებს ვურჩევ: იყავით ფხიზლად და თქვენ დაცული იქნებით!