/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნარკოლოგია

ნარკომანია - სენი თუ ცოდვა

ნარკომანია - სენი თუ ცოდვა
ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ ცნობები ისტორიულ წყაროებში უხსოვარი დროიდან მოიპოვება, თუმცა ნარკომანია პრობლემად გასული საუკუნიდან იქცა და

დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მწვავდება, მძიმდება და მოიცავს საზოგადოების ფართო ფენებს. სამწუხარო სტატისტიკაა, მაგრამ ამ ჭაობში ეფლობა მოსახლეობის ყველაზე პროდუქტიული, შრომისუნარიანი ნაწილი, რომელმაც უნდა იზრუნოს ქვეყნის მომავალზე, განვითარებასა და ერის გამრავლებაზე. ამ სენის წინააღმდეგ მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს.

ეკლესია აქტიურად მონაწილეობს ამ დაავადებასთან ბრძოლაში მონასტრებთან არსებული ცენტრების საშუალებით, სადაც ბევრმა პოვა სასოება და შვება.

ნარკომანიის ცოდვაზე გვესაუბრება წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა იოსებ გელუკაშვილი.

  • მამაო იოსებ,რატომ იწყებს ადამიანი ნარკოტიკების მოხმარებას, როდესაც თვალწინ უამრავი მაგალითი აქვს გაუბედურებული, დეპერსონიზებული, დეგრადირებული, მარტო დარჩენილი, ყველასგან გარიყული და მიტოვებული პიროვნებისა, რომელსაც მატერიალური თუ სულიერი თვალსაზრისით აღარაფერი შერჩენია?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- რაოდენ მძიმეა ეს ცოდვა და, მიუხედავად ამისა, ადამიანი მაინც მიდრეკილია მისკენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ვნება საკმაოდ ძლიერია და შესაძლოა ბევრად უფრო ძლიერიც, ვიდრე სხვა ვნება. გარდა ამისა, ადამიანი მაინც დაცემული არსებაა. ჰგონია, თავად არ ჩავარდება იმ მდგომარეობაში, რომელშიც სხვა აღმოჩნდა. მე ისეთი ამბავიც კი გამიგონია, როდესაც მეგობარმა მეგობრის გამო დაიწყო ნარკოტიკის მოხმარება, რათა დაემტკიცებინა მისთვის, რომ წამლის გადაგდება და განკურნება შესაძლებელი იყო, მაგრამ ამ სენისგან თავის დაღწევა ვეღარ მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს ასეთი მაგალითები აქვს, მაინც მიიდრიკება ამ ცოდვისკენ.

უნდა გვახსოვდეს, რომ ვინც ცოდვას აღასრულებს, ხდება იმ ცოდვის მონა, როგორც უფალი ბრძანებს: “რომელმან ჰქმნეს ცოდვა, იგი მონაი ცოდვისაი არს”. ყველა, ვინც რაიმე ცოდვით ცხოვრობს, მონაა იმ ცოდვისა. ამიტომ ნარკომანი არის მონა ნარკოტიკისა, რომლის გამოც შესაძლოა უკიდურესობამდე მივიდეს და ისეთ სასოწარკვეთილებაში ჩავარდეს, რომ თავიც მოიკლას, ისეთ სიმდაბლემდე დაეცეს, რომ ოჯახზეც კი უარი თქვას და ერთი დოზისთვის დათმოს ყველაფერი, რაც კი ღირსეული და წმინდაა ადამიანის ცხოვრებაში.

  • შესაძლებელია ამ ცოდვისგან განკურნება?

- რა თქმა უნდა, შესაძლებელია ქრისტეს მადლით, ეკლესიის ლოცვით. ყველას, ვინც გადაწყვეტს, თავი დააღწიოს ამ ცოდვას, რა თქმა უნდა, ეკლესია დაეხმარება. ეკლესიის ლოცვა-კურთხევა, მისი წმიდა საიდუმლოებანი, უფლის მადლმოსილება შეეწევა ასეთ ადამიანს გასაჭირში.

  • როგორ შევინარჩუნოთ იმედი?

- ადამიანმა იმედი არ უნდა დაკარგოს. რა საშინელ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს და რა საშინელი ცხოვრებითაც არ უნდა ეცხოვროს, რა ცოდვაც არ უნდა ჩაედინოს, უფალი მიუტევებს, თუ თავად მოინდომა ეს. ნარკოტიკების არაერთ მომხმარებელს დაუღწევია თავი ამ ცოდვისაგან და შესდგომია ჩვეულებრივ ცხოვრებასა და საქმიანობას, ზოგი ბერადაც კი აღკვეცილა.

  • ძალზე საყურადღებოა საზოგადოების დამოკიდებულება ასეთი ადამიანებისადმი. ხშირად ნარკომანის დამღა სამუდამოდ რჩებათ, ან კიდევ განიკითხებიან, როდესაც მათ ეკლესიის მსახურებად ხედავენ...

- როგორც წმიდა ეფრემ ასურის ლოცვაშია: “მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათაი და არა განკითხვად ძმისა ჩემისაი”. ჩვენ ყველანი მოვდივართ იმ კომუნისტური საზოგადოებიდან, სადაც ეკლესიური განათლება, ეკლესიური ცხოვრება და ქრისტიანული მოღვაწეობა თითქმის არ არსებობდა. ყველა მეტ-ნაკლებად ცოდვით იყო დაავადებული და ურწმუნოების მორევში ცხოვრობდა.

განმმარტებლებს უთქვამთ ფარისევლისა და მეზვერის იგავის მაგალითზე: ფარისეველს ჰგონია, რომ მართალია; სინამდვილეში მართალი არავინაა, გარდა უფლისა. უფალია მხოლოდ და მხოლოდ ბუნებითი სიწმინდე, სიმართლე და სათნოება. სხვას ყველაფერს ცოდვის აჩრდილი ადგას, თუ თავად ცოდვით არ არის დაავადებული. ასე რომ, ჩვენ ასე არ უნდა მივუდგეთ ადამიანებს. ღვთის უდიდეს მადლად და წყალობად უნდა ჩავთვალოთ, როდესაც ასეთი ადამიანიც ხდება ჭეშმარიტი ქრისტიანი, როგორც ეს თავის დროზე გვაჩვენეს ჯვარცმულმა ავაზაკმა, მარიამ მაგდალინელმა, მარიამ მეგვიპტელმა, მოსე შავმა და სხვებმა. ეს ადამიანები, მიუხედავად მძიმე წინარე ცხოვრებისა, შეიქმნენ უდიდესი წმინდანები. ყოველივე ეს ადასტურებს, რაოდენ გულმოწყალეა უფალი და როგორ აჯილდოებს ასეთ ადამიანს მადლმოსილებით. ყველას, ვინც გადაწყვეტს უფლისკენ მოქცევას, უფალი აუცილებლად შეეწევა და ის მარტო აღარ იქნება იმ ბრძოლაში.

ყველა ადამიანი ცოდვაში და ცოდვასთან არის მარტო, მაგრამ საღვთო ბრძოლაში, რაც უფრო მძიმეა ეს ბრძოლა, მით მეტია შეწევნა უფლისა. მთავარია, ყველას ჰქონდეს იმის სასოება, რომ უფალი ხელს აღუპყრობს, მოაქცევს ცოდვისაგან და გაათავისუფლებს ტირანიისგან, რომელშიც ის არის ჩავარდნილი. ოღონდ ადამიანმა არჩევანი თავად უნდა გააკეთოს. ჩვენ რაც არ უნდა ვუქადაგოთ თუ დავაძალოთ, არაფერი გამოგვივა, თუ არ იქნება მისი თავისუფალი ნებელობა.

შეიძლება გავიხსენოთ აბო ტფილელის მაგალითი - როდესაც მსაჯული ეკითხება მას: რა არის შენი რწმენის მიზეზი, რომლისთვისაც ყველაფერს თმობ, სიცოცხლესაც კიო, - აბო უპასუხებს: მიიღე ქრისტიანობა და თვითონ ნახე, რა სიტკბოებაა ესო.

მიიღოს ყოველმა ადამიანმა ქრისტე, გულწრფელი და მონანული გული ჰქონდეს და თვითონვე ნახავს, როგორ შეეწევა მას უფალი. თავად იგრძნობს უფლის ძალმოსილებას და თვითონაც გაიზიარებს და შეიმეცნებს იმ ძალას, რასაც უფალი თავის ჭეშმარიტ მორწმუნეებს მისცემს.

ჩვენზე არავინ ძალადობს, ჩვენ ნებით ვირჩევთ სიკეთესაც, ბოროტებასაც და ცოდვასაც, ნებით ვვარდებით განსაცდელში და, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩვენივე ნებით ამ ბოროტებისგან თავის დახსნა. ჩვენი ნებით, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ უფლის შეწევნით. “არარაი ძალგიძთ ქმნად თვინიერ ჩემსაო”, - ასწავლის უფალი თავის მოწაფეებს და ყველა მორწმუნეს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

9 დაავადება, რომელიც ხშირად უვითარდებათ მათ, ვინც სწრაფად თვრება

თუ ადამიანს ძალიან ცოტა დრო და ალკოჰოლი სჭირდება თრობისთვის, დიდი ალბათობით, მას იცავს გენები, რომლებიც, სამწუხაროდ, პასუხისმგებელნი არიან გარკვეული დაავადებების განვითარებაზე.
სრულად
როგორ დავეხმაროთ ნაბახუსევის სინდრომის დროს

მძიმე ნაბახუსევის სინდრომის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ პროფესიონალს.
სრულად
ალკოჰოლიზმის პირველი ფარული სიმპტომები
ალკოჰოლიზმის პირველი ფარული სიმპტომები
ალკოჰოლიზმის საწყისი ნიშნები შეიძლება იყოს:
სრულად
როგორია ალკოჰოლის კრიტიკული დოზა ადამიანისთვის

მაგარი სასმელები ყველაზე საშიშია.
სრულად
ალკოლის დალევისას აუცილებელია წახემსება - სიმართლე თუ მითი?

ერთის მხრივ, ეს მართალია - თუ ალკოჰოლს უზმოზე დალევთ, ინტოქსიკაცია შეიძლება უფრო სწრაფად მოხდეს,
სრულად
ალკოჰოლი და ღვიძლი - ყველა გზა ნაწლავებისკენ მიდის

ნებისმიერი ალკოჰოლი სახიფათოა არა მხოლოდ ღვიძლის, არამედ ნაწლავებისთვისაც და შესაბამისად, მთელი ორგანიზმისთვის.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ნარკომანია - სენი თუ ცოდვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები